ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რატომ ახალი კონტრაქტი ვაისს? რა ხდება სხვა ქვეყნებში, როცა მწვრთნელი შედეგს ვერ დებს

რატომ ახალი კონტრაქტი ვაისს? რა ხდება სხვა ქვეყნებში, როცა მწვრთნელი შედეგს ვერ დებს

პატიობდნენ თუ არა ჩვენი დონის ნაკრების მწვრთნელებს უარყოფით შედეგს
სტუმართმოყვარე ერი ვართ, სტუმარს კარგადაც ვხვდებით და მისი გაშვება გვიჭირს. აი, მაგალითად, ორი წელია, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ისე ჩაატარა, რომ მოგება არ გვაქვს. როცა სხვა ქვეყნებში მუნდიალის შესარჩევში ცუდ გამოსვლას არ პატიობენ, ჩვენი ფედერაცია ახალ კონტრაქტზე მუშაობს და სავარაუდოდ, სლოვაკი სპეციალისტი შემდეგ საკვალიფიკაციოზეც გაუძღვება საქართველოს ნაკრებს.

- ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

მოდით, ვნახოთ, რა მოხდა სხვა ჯგუფებში? პატიობდნენ თუ არა თუნდაც ჩვენი დონის ნაკრების მწვრთნელებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ნაჩვენებ უარყოფით შედეგს? ამ კითხვაზე პასუხს სტატიაში იხილავთ.

დავიწყოთ A ჯგუფით, სადაც ბელორუსმა, ჩვენ მსგავსად, სულ 5 ქულით დაასრულა გამოსვლა და მე-6 ადგილზე გავიდა.

ნაკრებს პირველ ოთხ ტურში ბელორუსი ალეკსანდრ ხაცკევიჩი წვრთნიდა. ბელორუსებმა პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ ითამაშეს და ქომაგიც იმედიანად იყო, მაგრამ ამ წარმატების შემდეგ, მოულოდნელად, ლუქსემბურგთან ქულები გაიყვეს, ჰოლანდიასა და ბულგარეთთან კი წააგეს. აი, ეს უკვე აღარ აპატია ფედერაციამ ხაცკევიჩს და ნაკრებიდან გაუშვა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 10 7 2 1 18-6 23

2. შვედეთი 10 6 1 3 26-9 19

3. ჰოლანდია 10 6 1 3 21-12 19

4. ბულგარეთი 10 4 1 5 14-19 13

5. ლუქსემბურგი 10 1 3 6 8-26 6

6. ბელორუსი 10 1 2 7 6-21 5

საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 მარცხის შემდეგ ლატვიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარიანს პაჰარსმა გადაწყვიტა, პოსტი დაეტოვებინა.

მანამდე ლატვიის ნაკრებს შესარჩევში 5 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ერთადერთი მოგება კი ანდორასთან ჰქონდა. ფედერაციას ლატვიელი სპეციალისტის ნაკრებში დარჩენა სურდა, მაგრამ პაჰარსმა თავად გადაწყვიტა, რომ მისი შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი და უნდა წასულიყო.

საბოლოოდ ლატვიამ B ჯგუფში შვიდი ქულით დაასრულა ასპარეზობა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 10 9 0 1 32-4 27

2. შვეიცარია 10 9 0 1 23-7 27

3. უნგრეთი 10 4 1 5 14-14 13

4. ფარერები 10 2 3 5 4-16 9

5. ლატვია 10 2 1 7 7-18 7

6. ანდორა 10 1 1 8 2-23 4

აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატმა მწვრთნელმა რობერტ პროსინჩკიმ გადადგომის შესახებ ახლახან განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელ ხალხს იმედები გაუცრუა.

როგორც კი შესარჩევი დაიწყო, ჩვენმა მეზობლებმა სტუმრად სან მარინო დააამარცხეს, ბაქოში კი ნორვეგიის ნაკრებს მოუგეს. მესამე ტურში ჩეხებთან სტუმრად ფრეს გამორჩნენ და აზერბაიჯანელებს ეგონათ, რომ ცალი ფეხით უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე იყვნენ...

მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვა ჯგუფში ექვსი მარცხი და ერთი გამარჯვება ისევ სან მარინოსთან. ჩვენმა მეზობელმა C ჯგუფში გამოსვლა 10 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 10 10 0 0 43-4 30

2. ჩრ. ირლანდია 10 6 1 3 17-6 19

3. ჩეხეთი 10 4 3 3 17-10 15

4. ნორვეგია 10 4 1 5 17-16 13

5. აზერბაიჯანი 10 3 1 6 10-19 10

6. სან მარინო 10 0 0 10 2-51 0

რაც შეეხება ჩვენს ყოფილ კონკურენტ მოლდოვას, მუნდიალზე თამაშის ამბიცია მას არც ჰქონია, თუმცა ჯგუფში დაკავებული ბოლო ადგილის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი იგორ დობროლოვსკი ჯერჯერობით კვლავ რჩება ნაკრებში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ორივე მატჩში ფრედ ითამაშა (1:1, 2:2).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სერბეთი 10 6 3 1 20-10 21

2. ირლანდია 10 5 4 1 12-6 19

3. უელსი 10 4 5 1 13-6 17

4. ავსტრია 10 4 3 3 14-12 15

5. საქართველო 10 0 5 5 8-14 5

6. მოლდოვა 10 0 2 8 4-23 2

სომხეთის ეროვნული ნაკრები E ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა 7 ქულით. ჩვენს მეზობლებს ადგილობრივი სპეციალისტი არტურ პეტროსიანი წვრთნის. სომხებიც იმედოვნებდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას, მაგრამ სრული ფიასკო განიცადეს.

მონტენეგროსა და ყაზახეთს შინ მოუგეს, ამ უკანასკნელთან გასვლაზე ფრედ ითამაშეს, აი, დანარჩენი მატჩები კი წააგეს.

ჯერჯერობით მთავარ პოსტზე კვლავ პეტროსიანი რჩება, რომლის დარჩენასაც ნაკრების ლიდერი ჰენრიხ მხითარიანი უჭერს მხარს.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პოლონეთი 10 8 1 1 28-14 25

2. დანია 10 6 2 2 20-8 20

3. ჩერნოგორია 10 5 1 4 20-12 16

4. რუმინეთი 10 3 4 3 12-10 13

5. სომხეთი 10 2 1 7 10-26 7

6. ყაზახეთი 10 0 3 7 6-26 3

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ლიტვის ნაკრებს ადგილობრივი მწვრთნელი ედგარას იანუსკასი წვრთნიდა.

ლიტვამ ჯგუფი 6 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა. იანუსკასი შეგირდებმა 1 მატჩი მოიგეს, 3 შეხვედრა ფრედ ითამაშეს და 6 წააგეს.

როგორც ცნობილია, ლიტვაში ახალი მწვრთნელის მიწვევას ფიქრობენ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 10 8 2 0 18-3 26

2. სლოვაკეთი 10 6 0 4 17-7 18

3. შოტლანდია 10 5 3 2 17-12 18

4. სლოვენია 10 4 3 3 12-7 15

5. ლიტვა 10 1 3 6 7-20 6

6. მალტა 10 0 1 9 3-25 1

ებრაელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები ისრაელის ნაკრებიდან ელიშა ლევის გაშვებას მოითხოვენ.

G ჯგუფში ისრაელმა მე-4 ადგილი დაიკავა, არადა, ნაკრების მწვრთნელი მათ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ჰპირდებოდა.

ისრაელმა 4 თამაში მოიგო და 6 წააგო, ებრაელების ჯგუფში კი ესპანეთი და იტალია იყვნენ. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია, ამ დღეებში გახდება ცნობილი.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 10 9 1 0 36-3 28

2. იტალია 10 7 2 1 21-8 23

3. ალბანეთი 10 4 1 5 10-13 13

4. ისრაელი 10 4 0 6 10-15 12

5. მაკედონია 10 3 2 5 15-15 11

6. ლიხტენშტაინი 10 0 0 10 1-39 0

6 თამაშის შემდეგ გაუშვეს კრისტაკის კრისტოფურო, რომელიც კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი იყო.

მან საკვალიფიკაციოს დაწყებიდან პირველი სამი თამაში წააგო, ორჯერ მოიგო გიბრალტართან და ერთიც ფრე ითამაშა. საბოლოოდ კვიპროსმა 10 ქულით ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბელგია 10 9 1 0 43-6 28

2. საბერძნეთი 10 5 4 1 17-6 19

3. ბოსნია 10 5 2 3 24-13 17

4. ესტონეთი 10 3 2 5 13-19 11

5. კვიპროსი 10 3 1 6 9-18 10

6. გიბრალტარი 10 0 0 10 3-47 0

ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შვედი ჰანს ბაკე ოთხი მატჩის შემდეგ გაუშვეს. ბაკემ კოსოვოსთან მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო შემდეგ ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.

ფინეთის ფედერაციის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება გამოდგა, მაგრამ დაგვიანებული. გუნდში ადგილობრივი სპეციალისტის, მარკუს კანერვას მოსვლის შემდეგ ფინელებმა პირველადგილოსანი ისლანდია დაამარცხეს და საბოლოოდ 2 მოგებით, 3 ფრით და 5 წაგებით მე-5 ადგილზე გავიდნენ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ისლანდია 10 7 1 2 16-7 22

2. ხორვატია 10 6 2 2 15-4 20

3. უკრაინა 10 5 2 3 13-9 17

4. თურქეთი 10 4 3 3 14-13 15

5. ფინეთი 10 2 3 5 9-13 9

6. კოსოვო 10 0 1 9 3-24 1

როგორც ვხედავთ იმ ნაკრებებსაც კი, რომლებსაც თუნდაც მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდათ, ახალი მწვრთნელები ჰყავთ.

იმ ნაკრებებში, სადაც მთავარმა მწვრთნელებმა შესარჩევის დასაწყისშივე ვერ აჩვენეს მისაღები შედეგი, ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, ბელორუსის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ითამაშა და გაუშვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაისსაც იგივე სტატისტიკა ჰქონდა, წააგო პირველი ორი მატჩი და ორი ფრე ითამაშა, მათ შორის 1:1 მოლდოვის ნაკრებთან.

გამოსარჩევია მეორე ფაქტიც, სადაც ნაკრების მწვრთნელებმა შედეგი ვერ დადეს და თვითონვე გადადგნენ. მაგალითად, აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც ჩათვალა, რომ გულშემატკივარს იმედები გაუცრუა. არადა, 10 ქულა და სამი მოგება ჰქონდა, ჩვენ კი ერთი გამარჯვებაც სანატრელი გაგვიხდა...

ისრაელის ნაკრების ქომაგი სულაც იმაზეა განაწყენებული, რომ გუნდი ესპანეთსა და იტალიასთან მეტოქეობაში ვერ გავიდა ჯგუფიდან. საქართველოს ნაკრებში კი, რომელიც უფავორიტო ჯგუფში მოხვდა და მაინც ვერაფერს მიაღწია, მწვრთნელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ...

მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევში 9 ჯგუფი იყო და მე-5 ადგილზე გასულ ნაკრებებს შორის ქულების რაიოდენობის მხრივ ბოლო ადგილს ვიკავებთ. ვაისის დამოძღვრილების მხრიდან "კარგი თამაში", ეტყობა, არ არის საკმარისი საერთაშორისო დონეზე რაიმეს მისაღწევად...

• ...ჯეკ

კობიაშვილი მაფიოზაა და რასაკვრველია სქემებიც მაფიოზური აქვს. იცით რა იქნება? ფარერები და სანმარინოც რომ გადაგვივლის და ეს ასე იქნება გარწმუნებთ, რადგან ჩვენი ნაკრები უკვე უფსკრულის ფსკერზე აგდია ყოვლადუთავმოყვარეო და ნამუსაყრილი, მაშინ იტყვის, ჩემი აზრით, ეგ ციხეში დასალპობი კობიაშვილი რაღაც ვერ გავთვალეთო, თუ არა და ნახავთ რომ ასე იქნება და საერთოდ, მიმიფურთხებია იმ ქვეყნისათვის, სადაც კობიაშვილი და კობიასვილისნაირები ხალხს ნერვებს უწამლავენ.

• jora

აქ ფეხბურთელებზე რომ ლაპარაკობენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს ....ისლანდიას რონალდოები და პელეები ყავს შედეგს რომ მიაღწია?? ყაზახეთის და აზერბაიჯანის გუნდები უგვე ლიგაზე თამაშობენ...არაფერსესენი არ აკეთებენ

• დათო

დიეგო, ძია გენაცვალოს, ჩემი პოსტიდან ის აზრი გამოიტანე,რომ ფეხბურთს სოკერი დავუძახოთმეთქი? ფეხბურთს რამეს ვერჩით? იქნებ მსოფლიოსაც მსოფლიო დავუძახოთ? ბრაზილიელებს ლათინოამერიკელებად არ თვლი? ბრაზილიელები რომ "კოპა დო მუნდოს" ეძახიან მსოფლიოს თასს, რა ვქნათ, ჩვენც მუნდო დავარქვათ? ქართულს რომ უნდა ვცეთ პატივი მაგაზეა სწორედაც ჩემი პოსტი და თუ უცხოური ტერმინების დამკვიდრება გვინდა, მაგასაც ცოდნით უნდა გაკეთება და არა ასე: ერთხელ ქლიბაძემ მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისას იხმარა სიტყვა მუნდიალი, მერე ქართველმა ჟურნალისტებმა აიტაცეს ეს სიტყვა და ახლა კონტექსტის-და მიუხედავად უპრაგონოდ იყენებენ ამ სიტყვას. პ.ს. ჰო მართლა, ძია გენაცვალოს, ფეხბურთი ინგლისური სპორტია და იქნებ მინიმალური პატივისცემა მაინც გამოვხატოთ ამ თამაშის შემქმნელი ერის მიმართ? ვინმეს აზრად მოუვა რაგბის მსოფლიო თასს მუნდიალი უწოდოს? აბა ფეხბურთმა რაღა დაგვიშავა?

• დეიდა

ჭანტურიამ და არაბიძემ კლუბებში ალბათ "დაგლიჯეს" და ჩვენ გვიმალავენ. გნებავთ სხვებიც (და რომელი ერთი) ყოველ თვე ლიგის სიმბოლურ ნაკრებებში შეყავთ და მინდორს გოლის გარეშე არ ტოვებენ. სათადარიგო სკამებს ხეხავენ....

• Kote

ცხადაძე, მხოლოდ ცხადაძე და არავინ ცხადაძის გარდა! მხოლოდ ცხადაძე იხსნის საქართველოს!

• ბიძია

თვალები უნდა გაახილო მართლა და დაინახო - დვალიშვილს რა უნდა ნაკრებში!!! ქვილითაია ვინაა საერთოდ??? ჭანტურია არა, არაბიძე არა, ვაწაძე არა, ვინც კი გოლის გატანა ან კაცის მოტყუება იცის არავინ არა!!! ბერიძეს რატო არ იძახენ ნაკრებში??? ამას დაუმატე ტრამვებ კიდე ჯანო იქით ოქრი აქეთ და გვეტირება ყოფა. მერებაშვილი როგორ მოხდა რომ გამოიძახეს ბოლოს და ბოლოს მერე იტყვიან თავდამსხმელი არა გვყავსო. ოთარი მარცვალაძე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ისე გააფუჭეს რომ თავისი კარიერის პიკში ნაკრებში არ გვაღირსეს!!! ასევე უმაღლესი კლასის დავით სირაძე ბოლო წამებზე რომ გაქონდა გოლები სულ კარიერა ნაადრევად დაუმთავრეს. ამეების მერე შეიძლება საერთოდ რამეზე ლაპარაკი??? მტრები ყავს ქართულ ფეხბურთს მტრებიიი ეს შეიგნეთ.

• Diego

მუნდიალს თავი დაანებე შენ, ძია... ძაანაც კარგი სიტყვაა, და ასე უნდა იყოს. ეს არის დიდებული სიტყვა, ოლიმპიური მნიშვნელობის... ეს არის ლათინოამერიკული სიტყვა, და ფეხბურთი საერთოდ არ არის ევროპელების თამაში. ამერიკული თუა "საერთაშორისო" ენა მაგიტომაცაა რომ ბდღვნიან და ფეხბურთს "ნასკებს" ეძახიან საერთოდ ... "სოკერი" ნასკებიანს ნიშნავს, ფეხბურთსაც ვუძახოთ ჩვენ "სოკერი"?? თუ როგორ არის საქმე, გამიხადეს "საერთაშორისო ენა"... ქლიბაძემ კიდე ერთი წიგნი უნდა დაწეროს და მაგარი ყდა უნდა გაუკეთოს.

• Zsza

მწვრთნელი რა შუაშია? აბა მაშინ რად გვინდა მწვრთნელი საერთოდ

• დავითი

აი უმარტივეს კითხვას გაეცით პასუხი: რომელმა ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა თუნდაც 10-12 გოლი ჩემპიონატში 1 წის განმავლობაში? საქართელოს და სუსტ ჩემპიონატებს არ ვგულისხმობ. იგივე აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატებიდან თუნდაც? ნაკრებში რომ თხოვთ გოლის გატანას თუნდაც, წელიწადში რომ 2 გოლი გააქვს ოდნავ ნორმალურ ჩემპიონატში, იმ თავდამსხმელს რამდენი საგოლე მომენტი დაჭირდება ნაკრების თამაშში გოლის გასატანად? დაფიქრებულხართ მაინც? გასაგებია ჟურნალისტმა რაღაც უნდ ადაწეროს, რომ ხელფასი აიღოს და ახლა მოდაშ ვერ იქნება ვაისის ქება, ამიტომ აკრიტიკებს. მაგრამ გულშემატკივარმა ხომ უნდა გავახილოთ თვალი? რა დონისაა საქართველოს ჩემპიონატი, სად თამაშობენ ჩვენი თავდამსხმელები და სეოზნში რამდენი გოლი გააქვთ? ხომ აშკარააა, რომ ბოლო პასის მიცემის და გოლის პრობლემა აქვს ნაკრებს? რატომ იმიტომ რომ მეკარე, დაცვა და ნახევარდაცვა ასე თუ ისე სადღაც მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული... თავდასხმა კი დღევანდელ დღეს ყველას პრობლემაა, მით უმეტეს მაშინ როცა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა. ხოლო აქედან წასული თავდასხმელი ყოველ მეორე თამაშში თუ არ გაიტანს გოლს ისე არავინ აცლის ძირითადში თამაშს. ბოლოს ასეთი იყო მჭედლიძე, რომელმაც ზედიზედ დაიწყო გოლების გატანა, მაგრამ მერე მორიგი დაზიანება და... ასე რომ ცოტა გავახილოთ თვალი და ისე ვიმსჯელოთ. პ.ს. პროფესიონალიზმში რომ ფაქტიურად მთელ ევროპას ჩამოვრჩებით (არა მხოლოდ ფეხბურთში) ეგ ცალკე თემაა.

• gigi

jurnalisto raze laparakob mwvrtneli ra shuashia? ver xedav rom fexburteli ar gvyavs? azri araaq amat cvlas da saertod sxvastan shedarebit bevrad xirseulad gamovidnen darbian mainc

• თავადი

ხალხნო,იცით რა მაინტერესებს? ეს კაცი ამბობს გადახედეთ ჩვენს ფეხბურთელებს და მერე მეტოქისასო,რატომ არ გვინდა ვაჟკაცურად ვაღიაროთ და სიმართლე ვთქვათ,რომ თამაში არ ვიცით და მეტი არ შეგვიძლია?

• giorgi

რაგინდათ ვერ ვხვდები რატომ უნდა გაუშვათ ეს კაცი სახლში აბა ნახეთ ბოლოს როდის გვქონდა ბურთი და ვაკონტროლებდიტ მას ესეც არვიცოდით და ვაისმა გვანახა დაუცადოთ რაიქნება შემდეგში და ნელ ნელა მოვა შედეგიც ნუვართ ასეთი სუსთი ნერვების პატრონები მივხედოთ ყველამ ჩვენ საქმეს

• დათო

ვაისი კი არა, აჩელოტი დანიშნეთ, თუ გინდათ, შედეგს მაინც ვერ დადებს. შეხედეთ, რა ფეხბურტელები გვყავს ნაკრებში, ერთი ნორმალური ტავდამსხმელი არ გვყავს. ქეცბაიასი არ იყოს, მესებს ვერ დაბადებს ვაისი. გადაჭარბებული მოლოდინების ქონა კი შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. სჯობს ზუსტად იცოდე შენი შესაძლებლობები, ვიდრე ამაო მოლოდინები გქონდეს და მერე ფრუსტრირებულს გიკვირდეს, რატომ ვერ უგებ ევროპულ ნაკრებებს. პ.ს. და კიდევ, ეს უაზრო სიტყვა, "მუნდიალი" მოიშალეთ, სირცხვილია უკვე. არც ფეხბურთია ესპანური სპორტი და არც ფიფა და უეფა - ესპანური ორგანიზაციები, არც ფეხბურთის ტერმინოლოგიაა ესპანური და არც დავით ქლიბაძეთი არ იწყება ქართული სპორტული ჟურნალისტიკა (ღმერთმა კარგად ამყოფოს)!

• სანდრო

და ამ გუნდებიდან, რომლებმაც მწვრთნელი შეცვალეს ციკლის შუაში, რომელმა აჩვენა ახალ მწვრთნელთან ერთად უკეთესი შედეგი? მოყვანილ გუნდებს შორის უმეტესობა ბოლოსწინა ადგილზე გავიდა. წლების მანძილზე, პირველად ვხედავ, რომ ბურთის ფლობაზე ორიენტებულ ფეხბურთს თამაშობდეს გუნდი, რომელიც ტრადიციულად 2-3 პასს თუ აკეთებდა შეტევაში.

• L.E.S

ისე შედეგის არ დადების გამო მწვრთნელების გათავისუფლების მეტი რა ხდებოდა ჩვენთან?! ჩემპინები ვართ მწვრთნელების ცვლილებებში...ეხლა ალბათ სხვა ტაქტიკა-მიდგომაა...ვნახოთ

• otar

ვაისი კარგი სპეციალისტია,სად მუსჰაობენ საკარტველოდან სპეცილისტები,კაზახსტან,უზბეკისტან,აზერბაიდჯან,კეცბაია 5 ტურის სჰემდეგ გაუსჰვეს ორენბურგიდან 2 ლიგა რუსეთი....

• კახა

ძაანაც სწორეა რო ტოვებენ რა . ეხლა კიდევ შეცვალე. მერე კიდევ და რეკორდი გვაქვს დამყსრებული ამ მწვრთნელების ცვლაში და შედეგი უფროდაუფრო უარყოფითი. უნდა დარჩეს და გააგრძელოს თუ ცხადაძეს არ დანიშნავენ.

• Imedi.

ვინ ვის ასწავლა და ვისი მოგონილია კიდე გასარკვევია. 2000 წელს "ჩელსიმ" ჩაატარა გამოკვლევა მსოფლიოს მასშტაბით და აღმოჩნდა რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მიდრეკილება ფეხბურთისაკენ აქვთ ქართველებს, მერე ბრაზილიელებს. ფეხბურთი ჩვენი თამაშია და მისი ამ დღეში ჩაგდებისთვის ჯოჯოხეთში არ დაესიზმრება ისე სასტიკად აგებს მავანი პასუხს.

• 12dartyma

იურგენ, ბუნებაში კარგად ვერ ერკვევი. ასაკობრივმა ნაკრებებმა ყველაზე დიდი წარმატებები გიორგი დევდარიანის და ვასილი მაისურაძის ხელში მიაღწიეს, რატომღაც არ იმახსოვრებთ იმას რაც არ გსიამოვნებთ. მთავარ ნაკრებშიც ყველაზე წარმატებული მწვრთნელები ქართველები იყვნენ, ყველაზე კლოუნები კი უცხოელები. ყიფიანის შედეგი ვერავინ ვერ გაიმეორა, ვერც ახალკაცის შედეგი გეღირსებათ შენნაირად მოაზროვნეებს. ქეცბაია რომ ქეცბაიაა ეგ ჯობია ნებისმიერ უცხოელ მწვრთნელს ვისაც კი უმუშავია. კაცმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგო და გონება მაინც ვერ გაგეხსნათ, კიდე იგივე დარდუბალაზე იტრიალოთ ეგრე სადაა ეგრე არ წავა.

• 12dartyma

ჯინაზე გვიკეთებენ. კობიაშვილი არის ნაცების კაცი, თავიდანვე მაგათი მხარდამჭერი იყო. პლიუს გერმანიაში განიცადა დიდი "გერმანიზაცია" და უკვე აქვს შესაბამისი ავადმყოფური მოთხოვნები, რადგან აზროვნებს გერმანულად და ძალიან ძალიან, ძალიან "ევროპულად." ვაისს ხელახლა მხოლოდ იმიტომ გაუფორმა რომ არის უცხოელი და მისთვის "მისაღები" კანდიდატი, თუნდაც შემდეგ ციკლშიც ყველა თამაში წააგოს. ასაკობრივ ნაკრებებს ვინ გადააცვა გერმანიის ფორმა?! რახან ცივილიზაცია გერმანიაში ნახა, ეხლა ყველაფერი უნდა გერმანულად და მაგეთები რომ მიუშვა ჯერ მთელ საქართელოს გადააქცევენ გერმანიად გადააქცევენ და მერე მიუერთებენ საერთოდ გერმანიას. ასეთია მაგათი გაქანება თუ ხელი არაფერმა არ შეუშალათ. რეალურად კი, როცა ისედაც ნათელია რომ ჯერჯერობით სპორტულად მნიშვნელობა არა აქვს ნაკრებს მწვრთნელი ქართველი ეყოლება თუ უცხოელი, რაზე უნდა უხადო უცხოელს უფრო მეტი რაში უნდა ყარო ფული როცა შეიძლება იყოს ქართველი და უფრო გასაგები, მითუმეტეს როცა გვყავს ვაისზე არანაკლები ძლიერი სპეციალისტი და პროფესიონალი კახა ცხადაძე, რომელსაც ვაისი თვითონაც აღიარებს. თუკი ვინმე საქართველოს ნაკრებში დარჩება მუდმივად, ის უნდა იყოს ქართველი და იცხოვროს საქართველოში. ასეა ეს.

• Unity

ძაან აცდენილები ვართ შესაძლებლობებს და მიზნებს შორის... ჩვენი ფეხბურთის, სპორტული ჟურნალისტიკის და ქომაგობის დონე ცალსახად თანაბარია.

• ვნახოთ

ალბათ კობიაშვილი ცხადაძეს არ მოიყვანს და სხვა ქართველი არ გამოდგება. ამიტომ ჯობია დარჩეს ვაისი. კობიაშვილი წავა, მუდმივი არავინ არაა , ცხადაძე მეტ გამოცდილებას მიიღებს, სიბრძნე მოემატება , უფრო მაგარი გახდება და დაბრუნდება. ვაისი დინჯი ,წესიერი ,კულტურული კაცია, გუნდში სიმშვიდეა, თამაში ყველას უნდა, არავინ არ ჩხუბობს და ნერვიულობს , თუ გვეყოლება უკეთესი ფეხბურთელები ,შედეგიც მოვა,მითუმეტეს ჭ კლასში გადაგვისროლეს და იქ მაინც მოვიგებთ რამდენიმე თამაშს. დრო მოვა ბარსელონაც ჩვენს ჯგუფში იქნება ანუ კატალონია, მალე მოვა საქ. ჩემპიონატის დონეზე, რადგან ადამიანების სისულელეს ზღვარი არ აქვს. ეს ეხება აბხაზებსაც

• დავითი

როგორ უნდა დატოვოთ ის ადამიანი რომელიც იტყვის თავის ფეხბურთელებზე ნახეთსად თამაშობენო. დანიშნეთ ქართველი და მაგაზე კარგი შედეგე ექნება თუ არა და მაგ შედეგს კველა ქართველი მწვრთნელი დაგიდებთ

• zviadi

აქ საქმე შედეგზე კი არ არის ანუ სხვა მწვრთნელი დადებს თუ არა შედეგს., არამედ პრინციპში,რომ ასეთი შედეგის მქონე მწვრთნელს საქართველო ვერ შეეგუება რა არის აქ გასარჩევი მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ საფეხბურთო პრეტეზიები მაინც გვაქ და უნდა გვქონდეს კიდევაც ისეთ ფეხბურთელები გვყოლია ბოლოსდაბოლოს,ამაშია საქმე და მომავალშიც ვერ შევეგუებით ასეთ გასტრალიორებს,რომელთაც ქართული ფეხბურთის ისტორიაც კი არ იციან.

• ლევანი

21 წლამდე ნაკრებუ ხო აშენდა ქართული მწვრთნელითმ ფარერები 1-3

• გიორგი

ეგეთი ბუნებაში არსებობს საერთოდ? რა წარამტებულ ქართველ მწვრთნელზეა საუბარი? ეგ კი არა თუ რამე შედეგი უნდათ ახალგაზრდულ ნაკრებშიც უცხოელი უნდა იყოს.

• A

ყველაზე ლოგიკური კომენტარია . ყოჩაღ. ნორმალურად მოაზროვნე კაცი ხარ

• terjola

დანიშნეთ ქართველი შედარებით წარმატებული ნებისმიერი მწვრთნელი,უკეთესი შედეგი ნამდვილად იქნება.

• terjola

დანიშნეთ ქართველი შედარებით წარმატებული ნებისმიერი მწვრთნელი,უკეთესი შედეგი ნამდვილად იქნება.

• დავითი

თქვენი გამკვირვებია ხალხო... როდემდე უნდა ვიბრმავოთ თვალები: 25 წელია ფეხბურთს კლავენ და ჩვენ კიდევ რაიმე შედეგს ველოდებით. ფარერების 21 წლამდელები განადგურებენ და აქ ხალხი იმ 21 წლამდელთაგან ზოგიერთი ვითომ „ვარსკვლავის“ გამოუძახებლობის გამო ვაისს აგინებდით. ბავშვთა ფეხბურთში სანამ არ მოხდება სერიოზული ცვლილება, მანამდე 21 წლამდელებშ და ეროვნულ ნაკრებში ვერ ისწავლიან იმ უმარტივეს საფეხბურთო ელემენტებს რაც 12 წლამდე უნდა ისწავლონ. აქ კი გუნდის თავკაცზე ვმსჯელობთ :(

• giorgi

ასეთი შედეგების მწვრთნელი 100% უნდა წავიდეს 2 წელია რაც ვაისი მწვრთნელია 3 მოგება 3 ყველა ამხანაგური 6 ფრე და 8 წაგება ჩვენზე მეტი ქულა დაგროვეს ლუქსემბურგმაც, ფარერებმაც, ლატვიამაც,სომხეთმაც და ლიტვამაც მიუხედავად იმისა რომ ჯგუფში არცერთი გრანდი ნაკრები არ გვყოლია ერთი თამაშიც კი ვერ მოვიგეთ თუ ბურთის ფლობა და კარში დარტყმა ფედერაცისთვის შედეგი ეგ იმიტომ,რომ გრანდი არ გვყოლია არავინ თორემ გერმანია იტალია ან ესპანეთი რომ გვყოლოდა ისევ 80-20 ზე იქნებოდა ბურთის ფლობაც და ყველაფერიც და ესეთი შედეგების მქონე მწვრთნელი რატომ უნდა დარჩეს ნაკრებში თვითონ აწყობს წელიწადში 2 ჯერ ჩამოდის 1 კვირით ჭამს სვამს გულაობს და ამაში იღებს 500 000$ და რატომ წავა თავისით

• daTo

ფულზეც არ არის ნამდვილად მარტო ფულზე, რომ იყოს დამოკიდებული მაშინ ჩინეთი არაბეთი და ამერიკა უნდა ხდებოდნენ ყოველთვის ჩემპიონები არამგონია ალბანთის,ბოსნის,ისლანდის და მონტენეგროს ფეხბურთს უფრო მეტი ფული ქონდეს ვიდრე ქართულს და იქ უფრო მეტი ფული იდებოდეს ფეხბურთში მაგ ქვეყნებს აქვთ პროგრესი ჩვენ არაა, რადგან არაპროფესიონალები მუშაობენ ჩვენთან და უკავით წამყვანი თანამდებობები ფედერაციაშიც და კლუბებშიც.

• ლაშა

იმ მეზღვაურს მოუდღან ყველაფერი ფოთში,რომ შემოვიდა და ფეხბურთის თამაში გვასწავლა:)

• ზაზა

მობეზრდად ვაისის ლანძღვა გინება აქ ეტყობა და ეხლა ახალ სამიზნეს ეძებენ წარმომიდგენია რა მოხდება ჩამოვა ახალი მწვრთნელი და ესტონეთი მოგიგებს თავის გემის კაპიტან მეთევზეებიანათ ერთი სამით ნოლს და დაიწყება მერე თუ დაიწყება იმის დედის ანდერძის და ჩამომყვანის მოკითხვა რადგან დარწმუნებული ვარ ამ ნაკრებმა ფეხბურთის თამაში არიცის.როარ ბეზრდებათ ეგ მიკვირს რა.თან ჟურნალისტებიც რო ხელს უწყობენ ეგარი სახალისო.

• dato

manam ar ikneba shedegi sanam federaciashi fulze fikroben ase iyo da ikneba kidec sanam xalxi dums kalazis kantora ar mushaobs sircxvilia es yvelaferi

• ისლანდია 10 7 1 2 16-7 22

ისლანდია 10 7 1 2 16-7 22

• Lasha

დაუნიშნეთ სან მარინოს მწვრთნელი და მოსთხოვეთ მოგებები... ამ ქვეყანას ხართ საერთოდ? გაიხედეთ მართლა, ვინ გვყავს ისეთი, თამაში რომ უნდა მოიგოს? შედეგს გიდებდათ ქეცბაია და ხარისხი არ მოგწონდათ. ხარისხი გამოკეთდა, შედეგი არ მოგწონთ... დაეშვით მიწაზე. არ გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომ თუნდაც მოლდოვას გარანტირებულად მოვუგოთ და მორჩა. ყველაზე იოლია მწვრთნელის გაშვება და ამით უბადრუკი ილუზიის შექმნა, რომ პრობლემას აგვარებთ.

• იმედა

მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები სულ სხვა ფენომენიადა სხვა ქვეყნებთან შედარებაც არარელევანტური მგონია. კიდევ ერთ ციკლში ვაისი უნდა დარჩეს. კუპერმა საქართველოში ვერ ქნა ვერაფერი, თორემ აგერ ეგვიპტე ხომ გაიყვანა მსოფლიოზე. ვაისი ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იმას თვლის (ვეთანხმები, რომ ეს მიღწევაა!) - ფეხბურთელებს ესმით რას ვეუბნებიო. ამასთან ყველა მწვრთნელის დროს იყო ბუნტი, განხეთქილება, არეულობა და ა.შ. ამჯერად ასე აღარ არის. რაღაც დისციპლინისმაგვარიც გამოიკვეთა. ღირს იმად ეს ყველაფერი, რომ ვაისს ვენდოთ.

• lashamax

უკვე მკიდია, მე ამათ თამაშებს ტელევიზორითაც აღარ ვუყურებ, ეს აღარ არის საქართველოს ნაკრები. ამას ქვია შპს ,,კალაძე-კობიაშვილი"

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქართველების გუნდის მწვრთნელმა გადაყენების შესახებ ჟურნალისტისგან შეიტყო

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

ზურიკო "როტორის" მარადონა და მესი - გულშემატკივრები დავითაშვილს აქებენ

კიევის "დინამოს" მწვრთნელად ალეკსანდრ მიხაილიჩენკო დანიშნეს

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

"მივუწვინოთ პუტინი მავზოლეუმში ლენინს" - პიატოვი და ხაცკევიჩი რუსულ აგრესიაზე

ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო

საქართველო VS ლატვია - ბრძოლა ღირსებისთვის!