ლეგენდარული კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი “ცხუმ-აფხაზეთმა” მოიგო. გუნდი, რომელიც წინა სეზონში ჩემპიონი “დელტას” სახელით გახდა, შემდეგ კი სახელი შეიცვალა, დღეს მოქმედი თასის მფლობელი “ტიტები” სუპერსათასო მატჩში დაამარცხა. ზვიად ანთაძის დებიუტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოდგა. მისმა გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო მატჩში 72:70 სძლია “ტიტებს” და სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული, ემოციური და საინტერესო გამოდგა, რომელიც თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მესამე პერიოდში იყო ეპიზოდი, როცა 6 ქულით ჩამორჩენილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” 14:0 გაქცევა მოაწყო და 8 ქულით გალიდერდა, თუმცა ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრა და თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა.

ბოლო პერიოდის დასაწყისში “ცხუმ-აფხაზეთი” 60:53 იგებდა, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით “ტიტებმა” დაწინაურება მოახერხა. აარონ კალიქსტეს, ბესო ლეჟავას და ნიკა მეტრეველის ქულებით გამყრელიძის გუნდი 61:60 გალიდერდა და დარჩენილ 6 წუთში ქულა-ქულაში თამაში გაგრძელდა. გადამწყვეტი გამოდგა ბოლოსწინა წუთები, როცა ვახტანგ გაფრინდაშვილმა, გიორგი შარაბიძემ და კვან უოლერმა მიჯრით სამქულიანები ჩააგდეს, რასაც ამ უკანასკნელის ბონუს-საჯარიმოც მოჰყვა და “ცხუმ-აფხაზეთი” 4 ქულით – 72:68 დაწინაურდა.

ამის მიუხედავად, “ტიტებმა” მაინც მოახერხა შანსის მოპოვება, როცა “ცხუმ-აფხაზეთის” შეტევა ჩაშალა, ორქულიანი ჩააგდო და მეტოქის ნახევარზე წამოწყებული პრესინგით ბურთი მოიპოვა. დარჩენილ 18 წამში გამყრელიძის გუნდმა რამდენჯერმე მოახერხა შეტევა, თუმცა გამათანაბრებელი სროლა ვერ ჩააგდო. აცილებული ბურთი კვლავ “ტიტების” ამერიკელმა ლეგიონერმა მოხსნა, თუმცა საფინალო სირენა გაისმა.

მატჩის შემდეგ გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. “ცხუმ-აფხაზეთის” კაპიტანს, ზუკა მაჩალაძეს სუპერთასი ოთარ ქორქიას შვილმა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა და დამსახურებულმა მწვრთნელმა ნოდარ ქორქიამ გადასცა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

დავით იბერიელი
მას, ვისაც ეს იდეა მოუვიდა თავში, რომ "დელტა", "ცხუმ-აფხაზეთი" გამხდარიყო, დიდება და მადლობა!!! ამ, ადამიანს თუ,ადამიანთა ჯგუფს სახელმწიფოებრივი აზროვნება გააჩნიათ!!!
მაიკლ ჯორდანი და სუნ ძის "ომის ხელოვნება" - იდეა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ქუთაისმა" შეავსო
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "დინამო თბილისმა" მოიგო
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს