მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. X ტური
სერბეთის ნაკრები მისთვის ძალიან მნიშვნელოვან, სიკვდილ-სიცოცხლის მატჩში "მარაკანაზე", ბელგრადული "ცრვენა ზვეზდას" ლეგენდარულ სტადიონზე დაუხვდა საქართველოს ეროვნულ გუნდს. სერბეთს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა საიმისოდ, რათა მშვიდად გაენაღდებინა რუსეთში გასამართავი მუნდიალის საგზური...

მარაკანას ჯადოსნობები

"მარაკანაზე" მატჩის დაწყებამდე საათნახევრით ადრე მივედით. თამაშის წინა დღეს ბელგრადში წინასამატჩო აჟიოტაჟი თითქოს არ იგრძნობოდა, მაგრამ გუშინ სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა.

თითქოს, ნახევარი ბელგრადი მოწყდა და თავისიანების საქომაგოდ ზვავით წამოვიდა. ცხადი იყო, მასპინძლები დიდი ზეიმისთვის ემზადებოდნენ. სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე სიურპრიზი მოგვიმზადა. თვით სერბი ჟურნალისტებიც ნაკლებად ელოდნენ სასტარტო თერთმეტეულში დუშკო ტოშიჩისა და ნემანია გუდელის გამოჩენას. მუსლინმა ძირითადში გაამწესა ადემ ლიაიჩი - ერთ დროს ევროპის გამორჩეულ ტალანტს საქართველოს ნაკრების კართან კრეატიული თამაშით უნდა გაემწვავებინა სიტუაცია...

ვლადიმირ ვაისმა სიტყვა შეასრულა და უელსთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა. შანსი მიეცათ გიორგი მაკარიძეს, დავით ხოჭოლავას, გიორგი აბურჯანიასა და ჯაბა ჯიღაურს.

შემადგენლობისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია იმის სათქმელად, რომ მართლაც მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ ვაისმა საკმაოდ შემტევი შემადგენლობა აირჩია. ეს ალბათ იმადაც, რომ საქართველოს ნაკრებს თითქმის ყოველგვარი წნეხის გარეშე უნდა ეთამაშა...

შეხვედრის დაწყებამდე თითქმის ბოლომდე გადაჭედილმა "მარაკანამ" ერთხმად დასჭექა. მართლაც დიდებული მოსასმენია სერბი ქომაგების ხმაშეწყობილი სიმღერა და ისიც, თუ როგორ ასრულებენ ისინი ერთხმად ეროვნულ მელოდიებს...

თამამად ვიტყვი: მსოფლიოს არაერთ სტადიონზე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ქომაგობა არსად მინახავს. ახლა უკვე ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რატომ არის გულშემატკივარი სერბეთის ნაკრების მე-12 მოთამაშე...

ერთადერთი, რაშიც უნდა გავკიცხოთ ჩვენი მეტოქის ქომაგები, ის არის, რომ სტვენაში ჩაახშვეს ადგილობრივი დიქტორის ხმა, რომელმაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გვარ-სახელები გამოაცხადა. სხვა მხრივ, ეს მართლაც დიდებული სანახაობა იყო, რომელიც კაცმა უთუოდ უნდა იხილო, თუ ამის შანსი და საშუალება გაქვს...

სამაგიეროდ, სერბმა ქომაგმა ტაში დაუკრა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, სერბეთის ჰიმნი კი მთელმა სტადიონმა ერთხმად იმღერა. კიდევ ერთი ბონუსი სერბებს - განსაკუთრებული ქომაგობისთვის.

ახლა ზუსტად ვიცი, რატომ იწყებოდა ძალიან ხშირად სერბთათვის მთავარი ამბები ამ სტადიონზე და, არცთუ იშვიათად, ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო წიაღსვლები...

მატჩი

სერბეთის ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და "რომას" მცველმა ალექსანდრ კოლაროვმა შორეული დარტყმით შეამოწმა გიორგი მაკარიძის საიმედოობა - საქართველოს ნაკრების მეკარე აუღელვებლად დაუხვდა "შორეულ მოსაკითხს".

სასტარტო მღელვარებამ რომ გადაიარა, საქართველოს ნაკრებმა ბურთის დაჭერა შეძლო. დაახლოებით მეათე წუთისთვის მთელმა სტადიონმა ერთხმად დასჭექა, რომ კოსოვო სერბეთია...

მე-14 წუთზე სერბების კარისკენ პირველად გავიხედეთ. ვაკო გვილიამ შორიდან დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ზოგადად, პირველი 15 წუთი ჩვენმა გუნდმა ტაქტიკურად ძალიან სწორად ითამაშა. მალევე ისევ გვილია მოექცა მოვლენების ეპიცენტრში, როცა მისი დარტყმული მეკარე ვლადიმირ სტოიკოვიჩმა უკუაგდო.

მე-5 წუთზე დაცვაში შეგვეშალა, მაგრამ ლიაიჩმა ფეხზე ვერ შეიმაგრა ბურთი. არადა, ეს რომ ექნა, გვარიან ხიფათს ვერ ავცდებოდით.

33-ე წუთზე ლიაიჩმა ძალიან სახიფათოდ შეასრულა ჯარიმა. ბურთი ზემოდან გადასცდა მაკარიძის კარს. საქართველოს ნაკრების პასუხმა არ დააყოვნა. ჯაბა ჯიღაურის დარტყმა და სტოიკოვიჩი საიმედოა. 36-ე წუთზე მშვენიერი საგოლე შანსი გვქონდა, თუმცა გიორგი ქვილითაიამ სვლაზე ვერ წაიღო ბურთი.

...და გიორგი მაკარიძე! საქართველოს ნაკრების მეკარემ "ფეხი დატოვა" და დუშან ტადიჩის უაღრესად სახიფათო დარტყმა მოიგერია.

ტაიმი სერბთა მომენტით დასრულდა. შეტევაში ჩართული ნიკოლა მაქსიმოვიჩის თავური არაზუსტია. სერბები თავიანთ ნაკრებს გასახდელში გამაყრუებელი სტვენით აცილებენ...

ფაქტია, რომ პირველ ტაიმში მუსლინის გეგმამ არ იმუშავა. საქართველოს ნაკრებმა კი დიდი კონცენტრაციითა და თავდადებით ითამაშა. რაც მთავარია, არ იყო ბავშვური შეცდომები...

მეორე ტაიმი მასპინძელთა სახიფათო შეტევით გაიხსნა. გუდელის დარტყმას სიზუსტე დააკლდა. იქვე, მაკარიძემ ითამაშა საიმედოდ. გამოჩნდა, რომ მუსლინმა შეგირდებს გაცილებით მკაცრი პრესინგი დაავალა, ვიდრე ეს იყო პირველ ნახევარში.

55-ე წუთზე მაკარიძემ ერთხელაც გადაგვარჩინა, როცა ალექსანდრ მიტროვიჩის თავური მოიგერია. სერბთა წნეხი აშკარად გაიზარდა. ვნახეთ საქართველოს ნაკრების ერთი კარგი შეტევა და მასპინძელთა მოძალებები, თუმცა ქართველი მცველები ძალიან დამაჯერებლად თამაშობდნენ.

70-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადავრჩით. დაახლოებით 12 მეტრიდან ნემანია მატიჩის მიერ დარტყმული ბურთი ძელთან მდგომმა ჯაბა კანკავამ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 73-ე წუთზე ქართველ მცველებს მიტროვიჩმა დაასწრო, მაგრამ უშედეგოდ.

74-ე წუთზე მაინც გავუშვით გოლი. თანაც ბურთი უწყინარ სიტუაციაში დავკარგეთ. სწრაფი კონტრშეტევა და მიტროვიჩის პასით შორეულ ძელთან გახსნილმა მისმა სეხნია პრიოვიჩმა ოსტატურად შეაგდო. კლასიკურ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს, რომელიც შემტევი გუნდის შეცდომას მოჰყვება ხოლმე...

...და ქართველთა დიდებული შანსიც - ვაკო ყაზაიშვილი უაღრესად ხელსაყრელი სიტუაციიდან შემობრუნებით ურტყამს, თუმცა უშედეგოდ.

ვაისმა შეცვლებით სცადა სიტუაციის გამწვავება, მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა.

წავაგეთ მატჩი, რომელიც ჩვენი ლიდერების, თორნიკე ოქრიაშვილის, ჯანო ანანიძისა და ლევან მჭედლიძის ყოფნის პირობებში, შეიძლებოდა, არც წაგვეგო...

...ის, რაც მატჩის დასრულების შემდეგ "მარაკანაზე" მოხდა, ძალიან რთულად აღსაწერია. დაიწყო ნამდვილი ზეიმი და იმწამსვე ვიხილეთ ფოიერვერკების ზღვა. სერბებს მართლა გვარიანად სცოდნიათ წარმატების აღნიშვნა.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რას იზამს მუნდიალზე სერბეთის საკმაოდ სიმპათიური ნაკრები. ფაქტია, ქართველებმა მაგრად ითამაშეს მასპინძელთა ნერვებზე, თუმცა ეს სანუგეშოდ არ კმარა...

მატჩის შემდეგ

ვლადიმირ ვაისი: თუ გოლი არ გაიტანე, თამაშს ვერ მოიგებ

სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. X ტური

10.09. ბელგრადი. რაიკო მიტიჩი. 52 000 მაყურებელი

სერბეთი-საქართველო 1:0

გოლი: 1:0 პრიოვიჩი (73)

სერბეთი (4-3-3): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ნიკ. მაქსიმოვიჩი, დ. ტოშიჩი - მატიჩი, გუდელი, კოლაროვი - ლიაიჩი (60. პრიოვიჩი), მიტროვიჩი (76. მილივოიევიჩი), ტადიჩი (89. კოსტიჩი).

სათადარიგოები: იოვანოვიჩი, რაიკოვიჩი, ობრადოვიჩი, ნასტასიჩი, ნემ. მაქსიმოვიჩი, გაჩინოვიჩი, მილუნოვიჩი, ველიკოვიჩი

მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი

საქართველო (4-1-2-2-1): მაკარიძე - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი - კანკავა - გვილია, აბურჯანია (82. დვალიშვილი) - ყაზაიშვილი, ჯიღაური (86. ჰუფნაგელი) - ქვილითაია (77. მერებაშვილი).

სათადარიგოები: ლორია, კვასხვაძე, ლობჟანიძე, კვირკველია, კვეკვესკირი, ჭანტურია, დვალი, შერგელაშვილი, სხირტლაძე

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: ქვილითაია (20), მატიჩი (43), ნიკ. მაქსიმოვიჩი (70), პრიოვიჩი (75), გვილია (86)

არბიტრი: პაველ გილი (პოლონეთი).

სხვა მატჩები

უელსი-ირლანდია 0:1

გოლი: 0:1 მაკკლინი (57)

უელსი (4-1-4-1): ჰენესი - განტერი, ე. უილიამსი, ჩესტერი, დევისი - ალენი (37. ჯ. უილიამსი) - კინგი (65. ვუდბერნი), რემზი, ლოურენსი, ლედლი - რობსონ-კანუ (71. ვოუკსი).

ირლანდია (4-4-2): რენდოლფი - კრისტი, დაფი, კლარკი, უარდი - არტერი (78. უელანი), ბრეიდი, მეილერი, ჰენდრიკი - მაკკლინი, მერფი (90+2. ლონგი).

იხილეთ ვიდეო

მოლდოვა-ავსტრია 0:1

გოლი: 0:1 შაუბი (69)

მოლდოვა (4-2-3-1): ჩებანუ - ბორდიანი, ბოლოჰანი (86. პაირელი), ეპურეანუ, როზგონიუკი - იონიცა, ანტონი - პლატიცა (80. ამბროსი), კოციუკი, ივანოვი (70. კოჟოკარი) - გინსარი.

ავსტრია (4-2-3-1): ლინდნერი - ბაუერი, ლინჰარტი, დანსო, ვობერი - გრილიტჩი, ბაუმგარტლინგერი - შაუბი, კაინცი (59. ლაზარო), არნაუტოვიჩი (81. შიობესბერგერი) - ბურგშტალერი (45+2. იანკო).

გაძევება: იონიცა (55. მოლდოვა)

იხილეთ ვიდეო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

isko
თქვენი ბაქიაობა აღარავის სჭირდება, კარგად ითამაშეთ კი არა კვახი, ცხრილში ჩაიხედეთ და ნახავთ თქვენს შედეგს, კალათბურთშიც ეგრევე იყო, სატესტო თამაშები (არაფრის მომცემი) მოიგეთ და ზეცაში აფრინდით, ევრობასკეტზე ოთხეულში იყავით თქვენი ვიწრო ჭკუით, მაგრამ ჯგუფში ჩარჩით და კუდამოძუებულები დაბრუნდით უკან. ასეა ეს
maxo
ჯობია ცუდად ითამაშო და მოიგო.ასე ჯობია,ისტორიაში იწერება ვინ მოიგო და არ ვინ კარგად ითამაშა.
ოკრიბელი
იქნებოდა დამაკმაყოფილებელი რეზულტატი, მაგრამ კვლავ ყაზაიშვილი წაგოიმდა სიხარბით.
ფაშა ძლიერი
ვაისი არის მევრთნელი რომელიც მართალია ცდილობს გუნდი ათამაშოს თანამედროვე ფეხბურთი მაგრამ არაა ის მწვრთნელი რომელიც გამოადგება საქართველოს ნაკრებს, ის არ თამაშებს ჩვენ სტილს, ვერ მუხტავს გუნდს მოსაგებად, ხშირად არჩევს არასწორ ტაქტიკას, არასწორ ფეხბურთელებს. არადა ფეხბურთელების ამ რესურსით შეიძლებოდ ამაინც რომ ერთი თამაში მაინც მოგვეგო ციკლში. მოგებას რომ თავი გავანებოთ გუნდმა უნდა ითამაშოს ქართული ფეხბურთი, შერწყმული თანამედროვეობასთან. რასაც ვაისის ხელში ვერ ვხედავთ. ბოლო ორ თამაშში გუნდს აშკარად ეტყობოდა რომ წინ წასვლის და შეტევის ეშინოდა. მარტო ერთი წელი მოანდომა საკუთარი გუნდის ფეხბურთელების ბოლომდე შესწავლას. გასაგებია რომ ფეხბურთელებიც ძალიან დავბლი დონის გვყავს მაგრამ ისეთი გუნდები და ფეხბურთელები აღწევენ წარმატებას, ჩვენ ფეხბურთელებზე ბევრი არაფრით მჯობნი, რომ კარგი მწვრთნელის ხელში ამ ფეხბურთელებითაც შეიძლება რაღაცის მიღწევა, თან იმ დროს როცა ასე გაიოლებულია მოხვედრა დიდ ტურნირებზე. ვაისი უნდა წავიდეს მაგრამ იმ პირობით თუ ცხადაძე მოვა ისევ, სხვანაირად აზრი არ აქვს.
გია
გ მილიონები ბავშვებს დაახარჯეთ და შედეგი 4-5 წელიწადში მოვა.
tedo
ფხბურთის ეშველება მაშინ რედესაც უცხოეთშნატამაშები ფეხბურთელები შექმნიან ბავშთა სკოლებს იქნებიან მწვრთნელები ჩაუდგებიან კლუბებს სათავეში ჩვენთან კი რახდება ზოგიმინისტრია ზოგიპარლამენტარი გამგაბელი და კიდევსხვა ათასი გარდაფეხბურთისა ყიფიანი ჩივაძე სულაქველიძე გაბელია ძველებზე აგარაფერს ვიტყვი რა ამატზე ნაკლები ფეხბურთელები იყვნენ. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები მაგრამ მათი სწორე აღზრდის სისტემა არგაგვაჩნია.
devi
ნაკრებმა დაგვანახა ყველა ის დადებითი შედეგი, რაც მწვრთვნელის მუშაობის ხარისხს ასახავს: ტაქტიკა, სტრატეგია, თამაშის დაგეგმვა მოწინააღმდეგის შეს-წავლით, მოთამაშეების შერჩევა- კონკრეტული მატჩისდათვი(დაბალი არჩევანის პირობებში), მაგრამ გოლის გატანას ესაჭიროება მოთამაშეების კლასი, ალღო, რასაც მწვრთნელი ვერც დაგეგმავს, ვერც ასწავლის. ეს არის მოთამაშის ინდივიდიალური ინსტინქტი, ან რაც გინდათ სხვა დავარქვათ, რაც ჩვენმა მოთამაშეებში ძალიან დაბალ დონეზეა. დასკვნა: მწვრთნელმა იმუშავა მაღალ პროფესიონალურ დომეზე და მუშაობა უნდა გააგრძელოს. მისი პროფესიონალიზამი ემოციების ფონზე არ უნდა შევაფასოთ
aburjga
ბიჯო, ერთი ნავალოვსკია შორიდან მიწოდებული ბურთის გაჩერება და დამუშავება რომ შეუძლია, თავს არ ზოგავს სხვა მის თანაგუნდელებს თუ ყველაფერში ვერა, ბევრ რამეში სჯობნის. რას ერჩი მაინც ვერ გავიგე?! ის კი არა ჩემი ნება რომ იყოს, როცა ოქრი არაა, მაგას იმ მარცხენა ფრთაზე წინ გავწევდი შემტევ ნახევარმცველად...
უცხოელი თანაც დაბალი რანგის პროფესიონალი ...
აა, კიდო?
ხო არ უბერავ?
რა რუსეთის ჩემპიონატში?...
დათო
სადაა ფიზ. მომზადება,გოლის გატანის მომენტი გაიხსენეთ, ბურთიან კაცმა სირბილში ყველას გაუსწრო.თავიზე წინ მდგომებსაც კი. მწვრთნელი კი არაფერ შუაშია. თუმცა უცხოელი დათანაც დაბალი რანგის მწვრთნელი ჯობია, რომ მან თავის პოზიციების ამაღლებაზეც იფიქროს და მთავარი სანამ საქართველოს გუნდები, დროებით (ერთ-ორი მაინც) არ ჩაებმება რუსეთის ან უკრაინის (ისე რუსეთი ჯობია) ღია ჩემპიონატებში ფეხბურთელთა კლასი და თამაშის აზარტი ვერ გაიზრდება, თორემ ა ბატონო ეთამაშეთ გორს, კასპს, საგარეჯოს, საჩხერეს, ფოთსა და ფოთუმს და რა ჩიტიც გვიჭირავს კი ხედავთ.
sandro
xalxo mazoxisebad rom gadaikecit ver xvdebit to? ramdensjer unda werot es statiebi da komentarebi "shesanishnavad vitamashen magram wavaget" es nakrebi tavisi mwvtnelit da pederaciit nagavshi arian gadasayreli, jurnalistebo geyot "trakis lokva" daweret simartle rom parchakebi vart da sheveshvat ambiciur tlikins
vaso
არ ვიცი ვაისი რას აკეთებს. სინჯულობს სხვადასხვა ვარიანთებს? არ ვიცი. ამდენი ძახილის და წერის შემდეგ ამოაგდო კვირკველია და დააყენა ხოჭოლავა და ყველამ დაინახა, რომ გაამართლა, ვისაც ფეხბურთი ესმის რა თქმა უნდა, ასევე გაამართლა მაკარიძემ, ლორია ხომ წაგებასთან ასოცირდება. შეცდომა იყო მერებას არ დაყენება ჯიღაურის ნაცვლად, დვალიშვილი მესიაა თუ ვერ გავიგე, უნდა შემოეყვანა სხირტლაძე, ნავალას მაგივრად დვალი და რავიცი, ჭანტურიას ამ თამაშში ფეხსაც არ გაანძრევინებდნენ და დიდი ალბათობით თრამვასაც მიიღებდა, რადგან ზედმეტად მატავისტები ხშირად იმტვრევიან. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ვაკოს ან ხედვა აკლია, ან ღორობს, იქ ბურთი უნდა დაეგორებინა, კანკავას სისწრაფე აშკარად დააკლდა გოლის დროს, თუმცა კარგად ითამაშა. გამოჩნდა ჯანოსა და ოქრის ფასი.არ ვიცი ვაისის წასვლა, დარჩენა ნაკრებს რას მოუტანს, მაგრამ კაცი აშკარად დაბნეულია, მან ალღო ვერ აუღო საქართველოს. ცხადაძის მომხრე არა ვარ, ჰქონდა კარგი თამაშებიც და ცუდიც, მისი ბიჭი სრაზუ არ უნდა დაეყენებინა, მაშინ მასზე უკეტესები იყვნენ მგონია, ეს ჩემი აზრია, თუმცა მიც ხელში ნაკრებმა შეტევა დაიწყო. მაინც მგონია რომ კარგი იქნებოდა იტალიელი, ესპანელი, პორტუგალიელი ან ჰოლანდიელი საშუალო ევროპული დონის მწვრთნელი, რომელსაც მიზნად დაუსახავ უპირობოდ ჯგუფიდან გასვლას და იქნება დამოუკიდებელი. იმედია გაისიდან ლორია კანკავა დვალიშვილი და ნავალა ისედაც არ იქნებიან, პენსია უწევთ უკვე. ვაისი დამთავრდა, ახლა დ ჯგუფიდან ფეოლაც გაიყვანდა გუნდს. ახალი ხალხი და ახალი გუნდია საჭირო, პოტენციალი და რესურსი გვაქ, მხოლოდ ნიჭიერი ფილოსოფიის მქონე მწვრთნელი და ფედერაციის ასევე მიზანმიმართული შედეგზე ორიენტირებული მუშაობაა საჭირო. ყველას უნდა მიეცეს შანსი და ეს ბოლო 5 წუთი არ უნდა იყოს
zmo
მონდომება არ აკლიათ უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ, მე უფრო მეცოდებიან, როგორც ასწავლეს ისე თამაშობენ, არადა ახალგაზრდები კიდევ უფრო უარესები არიან. მოკლედ ცუდად არის საქმე, თუ ჩვენმა გუნდმა მაგ. დინამომ რომელიც ძირითადად ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული არ მიიღო სხვა ქვეყნის პირველობაში მონაწილეობა მაგ. უკრაინის ან სხვა ქვეყნის (რუსეთს არ ვგულისხმობ არ დამეტაკოთ) მთლიანად ჩამოიშლება ქართული ფეხბურთი ერთ ორ წელიწადში
ცვლილება
უთხარით ვინმემ ვაისს ჭანტურია ათამაშოს ! ვერ ხვდება ეს კაცი რომ ჭანტურიას შეუძლია თამაშის გამწვავება . მეორე ტაიმში აუცილებელი იყო მისი გამოყვანა. კითხეთ რომელიმე ჟურნალისტმა რატომ არ შემოყავს , მართლა ძაან მაინტერესებს
ვაკო
ქართველი მვწრთელი მოიყვანს თავისიანებს მეგობრის შვილებს მაგალითისთვის ცხადაძეს არველაძეს და ასე შემდეგ.
სანდრო
ყველას გირჩევთ ვისაც არ წაგიკითხავთ ბატონ ანდრო ჟორდანიას წიგნის,,ფიქრები ქართულ ფეხბურთზე''წაკითხვას დაკვირვებით.სხვათა შორის ,,ლელოს ბიბილიოთეკის'' ეგიდითაა გამოცემულიამ წიგნში ყველაფერიქარძძთულია და ქართული ფეხბურთის რაობაცაა და ისიც როგორ უნდა ითამაშოს ქართველმა ქართული ფეხბურთი, ისიცაა როგორ უნდა შეირჩეს ფეხბურტელი და ვის უნდა ეთქვას უარი, არა მხოლოდ და მითუმეტეს ნაკრებსი არამედ უბრალოდ რა გინდა რა გუნდშიდა სხვა მრავალი რამ აუცილებლად წაიკითხეთ წინასიტყვაობა რომ მივხვდეთ ვინ იყო ანდრო ჟოორდანია და რა კავშირი აქვს მას ქართული ფეხბურთისსტილსა და მიღწევებში(თასების ტასის არების ჩათვლით,რადგან ნ.ახალკაცმა უდავოდ იხელმძღვანელა გუნდის დაკომპლექტებისას მისი რჩევებით)
სანდრო
ესენი უკვე გასული არიან იმ წლოვანებიდან როდესაც მწვრტნელმა რამე უნდა ასწავლოს თუ21 წლისამ არ იცი ამა ფეხბურთი ანუ არ გამოგდის არც ბურთის გაჩერება არც სხვა რამ წადი სახლში=(ასე ამბობდა ქართული ფეხბურთის ბერმუხა და ქართული ფეხბურთის შემოქმეედი, რითიც ვამაყობდით)-ანდრო ჟორდანია.ამიტომ ვამბობ ეხბურტელები უნდა შეირცეს სხვა კრიტერიუმებითდა არა ისე , როგორც ეხლა ხდება რა უნდა ასწავლოს 2 ით იკრიბებიან თამაშის წინ თანაც სხვდასხვა ენაზე საუბრობენმაგალიტად ბულგარელი ხოს ისე ამბობს როგორც არას და პირიქით ეს ვაისი მარტალია არაა ბულგარელი მაგრმ ...მოკლედ არ ვიცი ეს მგონი მიზანმიმართულად მოკლეს და დაასამარეს რასაც ქართული ფეხბურთი ერქვა
gio
ისევ ქართველი მწვრთნელი გვინდა რომელმაც კარგად იცის აქაური სამზარეულო არა მარტო ფეხბურთში ზოგადად ქვეყნის ყოფაცხოვრებითი და ხალხის დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ....ესენი კი პრიქით ფიქრობენ რომ ქართველი მწვრთნელი საზოგადოების წნეხში მოექცევა რაშიც ცდებიან! გულშემატკივარი არის პირველი მოთამაშე და არა მეთორმეტე ქართველი მწვრთნელი უფრო გაუგებს გულშემატკივარს
otto
რაში ხარჯავს სახელმწიფო ამდენ ფულს ვერ გავიგე. საერთოდ არ უნდა დაფინანსდეს ფეხბურთი და ამ თანხით სხვა სპორტის სახეობები უნდა დაფინანსდეს.
სანდრო
კიდევ ახსნა განმარტება უნდა ამ შედეგს შეხედეტვენი ფეხბურტელები სად თამასობენ თუ თამაშობენ სართოდაც უმრავლესობის გუნდები სადღაც ცხრილის ბოლოში არიან. ნაკრებში რომ გამოგიძახონ მთავარია საქართველოში არ თამაშობდედა ირიცხებოდე რომელიმე საზღვარგარეთულ გუნდში, ფეხბურტელების შერჩევა არასწორად ხდება ეს მწვრტნელი არაა და რაც მალე გაუსვებენ უფრო გამოჩნდება რამე საშველი. ეხლა მაინც არ აღიარებენ რომ ცხადაძის გაშვება შეცდომა იყო, რამდენ უცხოელს სეტენეს უამრავი ფული, რ დაგენანათ? თუკი შეიძლება მილიონიანი ქონება ერთ ლარად მისცე მილიარდერს და მიზეზად ესეიგი მდიდარი ხარსა რატომ გენანება მისცე ქართველ მწვრთნელს ,,დიდი ხელფასი'' თუ ხელფასის ან მოთხოვნილინაზრაურების გამო უშვებ. სულ ვფიქრობ ნეტავ როგორ ,რა ენაზე ესაუბრება მწვრთნელი ფეხბურთელებს? ნუთუ ყველა ფლობს საერტაშორისო ენას ინგლისურს იმ დონეზე რომ ურთიერთ გაგებაა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის?
ძველი გულშემატკივარი
პირველ ტაიმში სერბეთმა საერთოდ ვერ ააწყო თამაში. ზუსტად ამ დროს უნდა გაუტანო გოლი თუ გაქვს მაგის თავი. მაგრამ.... არ გვაქვს და გოლიც ვერ გავიტანეთ. ჩვენს გუნდს ფიზიკური მომზადება აკლია. რაღაც ვერ დავინახე ვერც ერთი ძლიერად დარტყმული ბურთი. ვერც შორი პასები. ალბათ არა აქვთ მაგის ძალა. არაა კომბინაციები, არ იხსნებიან მოძრაობაში ბურთის მისაღებად. არ ვიცი, არ ვიცი. მწვრთნელი რას ასწავლის და რისთვის არის საჭირო.
Raaa???
ბატონო სტატიის ავტორო, ხუმრობ თუ არ გიყურებია თამაშისთვის?! ბოლო ორ თამაშში შეტევა საერთოდ იყო 0%, პანიკური თამაში იყო მეტი არაფერი, ცვლილებები დაგვიანებული და არასწორი, ჭანტურიას ატომ არ ენდობა საინტერესოა, ვაისი არ არის ქართული ფეხბურთის სტილის მწვრთნელი
გია
ჯგუფის ფავორიტთან კარგად ვითამაშეთ. კლასი ჯერჯერობით არ გვყოფნის. მოლდოვასთან უნდა მოგვეგო ორივე თამაში.
მსქროლავი ტროლი
კი ბატონო, სერბთა ქომაგები გვარიანად ვანერვიულეთ, მაგრამ... საკუთარი ქომაგის ნერვების წყვეტაშიც რომ ტარდებოდეს ჩემპიონატი, დამიჯერეთ, უცვლელი და უპირობო ჩემპიონები ვიქნებოდით....
ნოდო
ისტორია ამგარიშის სტატისტიკას ინახავს და არა იმას ბურთის ფლობა რამდენი % იყო აი ეს გღუპავს კარგათ ვითამაშეთ არსად დაგეკარგოთ ესე კარგათ ნათამაშევი თამაშები
euhh
kargi ra shenc gvegadavebi?(((shecvlebit cada shetevebis gamwvavebao,visit dvalishvilit?tu atiwutit adre gaketebuli cvlilebebit?p.s.chven nakrebshi 90wuts ori sami pexburteli zlebs,maqsimumia 55wuti,xoda samoci wutidan rom shecvlebs araketeb,xomici rom mere pizikurad mets vegarzleben da golebic umetesad 60wutis mere gadis.estuairici mwvrtnelma aba risi mwvrtnelixar

sheteva gvkavda gushin ? marto vako xo ? )))))))))))
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!
სერბეთის ნაკრების მწვრთნელად მლადენ კრსტაიჩი დანიშნეს
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი მუსლინი გადააყენეს
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
მუსლინს, რომელმაც ვაისს ორივე დუელი მოუგო, სომხეთის ნაკრებს ჩააბარებენ
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს