საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
ლიგა 3-ის ბინადარ ხონის "იმერეთის" თასის ნახევარფინალში გასვლა უკვე სენსაცია იყო.

აქამდე საქართველოს თასის გათამაშებაში მესამელიგელს ნახევარფინალამდე არასდროს მიუღწევია.

ხონელებმა ამით პატარა ისტორია უკვე დაწერეს და დასაკარგავი "ჩიხაურასთანაც" არაფერი ჰქონდათ. ეროვნული ლიგის ბინადართან მარცხის გამო მათ არავინ გაკიცხავს, მოგება კი დიდი გმირობის ტოლფასი იქნებოდა...

თუმცა, სიურპრიზი აღარ მოხდა. საჩხერელებს თასზე მწარე გამოცდილება ჰქონდათ, როცა გასულ წელს ნახევარფინალში "მერანთან" 0:3 წააგეს და შეცდომას რომ აღარ გაიმეორებდნენ, საწყისი წუთებიდანვე გამოჩნდა.

სოსო ფრუიძის გუნდი სათამაშოდ მობილიზებული გავიდა და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. გუნდების სათამაშო კლასში დიდი სხვაობა იყო. საჩხერელები მეტოქეს ბურთთან მიკარების საშუალებას იშვიათად აძლევდნენ და სულ მათ საჯარიმოსთან ტრიალებდნენ.

პირველი გოლი "სტანდარტულს" მოჰყვა. მე-19 წუთზე, გიორგი გაბედავას კუთხურის შემდეგ, ლევან კაკუბავამ თავურით გახსნა ანგარიში. ხუთიოდე წუთში "ჩიხურას" ბომბარდირმა დიმიტრი ტატანაშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში.

მასპინძლის რანგში მოთამაშე "იმერეთმა" პირველად კარისკენ 34-ე წუთზე დაარტყა, თუმცა ჯუმბერ ხმელიძის "ნასროლი" მიზანს ასცდა. სამაგიეროდ, კვლავ იხეირეს საჩხერელებმა - გიორგი კორიფაძის გადაცემის შემდეგ მიშიკო სარდალიშვილმა ზუსტად დაარტყა და მეორე ტაიმი ფორმალობად აქცია.

შესვენების შემდეგ "ჩიხურა" ცოტა მოეშვა, ძირითადად, მოედნის ცენტრში ათამაშებდა ბურთს და თამაშის გამწვავებას აღარ ცდილობდა. ამან მასპინძლები გაათამამა. ხონელები შეტევაში უფრო ხშირად გადადიოდნენ, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა, "ჩიხურამ კი მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა და 79-ე წუთზე შეცვლაზე შესული ბაჩანა ცხადაძის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა სარდალიშვილმა დუბლი გაიფორმა - 0:4.

ხონელებს ძალიან უნდოდათ პრესტიჟის გოლის გატანა და საამისოდ ცდასაც არ აკლებდნენ.

კარგად ჩაერთვნენ თამაშში მათე აშვეთია და გივი ძაძამია. მასპინძელთა მხრიდან ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ ძაძამიამ შექმნა, რომლის დარტყმის შემდეგ "ჩიხურა" ძელმა იხსნა.

მერე შეტევაში წასულ ხონელებს კიდევ ერთი კონტრშეტევა გამოეპარათ და სარდალიშვილის გადაცემით ტატანაშვილმა ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 0:5.

ამრიგად, "ჩიხურა" ფინალში ზედმეტი ოფლის დაუღვრელად გავიდა. "იმერეთი" კი, დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, უნდა შევაქოთ - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესამელიგელისთვის თასის ნახევარფინალში გასვლა უკვე წარმატებაა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველი წრის შემდეგ ხონელთა შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. გუნდი ათმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და ასეთ ვითარებაში გამოცდილ "ჩიხურასთან" პაექრობაში ძალები მართლაც რომ არათანაბარი იყო.

01.11. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა

იმერეთი-ჩიხურა 0:5

0:1 კაკუბავა (19. გაბედავას პასით), 0:2 ტატანაშვილი (24), 0:3 სარდალიშვილი (37. კორიფაძის პასით), 0:4 სარდალიშვილი (79. ცხადაძის პასით), 0:5 ტატანაშვილი (88. სარდალიშვილის პასით)

იმერეთი (4-3-2-1): ჯოხაძე - ნიკურაძე, ხელაძე, მანაგაძე, ლობჟანიძე - სულაძე, საღარეიშვილი, გაბუნია - ხანთაძე (46. კუხალაშვილი), კოხრეიძე (64. აშვეთია) - ხმელიძე (83. ხმელიძე).

სათადარიგოები: ფანცულაია, უგულავა

მწვრთნელი: დავით ჭელიძე

ჩიხურა (4-1-4-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, მირცხულავა, კაკუბავა (60. ფონიავა), ჩიკვაიძე - დობროვოლსკი (60. განუგრავა) - გაბედავა, გორგიაშვილი (74. ცხადაძე), სარდალიშვილი, ივანიშვილი - ტატანაშვილი.

სათადარიგოები: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, ლექვთაძე, დეკანოიძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. იმერეთი-ჩიხურა [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
საქართველოს თასი. 1/2-ფინალების წინ: ნაბიჯი ტიტულამდე
საქართველოს თასის 1/2-ფინალური წყვილები ცნობილია
ცხინვალის "ლიახვი" განცხადებას ავრცელებს
კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ