ძალიან არ მინდა, რომ საქართველოს ნაკრები უახლოეს ორ შეხვედრაში მინდორზე მარცხს შეგუებული გავიდეს
მე ასე ვფიქრობ: რაც ეს რუბრიკა არსებობს, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ალბათ, არასოდეს დამიწერია. საქმე ეხება საქართველოს ნაკრების უახლოეს ორ შეხვედრას უელსსა და სერბეთთან. ეს ორი მატჩი, ნებსით თუ უნებლიეთ, მჭიდროდ გადაეჯაჭვა უეფას მიერ შექმნილ ერთა ლიგას, რომელიც საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსსა და საშუალებას აძლევს.

ახლა საქმე ასეა: თუ საქართველოს ნაკრები წარმატებით ითამაშებს ამ ორ შეხვედრაში, დიდი ალბათობით, ის ერთა ლიგის გათამაშებაში მოხვდება იმაზე წინა კალათაში, ვიდრე დღეს არის. ამის შესაბამისად, შემცირდება ჯგუფში ჩვენი მოგებისა და ევროპირველობაზე თამაშის შანსი.

რა და როგორ უნდა ვქნათ ასეთ სიტუაციაში? თემა თავისთავად ძალიან ფაქიზი და დელიკატურია. რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრი შეიძლება იყოს. ქვემოთ ჩემი აზრი უნდა გამოვხატო და ვხვდები იმასაც, რომ დიდი ალბათობით, ცხენიც შეკაზმული უნდა მყავდეს, რადგან, მინდა თუ არა, ამ აზრს აუცილებლად გამოუჩნდებიან მოწინააღმდეგეები და ვხვდები იმასაც, რომ მათი არგუმენტებიც ერთობ წონადი იქნება...

რა ვუთხრათ მათ?

რაც ეს დალოცვილი ფეხბურთი არსებობს, მისი მთავარი მიზანი გამარჯვებაა. მაშინაც კი, როცა გამარჯვება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და როცა შენ კედელთან არ ხარ მიყენებული. ახლა ამ ისტორიებს სათითაოდ არ განვაზოგადებ, მაგრამ ბევრი გუნდი და ნაკრები მინახავს, რომელიც მკაცრად დასჯილა საფეხბურთო ფორტუნის მიერ მხოლოდ იმისთვის, რომ მოცემულობიდან გამომდინარე, ყველაფერი არ გაუკეთებიათ ამა თუ იმ თამაშის მოსაგებად.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო ნაწილს უელსთან შეხვედრით ამთავრებს. "დინამო არენაზე" ბევრ მაყურებელს ველით. როგორ გინდა, ხალხს აუხსნა, რომ ევროპის ბოლო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენასთან შენ მოგება არ გინდა და მინდორზე მარცხს წინასწარ შეგუებული გადიხარ?!

როგორ გინდა, ვინმე დააჯერო, რომ შენ არ გინდა გამარჯვება, რომელიც ასე გენატრება და რომელსაც ჯერაც უნაყოფოდ ელი მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში? როგორ გინდა, საქართველოს ნაკრებს წაართვა თავისი, ჯერაც (იმედია, არა სამუდამო) მთავარი ნიშა მსოფლიო ფეხბურთში, რომლის მიხედვითაც ჩვენი გუნდი შესარჩევი ციკლის მსვლელობისას ერთხელ, მაგრამ ხმაურიანად კი გაისვრის ხოლმე?

ბოლოს და ბოლოს, რა უნდა უთხრას მამამ შვილს, რომელსაც 6 ოქტომბრის საღამოს სტადიონზე წაიყვანს?! რა თქმა უნდა, იდეაში, წაიყვანს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების ლამაზი თამაში და გამარჯვება აჩვენოს...

გასაგებია, პრაგმატული თვალსაზრისით, ჩვენი მოსაზრების გამყარება გაჭირდება. ისიც არ გვინდა, ვინმემ ზედმეტ პოპულიზმში დაგვადანაშაულოს, მაგრამ როცა ფეხბურთზე წერ, ხალხს გვერდს ვერ აუვლი, რადგან ფეხბურთი ჯერაც რჩება მსოფლიოში ყველაზე სახალხო თამაშად, რომელსაც მილიონებისთვის მოაქვს სიხარული.

როცა გარანტია არ არსებობს...

დავუშვათ, ვერ ვითამაშეთ წარმატებით უელს-სერბეთთან, ერთა ლიგაზე მოვხვდით ჩვენთვის სასურველ კალათაში - არის კი იმის გარანტია, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ?

სხვისი არ ვიცი და, მე ასე მგონია: თუნდაც ჯგუფის შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს გარანტია არ არსებობს. ბრძოლა მოგვიწევს იქაც და აქაც. კი, უფრო ადვილი იქნება, მაგრამ არა - უადვილესი.

მეორეც: ალბათ, ყველას ურჩევნია, თბილისში ერთა ლიგის ფორმატით სან მარინო და გიბრალტარი კი არა, ცოტა უფრო ძლიერი და ანგარიშგასაწევი ნაკრებები ნახოს. თუ ჩვენ რაღაცას წარმოვადგენთ, ჩვენი მიზანი "ჯუჯებში" პირველობა კი არა, თუნდაც ამის შემდგომ საფეხურზე საკუთარი სიტყვის თქმა უნდა იყოს.

თუ ეს არ შეგვიძლია, ევროპის ჩემპიონატზე არც არაფერი გვესაქმება და რომც გავიდეთ ჩვენი კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე, იქ სირცხვილის მეტი არაფერი გველის. მხოლოდ ამის გამო ამხელა კომპრომისზე წასვლა კი ნამდვილად არ ღირს.

რომ არ იყოს წნეხი...

აქედანვე უნდა დავწეროთ: ეს არის ერთი კონკრეტული პიროვნების, გნებავთ, საქართველოს ნაკრების ერთი რიგითი გულშემატკივრის აზრი და ჩვენი წერილის მიზანი სულაც არ არის, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები წინასწარ წნეხში მოვაქციოთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ ამან შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს ჩვენს გუნდს. მით უმეტეს, საქართველოს ნაკრები ძალიან "მგრძნობიარე" გუნდების კატეგორიას მიეკუთვნება და ის მხოლოდ მაშინ თამაშობს კარგად, როცა მის გარშემო დიდი აჟიოტაჟი არ არის ატეხილი.

თანაც, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ობიექტურ გარემოებებს. არც უელსზე და არც სერბეთზე ძლიერები, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ჩვენ დღეს არ ვართ. მით უმეტეს, გუნდის ორი ლიდერის, ჯანო ანანიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნის პირობებში. ეს ორი მოთამაშე ხომ, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, ლამის ნახევარი გუნდია...

მეტიც, კარგად გვესმის, რომ არც უელსთან და არც სერბეთთან შეხვედრებში საქართველოს ნაკრები არ არის ფავორიტი არც შემადგენლობით და არც დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით. თავისუფლად შეიძლება, ეს ორი შეხვედრა ჩვენთვის წარუმატებლად დასრულდეს და საფეხბურთო ლოგიკაში ეს უფრო ჯდება.

უბრალოდ, ძალიან არ მინდა, რომ საქართველოს ნაკრები უახლოეს ორ შეხვედრაში მინდორზე მარცხს შეგუებული გავიდეს. მგონი, სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს ჩვენი ბიჭობის ამბავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

euhh
gundi rkmelic wasagebsd gava moedanze,imis imedad rom mere sustebtan movxvdebito da imat vincamas mxarsuchers,egets arc gundsaaq momavali da src ers,romelic wagebit apirebs ramis migwevas....sul gamarjvebit evlos wartul nakrebsac da qartvel ersac
tornike gvaramia
არცერთი მოგება არ გვაქვს უკვე 3 წელზე მეტია! და ამ ფოnზე რას ვაჭრობთ?! მე ფარერებთაn და გიბლარტლთაn მოგებით მოპოვებული საგზური და მერე გერმაnია, პრტუგალია აn ესპაnეთთაn ჩასვრილი nაკრები არ მიnდა!
euhh
gundi rkmelic wasagebsd gava moedanze,imis imedad rom mere sustebtan movxvdebito da imat vincamas mxarsuchers,egets arc gundsaaq momavali da src ers,romelic wagebit apirebs ramis migwevas....sul gamarjvebit evlos wartul nakrebsac da qartvel ersac
roma
სრულიად ვეთანხმები ავტორს და ვფიქრობ D ჯგუფიდან გასვლა უფრო გაგვიჭირდება ვიდრე ც ჯგუფიდან რადგან ყველა გუნდი ვისაც შევხვდებით მოსაგებად ითამაშებს და ბოლომდე დაიხარჯება ჩვენთან რადგან ჩვენც ხომ მათ ერთად D ჯგუფში ვიქნებით, თან ჩვენი სტატისტიკა არ დაგვავიწყდეთ სუსტ გუნდებთან ვერ ვიგებთ მენტალიტეტის გამო რომ ჩვენ მათზე ძლიერები გვგონია თავი და ბოლოს ისე გამოდის რომ მაკედონიასთანაც კი 1 ქულის აღება წარმატებად ჩაითვალა რადგან 2:0 ვაგებდით, რით ვართ დაზღვეული იმისგან რომ სან-მარინო ან ფარერები იგივეს არ გაგვიკეთებს, თან ფარერებთან მოგებული 1:3 არ დაგვავიწყდეს მაშინ მათ არ გაუმართლათ პენალტი ვერ გაიტანეს 1:1 ის რომ გაეტანათ დარწმუნებული ვარ მოიგებდა ფარერები, ამიტომ მოსაგებად უნდა გავიდეს ნაკრები აუცილებლად. წარმაატებები საქართველოს ნაკრებს ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო.
Soo
და ინგლისში დასავლურ აზროვნებასთან როგორ არიან? ვენგერი რაც თავი მახსოვს არსენალის მწვრთნელია. მე არც მაგის ჩემპიონობა მახსენდება და არც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავენ მაინც და მაინც
xoneli
ყველაფერს თავი დავანებოთ გირსების საკითხია.მერე მეორე გვინახავს ჩვენ, ჩვენი გუნდი ხორვტიასთან მომგები და ცოტა ხანში მალტასთან შერცხვენილი.ამიტომ ის რომ უფრო გავალთ დაბალი დივიზიოიდან არარის მთლად ასე სტატისტიკურად ჩვენი გუნდი დაბალ დონის გუნდებთან მოსაგებს ვერ იგებს.გაიხსენეთ ქეძბაიას დროს ნაკრები,ჩივაძის მერე არც მწვთნელის დროს არ გქვონია შანსი გასვლის ასეთი მაგრამ ვერ მოუგეთ მალტას ლიტვას. და რა თმაში ვეთამაშეთ ბერძნებს ბოლოს რომარა მათი არაკაცური საქციელლლი თარგამძეს რაც გაუკეთეს შეგნებულად10 კაცით დაგვტოვეს.მოგება გვეკავა ხელში.ჩემი აზრით ჩვენს ნაკრებს თუ ბოლომდე დაიხარჯებიან და გაგვიმეთლებს ტრანვებზე D დივიზიონიდანაც გავალთ.10 ულში იყო ხორვატიაც და ცოტა ხნის წინ უელსიც თუარ ვცდები და რა ვერ ვემაშეთ?
კახა ქირია
იცით რა სხვაობაა ჩვენს აზროვნებასაც და დასავლურ აზროვნებას შორის.აი ბოლო მაგალითი-ისეთ მწვრთნელს როგორიც ანჩელოტია ბოლო ორ თამაშში ნაჩვენები შედეგი არ აპატიეს და გაუშვეს.იმიტომ რომ დიდი გუნდია, თავმოყვარეობა აქვთ და არ დაგეძებენ სახელს.ჩვენ კიდევ ერთი თამაში ვერ მოვიგეთ ჯერჯერობით შესარჩევ ციკლში და მწვრთნელს ხელშეკრულებას უგრძელებთ,პროგრესიო.მეც არ ვარ მწვრთნელების ხშირი ცვლის მომხრე, მაგრამ რაგაც კრიტერიუმი ხომ უნდა არსებობდეს.მთავარი მე მგონი არის ნაჩვენები შედეგი.შედეგი კი სახეზეა-არც ერთი გამარჯვება....
emigranti
ექსპრესგამოკითხვა რომ მოაწყოთ დილიდან არ გამოვა? საინტერესოა როგორ განაწილდება ხალხის აზრი. გთხოვთ მოახერხეთ როგორმე 5 წუთიც არ უნდა ამის გაკეთებას. პირადად რათქმაუნდა ავტორის მოსაზრებას სრულიად ვუჭერ მხარს.
Gio
რა თქმა უნდა მოგებაზე უნდა ვითამაშოთ აქ ორი აზრი არც შეიძლება იყოს! D ჯგუფიდან გასვლას მირჩევნია ც ჯგუფში ცოტა ნორმალურ გუნდებს ვეთამაშოთ და ვერ გავიდეთ! ნაკრებში ახალგაზრდები და ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელია რომლებსაც ეს ტურნირი ძალიან წაადგებათ... აბა კოსოვოს და გიბრალტართან თამაში რას მოგვცემს ჩვენ, თორემ იმათთვის შანსია ისტორიაში პირველი გამარჯვება ჩვენთან იზეიმონ....
euhh
chemtvis piradad jobda yoveltvis jobia ibrzolo da waago,vidre gibraltars da sanmarinos mogebit movxvdet evropaze
ლაშა
და დ ჯგუფში რომ მოვხვდებით იქ ვინმეზე მეტი ვიქნებით?ისევე იფიქრებს დანარჩენი გუნდი გასვლაზე როგორც ჩვენ.ასეა ეს:)ასე,რომ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ თუმცა.........
shah name
ერთადერთი გუნდი რომელსაც არ მოუგია ჩვენთან უელსია ასე რომ შეიძლება მოგება
Zura
თუ იდეალუე ვარიანტში ამ ორ თამაშს მოვიგებთ და შესაბამისად ერთა ლიგაზე C დივიზიონში მოვხვდებით, მირჩევნია ვერ მოვიგოთ თამაშები და იმ ჯუჯა ნაკრებებთან მაინც ვითამაშოთ კარგად და გავიდეთ ევროპაზე!
ბაჩო გ
ბოლომდე უნდა დაიხაფჯონ ბიჭები,მე გულშემატკივარი ვარ და სულაც არ მინდა ჯუჯებში პარპაში,გავიდეთ ც ჯგუფიდან,ეს უნდა იყოს მიზანი...
სოსო
ალეკო,დაგავიწყდა რა განაცხადა ბეილიმ უელსში თამაშის წინ?საქართველოსთანა სუსტი გუნდები ჩვენთან არ უნდა თამაშობდნენო.იქ ხომ კინაღამ გავიმარჯვეთ ბეილისთან ერთად,აქ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ,რომ ენაზე იკბინოს ბიჭმა.კი,უზარმაზარი დანაკლისია ჯანო და ოქრი,მაგრამ მათაც არ ჰყავთ ბეილი და მის გარეშე უელსს 4 წელია თამაში არ მოუგიათ.ჩვენს ნაკრებში ახლა საკმარისი ხალხია,ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს და შესაბამისად ფიზიკურად მატჩის ბოლომდე გასძლებენ,მათ მოგება სჭირდებათ და კონტრშეტევაზე მათი დაჭერის შანსი საკმარისი გვექნება,ბურთის კარგი დაჭერით კი მეტოქეს დავღლით და ნერვებს მოვუშლოთ,თანაც მსაჯებში როდისმე ხომ უნდა გაგვიმართლოს.არ ვიცი ეს ფაქტორები ბოლოს როგორ დალაგდება,მაგრამ თუ სათამაშო დისციპლინს მკაცრად დავიცავთ და სრული კონცენტრაციითაც ვითამაშებთ,დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ,შემდეგ კი უმოტივაციო სერბიასთანაც შეიძლება რაღაცეებზე ფიქრი,მით უმეტეს რომ სერბეთის დაცვაც ძალიან უხეში შეცდომებით თამაშობს.
tbiliseli
ბოლომდე ვეთანხმები!
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"უეფა უკრაინას პატიოსნად არ მოექცა" - შოტლანდიელთა მწვრთნელი
[ოთხშაბათის საკითხავი] ფეხბურთი, ფული და ერთი შანსი
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?