9 ოქტომბერს, თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფის განთავსება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დაბადების დღეზე მოხდა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ქართული სპორტის გამოჩენილი მოღვაწეები დაესწრნენ.

მემორიალური დაფის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ჟურნალისტი და კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი და ასევე, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, რომლებმაც გაიხსენეს ლეგენდარული ქართველი ნახევარმცველის საფეხბურთო მოღვაწეობის წლები და მისი წარმატებები. ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ასეთი ლეგენდების დაფასება და მომავალი თაობისთვის მაგალითის მიცემა აუცილებელია.

ლევან კობიაშვილი: "ეს ერთგვარი დაფასებაა ამ ლეგენდარული ფეხბურთელის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პატივისცემა გამოვხატეთ და ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ის ლეგენდარული ადამიანი, რომელიც ქართულ ფეხბურთს წარმოადგენს, არა მხოლოდ იმ მთავარი გატანილი გოლისა და გამარჯვების გამო, რომლითაც დღემდე ვამაყობთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში, რითაც ძალიან ვამაყობთ და გვიხარია".

ვიტალი დარასელია (უმცროსი): "პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციას, მერიას და ყველას ამ ლამაზი დღისთვის და მამაჩემის დაფასებისთვის. მიხარია, რომ ვიტალის სახელი დღესაც ახსოვთ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იცოდნენ ასეთი ადამიანის არსებობა და მის საფეხბურთო ცხოვრებას მიჰყვნენ".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ხუხაშვილის გარეშე ვინმე გატოკდებოდა ? ეს კაცი ყველგან დადის და სპორტის გარდა ყველაფერზე ლაპარაკობს. სპორტის სამონისტროში რამაზ შენგელიას წიგნის პრეზენტაციაზე მოვიდა და სპორტის მინისტრს ისრაელიდან წამოღებული სურათი აჩუქა. რამაზ შენგენია ერთხელ ძლივს ახსენა ორსაათიან სიტყვაში. სირცხვილია უკვე მაგის გამოჩენა
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ქართული ფეხბურთის ტრაგიკული დღე | ვიტალი დარასელიას დაღუპვისა და დაკრძალვის აქამდე უცნობი დეტალები...
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოს პრეზიდენტმა ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე