მუნდიალი 2018. ევროპა. IX ტური: ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, პიკეს კი უსტვინეს და შეცვალეს
6 ოქტომბერს, ევროპის ზონის 3 ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტური გაიმართა.

D ჯგუფში, სადაც უელსთან დამარცხებული (0:1) საქართველოს ნაკრები კვლავ მე-5 ადგილზეა, ავსტრიამ სახლში 89-ე წუთზე გატანილი გოლით სერბეთს 3:2 მოუგო, ირლანდიამ კი დერილ მერფის დუბლით დუბლინში მოლდოვას 2:0 ადვილად სძლია. მოკლედ, სიტუაცია ძალიან დაძაბულია: უკანასკნელი ტურის წინ სერბეთს 18 ქულა აქვს, უელსს 17, ირლანდიას კი - 16. 9 ოქტომბერს სერბეთი საქართველოს, უელსი კი ირლანდიას მასპინძლობს.

G ჯგუფში ალიკანტეში ესპანეთმა ალბანეთი 3:0-ზე გაანადგურა და მუნდიალის საგზური მოიპოვა. ამ შეხვედრაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟერარდ პიკეს უსტვინეს (მისი და მისი მეუღლის შაკირას შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს), რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა და ესპანელ გულშემატკივრებს ჭირის დღესავით ეზიზღებათ. პიკე მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ მე-60 წუთზე შეცვალა.

იტალია ტურინში მაკედონიასთან ყაიმს დასჯერდა და პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა. ნამატჩევს იტალიელთა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ განაცხადა, რომ რადგან ნაკრები ქვეყანას წარმოადგენს, მისთვის ობსტრუქციის მოწყობა არ შეიძლება.

ამ შეხვედრაში სკუადრა "აძურას ღირსება" 172-ედ დაიცვა 39 წლის მეკარემ ჯიჯი ბუფონმა და ეროვნულ გუნდებში ჩატარებული მატჩების მაჩვენებლით მე-4 ადგილზეა. პირველ და მეორე პოზიციაზე ეგვიპტელები ალი ჰასანი (184 მატჩი) და ჰოსამ ჰასანი (178) არიან, ხოლო მესამეზე მექსიკელი კლაუდიო სუარესია (177).

ლიხტენშტეინი - ისრაელი 0:1 დასრულდა.

I ჯგუფში ისლანდიამ მოულოდნელად ესკიშეჰირში თურქეთი გააბითურა 3:0-ზე და 19 ქულით გალიდერდა. ხორვატიამ ბოლო წუთზე გაუშვა რიეკაში ფინეთთან გოლი, ეს თამაში 1:1 დასრულდა და 17 ქულით მე-2 ადგილზეა. 17 ქულა აქვს უკრაინის ნაკრებსაც, რომელმაც ალბანეთის ქალაქ შკოდერში თავსხმა წვიმაში კოსოვოს 2:0 მოუგო, ოღონდ ხორვატებთან შედარებით ბურთების უარესი შეფარდება გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს კიევში დაუპირისპირდებიან, ისლანდია კი კოსოვოს რეიკიავიკში მიიღებს და მუნდიალზე გასვლის ჩინებული შანსი აქვს.

ესპანეთი-ალბანეთი 3:0 (ვიდეო)

იტალია-მაკედონია 1:1 (ვიდეო)

"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა