ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება

101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება

ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კლუბის პრესსამსახურის გავრცელებული ფოტოებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური მოედნის შემდეგ, ანგისას კომპლექსის მთავარ არენაზე ბუნებრივი საფარის დაგება დაიწყო.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი უკვე მეორე კვირაა, ბათუმის "დინამო" ვარჯიშობს...

ბათუმის "დინამო" მომავალი სეზონიდან საშინაო შეხვედრებს საკუთარ ბაზაზე ჩაატარებს, რომელიც 1500 მაყურებელს დაიტევს და ტრიბუნა მხოლოდ ერთ მხარეს იქნება.

წმინდა საფეხბურთო არენის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და განათების სისტემაც დამონტაჟდება, თამაშები საღამოს რომ ჩატარდეს. ანგისის ბაზას სამშენებლო კომპანია "ენერგოსექტორმშენი" აშენებს.

ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ბათუმის "დინამოს" სტადიონის მშენებლობას უკავშირდება.

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და "ლელო" ამაზე წერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი უნდა წამოჭიმოს, რომელიც უეფას მე-4 კატეგორიას დააკმაყოფილებს - ამ კატეგორიის სტადიონი კი საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამო არენაა".

ტენდერში გათვალისწინებული პირობების თანახმად, კომპანიამ სტადიონი 2020 წელს უნდა ჩააბაროს, მანამდე კი ბათუმელები მატჩებს ისევ "რაგბი არენაზე" გამართავენ.

სატენდერო მონაცემებში იყო ციფრი, რომ სტადიონის მშენებლობის ღირებულება 101 მილიონი ლარი დაჯდება და თავიდან ეს შეცდომა გვეგონა. აქამდე იყო დასახელებული 40 მილიონი, 20 მილიონი, მაგრამ 101 - პირველად.

არანაირი შეცდომა - სატენდერო ღირებულება მართლაც 101 მილიონი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას აუცილებელი პირობა ტრიბუნების გადახურვა და მეორე სათადარიგო სტადიონის მოწყობაც გახლავთ, რაც იაფფასიანი სიამოვნება ვერ იქნება. მაგრამ 101 მილიონი ლარი მაინც ძალიან დიდი ციფრია.

ბლოგერი ზაზა ახალაია კი თვლის, რომ 20-ათასიანი სტადიონის აშენება საქართველოში გაუმართლებელია.

"ეროვნული ჩემპიონატისთვის აუცილებელია თითოეული მატჩის საჭირო დონეზე "შეფუთვა", სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო და შესაბამისი სატელევიზიო სურათი რომ იყოს. 100 მილიონად კი შესაძლებელია 2-3 თანამედროვე სტადიონის აშენება და ეროვნული ჩემპიონატის "სახის" გაუმჯობესება.

არგუმენტად მოჰყავთ, რომ სსრკ-ის დროს ბათუმის "დინამოს" სტადიონზე დასწრება 15-20 ათასი იყო. მაშინ, ფაქტობრივად, სხვა გართობა-სანახაობა არ არსებობდა და უცხო ქვეყნის საფეხბურთო კლუბების თამაშების ხილვის საშუალება არ იყო. თან ბათუმის "დინამოს" კარგი დასწრება ჰქონდა, რადგან სსრკ-ის ჩემპიონატის პირველ ლიგაში სხვა რესპუბლიკის, სხვა ერის კლუბს უპირისპირდებოდა.

20-ათასიანის კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ბათუმში ეროვნული ნაკრების თამაშები გაიმართება. ეროვნული გუნდი წელიწადში შინ 3-5 შეხვედრას ატარებს და აქედან შეიძლება ერთი-ორი გადაიტანო. ბათუმის "დინამო" კი სეზონში შინ ეროვნული ჩემპიონატის და თასის მაქსიმუმ 20-25 შეხვედრას ატარებს და ამ მატჩებზე რატომ არ უნდა იყოს საფეხბურთო "ატმოსფერო" ანშლაგით?! ბათუმისთვის 12-13-ათასიანი სტადიონი სრულიად საკმარისი იქნებოდა, ხოლო დაზოგილი თანხით ამდენივე ტევადობის არენა ქუთაისშიც აშენდებოდა (21-ე საუკუნეში ქვეყნის სირცხვილია ქუთაისში არსებული სტადიონი) და თანხა პატარა 3-4-ათასიანისთვისაც დარჩებოდა - 100 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი იქნებოდა და კიდევ დარჩებოდა.

სლოვენიური "მარიბორის" სტადიონი 12-ათასიანია, ბელარუსული ბატე-სი - 13,500-ს იტევს, კიშინიოვში მშვენიერი 10-ათასიანი სტადიონია. ტევადობის განსაზღვრისას მთავარია ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე საშუალო დასწრება და იქედან გამომდინარე აშენებენ, რომ თითოეულ (!) მატჩზე ანშლაგთან ახლოს იყოს დასწრება სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფეროსა და სატელევიზიო სურათისთვის", - წერს ახალაია.

• კახა ქირია

კარგია

• S.K.

ეს მაშინ როცა რაგბის (რომელიც ყველაზე წარმატებული სათამაშო სახეობაა საქართველოში) თუნდაც ერთი 15-20 ათასიანი სტადიონის მშენებლობა ლამის მიუღწეველ ოცნებად გვრჩება. STUPID

• მესი

20-ათასიანი სტადიონი ყოველთვის პირთამდე სავსე იქნება, თუ ... მატჩებს აქ ბარსელონა და რეალი ჩაატარებენ!!!

• g.b

მე მომწონს რომ შენდება გრანდიოზული სტადიონი, ეს თან რაღაც საიმიჯოა. ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლადაც. იქნებ მომავალში კონცერტებიც და ჩემპიონატებიც ჩატარდეს. დინაოს გარდა სხვა სტადიონი არ უნდა იყოს ქვეყანაში? მოლდოვას რას ვუყურებთ, იმათაც უნდათ ალბათ მეტი და უცეთესი სტადიონები

• აკაკი

მე გეთანხმები მეგობარო მხოლოდ ბოღმიანი ლაპარაკობენ რატომ იქ და ჩვენთან რატომ არაო,ჯერ იქ აშენდეს მერე იყოს საშუალება და ყველგან იყოს ყველა ქალაქში აშენდეს,მაგას რა სჯობს ქვეყანა შენდება.

• giorgi

რატომ არის გაუმართლებელი, რატომ შე ბოღმიანო, ვინა ხარ შენ, რა იცი და რა გესმის ფეხბურთის....

• გიორგი

ვიღაც ,,ბლოგერი" ზ.ახალაიას აზრი არავის არ სჭირდება, გამოვიდა რა ესეც ექსპერტი. ბათუმში დიახაც საჭიროა ამ რანგის სტადიონი, საქართველოში ხომ უნდა იყოს დინამო არენას და მიხეილ მესხის სტადიონის გარდა ერთი ნორმალური სტსდიონი მაინც, და ეს უნდა იყოს სწორედ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რაღაცას დაემსგავსება.

• Dato

100%-ანი, 3 სტადიონი სჯობს ერთს, რომელიც ისტორიაში შეიძლება ერთხელ შეივსოს, ან ისიც ვერ. სხვა და სხვა არასპორტული ღონისძიების ჩატარება სტადიონზე აუცილებელი არაა, მაგ თანხად ამ აქტიურობების მოსაწყობი სივრცეც მოეწყობა, 3 სტადიონთან ერთად

• დათო

ეხ ავტორჯან ვერც შენი და ვერც ამ ხალხისა ვერაფერი გამიგია, ააშენებ დიდს და კარგს ნამეტანიაო, ააშენებ პატარას და საშუალო დონისას ეს რაააო, ისე რომ დაეტიე შენს ქერქში და მიხვდები, რომ რამდენიმე (10-15) წლის შემდეგ ამხელა სტახდიონი ბათუმისთვის პატარა იქნება და თანაც ბათუმი საერთაშორისო საკურორტო ქალაქია და სტადიონზე ფეხბურთის გარდა სხვა ღონისძიებების გამართვაც შეიძლება.

• კარგით რა

ფეხბურთის ფედერაცია რომ ერთი დიდი მაფიოზური გაერთიანებაა ეგ ყველამ იცის, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სად მიდის და რას ხმარდება ეგ კიდევ მეორე თემაა. ეგ მითხარით, გადასახადის გადამხდელი რა ვალდებულია ეს ერთი დიდი მაფიოზური გაერთიანება ინახოს. ამდენი ფული იხარჯება, ამდენი რესურსი და შედეგი სად არის?! დამსახურების მიხედვით უნდა ხდებოდეს დაფინანსება. აი მაშინ, ყველა თავის გასაკეთებელს გააკეთებდა.

• sos

მართალს ამბობს ეს კაცი და დაუჯერეთ, გაითვალისწინეთ ვისაც ხელგეწიფებათ.

• 999

არ ეთამაშოს ბარსას ან ბავარიას ან თუნდაც სევილიას

• emzar

უფრო დიდიც არის საჭირო ასე რომ არავის გასარჩევი არა ეგ თემა თქვენი სულელი აზრები არავის ჭირდება.............

• არჩილი

ბატონებო, თუ ბათუმსა და ბათუმელებს კარგად არ იცნობთ სულელურ მოსაზრებებს ნუ გამოთქვამთ. ბათუმში, რომ მატჩები იმართებოდა (საბჭოთა პერიოდს გახსენებთ) სამეგრელოდან, იმერეთიდან, მთელი გურიიდან გულშემატკივრები ჩამოდიოდნენ და სამჯერ მეტი კაცი შედიოდა სტადიონზე. 20000 ადგილიანი ბევრი კი არა ძალიან ცოტაა. ბათუმში სერიოზული თამაშებისას 35-40 ათასი მაყურებელი ეყოლება, მით უმეტეს, რომ ქალაქი ორჯერ გაიზარდა. ასე, რომ დაანებეთ თავი ბათუმელი გულშემატკივრების დამცირებას. ქუთაისლელებს თუ სტადიონი გინდათ იბრძოლეთ მის აშენებაზე და ბათუმელებიც ჩამოვლენ ქუთაისში საგულშემატკივროდ.

• oe

რას ჰქვია საკმარისი იქნებოდა. იქნებ დათვალო და ფაქტები დადო. შენ რომ ხელფასს გიხდიან, მაგით ერთ პროფესორს დაიმატებდა უნივერსისტეტი და შენ სისულელეებს აღარ დაწერდი მარა... 20 000 კაცის ბათუმისთვის არაფერია როგორ ტურისტული ქალაქისათვის სადაც ფეხბურთის გარდა სხვა ღონისძიებებიც ტარედება...

• zaza

ბათუმი ბოლომდე კურორტი არასდროს ყოფილაო ვინც ამას წერს ალბათ მას არც სასტუმროები პლიაჟები ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი ჭირდება ბათუმში.დდ რასარ გაიგებ აქ რო შემოხვალ რა.ტელევიზორში უყურებ ფეხბურთსო კიდე ვინცამას წერს შენ შეიძლება ტელევიზორში გიყვარს ფეხბურთის ყურება შე დალოცვილოდა აპა სტადიონზე რო დადიან მოცლილები კიარ არიან ტელევიზიას სულ სხვა დატვირთვააქ და სტადიონზე მისვლას სულ სხვა.

• aglomerants

სამტრედიის აგლომერაცია ფოთიდან ზესტაფონამდის 650 000-ს ითვლის ავაშენოთ 40 000-იანი,არ გინდა?

• გურამი

ეს პროექტი ძალიან სჭირდება ბათუმს და აუცილებლად უნდა აშენდეს როგორი სახითაც არის წარმოდგენილი. ჩვენი გუნდები მოსამზადებელ შეკრებას სვა ქვეყნებში გადიან, ხომ შეიძლება სხვა ქვეყნის გუნდებიც ჩამოვიდნენ ჩვენთან და აქ ჩაატარონ ამხანაგური თამაშები. მაგალითად: უკრაინიდან, ბალტიისპირეთიდან,მოლდავეთიდან, ბელარუსიიდან და ასე შემდეგ. ეს ქართულ ფეხბურთს გამოადგება, ქალაქსაც და ქვეყანასაც.

• დათო

ნეტა რა სიკვდილი იცით 101 მილიონი ბევრი თუ ცოტა ასეთ სტადიონისთვი? პროექტების ღირებულების დათვლას დრო და ცოდნა უნდა და შენ თუ მტერი არ ხარ ყოველივე კარგის ასე უცებ ჰაერში რავა დაითვალე. კიდევ ერთი ქუთაისი ძველი ქალაქიაო იყოს ძველი ბატონო ვინ გიშლით. აი პარლამენტი კი აუცილებელია საქართველოს დედაქალაქში უნდა იყოს, ის თუნდაც ხაშური იყოს, მხოლოდ და მხოლოდ დედა ქალაქში.

• 20 000

ნახავთ რა "გადატენილი" ტრიბუნებიც გექნებათ. ისეთი ტელევიზორები და ტელეფონები გამოდის და გამოვა, რომ სტადიონზე მარტო მწვრთნელები, მსაჯები და სათადარიგო ფეხბურთელები იქნებიან მაყურებლები. ტურისტების იმედიც ნუ გექნებათ, ჯერ ერთი ბათუმი ძალად კურორტია. ის ოდითგანვე ჩვეულებრივი სამრეწველო ქალაქი იყო. მისი ბოლომდე გაკურორტება არ გამოვა, ბუნებრივი პირობები არ უწყობს ხელს. მეორეც, ტურისტები შეიძლება კონცერტებზე დადიან, მაგრამ ფეხბურთზე ნაკლებად.

• nadim

არ მიმაჩნია, რომ 20 ათასიანი სტადიონი, ბათუმისათვის დიდია. ქალაქი ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობის მხრისვ და როგორც ვიცი ქალაქსა და მის შემოგარენში (ქობულეთიდან-სარფამდე) 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქეთ გურია, იქეთ სამარგალო (ფოთი) და თუ კარგი გუნდი შეიკრა და ევროზე გავიდა, დასწრება გარანტირებულია. ასე რომ, სკეპტიკოსებო .....

• ლევანი

გეთანხმები

• ქუთაისელი

ბათუმში 20 ათასი ადამიანის ტევადობის ლამაზი სტადიონი უნდა აშენდეს.ყველა მოწინააღმდეგეს ვურჩევ,რომ ამ პროექტს მათი მხარდაჭერა ჰქონდეს.ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქი გალამაზდა,ახლა ბათუმი თანამედროვე ევროპული საკურორტო ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს.დარწმუნებული ვარ,რომ ახლო მომავალში მეტად საოცარი გახდება.

• chorna

ძალიან საინტერესოა ბათუმში ცხოვრობს ეგ ბლოგერი ასე კარგად რო ხედავს ყველაფერს? ან კიდე 10 წელზე მეტია რაც ხალხს სტადიონი არ უნახავს და აქედან კიდევ ყველაფერს რო თავი დავანებოდ გამოდის რო 30 წლამდე ასაკის ახალგაზდების 70 %ს ნანახი ტრიბუნა და სტადიონი არააქვს ჩემისთამადობით(არ გვაქვს ამის ფუფუნება)და რაც შეეხება 20 000 სტადიონს იმედია ტრიბუნის გაზრდის პერსპეკტივა ექნება სამომავლოდ..და კიდევ მე როგორც მახსოვს თუ არ ვცდები აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო სტადიონის და ბაზის მშენებლობა და სტატიაში რატომღაც აღარ ხსენებულა ეგ..ბლოგერ თავს ნუ გააზულებ ბათუმლებს რაცარუნდა მართალი იყო ჩვენ დიდი ხანია ველოდებით სტადიონს.

• luka

ბოლო მონაცემებით ბათუმში 155 000 ადამიანი ცხოვრობს. აგრომელაციის (გარეუბნების-ფოთიდან სარფამდე)გათვალისწინებით კი ის 300-350 ათასს აჭარბებს. პლიუს ამას ზაფხულში მოსახლეობის ზრდა დამსვენებლების ხარჯზე. ასე, რომ მთავარია კარგი გუნდი შეკრიბონ და ნორმალური ჩემპიონატი გვქონდეს, მაყურებელი კი არასოდეს მოაკლდება.

• roma

ბათუმს რომ ეს სტადიონი ევროპალიგის შესარჩევზე ქონოდა და აქ ეთამაშა დამიჯერეთ 20 ათასიანი კი არა 45 ათასიანი სტადიონი შეივსებოდა. ამიტომ უნდა აშენდეს 20 ათასიანი და არა 13 ათასიანი, კი ბატონო სხვა ქალაქსაც ჭირდება აუცილებლად სტადიონი და უნდა აშენდეს სხვაგანაც ასეთივე ბაზაც და სტადიონიც იმ ფულებს რომ ჭამთ უმჯობესია სტადიონები ააშენოთ და ხალხს თავი არ აგინებინოთ. ქუთაისს რომ უკეთესი სტადიონი ჭირდება არსებულთან შედარებით მაგას დავა უნდა? უნამუსო ხალხი დგას დღეს ფეხბურთის სათავეში და ამიტომაცაა ამ დღეში ქართული ფეხბურთი. ტალანტები გინდათ და ფულის გაკეთება მათ ხარჯზე და მათი გაზრდა ნორმალურად არ გინდათ. აგერ 17 წლამდელებია მაგის მაგალითი რომ ბევრ ქვეყანაზე ძლიერი ტალანტები გვყავს მაგრამ მათი გამზრდელი ნორმალურ ფეხბურთელად არაააა, მოეშვით ამ ფულის კეთებას და საქმე კეთეთ არ ჯობიაააა?

• mamuka

ratkmainda 20.000 ni unda ashendes. batumi izrdeba da aucilebelia. ertxel gaketdes da nagdi.

• roma

მართალი ხარ ძმისგულო,

• ebbe sandi

როდის? როდის გაძლიერდები და როდის შეხვდები დიდ გუნდებს? იოცნებე, ოცნებას კაცი არ მოუკლია...

• shvelaqartulfexburts

101 მილიონი ბევრიაო,მერე იტყვიან სტადიონი რა საჭიროაო და რა მაინტერესებს როგორ გვინდა განვავითაროთ ერ.ჩემპიონატი? ყანაში ბურთაობით,რომ არ განვითარდება ვხდებით ალბათ. უნდა აშენდეს ესეც და ბევრი სხვაც.სახელმწიფომაც უნდა აშენოს და უფრო სასურველია კერძო ინვესტიცია. ფულის დახარჯვა არ გინდათ და დონის აწევის სურვილი კი გაქვთ. ჩემ.ლიგის თამაშს 3 ტელევიზია აჩვენებს ერთიდაიგივე თამაშს და ეროვნლ ჩემპიონატს საზ.მაუწყებელი და ეხლა ჩაერთო სილკიც. რამდენი ადამიანია ვისაც საქართველოს მსოფლიოზე და ქართული გუნდები რეგულარულად იყვენ თან არიან ისეთებიც ვისაც ფულიც ბევრი აქვთ,მარა კაცისშვილი არ დებს ფულს. დავიჯერო ისლანდიაში უფრო მეტი ტალანტი გაიზრდება ვიდრე ჩვენთან?! არც თქვენ არ ხარჯავთ და სხვა რომ ხარჯავს ისიც გაბოღმიანებთ. ყველა სპორტის სახეობაში უნდა ჩაიდოს ფული და მაგრად მაინტერესებს იგივე ნიუსი რაგბზე რომ ყოფილიყო რას იტყოდით? მე ვფიქრობ არც არაფერს და პირიქითაც იქნებოდა რეაქცია. კიდე ვამბობ ყველა სპორტის სახეობას უნდა მიხედვა მარა გაიძახით რაგბი რაგბიო და გავიყწდებათ ფეხბურთი სხვა დონეზეა და რაგბი სხვა დონეზე. ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ფიზ მომზადების არქონის გამო წავაგეთ თორე მთელ ტურნირზე უნიჭიერესი თაობა გვყავდა.არ აქვთ ამ ბიჭებს ხელშეწყობა საკუთარ გუნდებში,იმიტო რო გუნდებს ფული არ აქვთ.იძულებულნი არიან წავიდნენ საზღვარგარეთ იქ ნახონ გამოსავალი და ზოგი იკარგება და ესაა პრობლემა.დღეს ალბათ დინამო თბილისს აქვს რაღაც ფინანსები,რომ არ გაუშვას ეს ბიჭები(მადლობა ფიფიას) და ამით საქმეს არ ეშველება. პ.ს. ეს ერთი და სხვა მრავალი სტადიონი. წარატებები ქართულ ფეხბურთს

• კოტე

ააშენონ რა თქმა უნდა, ვინც აშენების წინააღმდეგია, იმას ქართული ფეხბურთი ნამდვილად არ ადარდებს. მაგრამ რაღაცას როცა აკეთებ, ტვინით უნდა აკეთო და არა ისე, სახელმწიფო ფულია და თქვენ რა გადარდებთო. ამ ფულად ორი-სამი უსტადიონო ქალაქის საუკეთესო სტადიონებით გაბედნიერება შეიძლებოდა და აჰა, ააშენონ, ნახავთ, ნახევრად (მეტად თუ არა) ცარიელი ტრიბუნებით რომ მოუწევთ ფეხბურთის თამაში. სადღაც თუ რაღაც წესრიგში არაა, იმას არ ნიშნავს, ელემენტარულად ტვინი არ დაატანო საქმის კეთებას.

• xxx

ააშენონ ერთ რაღაცას აშენებენ და ამასაც აკრიტიკებენ დავიჯერო ეხლა დანარჩენ მსოფლიოში ყველაფერი იდელაურია არამგონია ასე რომ მსვენიერია მე მომწონს იმ პანორამასი არ იყოს რაც მეტი აშენდება მით უფრო უკეთესი არ არის ვერგავიგე ნუ ეძებთ კველაფერში ნაკლს

• ზაზა

აქ რო ვკითხულობ ზოგიერთის ნააზრევს ივანიშვილის აშენებული საკონცერტო დარბაზის და მიმდებარე ბაღის მშენებლობის აღვირახსნილი კრიტიკა და ლამის დედის გინება მახსენდება აქაოდა ერთი ქარხანა აეშენებინა ამის აშენებასო.დდ მერე დაიწყო ხალხმა იქ სიარული კონცერტებზე და ის კრიტიკოსებიც გაიპარენ და დაიმალენ ეხლა სტადიონი რათუნდათ ოცი ათასიანიო აპა ის ჯობია ქუთაისის სტადიონი საროსკიპეს რო დაამგვანეს და გადაჭრილი კოჭივითაა ვისაც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს იმასთან არცმაქ საქმე ახალგაზრდებს გეუბნებით ვისაც შენგელიას სულაქველიძის მაჩაიძის გაბელიას თამაში არ გინახავთ ტორპედოს გადავსებულ სტადიონზე ან ჯემალ ხერხაძის ჯარიმა არარატის კარში . და ოვაციისგან ლამის დანგრეული ტორპედოს სტადიონი სადაც გვერდიგვერდ იჯდენ ლანცხუთის სამტრეედის ზუგდიდის მცხოვრებლები და ფეხბურთის მოყვარულები ერთად ფეხბურთი ბიძია ბაბუა ისეთი თემაა აგიჟებს ხალხს და შედეგიდან გამომდინარე ჯამრთელობაზეც კი მოქმედებს და არამარტო ფეხბურთი ზოგადად სპორტი რათქმაუნდა ბათუმს უნდა ქინდეს ეგეთი კარგი სტადიონი ჩვენ ულამაზეს და უსაყვარლეს ქალაქს სხვათა შორის როცა დინამო ბათუმი საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში ეთამაშებოდა ტორპედოს იქ არათუ ოციათასი ქომაგი ბევრად მეტი მიდიოდა და სტადიონის გარეთაც ბევრვჯერ რჩებოდა მაყურებელი ბათუმს ესმის ფეხბურთი და ქუთაისლების გასაგონად ძალიანაც მაგრად აფასებენ ჩვენ ქალაქს ვინც იცის ეგ ამაში აუცილებლად დამერწმუნება ჩვენ ფეხბურთელებს ბათუმელი ქომაგი ყოველთვის ჯეროვნად აფასებდა და მიუხედავათ იმისა რო ტორპედო ხშირადაც უგებდა ხოლმე სულ ტაშით აცილებდენ.იქაც აშენდეს და ჩვენთანაც ფოთშიც და მიხარია ზუგდიდლებს თავის ერთი ნორმალური სტადიონი ექნება რადგან მათ ძალიან უყვართ თავიანთი გუნდი და ზიგადად ფეხბურთი.ააშენონ უფრო კარგი და უფრო უკეთესი მთელი ქვეყნის მაშტაბით რადგან პოლიტიკოსები და პარტიები მიდიან ხოლო მათმიერ გაკეთებული კარგი საქმე თუ ეგეთი რამ ჩაიდინეს რჩება და ემსახურება ხალხს და ქვეყანას.დრო მოვა და ეგ სტადიონები აუცილებლად შეივსება და ეს დრო არცისე შორსარი როგორც ზოგიერთებს გონია.

• უნდა აშენდეს

როცა გავძლიერდებით და ევროპის დიდ გუნდებს შევხდებით , სხვა ქალაქებიდანაც ჩავა ხალხი საინტერესო თამაშების სანახავად, არაფერი ისეთი დიდი არაა 20 ათასი, უსაქმურების მიტინგზე გროვდება მაგდენი ხალხი

ბათუმში რომ მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება მაგაზე არავინ ფიქრობს? ძალიან ბევრი გადავიდა ბათუმში საცხოვრებლად და კიდევ გადადის, მეზობელ ქვეყნების მოქალაქეებს კი ტაციაობა აქვთ ბათუმში ბინები იყიდონ, პლიუს საკურორტო სეზონი თავის კონცერტებით თუ სხვა სახის გასართობი პროგრამებით და რამდენიმე წელში აღმოჩნდება რომ ყბადაღებული 20-ათასიანი სტადიონი პატარაა და აღარ აკმაყოფილებს ბათუმს.

• vaxo

უნდა ააშენონ რა თქმა უნდა. მორჩით პროფესორობას და ჭკუის დარიგებას. ფული მაინც იხარჯება და კარგად გაკეთებული საქმე საშვილიშვილოდ რჩება. აქვს იმ მხარეს შესაძლებლობა და აშენებს. რა შუაშია ქუთაისი და ხაშური ვერ ვხვდები.

• gio

ეს რამდენი პატრიოტი ყოფილა ქვეყანაში რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზე ნერვიულობს.თუ მაინდამაც ყვირილი გინდათ იმაზე იყვირეთ ვისაც მილიონები მიაქვთ სახლებში.სტადიონს ვერავინ წაიღებს.ჯერ არ აშენებულა და რა დღეში არიან როცა აშენდება ალბათ ჯავრისგან მოკვდებიან.რომ არ ინერვიულოთ მინიმუმ 20 000-იანი უნდა აშენდეს.

• Jango

სტადიონი ბათუმის დინამოსი არაა, ის იქნება ცენტრალური რესპუბლიკური სტადიონი და მისი ტევადობა უნდა იყოს 30 000 და არა 20 000.ეს 30 000 ამ ფასში თავისუფლად ჩაეტევა.ხოლო მის დატვირთვაზე და მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე უნდა იფიქროს სპორტის სამინისტრომ და აჭარის მთავრობამ. ამიტომაც სტადიონი უნდა იყოს ოლიმპიური სტილის და არა საფეხბურთო მხოლოდ. თვით ტენდერი ვერ ჩატარდება, ან თუ ჩატარდება ის კონკრეტულ მონაწილეზე გათვლილს უფრო წააგავს. ბათუმის დინამოს კი ფეხბურთის სათამაშოდ, ისევე როგორც ფოთს ან სამტრედიას სრულიად ეყოფა ეკონომ სტილის 10 000 ტევადობის სტადიონი.

• Jango

ნუ გეშინია, ახალ მინდორს დაუგებენ და ტრიბუნებს დაუმატებენ, ტუალეტსაც დაუმატებენ მუდამა მოუვლელი და ამყრალებული რომაა. ახალ სტადიონს კი არავინ ააშენებს, მაგ ზღაპარინ რაც კალაძემ მოგიყვათ , მასვე მოჰკითხეთ. არც სპორტის სამინისტროში და არც ინფრასტრუქტურის ან ეკონომიკის სამინისტროებში რაიმე გეგმაც კი არ არსებობს სამტრედიაში ახალი სტადიონის მშეებლობის.

• hoi

იმის დედას შევეცი ვინც არ ააშენოს.

• გიორგი

სანამ წერას დაიწყებთ და აზრის გამოხატვას სჯობს დაინტერესდეთ საშუალოდ რა ჯდება სტადიონის მშენებლობა, გაგიკვირდებათ და გეტყვით რომ ეს თანხა არ არის საკმარისი უეფა-ს სტანდარტის ნორმალური სტადიონის ასაშენებლად რომელიც იტევს 20000 მაყურებელს. მივმართავ შესაბამის სამსახურებს სანამ დადებთ რაიმე ტენდერს კარგად დათვალეთ პროექტის შესაძლო ღირებულება. 101 მილონად არც ერთი საერთაშორისო გამოცდილების კომპანია არ მოკიდებს ხელს ამ სტადიონის მშენებლობას. კვლავ შეეცდებიან მონაწილეობა მიიღონ ქართული კომპანიები და ააშენებენ იმის ნახევარს რაც პროექტით იქნება გათვალისწინებული

• სოსო

ეგ თანხ ბათუმსაც ეყოფა 12-13000 იანი სტადიონისათვის,ქუთაისსაც,ფოთსაც და კარგი სპორტული ბაზებიც მოეწყობა კომპლექსში,სამივეგან.მაგრამ ფული ვიღამ ჭამოს?.

• ლევანი

4-5 რაღაცა დონის სტადიონს სჯობია ერთი და გრანდიოზული, რომელიც ყურადღებას მიიქცევს. იყოს ასეთი სტადიონი ბათუმში, ეს დასაწყისი იყოს, შემდეგი კი ქუთაისში იყოს მსგავსი ზომის და დონის სტადიონი. რაც შეეხება პატარა სტადიონებს, უნდა აშენდეს საქართველოს დანარჩენ პატარა ქალაქებში. უნდა მოეხსნას საქართველოს ჩემპიონატს დაფინანსება, ეს თანხები უნდა წავიდეს მცირე სტადიონებისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში, უცხოური მწვრთნელების, ფიზ. მომზადების მწვრთნელების და არსებული ქართველი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაში.

• Achi beridze

ვისაც არ გსიამოვნებთ ბათუმში მოედნის მშენებლობა იალბუზზე ადით და იქედან გამოექანეთ

• shuris dedac....

შეხედე ერთი რა ამბავია აქ!!! 15 წელია რო ბათუმი სტადიონის გარეშეა ეგ არაფერია ხო??? ნუ სკდებით ერთ ადგილზე.... ზუსტადაც საჩიროა რო აშენდეს ესეთი სტადიონი ბათუმში. და დიდი მადლობა მთავრობას თუ რეალურად შეასრულებენ დაპირებას. თურმე არაა ბათუმი მაგის გირსი... ოხ თქვე შურიანებო!! ამ სტატიის დამწერი დამაჩერია ბათუმში..... გიხაროდეთ რო რაგაც კეთდება!!

• mvx

რა თქმა უნდა 100 ათასი ძალიან ბევრია და ბევრიც მოტყდება. არ სჭირდება ბათუმს ამხელა სტადიონი. დაბალ ფასიანი და სტანდარტების მოთხოვნების სტადიონების მზა პროექტებიც არსებობს მესამედ ფასში. საერთოდ ვფიქრობ და ადრეც გამომითქვამს აზრი, რომ მაგალითად თბილისშიც უნდა განაწილდეს გუნდები სხვადასხვა დიდ უბნებში და აშენდეს უბნებში 5-დან 10 ათასამდე ტევადობის სტადიონები. ხალხიც სიამოვნებით მივა თავისი უბნის გუნდის თამაშზე, ახლოც იქნება და ინტერესიც გაიზრდება. საბურთალო თამაშობს დიღომში. ლოკომოტივი ვაკეში. დინამო ეროვნულზე, რომელიც სულ ცარიელია და ასე დარჩება. დამერწმუნეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატზე დინამოს თამაშზე არავინ არ მივა საღამოა 8 საათზე არც გლდანიდან, არც ვაზისუბნიდან, არც საბურთალოდან და არც სხვა მოშორებული უბნებიდან. დიდუბიდან , ნახალოვკიდან და პლეხანოვიდან აღარ დადიან და მით უმეტეს შორიდან არ შეიწუხებენ თავს. სულ სხვაა ნაკრების თამაში. ეს უკვე საერთო ეროვნულია. ამიტომ უნდა გაკეთდეს პატარა, კოხტა , დაბალფასიანი სტანდარტების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი საუბნო სტადიონები!!! საუბნო გუნდებისათვის, როგორც ლონდონშია დაახლოებით ისე. პერიფერიებში თითო გუნდია და იქ მაყურებელი ყოველთვის იქნება, მაგრამ მეტის მეტიც არ შეიძლება 20 ათასი კაცი ბათუმში მივა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე. თუმცა იქამდე ჯერ ძალიან შორია. მანამდე ალბათ ლიგასაც გადააკეთებენ.

• კოტე

კარგია, რომ ქვეყანა გიყვარს - მაგიტომაც, ამ თანხით ოთხ-ხუთ ქალაქში შეიძლება თავისუფლად კარგი სტადიონების აშენება. ადგილების რაოდენობას რომ დასდევენ, ეგაა უბედურება და უტვინოდ თანხის ხარჯვა. ააშენებენ და უნდა იყოს ცარიელი, მზემ და წვიმამ გააფუჭოს. ისეთი მდიდარი სახელმწიფო გვაქვს, ერთ სტადიონში 100 მილიონზე ნაკლები როგორ უნდა დავხარჯოთ. ვახ, უბედურო საქართველოვ...

• aba hooo

ერთი რამ ვერ გავიგე - 15 ათას მაყურებელს რად უნდა 20 ათასიანი სტადიონი?

• კოტე

ფედერაცია არ აშენებს, ბათუმის მერია აშენებს, ფედერაცია რა შუაშია?

• კოტე

სტადიონი არ ავითარებს სამწუხაროდ ფეხბურთს, თორემ დინამო ლიგის ჯგუფში მინიმუმ იქნებოდა მუდმივად.

• კოტე

თუ საჭიროება არ არის, წყალში გადაყრილი ფულია და მერე მეორე - შენახვა არ უნდა მერე ამხელა სტადიონს? სკამი, ზედ ჯდება თუ არა მაყურებელი, დროთა განმავლობაში ძველდება და გამოსაცვლელია. დასუფთავების ხარჯებიდან დაწყებული, დაცვით და კომუნალურებით დამთავრებული, რაც მეტია ობიექტი, მით მეტი ჯდება მისი ექსპლუატაცია. ჩრდილო კორეა ხომ არ ვართ, უბრალოდ დიდი ზომის ობიექტებს გამოვეკიდოთ და მის პრაქტიკულ მნიშვნელობას ყურადღება არ მივაქციოთ?

• კოტე

რა მნიშვნელობაა, ქალაქი იზრდება თუ მცირდება? მთავარია თამაშზე რამდენი ადამიანია მიმსვლელი. თბილისში მილიონნახევარია მოსახლეობა, მაგრამ ჩემპიონატზე 2 ათას კაცსაც ვერ კრიბავს ვერცერთი გუნდი. უბრალოდ საფეხბურთო უმეცრებაა ამხელა სტადიონის აშენება. არც ბათუმს და არც ქუთაისს 7-8 ათას ადგილიანზე მეტი სტადიონი არ სჭირდება. სტადიონი არ შეიძლება ნაკრების თამაშზე და კონცერტზე გათვლით შენდებოდეს, ჩემპიონატში დასწრებადობა უნდა იყოს განმსაზღვრელი, თუ არა და აშენდება და ნახავთ მმერე სტადიონზე დინამოს სტადიონივით ლუპით საძებნელი გეყოლებათ მაყურებელი. რაც შეეხება ფინანსებს - არცერთ ქალაქს იმის საშუალება არ აქვს, ამხელა ხარჯი დამოუკიდებლად გასწიოს, თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან არ დაფინანსდა. საბაჟოზე აპელირება უბრალოდ სასაცილოა - ის ქვეყნის საზღვარია და არა ბათუმის, რა შუაშია საბაჟო )) .

• nukri basilaze

რას ეჭიდავებით არა ქუთაისი,არა ბათუმიო,ორივე ქალაქაში აშენდეს ,ორივე ჩემია და მიყვარს თავისი სილამაზით და ულამაზესი ხალხით,ორივეს წარმატება მიხარია და ცუდი ორივესი მტკივა საშინელი ტკივილით და არამარტო ქუთაისის და ბათუმის არამედ მთლიანად ჩემი საყვარელი სამშობლოსი,ყველამ გაიხარეთ და გაილაღეთ.

• lasha

გაივსო ქალაქი ამდენი სტადიონებით.........უფრო სწორად ტენდერებით:)მომავალი არჩევნებისთვის რამე სხვა ტენდერი,რომ მოიფიქროთ არა?ჩვენც გაგვიხარდება სიალე მერე რა,რომ ცარიელი ტენდერია.მაინც სიახლეს სხვა ეფექტი აქ:):)

• ჩვენი პრობლემა

ვიცით არ ვიცით ვლაპარაკობთ) ეს არის ჩვენი პრობლემა, ისე დარწმუნებით ამბობს ბლოგერი რო) გეგონება ქალაქის განვითარების ექსპერტტა დავმჯდომარეა, ბლოგერი :) ნუ პრინციპში შენ საქმეს კი აკეთებ..რამე ხომ უნდა დაწერო ისეთი განხილვის თემად რომ იქცეს...

• sainteresot msjelob

ქართველი ხარ და რატო ლაპარაკობ შურით, ან თუ ხაშური ქუთაისს შეადარეს, ან ბათუმი თბილისისს და ასე შემდეგ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოა თბილისიც, ხაშურიც, ქუთაისიც და მარნეულიც, სად რა აშენდება მაგაზე გული როგორ უნდა დაგწყდეს ქართველ კაცს, თქვენი ვერ გამიგია, ანგრევენ რატო ანგრევენო, აშენებენ და გადამეტებულიაო.... ან საიდან მოიტანე ბათუმი 3 თვე არსებობსო, ბათუმელი ხარ? ყოფილხარ ბათუმში დანარჩენ თვეებში? ანუ არსებობას ტურისტების სიმრავლეს ეძახი? მაშინ რა უნდა ვთქვათ გურიაზე? რა უნდა ვთქვათ თუნდაც ქუთაისზე? გაგიტყდა ქუთაისის და ხაშურის შედარება ორი ქართული ქალაქის, და ბათუმი შეადარე აშხაბადს :)

• Aba heee

Amas ra unda ver gavige.titqos stadioni yovel wels shendebodes .aasheneben erts da kargsa da uqneba 1 saukune.stadioni saertod ra ar aris batumshi amaze kiar laparakobs tan ramdeni xani araa stadioni.am stadionze ragbis gundis tamashic sheizleba euroturnirebze da nakrebi saqartvelos marto fexburtshi ar yavs ragbshic gvyavs nakrebi.aseve arian asakobrivi nakrebebi.ase ro xmachaigde da imaze izrune ro martla ashendes eg stadioni da maqsimalurad daitvirtos nakrebis tamashebi iqneba es tu asakobrivi...ragbi iqneba tu fexburti...da tuar mova batumshi 15000 min mayurebeli mere atlikine ena...

• გოჩა

ააშენონ ქუთაისშიც ვინ უშლით, დღეს სამწუხაროდ ქუთაისმა დაკარგა ის ფუნქცია რაც ჰქონდა საბჭოტა კავშირის დროს და ეს ბათუმის ბრალი არ არის,ბათუმი რა სხვა ქვეყანა არის თუ რა არის, მთავარია ფეხბურთს დაადგეს საშველი და სტადიონი გაივსება,სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შემოსავლიანიც იქნება

• gaza

20000 მინიმუმ აუცილებელია, ორ წელში ამოიგებს მაგ ტანხას სტადიონი, ზაფხულში ფეხბურტის გარდა სხვა გონისდზიებიც მოიტანს ფულს

• ლევანი

ბათუმს ნამდვილად სჭირდება ამ დონის სტადიონი. იმედია რეალურად განხორციელდება ეს პროექტი.

• levani

მართალს ამბობთ!

• სტატუს ქუო

10000 იანი სტადიონიც საკმარისია,ხალხი მაინც არ დადის ფეხბურთზე.20 მლნ. საკმარისი თანხაა.101 მლნ.ალბათ მოსაპარად უნდათ,კაი წილი შეხვდება ყველას.

• სწორედ მაგიტომ ვნერვიულობთ ,რომ ფული შეიჭმება და სტედიონი მაინც არ აშენდება/

ასეა ეს.

• cotne

ჩვენ, უბრალო ხალხი, დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, ეგენი კი, ბიძიკო, შორსმჭვრეტელი ხალხია, საშვილიშვილო საქმეს აკეთებენ, ისეთ სტადიონს აშენებენ, 20-30 წლის მერე რომ ეღირსება გავსება და ანშლაგი.

• Sabanzeti

რაც უფრო დიდია ბიუჯეტი უფრო მეტი ფული ტყდება, მიუშვით აცადეთ სფფ-ს ჩინოვნიკებს იშოვონ ორი კაპიკი... :) არ გვეშველება არაფერი ნეტა მართლა იხარჯებოდეს ბიუჯეტი სწორად და თუ უნდათ 200 მილიონიანი ააშენონ.

• Glorius

ამირან ქუთაისს რაც საქართველოს არსებობის ისტორიაში მნიშვნელობა და ზოგადად ადამიანური რესურსი სპორტული კულტურული თუ მეცნიერ მოღვაწეები ყოლია ბათუმს არც დაესიზმრება და რაც შეეხება მოსახლეობის ზრდას ბათუმი ქართული მოსახლეობის ხარჯზე კი არა მაქაც ქართველი მოსახლეობის დიდი გადინება ფიქსირდება არამედ ბათუმი იმატებს ახლო მდებარე თურქული მოსახლეობის ხარჯზე რაც სახეზეა და ზოგადად ქუთაისი ისტორიულად და კულტურული საზომებით საქართველოს მე 2 ქალაქი იყო ყოველთვის, 30 წლის უკან რაც მთლიანად აჭარაში ცხოვრობდა თითქმის იმდენი იყო ქუთაისის მოსახლეობა დაახ: 300 000 დე და იმ მიგრანტების დაბრუნება დროის ფაქტორია ეს ქვეყნის ეკონომიკური პირობების ბრალია უბრალოდ ქუთაის და ხაშურს რომ ერთმანეთთან გააიგივიბ უნდა გრცხვენოდეს ქუთაისს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააკნინებს ბათუმის ხელოვნური აღზევება ქუთაისი ყველა ქართველში ასოცირდება საქართველოს უმნიშვნელოვანეს ქართულ ქალაქად თბილისის შემდეგ და არა ბათუმი ქალაქი რომელიც 3 თვე არსებობს დანარჩენი 9 თვე კი სწორედ ისეთივე უპერპექტივო ქალაქია როგორიც აშხაბადი და თუკი მართლაც ესეთი რენესანსული ხანა და ბუმია ბათუმში ნახევარი კულტურის წარმომადგენლებით რატომ არის თბილისი გადაჭედილი ბათუმელი ინტელიგენციის წარმომადგენლებით და რიგითი ბათუმელებით პასუხი ცხადია და ეს ყველლამ კარგად იცით სიდუხჭირის გამო

• თამაზი

ნუ ნერვიულობთ , არ აშენდება. ფოთში სამჯერ გამოცხადდა ტენდერი და სამჯერ შეჭამეს ფული და არაფერიც არ აშენებულა

• gocha

ტენდერი წელიცადში ორჯერ ტარდება , რა მოხდა ახლა 101 მილიონიანი რო ჩაატარონ სტადიონს მაინც არავინ ააშენებს.მომავალ წელს ალიანს არენის ტენდერი გაიჩითება 500 მილიონიანი.

• საჭიროა

როგორც ამბობენ მალე კლიმატი შეიცვლება და უწყლო ქვეყნების ხარჯზე საქართველოს მოსახლეობა გახდება 50 მილიონი და 20 ათასიანი და უფრო დიდი სტადიონი ერთ 10 დაგვჭირდება. ასე რომ ასე !

• samtredias unda stadioni

სამტრედიას სტადიონი უნდა

• gio

101 მილიონი ტყუილი გვეგონაო.101 მილიონსა და 40 მილიონს შორის განსხვავება როგორ ვერ მიხვდით? მომღერლები თუკი ჩამოგყავთ ბულვარი და დარბაზები ივსება.ხომ შეიძლება ფეხბურთელებიც ჩამოვიდნენ და 20 000 ათასი კაცი სტადიონზე მივიდნენ.21-საუკუნეში ქუთაისის სტადიონი ქვეყნის სირცხვილიაო [გეთანხბი მაქაც უნდა აშენდეს] ბათუმს 12 წელია მაგიც რომ არ აქვს ესეც ქვეყნის სირცხვილია.როცა კარგი სტადიონი გვექნება სპონსორიც გამოჩნდება და დინამოც ამნაირ დღეში არ იქნება

• 111

თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს და მომავალშიც ბათუმს ბევრი საქართველოს ქალაქი ვერ დაეწევა განვითარებით. თბილისის შემდეგ ბათუმია და აუცილებლად სჭირდება ისეთი სტადიონი, რომელიც განავითარებს ფეხბურთს და ტურიზმს ერთად.თუ პრეტენზია გვაქვს რაიმე სახიტ ნორმალური ტურნირი გაიმართოს საქართველოში აუცილებლად ესაჭიროება დედაქალაქის გარდა სხვა რამოდენიმე ქალაქს ნორმალური სტადიონი. აუცილებელია მომავალში ქუთაისშიც აშენდეს ასეთივე სტადიონი. ასე რომ კრიტიკას შეეშვით და რაც კეთდება დავაფასოთ.

• ჯიმი

ენა აქ ამას ამოსაძრობი, ძლივს დაადგა საშველი საქმეს და რას ამბობს ხედავ.......

• გელა

ეროვნულ ჩემპიონატზე შეიძლება მარტივად მეორე იარრუსის ტრიბუნების დაკეტვა.

• Chaachi

ყოველ წელს ახალი ტენდერი ტარდება, დააყენეთ საშველი ბოლო-ბოლო! ბათუმში სტადიონი აუცილებელია..!

• zurab

ბლოგერო ზაზა, რაც შენდება, იმას თავი დაანებეთ, ღმერთმა ქნას ააშენონ, რაც დიდად მეეჭვება, რადგან სულ ტყუილს ამბობენ, მრავალი წელია. ისე კი, რაც იყო, არ უნდა დაენგრიათ. ერთის მშენებლობა კი ხელს არ უშლის მეორეს. სტადიონმა საუკუნეს უნდა გაუძლოს და ცხვირსახოცი არაა, მალი-მალ რომ ვიცვლიდეთ.

• gia

ძალიან კარგი იქნება თუ ააშენებენ, რაში იხარჯება ფული ვერ გაიგებ და ეს სტადიონი მაინ დარჩება. ქვეყანაში ორი სტადიონი აღარ უნდა იყოს საერთაშორისო დონის?

• dato

ქუთაისში არ შეიძლება კობცერტების და ტურნირების გამართვა? ქუთაისი ბოლოსდაბოლოს მსოფლიოს 5 უძველეს ქალაქთა შორისაა და სწორედ ქუთაისია საქართველოს კულტურული და ისტორიული ცენტრი

• 1

მაგას რა ჯობია თუ იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ ქართველებით არ იზრდება...

• vaso

მშენებლობაში რო ფულია, რად უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი, 20000 იანი სთადიონი ჯერ რაარი, მარა გუნდი არა გყავს და უკეთეს შემთხვევაში 5 წელი არ გეყოლება, ევროპის ჯგუფურ ეტაპს შეუზლია მხოლოდ სთადიონის შევსება. ჯგუფურ ეტაპს, სტაბილუყრად რო ითამაშებ კიდე ლეგიონერები უნდა ძვირიანი. ასე 10 მილიონი მინიმუმ გინდა საშუალო დონეს რომ მიუახლოვდე. 2020 წლისთვის, თუ ასე მიუდგებიან გააკეთებენ კიდეც გუნდს. ბათუმს ნამდვილად მოუხდება თანამედროვე სტადიონი. ბოლობოლო კაპიტალიზმი, რომლის დამახინჯებულ ფორმაშიც ვცხოვრობთ, მაინც განვითარდება, სამწუხარო ისა, რომ წლები სწრაფად გარბის. ჯერ კიდევ კომუნიზმიდან ვერა ვართ ბოლომდე გამოსული. 20 წელი ისტორიის ერთი აბზაციც არაა. მოთმინება ვიქონიოთ და ჩვენი შვილიშვილები მოესწრებიან ალბათ სავსე ტრიბუნებს. საწყენი მხოლოდ ისაა, რომ 100 პროცენტით ბევრად სწრაფად შეიძლებოდა ყველაფერი. სტადიონი კი კარგია. წარმატებები

• ლაშა

ქართველებზე ოპტიმისტი ხალხი,ალბათ არარსებობს და ამით სარგებლობენ.რას განიხილავთ ხალხნო უკვე მერამდენე ტენდერი გამოცხადდა,რომელიმე აშენდა?:):)

• ჰაჰა

ბათმი სწრაფად იზრდება. თუ დავუმატებთ რეგიონის მოსახლეობასაც 20 ათასიანი სწორედ პერსპექტივაზე გათვლილია. მგონი ერთხელ რაღაც ზუსტად გათვალეს და ამასაც აკრიტიკებთ?

• aburjga

ისეთი პროექტი უნდა შედგეს სადაც შესაძლებელი იქნება, ჯერ გაკეთდეს მინდორი და დასავლეთის ტრიბუნა 5-7 ათასი კაცის ტევადობით, ისეთი გათვლით, რომ თუ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში დაიწყო ფეხბურთის არნახული განვითარება და ბათუმის დინამომც დახია ევროლიგაზე მეტოქის ბადეები გატანილი ბურთებით, თუ მაყურებელი ვერ დაიტია ამ აშენებულმა ტრიბუნამ, მაში შესაძლებელი იყოს დამატებით კიდევ ერთი ასეთი ტრიბუნის აშენება უკვე აშენებულის დაუზიანებლად, რაიმე გადაკეთება-გადმოკეთების გარეშე!

• მერაბი

ბათუმში ასეთი ტევადობის სტადიონი აუცილებელია! სტატიაშიც ნახსენების, რომ ასეთი კატეგორიის სტადიონი მარტო "დინამო არენაა". ამასთან, აქ გასამართ საფეხბურთო მატჩებს დაემატება საერთაშორისო სარაგბო შეხვედრებიც. პერსპექტივაზე უნდა ვიფიქროთ. იმედია, ახალი სტადიონი საერთაშორისო მოთხოვნების უმაღლესი პარამეტრებით იქნება აშენებული.

• svan

ძალიან კარგი თუ ამდენი ტევადობის სტადიონს რომ აშენებენ!!! ეს დამატებით ტურნირების ჩატარების უფლებას მოგვცემს!

• გიო

კი თურქებით გაივსო

• gela

რა უაზრო კომენტარია. დღევანდელი დღით ხომ არ ცხოვრობთ ბატონო ზაზა ცხოვრება წინ მიდის თუ არის იმის სახსრები რატომ არ უნდა აშენდეს ეს 20 ატასიანი ნახეტ რა ლამაზია ტუ ის ჯობია მიშამ საფრტხობელა მითით-მოთითხნა და საზეიმოდ გახსნა ტორპედოს სტადიონი ქუტაისთი, ასე რომ ტუ კეტდება უნდა გაკეთდეს კარგი და ვსიო.

• ამირანი

მიუხედავად იმისა, ამ პროექტც ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს თუ ადგილობრივი, აჭარას და კონკრეტულად ბათუმი, საბაჟოდან, პორტიდან და რაც მთავარია ტურიზმიდან, საკმარისი შემოსავალი აქვს რომ თავს ასეთი სტადიონის აშენების უფლება მისცეს. და ქუთაისისგან განსხვავებით, აქ კონცერტებიც შეიძლება გაიმართოს და საერთაშორისო ამხანაგური ტურნირებიც. ამასთან, ქუთაისის და ხაშურისგან განსხვავებით ბათუმის მოსახლეობა მკვეთრად და სტაბილურად იზრდება. ბოლობოლო ჩამოდით და ნახეთ...

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება

ბათუმის "დინამოს" საფეხბურთო ბაზაზე მინდვრის საფარი დააგეს [PHOTO]

ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]

[ინფრასტრუქტურა] ანგისას ბაზაზე მალე სკამების მონტაჟი დაიწყება

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]

ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]

რა ხდებოდა სტადიონზე ბათუმში ანგისას ბაზის გახსნის დროს [PHOTO]

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"ერთ-ერთი საუკეთესო იქნება" - ბათუმის "დინამო" 49 წლით "ლამინი ჯგუფს" გადაეცემა

ბათუმის "დინამოს" სამომავლო გეგმები: 9-მილიონიანი ინვესტიცია, აქციები ფანკლუბს, ტრანსფერები...

შეწყდა!.. ტენდერი ისევ ჩაიშალა, ანგისას ბაზა ჰაერში გამოკიდებული რჩება

ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]

ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]

ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]