ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"

"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"

როდესაც ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის 48 გუნდამდე გაზრდის იდეა საჯაროდ გამოიტანა, გულახდილად გეტყვით, რომ ამ რეფორმას აშკარა ირონიით, კრიტიკულად და, თუ გნებავთ, აუტანელი სკეპტიციზმით ვუყურებდი. მიმაჩნდა, რომ ტურნირის ფორმატის ასეთი ხელოვნური გაფართოება მუნდიალის ხარისხის დაკარგვასა და კლასიკური საფეხბურთო მაგიის დიდ, უსულო კომერციულ მარათონად ქცევას ნიშნავდა. მეშინოდა, რომ სტადიონებზე უინტერესო, მოსაწყენი მატჩების კორიანტელი დადგებოდა, სადაც გამოუცდელი გუნდები შეეცდებოდნენ წინააღმდეგობის გაწევას… (და ბოდიშს ახლავე ვიხდი.) თუმცა, ფეხბურთს ერთი საოცარი თვისება აქვს, მას უყვარს ჩვენი მასხრად აგდება.

ამიტომაც, სანამ მთავარი ფავორიტების გარჩევაზე გადავალთ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მუნდიალი მათმა დაწერეს, ვისაც აქ ყოფნასაც კი არ უწინასწარმეტყველებდნენ…

და თუკი  ვინმეს ჰკითხავთ წლევანდელი მუნდიალის მთავარ სასწაულზე, პასუხი ერთია და მას კრეოლური აქცენტი აქვს: კაბო-ვერდე. ატლანტის ოკეანის მლაშე ტალღებში არსებული ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ფართობით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე პატარაა, ხოლო მოსახლეობით მეორე, მხოლოდ მითიური ისლანდიის შემდეგ. როდესაც კაბო-ვერდემ 1975 წელს პორტუგალიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, მათ მხოლოდ ოკეანე და საკუთარი თავის იმედი შერჩათ. საფეხბურთო ისტორია კი სამი წლის შემდეგ, გვინეასთან უსახური 0:1-ით დაიწყო. 2002 წელს, როცა ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ნაბიჯი გადადგა, ალჟირმა ისინი პირველივე რაუნდში დაამარცხა…

წლების განმავლობაში ეს გუნდი სრულ წყვდიადში ცხოვრობდა. მათ არ ჰქონდათ ფული და ელემენტარული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა…მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, საზღვარგარეთ მცხოვრები კაბო-ვერდელების რაოდენობამ თავად კუნძულების მოსახლეობას გადააჭარბა. ლისაბონის, როტერდამისა თუ პარიზის გარეუბნებში დაბადებული და ევროპული საფეხბურთო აკადემიებით გამოკვებილი ბიჭები სამშობლოს სიყვარულმა და იმავე კრეოლურმა სისხლმა შეკრიბა. 2013 და 2023 წლებში აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში გასვლა უკვე იყო განგაშის ზარი კონტინენტისთვის, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი, მაინც მიუღწეველ, ჰორიზონტს მიღმა დამალულ ოცნებად რჩებოდა. სანამ 2025 წლის იმ ოქტომბრის საღამომ ყველაფერი არ შეცვალა და ისტორიული საგზური რეალობად არ იქცა.

ამერიკულ მუნდიალზე ჩასულ კაბო-ვერდეს ყველა ირონიულად უყურებდა. მას იოლი სამი ქულის გარანტის როლს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოკეანის შვილებმა მოედანზე სხვა რამ დაამტკიცეს. ჯერ იყო და, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს დასცინეს, ფრე და "ფურია როხას" ტალღები უშედეგოდ აწყდებოდა კუნძულს…მერე იყო ურუგვაისთან  2:2, სადაც ნაკრებმა მუნდიალების ისტორიაში თავისი პირველი, ოქროს ასოებით ჩასაწერი გოლები გაიტანა. ბოლოს კი, საუდის არაბეთთან კიდევ ერთმა თავგანწირულმა 0:0-მა მათ ჯგუფში მეორე ადგილი და პლეი-ოფის  საგზური მოუტანა.

მერვედფინალი და მათ წინაშე წარსდგა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინა. ნებისმიერი სხვა გუნდი ამ სახელის, ამ ლურჯ-თეთრი მაისურების და ტიტულების წნეხის ქვეშ ფსიქოლოგიურად გატყდებოდა, მაგრამ არა კაბო-ვერდე…  საიდუმლო არავისთვისაა, ის რომ ჩემი გული დიდი ხანია ლურჯ-თეთრი კოდით ფეთქავს და შიფრავს: „ალბისელესტეს“. სასწორზე ხომ ჩემი უმთავრესი, აკვიატებული ოცნება იდო: მეხილა, როგორ იცავს ჩემი გუნდი ტიტულს, როგორ აღწევს ამ დიდებულ Back-to-Back ფინალს.

გულახდილად რომ გითხრათ, ვხედავდი, რომ ამ კუნძულელების თავხედურ, თავისუფალ ფეხბურთს ჩემი ოქროსფერი ოცნების დამსხვრევა შეეძლო. საფეხბურთო სიყვარული მართლაც მაიძულებდა დამენახა მათი სასწაულებრივობა მაგრამ მოდით, პირდაპირები ვიყოთ: იმ მძიმე 90 წუთის განმავლობაში ამ სასწაულის სილამაზით ტკბობისთვის ჩემს გულში ადგილი უბრალოდ არ მოიძებნებოდა. გონებაც და ყოველი ემოციაც მხოლოდ ერთ წერტილზე იყო ფოკუსირებული, არგენტინას უნდა მოეგო. ვუყურებდი ლიონელ მესის საფირმო, ჭკვიანურ დარტყმებს კარში,რომლებიც დიდი ალბათობით ნებისმიერ სხვა საღამოს ბადეს შეაზანზარებდა, მაგრამ ვოზინია... ეს კაცი იცავდა საკუთარი კუნძულის ღირსებას, ძირითადი დრო  1:1 დასრულდა. მეკარე ვოზინიასთვის ეს ნამდვილად ცხოვრების მატჩი იყო. და როგორი სასტიკია ხოლმე ფეხბურთი, მხოლოდ დამატებით დროში, დინეი ბორჟესის საბედისწერო ავტოგოლით გატყდა ეს კედელი. მატჩი არგენტინამ ძლივს, კლასის ხარჯზე, 3:2 მოიგო.

მხოლოდ და მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ნერვულმა წნეხმა გადაიარა, ემოციები დაცხრა, აი, მაშინ გავიაზრე, თუ რა მოხდა რეალურად ჩემს თვალწინ. მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რა მასშტაბის სასწაულს გამოვგლიჯეთ ხელიდან გამარჯვება. „ლურჯი ზვიგენები“ გამოვარდნენ, მაგრამ მოედნიდან მსოფლიო ფეხბურთის ახალი გმირების სტატუსით გავიდნენ. და საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ სანამ მოედანზე ასეთი გუნდები არსებობენ, ფეხბურთი არასოდეს გადაიქცევა ბიზნესის ნაწილად. მოწმენი გავხდით  პატარა ხალხის უდიდესი, ოკეანური საგისა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეხსიერებაში.

ეგვიპტე: ნილოსის ახალი დინება

როდესაც ეგვიპტეზე ვსაუბრობთ, გონებაში მაშინვე იშლება აფრიკის კონტინენტის უძველესი, ყველაზე ტიტულოვანი და მრისხანე საფეხბურთო იმპერია. ეს არის გუნდი, რომელმაც აფრიკის ერთა თასი შვიდჯერ აღმართა ცაში და დღემდე ერთადერთია, ვინც ეს ოქროს ტრიუმფი ზედიზედ სამჯერ:  2006, 2008 და 2010 წლებში მოიპოვა, რითაც კონტინენტზე აბსოლუტური მონარქია დაამყარა. თუმცა, ამ დიდებულ, ფარაონებისეულ სასწაულებს მიღმა მალავდა ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ, იდუმალ წყევლას მსოფლიო ჩემპიონატების დიდ სცენაზე.

ისტორიის ირონია სწორედ ის არის, რომ ეგვიპტე იყო პირველი აფრიკული და ახლო აღმოსავლური სახელმწიფო, რომელმაც ჯერ კიდევ შორეულ 1934 წელს, დუჩეს იტალიაში დაადგა ფეხი მუნდიალის მიწაზე, სადაც პირველივე დუელში უნგრეთთან დრამატულ 2:4-ში დაეცა. მიუხედავად ამხელა, საუკუნოვანი ისტორიისა, 2026 წლის ჩემპიონატამდე ფარაონების ანგარიშზე სულ რაღაც სამი მოკრძალებული მონაწილეობა ფიგურირებდა (1934, 1990 და 2018 წლებში). და რაც ყველაზე წარმოუდგენელია, მათ მუნდიალების ისტორიაში არცერთი, აბსოლუტურად არცერთი მატჩი არ ჰქონდათ მოგებული. 2018 წელს, რუსეთის ცივ სტადიონებზე, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში თავად მოჰამედ სალაჰი, წითელი ლივერპულის მეფე ჰყავდათ, მათ სამივე შეხვედრა წააგეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. გიგანტი, რომელიც აფრიკას მართავდა, მსოფლიო ასპარეზზე უსუსურ აუტსაიდერად იქცეოდა ხოლმე. ეგვიპტური ფეხბურთის მთავარ, მრავალწლიან გამოწვევას სწორედ ეს წარმოადგენდა: როგორ გადაეტანათ საკუთარი კონტინენტური დომინაცია გლობალურ მასშტაბში. ყოველ ჯერზე, როცა გადამწყვეტი ნაბიჯი იყო გადასადგმელი, უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გუნდი ტყდებოდა. საკმარისია გავიხსენოთ 2010 წლის შესარჩევი ალჟირთან ან 2022 წლის დრამატული პენალტების სერია სენეგალში…გარდა ამისა, ჩემი აზრით, წლების განმავლობაში ნაკრები ზედმეტად იყო დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ვარსკვლავზე. მოჰამედ სალაჰის გენიალურობამ მათ ბევრი რამ მისცა, მაგრამ როცა მთელი ტაქტიკა მხოლოდ მის მარცხენა ფეხზე იწყება და მთავრდება, მეტოქისთვის შენი გაშიფვრა და განეიტრალება ძალიან მარტივი ხდება. სალაჰის კულტი, ერთდროულად, ნაკრების ხსნაც იყო და მისი მთავარი ბორკილიც.

სწორედ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ ამ მრავალწლიანი, მტანჯველი კომპლექსის ნგრევა. ტურნირის დასაწყისი ფრთხილი და ნერვიული გამოდგა. ბელგიასთან ბრძოლაში მოპოვებულმა 1:1-მა პირველად გაგვიჩინა განცდა, რომ ნილოსის შვილები ამერიკის მიწაზე ტურისტებად როდი ჩასულიყვნენ. და მართლაც, დადგა დღე, რომელსაც მთელი ქვეყანა ათწლეულები ელოდა: ახალი ზელანდია ანგარიშით 3:1 გაანადგურეს და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში თავისი პირველი, ნანატრი გამარჯვება იზეიმეს. საუკუნოვანი წყევლა ოფიციალურად შეიმუსრა, ნილოსის დინებამ თან წაიყოლა…ჯგუფის ბოლო მატჩში კი, ირანთან მძიმე და დამქანცველ 1:1-ით ისტორიაში პირველად, ნაკრებმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ნამდვილი  გამოცდა 1/16-ფინალში, ავსტრალიასთან შედგა. 120-წუთიანი მატჩის შრმდეგ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ყველას წარსულის ტრავმები გაუცოცხლდა, როცა გადამწყვეტ წამებში ეგვიპტეს ყოველთვის ნერვები ღალატობდა. თუმცა, ამ საღამოს ფარაონებმა რკინის ნერვები და სრულიად ახალი სიმტკიცე აჩვენეს, თერთმეტმეტრიანების სერია მოიგეს და მერვედფინალის დიდ სცენაზე ავიდნენ. და აი, კულმინაცია. მათ წინაშე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, დიდი არგენტინა წარსდგა. მატჩის დასაწყისი ნამდვილ ზღაპარს ჰგავს, ჩემპიონებს საკუთარი რიტმი მოახვიეს თავს და მთელი საფეხბურთო სამყაროს გასაოცრად, 2:0-ს იგებდნენ. მაგრამ ფეხბურთი ხოლმე ზედმეტად ულმობელია. არგენტინამ თავისი გიჟური კლასითა და გამოცდილებით თამაში შემოატრიალა, 3:2 მოიგო და ფარაონების ეს ულამაზესი მოგზაურობაც დასრულდა. მათ ყველაფერი გაიღეს, ბოლო წამამდე იბრძოლეს, მაგრამ ამ საღამოს, უბრალოდ, თავად ფეხბურთის ღმერთის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ უძლურნი…

ნორვეგია: სკანდინავიური გაზაფხული

მოდით, გულახდილები ვიყოთ და თვალებში ჩავხედოთ რეალობას: ნორვეგიის ნაკრების წლევანდელი აფეთქება ბევრისთვის შეიძლება დიდ სიურპრიზად არც ჩაითვალოს, თუკი  გადავხედავთ მათ შემადგენლობაში არსებულ მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავებს. როდესაც შენს განკარგულებაში ერლინგ ჰალანდის მსგავსი დაუნდობელი "გოლის მანქანაა", საფეხბურთო სამყარო შენგან დიდებას  თითქმის ვალდებულების სახით ელის. თუმცა, ჩემთვის ნამდვილი საოცრება თავად ის მენტალური გზა აღმოჩნდა, რომელიც ამ ნაკრებმა მუნდიალზე მოსახვედრად და საკუთარი თავის საუკეთესო, ყველაზე სრულყოფილი ვერსიის საჩვენებლად გაიარა.

ამ ჩრდილოურ ერს მსოფლიო ჩემპიონატების დიდ სცენაზე თამაშის ძალიან მწირი გამოცდილება აქვს. 2026 წლამდე მათ ისტორიაში სულ რაღაც სამი მუნდიალი ფიგურირებდა (1938, 1994, 1998). მათი ოქროს ხანა შორეულ 1990-იან წლებს უკავშირდება, როდესაც 1998 წელს, საფრანგეთის კაშკაშა ზაფხულში, ჯგუფურ ეტაპზე თავად დიდი, უძლეველი ბრაზილიის გატეხვაც კი შეძლეს ( ) და მერვედფინალში გავიდნენ, სადაც იტალიასთან მინიმალური ანგარიშით დაეცნენ. მას შემდეგ ნორვეგიული ფეხბურთი თითქმის სამი ათწლეულით ჩაიძირა სკანდინავიურ ყინულოვან კრიზისში, ვერცერთ დიდ, ელიტურ ტურნირზე ვეღარ ახერხებდა ფეხის დადგმას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ნორვეგიულმა მიწამ მარტინ ედეგორისა და ერლინგ ჰალანდის სახით ორი ნამდვილი საფეხბურთო გენია შვა, ნაკრების მთავარ პრობლემას მოგვარება არ ეწერა. დაცვის ხაზის არასტაბილურობა და გადამწყვეტ, კრიტიკულ წამებში ხასიათის სიმტკიცის დეფიციტი მათ მუდმივად უშლიდა ხელს მიზნის მიღწევაში.

სწორედ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ ამ დამამცირებელი იარლიყის საბოლოო ნგრევა. პლეი-ოფის საწყის ეტაპზევე აშკარა გახდა, რომ სტოლე სოლბაკენის გუნდმა მოედანზე სრულიად ახალი ტაქტიკური და მენტალური სიმწიფე გამოიტანა. 1/16 ფინალში, კოტ-დ’ივუარის ნაკრებთან დაპირისპირებაში   გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს. ნუთუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ეს მატჩი მხოლოდ შესავალი აღმოჩნდებოდა იმ ისტორიული სერიისა, რომელიც წინ ელოდათ? 1/8 ფინალში თითქოს 1998 წლის  საღამო განმეორდა, ნორვეგია ისევ დაეტაკა დიდ, ვარსკვლავურ ბრაზილიას და „სელესაოს“ მთელი პლანეტის თვალწინ მორიგი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა, როცა 2:1 -ით სამხრეთამერიკელები ტურნირიდან გამოთიშა. დაამტკიცეს, რომ ვიკინგები ოქროსთვის იყვნენ მოსულები და ნეიმარს საკუთარი ნანატრი გვირგვინი პირადად წაართვეს…

ნანატრი მეოთხედფინალური დუელი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩის სცენარი ნორვეგიელთათვის იდეალურად განვითარდა, როდესაც ანდრეას შიელდერუპმა  დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა. ნუთუ ნახევარფინალი, ეს აქამდე მიუღწეველი ჰორიზონტი, უკვე რეალობად იქცეოდა? თუმცა, ფეხბურთი თავისი დრამატიზმით ხშირად დაუნდობელია. ინგლისის ნაკრების ლიდერმა, ჯუდ ბელინგემმა, ინდივიდუალური კლასის ხარჯზე მოახერხა თამაშის შემოტრიალება და მისმა დუბლმა მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც ნორვეგიელთა ეს ულამაზესი მოგზაურობა მარცხით დასრულდა…"Because maybe, you're NOT gonna be the one that saves me"…

პარაგვაი: "ალბიროხას" პარტიზანული ომი

შეუძლებელია გვერდი აუარო გუნდს, რომლის გარეშეც წლევანდელი ტურნირის დრამატურგიული სურათი უბრალოდ სრული ვერ იქნებოდა. გაიცანით პარაგვაი. ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის მძიმე სოციო-ეკონომიკურ რეალობას, თუმცა საფეხბურთო რუკაზე მაინც მყარად უჭირავს საკუთარი პოზიცია ისეთი ნაკრებების ზურგსუკან, როგორებიც ბრაზილია და არგენტინა არიან. გიგანტების ჩრდილში ცხოვრება რთულია, მაგრამ თუ ლურჯმა ზვიგენებმა, ფარაონებმა და ვიკინგებმა ამერიკულ მინდვრებზე თუ საკუთარი თავი იპოვეს, პარაგვაელებმა სამხრეთამერიკული ფეხბურთის ყველაზე პირველყოფილი, ველური და ამაყი სული გააცოცხლეს. ამ პატარა, გულად ერს მუნდიალებზე თამაშის საკმაოდ სოლიდური, პატივსაცემი მატიანე აქვს, რომლის ოქროს ხანაც ხერარდო „ტატა“ მარტინოს სახელს უკავშირდება. სწორედ 2010 წელს, სამხრეთ აფრიკის ხვატში, მათ ისტორიაში პირველად შეაბიჯეს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში და მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგეს მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან. თანაც ისე, რომ იმ საბედისწერო მატჩისას თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

თუმცა, იმ ოქროს თაობის: როკე სანტა კრუსის, ნელსონ ვალდესისა და ხუსტო ვილიარის წასვლის შემდეგ, პარაგვაული ფეხბურთი ღრმა უფსკრულში აღმოჩნდა. ქვეყანამ ვერ შეძლო მტკივნეული თაობათა ცვლის მართვა, რის გამოც ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. საქმე იმაშია, რომ პარაგვაის ფეხბურთი არასდროს ყოფილა ესთეტიკა. ის ყოველთვის დაკავშირებულია  ხასიათთან, რასაც შეამჩნევდით კიდეც. ეს არის ხოსე ლუის ჩილავერტის გიჟური, მანიაკალური თავდაჯერებულობა, სანტა კრუსის ალმოდებული გოლები და ასუნსიონის "ოლიმპიას" ლიბერტადორესისეული, დაუნდობელი ჟინი. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პარაგვაი სწორედ ამ ხელშეუხებელი იდენტობით დაბრუნდა. მსოფლიოს აჩვენეს ხისტი, ზოგჯერ ცინიკური და წარმოუდგენლად ეფექტური ფეხბურთიც. როდესაც 1/16-ფინალში თავად გერმანიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ელიტურ მეტოქეებთან კონკურენცია მათი სტიქიაა.

თუმცა, მერვედფინალში, საფრანგეთის წინააღმდეგ, ამ სამხრეთამერიკულმა ხასიათმა თავისი ყველაზე მახინჯი, მიუღებელი და ხისტი მხარეც გამოავლინა. მოედანზე ვიხილეთ უამრავი უმსგავსობა, უხეშობა, პროვოკაციები, რითაც პარაგვაელებმა ტრადიციული სამხრეთამერიკული ანტი-ფეხბურთის სრული სპექტრი აჩვენეს. "ალბიროხა" მთელი მატჩი კბილებით, წარმოუდგენელი ორგანიზებულობით იცავდა თავს, მაგრამ ფეხბურთის სამართლიანობამ და თქვენ თუ გნებავთ ბედისწერა დაარქვით, თავისი გაიტანა: კილიან მბაპემ ზუსტად შესრულებული პენალტით გადაწყვიტა შეხვედრის ბედი, 0:1 და საფრანგეთმა მერვედფინალიდან გააგდო პარაგვაი. ტიტანური ბრძოლა დასრულდა, თუმცა ამ საფეხბურთო ომმა და არა მატჩმა, ტურნირს ისეთი ნაპერწკალი შემატა, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება.

და მაინც, როცა დღეს ამ მუნდიალის შედეგებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ფეხბურთი არასოდეს კვდება, სანამ პატარა ერებს დიდი ოცნებების სჯერათ და იმედი აქვთ..."იმედი კარგი რამ არის, შესაძლოა, საუკეთესოც კი... და ის, რაც კარგია, არასდროს კვდება". მე ბოდიშს ვიხდი ჩემი ნაადრევი ეჭვებისთვის. მადლობა თითოეულ ნაკრებს, რომელმაც მაჩვენა, რომ ფეხბურთს კვლავაც შეუძლია იყოს გულწრფელი, დაუნდობელი და, რაც მთავარია, ჯადოსნური. ამ ზაფხულს ჩვენ ნამდვილი საშობაო სასწაული ვიხილეთ, ოღონდ ივლისის მცხუნვარე მზეში. ფეხბურთი გადარჩა და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას არაფერი უყვარს იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენი მასხრად აგდება და საკუთარი სიდიადის დამტკიცება.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი

არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია

"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ

შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში

საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში

ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"

"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა

"ბოდო გლიმტის" კაპიტნით ხუთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა

Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა

"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა

ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა

"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს

[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!

"პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს - სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?" - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი

ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ

მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო

[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო

[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!

ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია

ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ

ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება

[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

[VIDEO] საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება

[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ

"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი

"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი

[VIDEO] ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილიას სძლია და მეოთხედფინალში გავიდა

[VIDEO] მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა

[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა

[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა

კარლო და ბრაზილია არ შედგა - დიდების სურვილი მუნდიალზე, ხასიათის სიმტკიცე და მოსალოდნელი კრახი(?!)

"სად დაგირტყა, იდიოტო" - ნეიმარმა მეკარეს დასცინა და საბოლოოდ ატირებული დარჩა

[VIDEO] შენ დაუკა - სალაჰმა ფანებთან ერთად ქუჩაში იცეკვა

პარაგვაელი სენატორი: მბაპე მახინჯი კამერუნელია - წერაც ვერ ისწავლა

პარაგვაიში მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს და ბოდიში მოიხადეს

[VIDEO] მესის მაგია - არგენტინამ ეგვიპტეს საოცარი მატჩი შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა

"ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. მუნდიალს მესის გასამარჯვებლად ატარებენ" - ეგვიპტელთა ფეხბურთელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ

ალვინ ფორტესმა 80 ათასი მაყურებლის წინაშე ითამაშა და მისმა გუნდმა მარეზის ალჟირის ნაკრები დაამარცხა

ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს

[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში