31 ოქტომბერს, სასტუმრო "თბილისი რუმსში", საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
31 ოქტომბერს, სასტუმრო "თბილისი რუმსში", საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი.

ახალი სეზონი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2-ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი - ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.

რაც შეეხება ფუტსალის ლიგის სატელევიზიო გაშუქებას, სფფ-ის, SBM-სა და ტელეკომპანია "სილკის" პარტნიორობის ფარგლებში, ყოველკვირეული მიმოხილვის გარდა, გულშემატკივარს საშუალება ექნება, ყოველ პარასკევს ტურის ცენტრალური შეხვედრა "სილკ უნივერსალის" პირდაპირ ეთერში იხილოს.

დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: "დღეს ზოგადად ვისაუბრეთ იმ სიახლეებზე, რომლებითაც იქნება გამორჩეული 2017/18 წლების სეზონი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ავყვეთ მსოფლიო ფუტსალის სიახლეებს. მათ შორის, გვინდა, რომ მომავალი წლიდან ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ჰყავდეს საქართველოს. ახალი სეზონი 3 ნოემბერს აიღებს სტარტს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ეს დაგვანახა წინა შესარჩევმაც, თუ რა დიდია ფუტსალის ლიგის როლი ეროვნული ნაკრების ფორმირებასა და მის შემდგომ წარმატებაში".

ზაზა დოლიძე, ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი: "ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფუტსალის სახით გაჩნდა მიმართულება, რომელიც საქართველოში აუცილებლად განვითარდება. მას ბევრი მაყურებელი ჰყავს, მასობრივია, საინტერესო და დინამიკური და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხარში დავდგომოდით სპორტის ამ სახეობას. ფუტსალის ლიგას ყოველწლიურად ექნება დაფინანსება, ეს სტაბილურობა კი გულისხმობს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას".

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო სბმ-ის დირექტორი: " ფუტსალის ლიგის გათამაშება სტარტს 3 ნოემბერს აიღებს. ლიგაში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც სამ წრედ ითამაშებენ. წლევანდელი სეზონი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ნაკრების შემადგენლობა რამდენიმე გუნდშია გადანაწილებული და ვფიქრობ, ეს დაძაბულობაზეც აისახება. ვისარგებლებ შემთხვევით და წარმატებებს ვუსურვებ მონაწილე გუნდებს".

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "უპირველესად, მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა გუნდს. ვფიქრობ, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იქნება. ყველა გუნდი საკმაოდ ძლიერია, გვყავს დებიუტანტიც. ჩემპიონატი იქნება დაძაბული და ეს ძალიან კარგია, რადგან აიწევს დონე და კლასი. ჩემპიონატი ყოველ წელს უმჯობესდება და სწორედ ეს პროგრესია სასიხარულო".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ფუტსალის ლიგა 2016/17: პრინციპული ტური!
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით