ჩემპიონთა ლიგა. II ტური: ემერიმ ანჩელოტის პირადი დუელი პირწმინდად მოუგო.
27 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მეორე სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა პსჟ - "ბაიერნი" გახლდათ. მასპინლებმა უკვე მე-2 წუთზე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. ნეიმარმა დრიბლინგი განახორციელა, მარჯვენა ფლანგზე უმეთვალყურეოდ დარჩენილ დანი ალვეშს გადააწოდა ბურთი და 1:0. ცნობისათვის, დანიმ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

ამის შემდეგ პარიზელებმა სწორი სტრატეგია აირჩიეს, უკან დაიხიეს და კონტრშეტევაზე თამაში არჩიეს, რადგან ბრწყინვალე შემტევი ტრიო ყავთ (ნეიმარი, ედინსონ კავანი, კილიან მბაპე). მწვრთნელის უნაი ემერის ჩანაფიქრმა გაამართლა და 31-ე წუთზე კავანიმ მეორედ დაამწუხრა ბავარიული გუნდი, შესვენების შემდეგ ნეიმარმა მესამედ, "პარი სენ ჟერმენმა" დამაჯერებლად 3:0 სძლია "ბაიერნს" და B ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. მოკლედ, ემერიმ  კარლო ანჩელოტის პირადი დუელი პირწმინდად მოუგო.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად მიუნხენელები ამ ტურნირზე ასეთი დიდი ანგარიშით 2001 წელს "ლიონთან" დამარცხდნენ.

ლისაბონში "სპორტინგმა" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ჩინებულ ფორმაში მყოფ "ბარსელონას" და შესაძლოა საპატიო ფრისთვისაც მიეღწია, მაგრამ 49-ე წუთზე ლუის სუარესის დარტყმული ბურთი სებასტიან კოატესს მოხვდა და რიკოშეტით პორტუგალიელთა კარში გავიდა. ამ ავტოგოლით კატალონიელებმა გაიმარჯვეს და D ჯგუფის ლიდერები არიან.

ფაქტები

აზერბაიჯანული კლუბების ისტორიაში პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე პედრო ენრიკემ (ყარაბაღი) გაიტანა.

ჰენრიხ მხითარიანმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 50-ე მატჩი ითამაშა.

ლიონელ მესიმ 593-ედ ითამაშა "ბარსელონას" მაისურით. იგი კლუბის ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა (კარლეს პუიოლს დაეწია) ნათამაშები მატჩების მიხედვით, წინ მხოლოდ ანდრეს ინიესტა (638) და ჩავი ერნანდესი (767) არიან.

სხვათა შორის, მესიმ ამ 593 მატჩში 519 გოლი გაიტანა.

მადრიდის "ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ისტორიაში პირველი მატჩი წააგო.

ალვარო მორატამ (ჩელსი) "ატლეტიკოს" პირველი გოლი გაუტანა მეშვიდე დაპირისპირებაში.

ამ სეზონში "ბარსელონას" მთავარი გოლეადორი ლიონელ მესია - 12 გოლი, მეორე ადგილზე კი 4-ით... მეტოქეთა ავტოგოლებია.

ედინსონ კავანიმ (პსჟ) ზედიზედ მეექვსე სალიგო მატჩში გაიტანა (სულ 7 გოლი). აქამდე ასეთი მიღწევა მხოლოდ 4 ფეხბურთელს ჰქონდა (ვან ნისტელროი, შამახი, ილმაზი, რონალდო).

ის პირველი სამხრეთამერიკელია, ვინც ეს შეძლო.

ანტუან გრიზმანი იყო ბოლო ფეხბურთელი ვინც "ვისენტე კალდერონზე" ლიგის მატჩში გაიტანა და გახდა პირველი ვინც ეს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეძლო, ორივე გოლი პენალტით გავიდა.

დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკო" 50-ედ გაიყვანა (მე-10 მარცხი).

2017 წელს პრემიერლიგის კლუბებიდან ყველაზე მეტი გოლი (ყველა შეჯიბრებაში) მიში ბატშუაიმ (ჩელსი) გაიტანა შეცვლაზე - 4.

მიში ბატშუაიმ ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა, არადა, ზუსტად ამდენი გოლის გატანისთვის ბელგიელს წინა 16 შეხვედრა დასჭირდა.

ანტუან გრიზმანმა (2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული) "ატლეტიკოს" სალიგო გოლების 52%-ში მიიღო მონაწილეობა (14 გოლი, 3 საგოლე პასი).

ანტონი მარსიალმა (მანჩესტერი) ბოლო ორ მატჩში შეძლო გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.

ცსკა-სთან მატჩში ანტონი მარსიალმა ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა).

რომელუ ლუკაკუმ "მანჩესტერის" მაისურით 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

"სელტიკმა" ბოლო 16 საგარეო მატჩში მხოლოდ მეორე მოიგო.

2011 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ სამმა იტალიურმა კლუბმა (იუვენტუსი, ნაპოლი, რომა) ერთ ტურში იმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე.

"იუვენტუსმა" ლიგის ბოლო 5 საშინაო მატჩი ისე მოიგო მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.

მარიო მანჯუკიჩმა ბოლო სამ მატჩში გაიტანა ლიგაზე.

"რომამ" ლიგის საგარეო მატჩი 2010 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო.

პსჟ-მ ლიგაზე "ბაიერნს" უკვე 11 გოლი გაუტანა (მეტი მხოლოდ "ბარსელონასთვის" აქვს გატანილი - 16).

ნეიმარმა კარიერაში პირველად მოახერხა ზედიზედ ორ ლიგის მატჩში გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.

პსჟ-ს 44 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული ლიგაზე.

2014 წლის მერე პირველად გერმანულმა კლუბებმა ერთ ტურში ნულზე წააგეს თავიანთი სალიგო მატჩები.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნმა" პირველად წააგო 3-გოლიანი სხვაობით.

არიენ რობენმა (ბაიერნი) ჩემპიონთა ლიგაზე 99-ე მატჩი ითამაშა, მან ედვინ ვან დერ სარს გაასწრო და ჰოლანდიელ ფეხბურთელებში წინ მხოლოდ კლარენს ზეედორფია - 125 მატჩი ლიგაზე.

სანამ შეცვლიდნენ ხამეს როდრიგესის (ბაიერნი) 26-ვე პასი ზუსტი იყო.

A ჯგუფი

ბაზელი-ბენფიკა 5:0

გოლები: 1:0 ლანგი (2), 2:0 ობერლენი (20), 3:0 ვან ვოლფსვინკელი (59-პენ), 4:0 ობერლენი (69), 5:0 რივეროსი (76)

ბაზელი (3-4-3): ვაჩლიკი - სუხი, აკანჯი, ბალანტა (80. დიე) - ლანგი, ჯაკა, ცუფი, პატრეტა (68. რივეროსი) - შტეფენი, ვან ვოლფსვინკელი, ობერლენი (74. ელიუნუსი)

ბენფიკა (4-4-2): სეზარი - ალმეიდა, ლუიზაო, ჟარდელი, გრიმალდო - ჟივკოვიჩი (74. სამარისი), პიცი, ფეიშა, სერვი (46. სალვიო) - ჟონასი (67. სეფეროვიჩი), ხიმენესი

გაძევება: ალმეიდა (62)

ცსკა-მანჩესტერ იუნაიტედი 1:4

გოლები: 0:1 ლუკაკუ (4), 0:2 მარსიალი (19), 0:3 ლუკაკუ (27), 0:4 მხითარიანი (57), 1:4 კუჩაევი (90)

ცსკა (3-5-2): აკინფეევი - ვასინი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი - ფერნანდეში, ძაგოევი (72. მილანოვი), ვერნბლოომი, გოლოვინი, შენნიკოვი - ჩალოვი (67. ჟამალეტდინოვი), ვიტინიო (84. კუჩაევი)

მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-3): დე ხეა - ლინდელიოფი, ბაილი, სმოლინგი - იანგი (67. დარმიანი), ანდერ ერერა, მატიჩი, ბლინდი - მხითარიანი (60. ლინგარდი), ლუკაკუ, მარსიალი (72. რაშფორდი)

B ჯგუფი

ანდერლეხტი-სელტიკი 0:3

გოლები: 0:1 გრიფიტსი (38), 0:2 რობერტსი (50), 0:3 სინკლერი (93)

ანდერლეხტი (5-4-1): ბუკსი - ჩიპჩიუ, სპაიჩი (44. კარა), დენდონკერი, დეშახტი (57. სტანჩუ), აპია - ჰანი (70. ბრუნო), გერკენსი, ტრებელი, ონიეკურუ - ტეოდორჩიკი

სელტიკი (4-5-1): გორდონი - ლუსტიგი, შიმუნოვიჩი, ბოიატა, ტიერნი - რობერტსი (78. ფორესტი), ნტჩამი, ბრაუნი (70. ბიტონი), როგიჩი (65. მაკგრეგორი), სინკლერი - გრიფიტსი

პსჟ-ბაიერნი 3:0

გოლები: 1:0 დანი ალვეში (2), 2:0 კავანი (31), 3:0 ნეიმარი (63)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ვერატი (90. დრაქსლერი), ტიაგო მოტა (86. ლო სელსო), რაბიო - მბაპე (79. დი მარია), კავანი, ნეიმარი

ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი - კიმიხი, ზულე, ხავი მარტინესი, ალაბა - ტოლისო (46. რუდი), ტიაგო ალკანტარა, ვიდალი - მიულერი (69. რობენი), ლევანდოვსკი, ხ. როდრიგესი (46. კომანი)

C ჯგუფი

ყარაბაღი-რომა 1:2

გოლები: 0:1 მანოლასი (7), 0:2 ჯეკო (15), 1:2 პედრო ენრიკე (28)

ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, გუსეინოვი, სადიგოვი, აგოლი - რიჩარდი, გარაევი - პედრო ენრიკე (76. ელიუნუსი), მიჩელი (88. კინტანა), მადათოვი (81. გერიერი) - ნდლოვუ

რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, მანოლასი, ჟესუში, კოლაროვი - პელეგრინი (82. სტროოტმანი), გონალონი (67. დე როსი), ნაინგოლანი - დეფრელი (58. ფლორენცი), ჯეკო, ელ შაარაცი

ატლეტიკო-ჩელსი 1:2

გოლები: 1:0 გრიზმანი (40-პენ), 1:1 მორატა (60), 1:2 ბატშუაი (94)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, თომასი (77. ხიმენესი), საულ ნიგესი, ფერეირა-კარასკო (69. ფ. ტორესი) - გრიზმანი, ა. კორეა (70. გაიტანი)

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დ. ლუიზი, კეჰილი - მოზესი, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - ფაბრეგასი (86. კრისტენსენი), აზარი (82. ვილიანი) - მორატა (82. ბატშუაი)

D ჯგუფი

იუვენტუსი-ოლიმპიაკოსი 2:0

გოლები: 1:0 იგუაინი (69), 2:0 მანჯუკიჩი (80)

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - სტურარო (81. ბენატია), ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური, მატუიდი - კუადრადო (60. იგუაინი), დიბალა, დუგლას კოშტა (84. ბერნარდესკი) - მანჯუკიჩი

ოლიმპიაკოსი (4-3-3): პროტო - ფიგეირაში, ენგელსი, ნიკოლაუ, კუტრისი - რომაო, ზდიელარი (77. ფორტუნისი), ოჯიჯა-ოფოე - პარდო (72. ბენი), ემენიკე (88. მარინი), სება

სპორტინგი-ბარსელონა 0:1

გოლი: 0:1 კოატესი (49. ს.კ.)

სპორტინგი (4-2-3-1): პატრისიო - პიჩინი, კოატესი, მატიო, კოენტრაო (74. სილვა) - კარვალიო, ბატალია - მარტინში, ფერნანდეში, აკუნია (73. სეზარი) - დუმბია (44. დოსტი)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ს. რობერტო (87. ანდრე გომეში) - მესი, ლ. სუარესი (89. ა. ვიდალი), ინიესტა (80. პაულინიო)

სოსო
ალბათ ჯგუფურ ეტაპს გულისხმობს.
effe
"აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად მიუნხენელები ამ ტურნირზე ასეთი დიდი ანგარიშით 2001 წელს "ლიონთან" დამარცხდნენ."
2027/28-წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულად დაიწყება
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
უნაი ემერი პრემიერლიგას დაუბრუნდა
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
"ლივერპულის" დავიწყებული ურუგვაელი
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა
"როდესაც კლუბში დაბრუნდება, ამაზე ვისაუბრებთ" - ემერი მარტინესზე
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
ემერი "ბაიერნის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
ემერი “ვილიარეალს” ჩაიბარებს
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
[PHOTO] დააღწევს თავს გაჭირვებას - უცნობმა ადამიანმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
ედენ აზარი შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
"მას არ მივატოვებ" - დანი ალვეში ციხეში მეუღლემ მოინახულა
"თავი დაანებეთ, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა" - მბაპემ იამალი დაიცვა
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
ემერიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა და მისი "ასტონ ვილა" "სიტის" 2 ფეხბურთელს უმიზნებს
"რონალდოს გვერდით დაახველეს და პორტუგალიას პენალტი დაუდეს" - ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მსაჯებს აკრიტიკებს
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - მბაპე მოედანს მალე დაუბრუნდება
"ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის" - ალონსომ მბაპე შეაქო
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს