ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ენგურის გაღმაც და გამოღმაც... როგორ აღინიშნება ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილე?

ენგურის გაღმაც და გამოღმაც... როგორ აღინიშნება ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილე?

ქართული ფეხბურთის ლეგენდასა და 13 მაისის გმირს 9 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდებოდა...
"თბილისის "დინამოს" მანამდეც და მერეც უფრო ლამაზი გოლები გაუტანია, მაგრამ მან ჩვენი კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა", - ასე შეაფასა დავით ყიფიანმა ვიტალი დარასელიას როლი გუნდში, რომელიც დღემდე ლეგენდად რჩება...

პოპულარული ინგლისელი ფეხბურთელები: ბობი მური, ბობი ჩარლტონი, კევინ კიგანი და ტრევორ ბრუკინგი დიუსელდორფის მატჩს ტელესტუდიაში განიხილავდნენ. მატჩის შემდეგ კიგანმა თქვა, მსგავს მნიშვნელოვან მატჩში ასეთი გოლის გატანაზე ნებისმიერი ვარსკვლავი იოცნებებდაო.

იხილეთ ვიდეო

ქართული ფეხბურთის ლეგენდასა და 13 მაისის გმირს 9 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდებოდა...

...პატრიარქმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას "მზიანი ღამე" უწოდა. შეიძლება ითქვას, "კომუნისტურ ღამეს" მაშინ თბილისის "დინამო" ანათებდა, ჩვენი მამებისა და დედების, ბებიებისა და ბაბუების გულების გამხარებელი. თურმე, "დინამოს" გამარჯვების შემდეგ შრომის ნაყოფიერება იზრდებოდა, იშვიათი წაგებების შემდეგ კი - დანაშაულის რაოდენობა. ეს შეიძლება ლეგენდებია, მაგრამ ასე ამბობდნენ მაშინ...

ახლა კატალონიაში რომ დაიწყო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პროცესი, ბევრმა თქვა, რომ ამის წინაპირობა "ბარსელონას" წარმატებები გახდა. ზოგისთვის ეს საკამათო აზრია, მაგრამ ფეხბურთი ხალხში დიდ განცდებს რომ ბადებს, ეს კი ნამდვილად არ უნდა იყოს კამათის თემა. რეალურად, საქართველოს დამოუკიდებლობას ერთ-ერთი მთავარი ბიძგი სწორედ თბილისის "დინამომ" მისცა, რადგან ეს იყო იმის გააზრება, რომ ქართველებს ბევრი შეგვეძლო. აქედან გაიღვიძა თავისუფლების იმედმა. შეიძლება, ვინმესთვის ეს პათეტიკა იყოს, მაგრამ ბევრისთვის - ფაქტია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რას ნიშნავდა დაპყრობილი ქვეყნისთვის იმპერიაში პირველობა რაღაც სფეროში, რამხელა სიხარული ეუფლებოდათ ადამიანებს, როგორი გულისცემა ეწყებოდათ მოსკოვის ცსკა-სთან, "სპარტაკსა" და "დინამოსთან" მოგებაზე. და როცა საერთაშორისო სარბიელზე მათთვის მიუღწეველს ვაღწევდით, ეს მათში ფარულ იმედს აღვიძებდა, რომ, თურმე, არავისზე ნაკლები ერი არ ვიყავით.

ვიტალი დარასელია კი "ოქროს ხანის" "დინამოს" ხერხემალი იყო. მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაასამარა ნოდარ ახალკაცის ოცნება ახალი გუნდის მშენებლობაზე.

1957 წელს ოჩამჩირეში დაიბადა. ტრაგიკულ აღსასრულამდე (1982 წლის 13 დეკემბერი) ბევრი რამ მოასწრო: თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი (1975-82 წლები, 192 მატჩი, 26 გოლი) სსრკ-ის ნაკრების წევრიც იყო (1978-82 წლებში, 22 მატჩი, 3 გოლი), იყო ასევე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი (1976), საბჭოთა კავშირის თასის 2-გზის მფლობელი (1976, 1979), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1980), თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (1982).

დიდ პიროვნებებს გადამწყვეტი წამი გამოაჩენს ხოლმე. დარასელია მანამდეც საკვანძო ფიგურა იყო გუნდში, მაგრამ 1981 წლის 13 მაისის ღამეს სხვა ბრწყინვალება შეიძინა.

...შორეული 1982 წლის 13 დეკემბერს, რიკოთის უღელტეხილზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 13 დღის შემდეგ, 26 დეკემბერს, მდინარეში იპოვეს მისი ცხედარი. სულ 25 წელი იცხოვრა, მაგრამ იმდენი შეძლო, მთელ ქვეყანას თავი უზომოდ შეაყვარა და ქართული ფეხბურთისა და, საერთოდ, საქართველოს ისტორიაში დაუვიწყარი გამარჯვების ფურცელი ჩაწერა - რაც დღეს ზღაპარი გვგონია.

ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს ოჩამჩირის სტადიონი და თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია. მის ვაჟს, ვიტალი დარასელია-უმცროსს, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში უთამაშია. ქალიშვილი კი, კრისტინა დარასელია, ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.

ვიტალი დარასელიას 60 წლის საიუბილეო თარიღი თბილისში უახლოეს მომავალში აღინიშნება. ეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში, სპორტულ თოქ-შოუ "ესტაფეტაში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიების ჩატარების თარიღი ბელგრადიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება.

და კიდევ: ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ჩვენ და აფხაზ ძმებს ბევრი გამაერთიანებელი არ დაგვრჩა. ალბათ, ვიტალი დარასელია ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის დაბადების დღესაც ენგურის გაღმაც და გამოღმაც ერთნაირად აღვნიშნავთ - ტკივილით და სიყვარულით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• კოტე

ვიტალი წეშმარიტი მამულიშვილი და ზალიან კარგი ფეხბურთელი გახლდათ, რაც შეეხება მონობასა და დაპყრობას, ავტორჯან, მერაბჯან შეეშვი ასეთ გამოთქმებს შენ ხომ საბჭოთა კავშირში არ გიცხოვრია და ანიტომაც არ იცი, მაშინ ყველა სფეროში 1000-ჯერ მეტი სიხარული და აზარტი იყო ვიდრე ახლააა. შენ უნდა გესმინა როგოროი აზარტით და აღტაცებით ხვდებოდა ხალხი ჰოკეის მატჩზე (ჩანაწერით მიდიოდა) მოსკოვში ჩვენების მიერ გატანილ თვითოეულ გოლს, ცუდები კი ბევრგან და ყოველთვის არიან. არ დაბლოკოთ ეს სიმართლეა.

• sake

ცრემლები მახრჩობს,რანი ვიყავით და რას დავემსგავსეთ

• გულშემატკივარი

13 მაისი ჩემი დაბადების დღეა . ყველაზე დიდი საჩუქარი ვიტალიმ იმ დღეს გამიკეთა!!!! სხვათა შორის ჩვენ მოგვარეები ვათ.

• მაშინ, ოქროს ხანა გვქონდა ფეხბურთში.

როდის გვეყოლება ასეთი ფეხბურთელები ისევ? გეყოთ მეტიჩრობა. ივარჯიშეთ, თავდაუზოგავად იშრომეთ და მიაღწევთ ასეთ მწვერვალებს, როგორიც ეს ლეგენდად ქცეული ხალხი იყო.

• ფეოლა ( ფოთი )

ქართული ფეხბურთის ოქროს გოლი ვლოდია გუცაევმა გვაჩუქა ხოლო ბრილიანტის გოლი გვაჩუქა და ანდერძად დაგვიტოვა ვიტალი დარასელიამ უკვდავია მათი სახელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

• 888

გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი "დინამოს" სტადიონიდან გასვენება.უამრავი ხალხი მოვიდა მაშინ მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად და ტაშით გავაცილეთ,თან ცრემლი გვახრჩობდა უძლურობისაგან.კარგი ადამიანი იყო და დიდი სიყვარულიც დატოვა.

• გურამი

ძალიან კარგი სტატია, ერთს დავამატებდი. მისმა ვაჟმა და მეუღლემ გადაცემაში თქვეს 9 იანვარს არის ნამდვილი დაბადების დღე.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

საქართველოს პრეზიდენტმა ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...