გასულ უქმეებზე საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში VI ტურის შეხვედრები გაიმართა
ფოტოზე: ჯიქი-ლოკომოტივი

გასულ უქმეებზე საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში VI ტურის შეხვედრები გაიმართა.

გორის სარაგბო სტადიონზე სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების საკმაოდ დაძაბული და პრინციპული პაექრობა შედგა. "ჯიქი", რომელმაც მიმდინარე სეზონში საშინაო სარბიელზე მარცხი არ იცოდა, რკინიგზელთა შემართებამ და უფრო გააზრებულმა თამაშმა გატეხა.

"ლოკომოტივმა" განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩაატარა. სტუმრებმა 22 ქულას მოუყარეს თავი, მაშინ, როდესაც მეტოქემ ქულის აღება საერთოდ ვერ მოახერხა. გამოსარჩევი, ცხადია, გარემარბ დავით გულიტაშვილის გარჯაა, რომელიც ორი ლელოთი შეეწია თავის გუნდს.

გამოცდილი თემურ ბენდიაშვილის შეგირდები შეტევაში უფრო მოქნილად მოქმედებდნენ და "ჯიქის" მიერ დაშვებული შეცდომებით კარგადაც იხეირეს.

შესვენების შემდეგ მასპინძლები ურიგოდ არ გარჯილან და მათზე სანუგეშო ქულის მოპოვება მაინც იქნებოდა ალალი. მატჩის ბოლოსკენ, როცა ანგარიში 14:22 იყო, "ჯიქს" ლელოს გატანის მშვენიერი შანსი მიეცა, თუმცა, საბოლოოდ, რკინიგზელებმა მოგებათა ორმატჩიან სერიას გორში კიდევ ერთი დაუმატეს.

ჯიქი-ლოკომოტივი 14:22

ჯიქი (15-9): სვანიძე (ნადირაძე 40), ბიწაძე, ხუციშვილი (კლდიაშვილი 71), სამხარაძე, წიკლაური, ჯიმშელაძე, ბროძელი (დ. კიკნაძე 56); (1-8): ორაგველიძე (მაჭარაშვილი 62), სუთიძე (ჭყოიძე 41), პატარაია (ფსუტური 56), გოგოლიძე (ტრაპაიძე 40), ეფრემიძე, შენგელია, მჭედლიშვილი, სუხაშვილი (თ. კიკნაძე 43)

2ლ: შენგელია, ბიწაძე. 2გ: კიკნაძე

სინბინი: შენგელია

ლოკომოტივი (15-9): გოგოლაშვილი, გულიტაშვილი (ელოშვილი 77), ნიკოლავა (ჩიღვინიძე 60), კავთიძე, შკინინი, წიკლაური, ბეგაძე (ზაბახიძე 36); (1-8): ქვათაძე (გოგიჩაშვილი 65), ბრეგვაძე (ხიდაშელი 64), ქართველიშვილი (არაბული 65), დარასელია, კოპაძე (მაისურაძე 64), ფოფხაძე, გასვიანი, ამირანაშვილი.

4ლ: გულიტაშვილი (2), გასვიანი, ამირანაშვილი. გ: ნიკოლავა.

სინბინი: კავთიძე, წიკლაური

მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

ექვსი თამაშიდან ექვსივე მოგება. ქუთაისის "აიას" ასეთი წარმატებული სტარტი არასდროს ჰქონია. პირველი წრის ნახევარზე მეტის დაუმარცხებლად გავლა საკმაოდ სერიოზული განაცხადია ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. საგულისხმოა, რომ ქუთაისელებმა ვერც ერთ მატჩში ვერ შეძლეს საპრემიო ქულის აღება. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მარნეულელებმა მესამედ წააგეს.

არმაზი-აია 10:30

არმაზი: ლ - გუგეშაშვილი. ს, გ - ჯინჭველაშვილი

სინბინი: კაიფაჯიანი

აია: 3ლ - აბრამიძე, ირემაძე, არეშიძე. 3გ,3ს - ბაბუნაშვილი

სინბინი: ხანთაძე, შალამბერიძე

მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი

საინტერესო და დაძაბული გამოდგა რუსთავის "ხარების" საშინაო მატჩი თბილისის "ლელოსთან". რუსთაველებს მატჩის მიწურულს თამაშის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. საჯარიმოს კიდეზე გადატანა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. საბოლოოდ, სწორედ ერთით ნაკლები საჯარიმოს წყალობით, სამი ქულის სხვაობით წააგეს. "ხარებისთვის", შესანიშნავი სტარტის შემდეგ, ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო.

ხარები-ლელო 22:25

ხარები: 3ლ - ქვლივიძე, ქანდაურაშვილი, თეგეთაშვილი. 2გ, ს - ხუციშვილი.

სინბინი: ქანდაურაშვილი

ლელო: 3ლ - თოდუა, პერანიძე, ტაბუცაძე. 2გ - კვირიკაშვილი. 2ს - კვირიკაშვილი, ყიასაშვილი.

გაძევება: საღინაძე

მსაჯი: შოთა თევზაძე

"ბათუმმა" ევროთასების წინ ბოლო შეხვედრა გამართა. ზღვისპირელებმა თბილისის "აკადემიას" უმასპინძლეს და ზედიზედ მეექვსე მარცხი აგემეს. თბილისური გუნდი ერთადერთია, რომელსაც ჯერ არ მოუგია. ბათუმელები მომდევნო უქმეებზე უკვე იტალიაში იქნებიან და იქაურ "როვიგოს" დაუპირისპირდებიან.

ბათუმი-აკადემია 22:6

ბათუმი: 3ლ - მამრიკიშვილი, ბუჯიაშვილი, ჯაბნიძე. 2გ, ს - კობახიძე.

აკადემია: 2ს - მათიაშვილი

მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

ქუთაისის "ბაგრატს" ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება შეეძლო, მაგრამ ტურის ყველაზე უხვლელოიან მატჩში თბილისის "არმიასთან" დამარცხდა. არმიელებმა ამ გამარჯვებით მნიშვნელოვნად გამოისწორეს სატურნირო მდგომარეობა.

ბაგრატი-არმია 31:37

ბაგრატი: 3ლ - კვერნაძე, ხურციძე, ჩიქოვანი. 2გ - ოდიშარია, გოშაძე. 4ს - ოდიშარია.

არმია: 5ლ - ქარუხნიშვილი, კალანდაძე (2), მესხი, დევიძე. 3გ, 2ს - მახრაშვილი.

მსაჯი: საბა აბულაშვილი

დიდი 10. VII ტური

27 ოქტომბერი

აკადემია-ჯიქი

28 ოქტომბერი

არმია-ხარები

აია-ბაგრატი

29 ოქტომბერი

ლოკომოტივი-არმაზი

ლელო-ბათუმი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ბესიკ ჯანგავაძე

ვასილ ბალახაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
დიდი 10. V ტური: დარჩა მხოლოდ "აია"
კონტიტენტის ფარი: თბილისის "ლოკომოტივი" იტალიურ "კალვიზანოსთან" დამარცხდა
დიდი 10. V ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
"ბათუმმა" როვიგოში კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა [PHOTO]
დიდი 10. IV ტური: პირველად სამი წლის შემდეგ
დიდი 10. I ტური: ჩემპიონმა წაგებით დაიწყო
დიდი 10. VI ტურის წინ: "ბათუმის" ბოლო რეპეტიცია ევროთასებისთვის