"გარდიანი" ვარაუდობს, რომ ბეილის არყოფნა განსაკუთრებული შანსი იქნება უელსელთა ახალგაზრდა ვარსკვლავ ბენ ვუდბერნისთვის
გარეთ ბეილი საქართველოსთან მატჩის განაცხადში არ იქნება. 28 წლის უელსელი ვარსკვლავის გარშემო სიტუაცია კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. გუშინდელი ინფორმაციით, ბეილს საქართველოსა და ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში უნდა ეთამაშა. "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ... გუშინ მოვლენები სხვანაირად განვითარდა...

"სქაი სპორტის", "გარდიანისა" და სხვა ბრიტანული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბეილი არ არის საკმარისად ჯანმრთელი იმისთვის, რომ საქართველოსა და ირლანდიასთან შეხვედრებში ითამაშოს.

უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ორი შეხვედრის განაცხადში არ შეეყვანა ბეილი. ეს მათთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, რადგან სჯეროდათ, რომ ზიდანის ბოლო სიტყვების შემდეგ ის აუცილებლად ითამაშებდა უახლოეს ორ მატჩში.

"გარდიანი" ვარაუდობს, რომ ბეილის არყოფნა განსაკუთრებული შანსი იქნება უელსელთა ახალგაზრდა ვარსკვლავ ბენ ვუდბერნისთვის. წყაროს მტკიცებით, 17 წლის ნიჭიერ შემტევს თბილისში სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. გასულ თვეში ვუდბერნმა დიდებული შოუ დადგა, როცა შეცვლაზე შევიდა და 5 წუთში უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა ავსტრიას. სამი დღის შემდეგ კი მან მოლდოვასთან მატჩშიც გამოიჩინა თავი.

როგორც ჩანს, ბეილის ტრავმასთან დაკავშირებული საგა საბოლოოდ დასრულდა. ოდნავ მოგვიანებით უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებში ბეილი ნაკრებს ვერაფრით დაეხმარება.

"უელსის საფეხბურთო ასოციაცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ გარეთ ბეილი გამოტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს საქართველოსა და ირლანდიის წინააღმდეგ. ბეილი ჩამოვიდა ნაკრებში კვირას, დღეს კი ის, "რეალთან" შეთანხმების საფუძველზე, გაგზავნილ იქნა სამედიცინო გამოკვლევაზე, რომელმაც გვაჩვენა, რომ ის არ არის ჯანმრთელი იმისთვის, რომ ითამაშოს. მის ნაცვლად უელსის ნაკრებს შეუერთდება "ბარნსლის" თავდამსხმელი ტომ ბრედშოუ", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

უელსის იმედები მცირდება

ჩვენთვის საინტერესო მასალას აქვეყნებს "სპორტსდეილი":

"ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ გარეთ ბეილის ტრავმა მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ დღეს საბოლოოდ გაირკვა, რომ ის საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებს გამოტოვებს. შესაბამისად, კრის კოულმენს ერთადერთი შანსი რჩება - მან უნდა მოახერხოს ამ ვაკუუმის შევსება.

შექმნილ სიტუაციაში იდეალური ვარიანტი ძირითად შემადგენლობაში ბენ ვუდბერნის გამწესება იქნება. ფაქტია, ბეილის არყოფნა მნიშვნელოვნად შეამცირებს უელსის შანსებს, ითამაშოს 2018 წლის მუნდიალზე. ახლა ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმზე მეტი უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს, რათა მოხდეს ბეილის ჩანაცვლება. თუ გავითვალისწინებთ, რა ძალას წარმოადგენს უელსელთა მთავარი ვარსკვლავი მისი გუნდისთვის, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

კოულმენმა, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური კუთხით უნდა შეძლოს ფეხბურთელების განწყობა. თითოეული მოთამაშე ისე უნდა გავიდეს მინდორზე, როგორც უკანასკნელ ომში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება შანსი უელსის ნაკრებს, წარმატებით ითამაშოს ორ უახლოეს შეხვედრაში".

კრის კოულმენი: უკან ვერ დავიხევთ!

"ჩვენთვის ეს ორი მატჩი ფინალის ტოლფასია. მხოლოდ ქულათა მაქსიმუმის დაგროვება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეორე ადგილი დავიკავოთ ჯგუფში და ვითამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ", - თქვა უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nicolas
კი მარა იმას ვერ ხვდებით, რომ ბოლო 2 თამაში ჯობს წავაგოთ რო D დივიზიონში მოვხვდეთ იმ ახალ ფორმატში ? როგორც გადავითვალე უელსთან რომ მოვიგოთ და სერბეთთან წავაგოთ დიდი ალბათობით დავრჩებით ბოლო 16ეულში რაც D დივიზიონის საგზურია მარა ეხა გაიგიჟებენ ჩვენები თავს და ორივე თამაშს მოიგებენ )))) 4 ქულა დამღუპველი იქნება, C-ში ამოვყოფთ თავს ))

დაუდეთ ტრილიონი საქართველოს წაგებაზე და შეირგეთ. ბეილის არჩამოსვლაც ამისი მთავარი შემადგენელი ნაწილია, სხვაგვარად გადაიტენებოდა ტოტალიზატორები მთელ მსოფლიოში უელსის მოგებაზე. ახლა კი ჩაურთეს ხელის ვითომცდა ტორმუზი, იმიტომ რომ ბეილის გარეშე უელსი ერთი ჩვეულებრივი ჯოგია და სანამ დიდ ფულს ვინმე გარისკავს, ათასჯერ დაფიქრდება გარისკოს თუ არა. მაგრამ უელსი საქართველოს ნაკრებს მაინც ყველგან მოუგებს ამჟამად, ნებისმიერი შემადგენლობით.
gurami
მაგით ვერ განსაზღვრავ, რომ არაბიძე დუბლებში თამასობს, ყველა ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი ან სკამზეა ან დუბლებში თამაშობს არ ვიცი ეს შეგნებულად კეთდება თუ რას უნდა დააბრალო, თუნდაც ანანიძე როგორც კი მოაწერა ხელი ახალ ხელშეკრულებას მაშინვე სკამზე დასვეს არადა სპარტაკის წამყვანი ფეხბურთელია ასე იყო კვირლველია რუბინში ასეა სხვებიც საერთოდ არ უნდა წავიდნენ იქ მაგრამ რას იზავ.სადღეისოდ არაბიძე ერთ-ერთი საჭირო მოთამაშეა ნაკრებისთვის ეხლაც და მომავლისთვისაც, მაგრამ რა გვინდა მოსკოვში აქ ვერ გაგვიგია რა ხდება.
Irakli Apkhaidze
არაბიძემ ჯერ ახალგაზრდულში ითამაშოს და იქ აჩვენოს თავის მაქსიმუმი, იქაც არანაკლებ გვჭირდება კარგი ფეხბურთელი. შახტარშიც დუბლებში თამაშობს და თუ გვაქვს ამბიცია, რომ ძლიერ მეტოქეს უნდა მოვუგთ რატო უნდა ვათამაშოთ ძირითადში უკრაინის ჩემპიონატის დუბლებში მოთამაშე ფეხბურთელი როცა ყველაზე დიდი კონკურენცია ნახევარდაცვაშია. წარმატებები არაბიძეს ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია!
gio
ჩვენ ხომ ჯიგრები ვართ, გავუშვათ უელსი მუნდიალზე, ცოდოები არიან. აბა ჩვენ გავდიოდეთ და ვინმემ მოგვიგოს ხომ გაგვიტყდება? ფეოლასი არ იყოს ნახეთ როგორ ტირიან ის ბავშვები, გული არ გაქვთო :))) ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი ქარიშხალი ირმასავით უნდა გადავუაროთ.
სოსო
თქვენ იცით ბიჭებო, ყველა საქართველოში მოსაგებად ჩამოდის, ეს მათი წინასწარი განწყობა უნდა დასამარდეს, თუ მაგრად დაუხვდებით ქულას მაინც ავიღებთ. კიდევ რა მაინტერესებს ისინი თუ 17 წლის ბიჭს ათამაშებენ და აჩვევენ ძირითად გუნდს რატომ არ უნდა იყოს ჩვენთან არაბიძე, იმაზე ნაკლები არაფრით არ არის,იქნებ ამ კითხვას ვინმემ უპასუხოს.
gizog
რა სთქვა უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა, ეს მათი საქმე, ხოლო ბრძოლები პირველიც და უკანასკნელიც, როგორი იცოდნენ ქართველებმა უნდა ვაჩვენოთ ბრიტანელებს და არამარტო ბრიტანელებს.განწყობა მხოლოდ გამარჯვებისთვის ბიჭებო, ხოლო ამ გამარჯვების შემდეგ არავითარი მოტივაცია აღარ დარჩება შემდეგ მეტოქეს სერბეთს, მათ უკვე ჯიბეში ედებათ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. კიდევ ერთხელ გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო. თქვენ უკვე მზად ხართ ამისთვის ბოლო თამაშებიდან გამომდინარე. წინ საქართველო წინ.

bicho ai amis daceras rame normaluri da axali daceret rac xalxs ainteresebs ras amcirebs beilis ar kopna favoritebi vart tu ra vart?))))))))) ise ceren tipebi gegoneba chven vikot uelsi da marto mogeba gvackobdes:)))))))))))
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"ლივერპულმა" 18 წლის ბენ ვუდბერნს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა ვუდბერნს "უელსის პრინცი" დაარქვა
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
უელსს გამარჯვება 17 წლის ბიჭმა მოუპოვა