ქართველმა რაგბისტებმა კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22
11 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" კანადასთან გამართა.

ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსი (3-3 მოგება) იყო და მეშვიდე, ერთობ სანახაობრივ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე სოსო მათიაშვილმა ლელო დადო, მანვე ზუსტად შეასრულა გარდასახვა და დავწინაურდით 7:0.

- სოსო მათიაშვილის ლელო კანადასთან მატჩში [VIDEO]

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მათიაშვილმა სამი საჯარიმოთი უპასუხა და 16:3.

27-ე წუთზე "ნაკერჩხლებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მაგრამ მალე მაინც მივიღეთ ლელო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს (16:8).

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, მათიაშვილმა ჯარიმაც მიაყოლა და შესვენებაზე 23:8 ენთო ტაბლოზე.

ნაანტრაქტევს კიდევ უფრო სანახაობრივი თამაში წავიდა: ჯერ ლევან ჩილაჩავამ დაამიწა ბურთი ლელოში და გარდასახვაც განვახორციელეთ, შემდეგ იგივეთი სტუმრებმა უპასუხეს, მერე შარიქაძემ ბრწყინვალე ლელო დაამიწა, გარდასახვაც გამოვიყენეთ (40:15). ამას მეტოქის წარმატებული იერიში, ლელო + გარდასახვა მოყვა და ანგარიშში სხვაობა 18 ქულამდე შეამცირეს.

მერე მათიაშვილმა ბურთი გადაკიდა და ნახტომში საოცარი სილამაზის ლელო დადო, ჯარიმაც შესანიშნავად შეასრულა (47:22), ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კახა ასეიშვილმა ლელო დაამიწა, მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშემ მათიაშვილმა ჯარიმაც გამოიყენა და 32-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ კანადა.

დავამარცხეთ ლამაზად და მაყურებელმაც თამაშისგან დიდი სიამოვნება მიიღო.

achi.
ნატომი კი მინახია ცხოველთა მეფის ლომის თავის მსხვერპლს რომ მისდევს. მაგრამ სოსოს ნახტომმა. ლომს გადაუჯოკრა. ნახტომში ჩანდა მისი დამოკიდებულობა საქმისადი.ერთგულება პატივისცემა თქვენ გაიხარეთ.ძალიან ვისიამოვნე თქვენი თამაშით ღმერთმა დაგლოცოთ.
კახა
შენ ეტყობა გალახული ყევხარ რომელიმეს
კახა
შენ ეტყობა ფეხბურთს და თან საქართველოს ნაკრების თამაშს უყურებდი ))))
სოსო
ეს თამაში ნაკრების ახალი სახის პრეზენტაცია იყო,2019 წელს შუალედური შედეგები დაიდება,2023 წელს კი უკვე დასრულებულ სახეს მიიღებს სახეშეცვლილი ქართული რაგბი.მთავარია სწორი გზით სიარული გავაგრძელოთ.
სოსო
გაიხარე მარი.კაცს ვაჟკაცად და გმირად ქალი ჰქმნის.შენც მგონი შემქმნელთა რიგებში ხარ.ძალიან მიხარია.
სოსო
კარგი რა გიორგი ,როგორ არ ჩანს,თუნდაც ორი წლის წინანდელი თამაშები ნახე.უელსს მარტო ჩვენი კი არა,მსოფლიოს ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეუძლია დიდი ანგარიშით,გარდა ახალი ზელანდიისა და შეიძლება ჩვენც წავაგოთ,მაგრამ ჩვენ მაინც წინ მივდივართ და არა მგონია ასე ადვილდ მოგვიგონ,ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ამ თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებაა.
ukleba
საოცარი ხალხი ვართ. ახლა ერთი კვირის წინანდელ კომენტარებს გადავხედე ამავე საიტზე. თამაშის წინა სტატიებზე :)) ახლა კი რაც შეეხება თამაშს: 1) ლელო, რომელიც შერკინებაში დაჯარიმების გამო გავუშვით (სწრაფად გათამაშებულ ლელოს ვგულისხმობ), აშკარად იმის ბრალი უფრო იყო, რომ მტელი შერკინება ბურთს უკან დარა და თანაც ალბათ ყველა დარწმუნებული იყო, რომ კანადა დაჯარიმდა. შეცდომაა მარა არა დამღუოველი. კარგია რომ ასეთ თამაშში მოხდა. კანადა გუნდია, რა გვინდა, გაშლილლი და შემტევი რაგბის მცდელობა გვქონდეს და ქულები არ გავუშვათ??? გადახედეთ შოტლანდია სამოას. 38 ქულა გაუკეთა შოტლანდიას სამოამ მარა რა შოტლანდია სუსტია??? მაგარი ლოგიკაა. აქცენტი იყო მრავალფეროვან, შემტევ რაგბზე, სადაც შეცდომების დაშვების რისკი მეტია. მესამე ლელოზე კი სუფთა გამოუცდელობით დაშვებული შეცდომა იყო და მეტი არაფერი. სად შემორბის მათიშვილი ნახეთ მაგ დროს. იჩქარა. ვერ გათვალა მოწინააღმდეგის ტრაექტორია. ასეთ თამაშებზე ვსწავლობთ. ვეტანხმები გამომოსვლელბს, რომ ეიფორია არ ვარგა. მაგრამ ის, ვინც პროგრესს ვერ ხედავს ალბათ ვერც დაინახავს. მე მომწონს როგორც განვიტარების ტემპი, ისევე თამაშის ხარისხი. როდესაც სიბნელეა, იქ პატარა მბჟუტავი სინათლის შუქი უფრო კაშკაშებს, ვიდრე განათებულ შენობაში ნათურა. სიბნელია განათება უფრო ადვილია ვიდრე განათებულის გაკაშკაშება. როცა ამის დრო იყო ძალიან სწრაფად მივიწევდით წინ. აი ახლა კი უკვე მიჯნაზე ვართ პირველი და მეორე დონის სარაგბო ერებს შორის. აი აქ კი სწრაფი განვითარება უტოპიააა. ამიტომ ვემხრობოდი მეტლიტონბას დარჩენას მე და ვემხრობბი დღესაც. ჯერ ჩვენი გუნდი არაა მელიტონაზე "დიდი". როგორც კი ამ დონეზე განვვითარდებით, საქმე თავად მოითხოვს სიახლეს. მადლობა ბიჭებს და წარმატებები. ვისურვებდი, რომ უელსთანაც შევუტიოთ. ისინი ტავის დასადებს მაინც დაგვიდებენ და 15 ქულით მეტს გავუშვებთ თუ ნაკლებს არ მადარდებს. ამ ბიჭების შეტევითი პოტენციალის ნახვა მინდა დიდ გუნდებთან თორე დაცვა უკვე გვინახავს. არგენტინასთან თამაშის მეორე ტაიმი მინდა უელსში თავიდანვე
გიო
თქვეენ ჩაგეხუტეეთ ბიჭებო. როგორ მაგრად მიყვარხართ მიხარიხართ და ვამაყობ თქვენით თქვენ გენაცვალეთ სულში გულში თავდადებაში ქართველობაში და რავიცი რა გითხრათ როგორ მოგეფეროთ სიტყვები არ მყოფნის.. ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდით ბიჭებო.. ასევე ძალიან დიდი მადლობა მაგარ კაცს და მაგარ ადამიანს მილტონ ჰეიგს რომელიც სულს და გულს დებს..წარმატებები ბიჭებო უფალი გფარავდეთ..გორგოძილას ჩემი მოკითხვა დიდი სიყვარულით ერთი რიგითი ქართველისგან..

ახალი ვარსკვლავი დაიბადა ჩვენს რაგბში მათიაშვილის სახით.სულ ასე გამარჯვებით გევლოთ ჩვენო საამაყო რაგბისტებო.
ამკ
შემოქმედებითი და გუნდური თამაში როგორც ადრე არ ვიცოდით ისევ ისეა. მართო ძალით რაგბში ვერაფერს გახვალ სერიოზულ ტურნირებში კანადასნაირ გუნდთან.
nike
გიო რატომ ასეთი ღვარძლით? მერე რა რომ გადაგვივლიან? თამაშის ხარისხი მატულობს, სკამი იზრდება, რაგბის განვითარება ქვეყანაში სწორად მიდის, უკეთესი და უკეთესი ბავშვები მოდიან, ნახე აკადემიის ბავშვები რა რაგბს თამაშობენ (კიდევ იგეგმება მათი გაფართოვება). წინ მივდივართ და ის დროც მოვა როცა ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით და თამაშებსაც მოვუგებთ ექვსი ერის გუნდებს და სამხრეთელებსაც. მთავარია სწორად მიდის ქართული რაგბის სამყარო და უკეთესი იქნება ხელი შეუწყოს ყველამ და არა პირიქით.
A
არსად გაგონილს. ეგეთი ერი ვართ. მარტივად მივფრინავთ ცაში და მარტივად ვენარცხებით. სიმართლე არ გვიყვარს. ვერ ვიტანთ. მეც ძალიან მიხარია ნაკრების გამარჯვება მაგრამ არ უნდა ვაქციოთ კერპად. რაგბი რაც უფრო მოდური ხდება საქართველოში მითუფრო მარიაჟა თაობა მოდის. ქუჩაში ბურთით ხელში მოსიარულე. გავა 10 წელი და დავიწყებთ გინებას. ეს ვართ...ყველას აზრის მოსმენას და პატივისცემას რომ ვისწავლით მერე შეიძლება გვეშველოს.. მაგრამ ვერ ვისწავლით...
B-52
სად გაგონილს იმეორებ საინტერესოა :)
B-52
ასეთ ანგარიშს ალბათ ყველაზე ოპტიმისტი ქართველიც არ ელოდა. ძალიან ამაყი ვარ, კანადას შესაძლოა ჩავარდნა აქვს მაგრამ არც ისეთი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მის სისუსტეს დავაბრალოთ. ბოლოსდაბოლოს იმდენივე ქულა გავუკეთეთ რამდენიც მაორი ოლ ბლექსმა, თან არ დაგვავიწყდეს რომ მაორებთან შედარებით გაცილებით გაძლიერებულ და უკვე ერთთამაშგამოვლილ და შეთამაშებულ კანადასთან მოგვიწია შეხვედრა. დაცვის ლაფსუსებს იმედია გამოვასწორებთ. რაგბი ჩვენი თამაშია!
Bodishi
ბოდიში LIKE მაგივრად ანლაიკს დამეჭირა :). მეც მბურძგლავს ანალოგიურად! თქვენ გაიხარეთ ბიჭებო!!!
I
ჩვენი ნაკრების თამაშში შეცდომებიც იყო და ეს შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ,თორემ უფრო დიდ გუნდებთან ვერაფერს ვერ მივაღწევთ.
G E L A
ესენი რომ არ გვყავდნენ. აქამდე ფეხბურთის(ფეხბურთელთა) გამო ინსულტ-ინფარქტ-ჰიპერტონიების პროცენტულობა ერში გაცილებით მაღალი იქნებოდა,გ მ ა დ ლ ო ბ თ ბიჭებო!!!
ქუთაისელი
ესენი არიან ვაჟკაცები ამათ ვენაცვალე.....პირადად ჩემთვის ფეხბურთი აგარ არსებობს ამათ კი შემოვევლე ჯოგრები ხართ ვაჟკაცებო
გიორგი
გუნდს ხელით თამაში ძალიან უჭირს. ამ მხრივ პროგრესი არ ჩანს. უელსის სისწრაფეების გათვალისწინებით, სავარაუდოდ დიდი ანგარიშით მოგვიგებენ.
მერაბი
ძალიან სასიხარულოა მოგება, მაგრამ აშკარა ჩავარდნები იყო დაცვაში. წინ არის თამაში უელსთან. სულ სხვა რაგბი იქნება, ბრიტანელებისთვის დამახასიათებელი სიჩქარეებით. ამას, რასაკვირველია, ჰეიგი ყურადღებას მიაქცევს. წარმატებით!

გამარჯვების, ასეთი მრაფალფეროვანი ლელოების და 54 ქულის ეიფორია რომ გვერდზე გადავდოთ: ლობჟანიძე ძალიან ცუდ ფორმაშია, მოგებულ შერკინებებში მიწოლისას 3-ჯერ დავჯარიმდით, 2 ლელო სწრაფად გათამაშებული ჯარიმიდან დაგვიდეს, მესამე ისე სწრაფად გაგვიჭრეს ხაზი რომ აზრზე ვერ მოვედით, ხაზის გაჭრა ფაქტიურად ჩვენ ვერ შევძელით ხელით თამაშით, ტემპი დაბალი გვაქვს, და შეთამაშება აკლიათ ეს ბუნებრივია. ამ ნიუანსებს იმედი მაქვს გამოასწორებენ შეძლებისდაგვარად უელსთან, თორემ სხვანაირად ნულზე მოგვიგებენ და ძალიან არ მინდა 6 ერის ბობოლების საქილიკო გავხდეთ.
tngh
იური გაგარინს შეშურდებოდა სოსო მათიაშვილის "არაამქვეყნიური ლელო".... Super!!! Bravo!!! Biss!!! გაგიმარჯოთ და გმადლობთ!!! გაიხარეთ და გაგვახარეთ!!! ღირსეულო ქართველებო!!!
A
რაგბი ჩვენი ზეიმია სანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ფულს ჩადებენ ამ სპორტში. მერე ტონგები და სამოები ვეღარ გაიჭაჭანებენ. ისევე როგორც საქართველოს ნაკრები. ასე რომ თავში არ უნდა აგვივარდეს
სოსო
გიო,მაგითი რა გინდა თქვა?კი ბატონო,შეიძლება და ალბათ მოგვიგებს კიდეც უელსი,შეიძლება დიდი ანგარიშითაც,შეიძლება დაგვანგრიოს კიდეც,როგორც შენ ამბობ,უელსი ხომ ძალიან,ძალიან ძლიერია,ჩვენი უკანა ხაზი კი სანახევროდ 20 წლის გამოუცდელი ბიჭებისაგან შესდგება,ზოგმა პირველი ან მეორე თამაში რომ ჩაატარა დიდ ნაკრებში,მაგრამ უელსთან თუნდაც დანგრევა გაცილებით უფრო უკეთესი გაკვეთილი და გამოცდილება იქნება ჩვენი ნაკრებისათვის,ვიდრე კანადასთან თუნდაც ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება.დიახ შეიძლება გადაგვიარონ კიდეც,მაგრამ არა მგონია ასე მოხდეს,იმაში კი დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და ღირსებას არ დაჰკარგავენ.ეგ თამაში გვაჩვენებს რა დონეზე ვართ ამჟამად.რაგბის თემში ტრაბახი არ მოსულა,სპორტის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით,რამეთუ აზრიც არ აქვს.რაგბში შემთხვევითი გამარჯვება ხომ შეუძლებელია და ეს ყველამ იცის.
Bmb
სწორედაც, ეს არაა ის გუნდი და ეს არაა ის მწვრთნელი, რომელიც ერთ ადგილზე დგას, ტკეპნის და არ პროგრესირებს, პირიქით ჰეიგი თითქმის ყველა ტურნესა თუ მატჩში ცდილობს რაღაც ახალი გვაჩვენოს, კანადასთან მატჩი ამის ნათელი და ბრწყინვალე მაგალითია, როგორი მრავალფეროვანი რაგბი ითამაშეს ბიჭებმა, არავისი გამოყოფა არ მინდა, მაგრამ შარიქაძე შეუფარებელი კაპიტანია, მათიაშვილისა და მეკოს შედარებისას რა გითხრათ, გუშინ ყველაფერი ნათლად გამოჩნდა, მადლობა მეკოს, მაგრამ სოსო მათიაშვილი სულ სხვა დონე და სულ სხვა სიმაღლეა. ცოტა დააგვიანა მგონია მელიტონამ ეს შეცვლა, მაგრამ არაუშავს.
lL
კარგი თამაში აჩვენეს ჩვენმა მორაგბეებმა,ასევე მინდა ვთქვა რომ,საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ქართველმა მორაგბეებმა მაღალ დონეზე ითამაშეს,მე მიხარია რომ ესეთი ძლიერი ჩემპიონატი გვაქვს და კიდევ წინსვლას განაგრძობს.
nikola
დიდი მადლობა ბიჭებს ამ ლამაზი თამაშისთვის და დიდი მადლობა მელიტონს ამ ბიჭებისთვის და ლამაზი თამაშისთვის... სულ გამარჯვებით გევლოთ რომ დიდი სიხარული გვაჩუქოთ ჩვენ
მიროსან
ადრე ვწერდი და ახლაც ვიმეორებ, ზოგი "პროფესორას" გასაგონად, ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო... მელიტონა გასაშვებიაო კაცი რო იტყვის ის ან რაგბის მოდებაში არაა, ან გოროსკოპით სლეა.... მიდის თაობათა ცვლა, ახალი სისხლის გადასხმა და ასე ჰარმონიულად, რაც შეიძლება უმტკივნეულიდ და პირიქით რიგ კომპონენტებში გაუმჯობესებით ბევრი ნაკრები გახსოვთ? ახალი თაობა მოდის ისეთი 19-ში მსოფლიოზე ახალი სიტყვა ითქება თქო როდის ვწერდი აღარ მახსოვს.... მოთმინება და ასე დაუზარელი მუშაობა და შედეგი თავისით მოვა....მე მაგარი მკიდია ამ ეტაპზე რეიტინგში რომელ ადგილზე ვიქნებით...გარდამტეხი იქნება 19-ის მსოფლიო! აი ამაზე უნდა გვქონდეს სწორება დადა ზუსტად ამას აკეთებენ ყველანაირად მთლიანი სარაგბო თემი. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, მე მჯერა მელიტონასი და მჯერა რო ყველაზე დიდი წარმატებით გამოწვეული სიხარულები ჯერ კიდე გველის....
koba
davninishnot heigi fexburtis nakrebis mwvrtnelad tu uketesad ar itamashon tavs movichri
ლევანი
მილტონმა თქვა "ჩვენ მზად ვართ შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული" ფაქტი სახეზეა! უღრმესი მადლობა ჩვენს რაგბისტებს და მილტონ ჰეიგს. ეს იყო რაგბის ზეიმი.
ზვიადი
ჩვენ როცა თამაშს ვისწავლით, ჩვენი გამჩერებელი არ იქნება არავინ. და მოვიდა უკვე ეგ თაობა მოდიან ახალგაზრდების, ვინ გაშლილი და გამართული ტექნიკურ-ტაქტიკური რაგბი იცის, ამას დაუმატე ჩვენი შერკინება და თანდაყოლილი ფიზიკური სარაგბო უნარები რასაც ყველა ამჩნევს, გავიტანთ სუყველას. ეს ნათქვამიც ააქვს სულ ადრე უცხოელ მორაგბეს, ქართველებს მსოფლიოში უძლიერესი შერკინება აქვთო და მაგით ჯაბნიან ფსიქოლოგიურად მეტოქესო, და ეგენი რომ ნაღდ თამაშსაც ისწავლიანო მერე საშინელი ძალა იქნებიან ყველასათვისო. ტექნიკა ტაქტიკა და აზროვნება, ეს ჩვენ სისხლშია და ძირითადად სამხრეთელების მახასიათებელია. ჩრდილოელები ქაჩავენ მარტო ფიზიკით და სირბილით. გახსოვდეთ, ეს ჩვენი თამაშია!
Don
Ai utxarit im pisos gadmoiceros amati tamashebi da iscavlos tavgancirva da kveynis pativiscema.. da ara mogonili uplebebis dacva
თოთი
მახსოვს როგორ აკრიტიკებდნენ ილტონს რუმინეთთან მარცხის გამო და "პროფესორები" ერთ ამბავში დროზე წავიდესო. მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა რომ მილტონი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ, შედეგიც სახეზეა. რაგბს დაახლოებით 2003 წლიდან ვუყურებ, ინგლისს რომ ვეთამაშეთ, თამაში არ გამომიტოვებია მას შემდეგ და ასეთი ღია , ლაღი რაგბი ასეთ მეტოქესთან უფრო გამოცდილებსაც თუ გახსოვთ არ ვიცი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჰეიგმა ჩვენი ერის ხასიათის გასაღებს მიაგნო და უკირკიტებს, შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ მსოფლიო თასისთვის სერიოზული გუნდი გვეყოლება
gogig
ვულოცავ სოსო მათიაშვილს. მან ჩვენი რაგბის ისტორიაში 1 მატჩში აღებული ქულების რეკორდი დაამყარა - 34 ქულა.
qomagi
თქვენი გამჩენის ჭირიმე, თქვენი! კაცნი ყოფილხართ ბურთის დამშვენი!
Me
კარგი იყო ფრთების შეტევა. უელსთან უკეთეს დაცვას ველოდები. მოუხდა ნამდვილად ახალების სისწრაფე ფლანგებზე კარგად დარბიან და ბოლომდე იბრძვიან. მსოფლიოზე საშიში ძალა გვექნება ყველასთვის. საქართველოს გაუმარჯოს!! ჩვენს რაგბისტებს გაუმარჯოს!! გაქართველებულ მილტონს გაუმარჯოს!! ყველაზე სწორად უდგება საკითხებს და სწორად აფასებს მე მჯერა მილტონის
გიო
აშკარად წაადგა ახალგაზრდები. უფრო დახვეწილი და სრულფასოვანი რაგბი გამოგვივიდა. მადლობა
Vasili
ლომები ხართ, და ჯიგრები.... /// უელსი ძლიერია ძაან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულხელდაკრეფილები არ დადგებიან ჩვენები...
მარი
გენაცვალეთ ბიჯებო,თქვენ რო თამაშობთ უამაყესი ვარ, სულ მბურძგლავს ვამაყოფთ თქვენით წარმატებებიიიიიიი !
Jigaro
გენაცვალეთ ბიჭებო დიდი მადლობა ასეთ ლამაზი თამაშით რომ გაგვახარეთ კიდევ ერთხელ. მათიაშვილი ღირსეული შემცვლელია მეკოსი.
გენაცვალეთ და ყველა მიყვარხართ.
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. ძალიან ვისიამოვნე თამაშით. ყველაზე მეტად ის მიხარია რომ ძლიერი მომავალი თაობა მოდის.
912
კარგი ანგარიშის მიუხედავად კანადელები საკმაოდ ადვილად გვიჭრიდნენ ხაზს და უელსის თამაშის წინ ყურადღება უნდა მიექცეს
ირაკლი
გენაცვალეთ, ბიჭებო საამაყოები ხართ მაშინაც კი როცა აგებთ, დღევანდელი გამარჯვებისთვის გაიხარეთ.
სოსო
გილოცავთ ბიჭებო ბრწყინვალე გამარჯვებას.მე მგონი ეს თამაში პრეზენტაციაა ჩვენი ახალი სტილისა,იმ სტილისა,საითკენაც ნაბიჯ ნაბიჯ მიემართებოდა ჩვენი ნაკრები.მოუთმენლად თუ მოთმინებით ველოდით,როდის დავაჟკაცდებოდა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებების უკანა ხაზი და დავაჟკაცებისა რა მოგახსენოთ,ჯერ ისევ ყმაწვილები არიან,მაგრამ ნაკრების თამაშში რადიკალური ცვლილებები უკვე შეიტანეს.გუნდი შეუდარებლად სწრაფი გახდა.მათ მხარს შესანიშნავად უბავს ძველი გვარდია და შედეგიც სახეზეა.არადა ხომ ვნახეთ,კანადაზე ვერავინ იტყვის სუსტი ნაკრებიაო.პირიქით.საბოლოო სახის მიღებამდე ჯერ შორია და ჯერ კიდევ ზღვა სამუშაოა შესასრულებელი,მაგრამ უკვე გაიბრწყინა იმ თამაშის კონტურებმა,როგორიც მიზნად დაისახეს მილტონ ჰეიგმა და რაგბის ფედერაციამ.რა თქმა უნდა ბრწყინვალედ გაისარჯა მთელი გუნდი,მაგრამ განსაკუთრებით კარგი იყო უკანა ხაზი და ბრწყინვალე სოსო მათიაშვილი.სოსომ თუ ასეთი ტემპით გააგრძელა ზრდა,მსოფლიო პირველობაზე შეიძლება ვარსკვლავების მარაქაშიც გაერიოს.რაც შეეხება იმბრწყინვალე ლელოს,რამდენჯერმე გავამეორე და მაინც დარწმუნებული არა ვარ რომ იყო,უფრო თითქოს არა,მაგრამ თავისი სილამაზით ის მომენტი და ნახტომი მთელ თამაშს მირჩევნია და საუკეთესო ლელოზე პრეტენზიაც დამსახურებული იქნება.აწ განსვენებულ ბახვა ბაიხოიძეს აქვს ასეთი სტრიქონი დაწერილი,"თუ არ შველს გამონთებული,აბა ის რაღა ჯიქია".ეს ნახტომიც ზუსტი ასლი იყო ჯიქის,ლეოპარდის საბოლოო ნახტომისა და მგონი შეიძლება ამ ბიჭს,ამომავალ ვარსკვლავს,მეტსახელად ჯიქი დავარქვათ.
კალე
აი ამას ქვია თამაში!! შეკითხვები არ მაქვს!!!!!
gio
უელსიდანაც ბრწყინვალედ დანგრეულებს გამოუშვებენ..
პაატა
აუტვირთეთ ფეხბურტელებს მობილურებში თუ როგორ უნდა თამაში ბოლომდე მიუხედავად ანგარიშისა რაც კარგად გამონდა მატიაშვილის ლელოში , მადლობა ბიჭებს
Georgia
ქართველებმა შემაყვარა რაგბი! თქვენ აუცილებლად იქნებით მსოპლიო ჩემპიონები!! დიდება ჩვენ რაგბს!
ანდრი
გილოცავთ. საინტერსო დასაწყისია წლევანდელ სერიაში
irakli
საღოლ ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ!
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
საქართველო VS კანადა - ვინ გაიჭრება წინ?
ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა
A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
ლევან მაისაშვილი: კანადას ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო, მაგრამ ყურადსაღები უპირატესობა აქვს
კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"