ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "დინამო თბილისმა" მოიგო

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "დინამო თბილისმა" მოიგო

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "დინამო თბილისმა" მოიგო
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ გახდა . ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა სატიტულო მატჩში "ქუთაისი 2010“ 18 ქულის სხვაობით - 88:70 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო.

წლების მანძილზე სუპერთასი სეზონის ბოლოს იმართებოდა, თუმცა მეორე სეზონია, აღნიშნული ტიტულის გათამაშება სეზონის დასაწყისში გადმოიტანეს, რომელშიც სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი მონაწილეობენ.

დინამოელებმა 6 დღის წინ დუდუ დადიანის თასი მოიგეს და აღნიშნულ ტიტულს დღეს სუპერთასიც მიამატეს. მოქმედმა ჩემპიონმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მიხეილ ბერიშვილისა და ამერიკელი ლეგიონერების - ლაველ ბოიდისა და კაილ ტურპინის ლიდერობით დინამოელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. აღსანიშნავია, რომ იყო მომენტები - პირველ და ბოლო პერიოდებში, როცა ქუთაისელებმა თამაში დაალაგეს და მეტოქეს მიუახლოვდნენ, თუმცა ამას დროებითი და ხანმოკლე ხასიათი ჰქონდა.

თამაში ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა და დინამოელებმა მორიგი ტიტულის მოგება აღნიშნეს. გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ლაველ ბოიდი გახდა, საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (34) კი კაელ ტურპინს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც თავი 20 ქულას, 7 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა.

ქუთაისში ორმაგი დუბლით გამოირჩა აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური, ჯონათან ლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ შედგა დაჯილდოების ცერემონიალი. დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პერეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ოთარ ქორქიას შვილმა - ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა - ნოდარ ქორქიამ გადასცეს.

ირაკლი ხოშტარია, დინამოს მთავარი მწვრთნელი:

„საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში გვეჭირა, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში "ქუთაისს“ გარდატეხა შეეტანა. რამდენჯერმე გამოასწორეს კიდეც თამაში, მაგრამ ჩვენ კორექტივები შევიტანეთ და მეტოქეს წარმატების შანსი არ მივეცით. სუპერთასი დამსახურებულად მოვიგეთ, რასაც ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებს“.

ლევან ფაცაცია, "დინამოს“ კალათბურთელი:

"პროგრესს განვიცდით. ქართულ გუნდებთან ჩატარებულ მატჩებში საკმაოდ კარგად გამოვიყურებით და იმედი გვაქვს, ეს იქნება კარგი მოსამზადებელი პერიოდი საიმისოდ, რომ ევროპის თასზე ღირსეულად გამოვიდეთ. ვულოცავ ჩვენს თანაგუნდელებს მორიგი ტიტულის მოგებას“.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

• გურამი

ვულოცავ დინამოს სუპერთასის მოგებას. დინამო საუკეთესოა. წარმატებები ევროთასზე

შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა

ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში

"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს

"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს

ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს

"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?

"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი

სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო

"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი

პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს

ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს

ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი

ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია

ფიბა-ევროპის თასი: "დინამო" შავიზღვისგაღმელებთან

თბილისის "დინამოს" მესამე მეტოქე ფიბა-ევროპის თასზე ცნობილია

"ცხუმ-აფხაზეთმა" ქორქიას სახელობის სუპერთასი მოიგო!

ვახტანგ ნაცვლიშვილი: მათ "დინამო" შეურაცხყვეს!