აფხაზეთი საქართველოა! ხოლო ბურთი მრგვალია და მისი შეხებისას გარკვეული მიმართულებით დარტყმის სურვილი გვიჩნდება
აფხაზეთი საქართველოა! ხოლო ბურთი მრგვალია და მისი შეხებისას გარკვეული მიმართულებით დარტყმის სურვილი გვიჩნდება.

ფეხბურთი უნივერსალური სპორტია, რომელსაც ყველგან თამაშობენ და ცოტა მოიძებნება ისეთი ვისაც არ უყვარს. ფეხბურთი უყვართ აფხაზეთშიც და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაში მცხოვრებ მოსახლეობას, არ ეძლევა საშუალება თავი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინონ.

აფხაზეთში არის დე ფაქტო ჩემპიონატი, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდობას და ყველას ვისაც ფეხბურთი უყვართ ეძლევათ საყვარელი სპორტით დაკავების საშუალება.

აფხაზეთის დე ფაქტო ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობს და ჩვენ შევეცდებით უფრო ახლოს გაგაცნოთ, რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე არსებული კლუბები და მათი სათამაშო ასპარეზი.

ბოლო მონაცემები რისი მოძიებაც შევძელით 30 სექტემბერს ჩემპიონი "ათონი" გახდა, რომელიც ახალ ათონს ეკუთვნის. სადაც ამ დროისთვის დაახლოებით 1500-მდე ადამიანი ცხოვრობს. (სტატისტიკა მოცემული wikipedia-ზე დაყრდნობით და შეიძლება არ იყოს ზუსტი)

აქამდე სამჯერ ჰქონდათ მოგებული ტურნირი 2013, 2014 და 2015 წლებში. სამწუხაროდ სტადიონის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელით.

მეორე ადგილზე "გაგრა" გავიდა, რომელიც რა თქმა უნდა გაგრის გუნდია. ქალაქში ბოლო მონაცემებით 12 364 ადამიანი ცხოვრობს. "გაგრამ" აქამდე სამჯერ შეძლო თასის აწევა 2006, 2010 და 2012 წლებში. გუნდი დაურ ახვლედიანის სახელობის სტადიონზე თამაშობს, რომელსაც 2007 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და 1500 ადამიანს იტევს.

მესამე ადგილზე "ნართი" გავიდა, რომელიც სოხუმის გუნდია. სოხუმში დაახლოებით 62 914 ადამიანი ცხოვრობს. "ნართმა" აქამდე 9-ჯერ შეძლო ჩემპიონობა, მათ შორის ერთხელ წინა სეზონში. გუნდი რესპუბლიკურ სტადიონზე თამაშობს, რომელზეც 6600 ადამიანი ეტევა.

მეოთხე ადგილზე "რიწა" გავიდა, რომელიც გუდაუთის კლუბია. გუდაუთაში დაახლოებით 36 775 ადამიანი ცხოვრობს. "რიწას" ერთადერთხელ აქვს ტურნირი მოგებული 1995 წელს.

მეხუთე ადგილზე "სპარტაკი" გავიდა, რომელიც ოჩამჩირის კლუბია. ოჩამჩირეში დაახლოებით 5280 კაცი ცხოვრობს. ამ კლუბს აქამდე არაფერი არ მოუგია. დაუზუსტებელი ინფორმაციით ვიტალი დარასელიას სახელობის სტადიონზე თამაშობენ.

სტატიის მეორე ნაწილს მომდევნო კვირას იხილავთ

თენგიზ
ფეხბურთის თამაშს ვერავის დაუშლი.დარწმუნებული ვარ მაგ ჩემპიონატზე ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ რელობას არ უნდა წაუყრუოს და მოძებნოს გზები,რომ მოახერხოს მათი ქართულ კლუბებში გადმობირება,მათთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრების კარიც ღია უნდა იყოს.გარწმუნებთ,რომ უტოპიურს არაფერს ვამბობ,ყველაფერზე მუშაობაა საჭირო,უმოქმედობით არასოდეს არაფერი არ გამოვა.
xoneli
სირცხვილი ფედერაციას კიდევ ერთხელ შეხედეთ ყველაFერი დანგრეულია თითქმის აფხაზეთში, სტადიონები კი ნორმალურ მდგომარეობაში მინდვრის საფარი კიდე უკეთესად აი ფეხბურთის სიყვარული.ამიტომაც იყო დიდი შევსება აფხაზეთიდან ყოველთვის გუნდებში.
კახა ქირია
არცერთი ხელოვნური საფარით არ არის.აბა რა,საქართვ ელოში ბუნებრივი საფარი უნდა იყოს. P.s.პირველ სურათზე რომ სტადიონია, მშვენიერია
giorgi chkhikvadze
ხოო,ვაგინოთ აფხაზებს და მერე ვიწყინოთ,რატომ არ უნდათ ჩვენთან ცხოვრებაო

სტადიონები კი ქონიათ
ლაშა
არანაირი განსხვავება არ არის დე ფაქტო ჩემპიონატსა და ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატს შორის.რა ევროტურნირებზე ვერ გავლენ?ჩვენ გავდივართ და რა......ასეთ გასვლას საერთოდ არ გახვიდე ჯობია.ვინმე ისეთი როგორ ვერ გამოჩნდა,რომ მიხედოს ამ სამარცხვინო მდგომარეობას.
giorgi zurebiani
Icit ra gitxtat? Magati dedac!
რეზო
სირცხვილია რა! ჩვენი სტადიონები რითი ჯობია ეხლა ამათ სტადიონებს თუ პირიქით არ არის. როგორ სტადიონებზე თამაშობენ ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდები შეგეზარება შეხედვა და ამ მოყვარულთა ჩემპიონატში კიდევ როგორი სტადიონები აქვთ

სამარცხვინოა "ცივილიზებული" საქართველოსთვის, მაგრამ რასაც ვხედავ ჩვენზე უფრო მოვლილი და კოხტა სტადიონები ქონიათ!!!!
გიო
დაუდა არა დაურ ახვლედიანის სახელობისაა გაგრის სტადიონი..ის იყო სოხუმის "დინამოს" კაპიტანი (მანამდე ქუთაისის "ტორპედოშიც" თამაშობდა)..1992-93 წლებში ქართველთა წინააღმდეგ იბრძოდა..1993 წლის სექტემბერში დაიღუპა..ეგრეთ წოდებული აფხაზეთის გმირობაც მიანიჭეს
Vasili
მთელ აფხაზეთში 240,705 ადამიანი ცხოვრობს, ამათში შედიან სომხები, რუსები, გალის ქართველები. ზემო ქართლში (სამაჩაბლო) 53,532 ადამიანი ... / აი რა დამოუკიდებლობა ?!?!?!?!?! ტვინი სად ქონდათ ან მაგათ და ან ჩვენებს?!?! რამხელა სისულელე მოხდა რო ვუკვირდები და ისევ ქართველის წინდაუხედავობით და ერთმანეთის ქიშპით და ზირის გამოთხრით, ეხლა გამსახურდიაც მიწაში წევს, და ედიკაც და მაგათ დაკრულზე ვინც დარბოდა კაი ფული იშოვეს და ძალიან მშვენივრად გრძნობენ თავს, ზოგი საზღვარგარეთ ,ზოგიც საქართველოში , დღესაც პარლამენში ზიან და საერთოდ არ აწუხებთ სინდისი, არ ანაღვლებთ ეს პრობლემები, უბრალოდ ეგეთები არიან, სხვანაირად არ შეუძლიათ... და ჩვენ შეგვატოვეს ეს ქვეყანა გაფარჩაკებული, დანაწევრებული. ყველაფერი გამოსწორებადია დროთა განმავლობაში , მაგრამ ეს ტერიტორიული მთლიანობა , მართლა მძიმე სიტუაციაა, იმედია დრო დაალაგებს თავის ადგილზე ყველაფერს, ამაში ტელევიზიები საერთოდ არ აქტიურობენ, არ ეწევიან პროპაგანდას , არ ხდიან ამ თემას აქტუალურს , მარტო ვინ ჩაიხადა და ვინ ვის გაუყარა , ეგ აინტერესებთ, და უდიდესი დრო ეთმობა ასეთ რაღაცეებს ტელევიზიით... ჩვენც ქართველებმა ჩკუა თუ არ ვიხმარეთ ისე არ გამოვა.../ საინტერესო იქნებოდა ერთი აფხაზური გუნდი საქართველოს ჩემპიონატში, (ვიცი წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც) არ ვგულისხმობ იმ აფხაზურ გუნდებს თბილისში რო ვარჯიშობენ, ისე ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ ამ გუნდების მეპატრონეები, იგივე გაგრა , ცხინვალი, მეტი ყურადღებაა საჩირო...
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ხაბიბმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასტერკლასი 1-ელ ივნისს დაგეგმა
ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ნაკრებები არაღიარებულ ქვეყანათა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ
დე ფაქტო აფხაზეთი ConIFA-ს მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ფუტსალის ლიგა. I ტური: კოლხი-გულრიფში-აფხაზეთი [LIVE]
საქართველოს ფუტსალის ლიგა: პლეი ოფში ვაკანტური ერთი ადგილი დარჩა [VIDEO]