თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში "ზაზა 1" და "დინამო" შეხვდებიან
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში "ზაზა 1“ და "დინამო“ ითამაშებენ. ამ გუნდებმა დამაჯერებლად მოიგეს ნახევარფინალური მატჩები და 10 ნოემბერს დედაქალაქის საუკეთესო გუნდს გამოავლენენ.

ზორან პენოს და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა "ზაზა 1“-მა ნახევარფინალურ შეხვედრაში "ჰიუნდაის“ დამაჯერებლად - 81:32 სძლია და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეორე ნახევარფინალში დინამოელებმა „აკადემიას“ შანსი არ დაუტოვეს. მამუკა ტურაშვილის გუნდმა მეტოქეს 102:74 სძლია

ფინალური მატჩი ხვალ, 10 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასალეში, 14:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი მესამე ადგილისთვის ერთმანეთს "ჰიუნდაი“ და "აკადემია“ დაუპირისპირდებიან.

დღესვე გაიმართა საკვალიფიკაციო მატჩები, რომელშიც ჯგუფებში მე-3 ადგილებზე გასული გუნდები საქართველოს ჩემპიონატზე გამსვლელი 2 ადგილისთვის იბრძოდნენ. დაწესებული კვოტის შესაბამისად, თბილისის პირველობიდან საქართველოს ჩემპიონატზე გადის 10 საუკეთესო გუნდი. მეოთხედფინალში მოხვედრილმა 8 გუნდმა ეს საგზურები ავტომატურად მიიღო, ხოლო დარჩენილი 2 ადგილი დღევანდელი საკვალიფიკაციო მატჩების გამარჯებულებმა - "ზაზა 3“-მა და "აქსე-ვინგზმა“ დაისაკუთრეს.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ასაკობრივ ჩემპიონატებს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ატარებს

gbf.ge

თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..