crocobet დიდი 10-ის მეორე წრე „რაგბი პლატოზე“ დედაქალაქური დერბით დაიწყო. დაძაბულ შეხვედრაში ‘არმიამ’ ‘ლელოს’ გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით 23:19 სძლია და „სარბიელის სინს“ დაეუფლა.

ამასთან, ‘არმიას’ 19 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დაწინაურდა. ნუგეშ-ქულამ წინ წაწევის შესაძლებლობა მისცა ‘ლელოსაც’, რომელმაც რუსთავის ‘ხარებს’ გადაასწრო და 22 ქულით მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე-10 ტურის თამაშები ხვალ და ზეგ გაიმართება და ცხრილში ცვლილებები კიდევ მრავლად იქნება.

განვლილ შეხვედრაში სტუმრები პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ისინი ხელდახელ სახიფათოდ უტევდნენ და ერთ-ერთი კონტრშეტევა ნიკა ხალვაშის ლელოთი დასრულდა, მაგრამ მანამდე მოედნის ცენტრში ვიდეო-რეფერიმ წინ თამაში დააფიქსირა. სამაგიეროდ ხალვაშმა 4 ჯარიმა გაიტანა და 22-ე წუთისთვის ‘ლელო’ 12:0 დააწინაურა.

ეს ანგარიში 37-ე წუთამდე შენარჩუნდა, მორიგი შეტევის მცდელობისას დიდ დიღმელებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, ის ანდრე მანუელმა აიტაცა, რომელიც ‘არმიაში’ სადებიუტო თამაშს ატარებდა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. მერლს პიტერსმა გარდასახა. ტაიმის გაწითლებულ დროზე სტუმრები კიდევ ერთხელ შეცდნენ, ‘არმიას’ შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და პიტერსმა ის 40 მეტრიდან გაიტანა - 10:12.

მეორე ტაიმში ‘არმიამ’ შეძლო ინიციატივის მოპოვება. შერკინებაში ის სრულად დომინირებდა და ამით კარგად ისარგებლა. 49-ე წუთზე პიტერსმა 43 მეტრიდან გატანილი ჯარიმით მასპინძლები პირველად დააწინაურა, 61-ე წუთზე კი ზუსტი დარტყმა 40 მეტრიდან შეასრულა. ‘ლელომ’ 65-ე წუთზე ლელოთი უპასუხა და უპირატესობა დაიბრუნა. ნუგზარ ქევხიშვილის კარგი გარღვევისა და წინსვლის შემდეგ, სტუმრებმა 22-ში ფაზები აკინძეს, მარჯვენა ფრთაზე ხალვაშმა და გიორგი კურტანიძემ ბურთი გაითამაშეს და ამ უკანასკნელის ლელო ხალვაშმა გარდასახა.

ამან ‘არმია’ არ გატეხა. დასკვნით წუთებში მათ რამდენჯერმე უარი თქვეს ჯარიმით წონასწორობის აღდგენაზე და ლელოზე თამაში გააგრძელეს. ამას ჯერ ნიკა აბესაძის, მერე კი სანდრო ქოიავას სინბინი მოყვა და 13-კაციანმა სტუმრებმა მესამე გაწითლებულ წუთზე ვეღარ გაძლეს. ძალისმიერი ლელო ფარნა გასვიანმა შეიტანა და ‘არმიას’ გამარჯვება მოუპოვა, ხოლო პიტერსმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 23:19. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გასვიანი გახდა.

RUGBY.GE

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
საქართველო - უკრაინა | 27 სექტემბრის განრიგი
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
U21. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ისევ 0:3 დამარცხდა
უკრაინელი ექსპერტი: მთავარია, ჩვენები თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდნენ
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მერკვილაძის 6 სამქულიანი და 22 ქულა ჩრდილოეთის ლიგაში
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა