დღეს, 12 ნოემბერს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას სპორტის სასახლეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა
დღეს, 12 ნოემბერს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას სპორტის სასახლეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი (90) პირველივე შეხვედრაში რუს მიხაილ იგოლნიკოვთან იპონით დამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში პირველ ეტაპზე, ნოდარ ბერიანმა ხორვატი ანტონიო გარასიჩი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ ფინელ ოტო ლამანენს იპონით სძლია და მესამე ეტაპზე ბელორუსელ იაჰურ ვარაპოსთან მარცხის შემდეგ გადაინაცვლა რეპეშაში.

რეპეშაში პირველივე შეხვედრაში ესტონელი კრისტოფერ კლენი იპონით დაამარცხა, ხოლო რეპეშას ფინალში პოლონელ რაფალ კოზლოვსკისთან რთულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ონისე სანებლიძე (100), რომელმაც ბელარუსელ დანიელ მუკეტესთან ვაზარით წააგო.

(100+) კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა პირველ შეხვედრაში უკრაინელი ფედირ პანკო იპონით დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში ხორვატ ზარკო ჯულუმს იპონით მოუგო, ნახევარფინალში კი რუს ტამერლან ბაშავეთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა.

მესამე ადგილისთვის გელა ზაალიშვილი აზერბაიჯანელ ჯალილ შუქუროვს დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ტურნირის პირველ ორ დღეს უმედლოდ დარჩა.

gurami
გუჯეჯიანს კაცობა უნდა ეყოს და გადადგეს!
Irakli Apkhaidze
მოძველდა ფედერაციის შემადგენლობა, ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალი სისხლი იყო საჭირო მენეჯმენტში. რაღაც უმნიშვნელო გადაადგილებებს რომ ნოვაციებს ვეძახით ეგრე არაა, ვის ვატყუებთ საკუთარ თავს? ისეთი შთაბეჭდილება რჩება ანალიტიკა საერთოდ არ არსებობოს... სოფტის დონეზე უნდა იყოს დაყვანილი თითოეული მოძრაობა და თითიოეული მეტოქე ათასნაირად უნდა იყოს გაშიფრული, ისე როგორც ჩვენი ლიდერები იშიფრებიან ბოლო წლები და გაუვნებელყოფილია ჩვენი პლიუსები მეტოქეების მხრიდან... მწვრთნელთა შტაბი წევრები ძალიან კარგი ძიუდოისტები იყვენენ, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ ეგრევე მწვრთნელობა უმაღლეს დონეზე ცოტა ადრე ხო არ იყო?
ჯ ი ჯ ი
ნაკრებს გადაარჩენს მხოლოდ შოთა ხაბარელი. იქნებ ვთხოვოთ გადმოინაცვლოს სპორტში. ბიჭიბს უნდა განემარტოს რომ 30 წლამდე ჩვენ გაგვახარონ, მერე ყველაფერს მოასწრებენ ღვინის დალევას(განსხვავებულებით), გართობას და ა.შ.
legion provisus (ქუთაისი)
იგოლნიკოვმა მეორედ მოუგო ღვინიაშვილს და თანაც ორივეჯერ ბრუნზე დატოვა. ელოდებოდა, როდის წავიდოდა ბრუნზე. ეს უკვე მწვრთნელების ხარვეზია. ისე იგოლნიკოვი ძალზედ ჭკვიანურად ჭიდაობს და ეტყობა, რომ მაგრადაც ემზადება. ყველა შეხვედრა იპონით მოიგო. ფაქტია, რომ ტაქტიკაში მოვიკოჭლებთ და გაცილებით სიღრმისეული ანალიზია საჭირო.
დორე
ქართული ძიუდო ღრმა კრიზისშია! მსოფლიოს აბსოლუტურ პირველობაზე კრახს ევროპის ახალგაზრდულზე ფიასკო მოყვა. გუნდი ამ შეჯიბრებას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. ღვინიაშვილიც კი, რომელიც უდავო ფავორიტი იყო, არ გავდა საკუთარ თავს. აბსოლუტურად არაკომპეტენტურმა მწვრთენელებმა გუნდი სავალალო დღეში ჩააგდეს. თუმცა, "თევზი თავიდან ლპება" და პასუხი, პირველ რიგში, ფედერაციის უნიათო ხელმძღვანელობას უნდა მოეკითხოს!
mamuka
როგორც ირკვევა იმ ავსტრიელ მწვრთნელს მადლობა უნდა ვუთხრათ,მისი მეცადინეობით ფიზიკური მომზადების ხარჯზე 2-3 წელი გავქაჩეთ,ახლა მაგარი რეჟიმის დაცვა მიდის, ღვინიაშვილს თურმე ვერავინ ჯობნის ღვინის სმაში.მიდით ბიჭებო ფეხბურთელების ძმები არა ხართ, არ ჩამორჩეთ.
Vasil
Es ukve zalian dasafiqrebelia cveni biwebistvis
მურთაზი
ესენიც ჩვენს ფეხბურთელებს დაემსგავსენ
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ადამ ოქრუაშვილი ალმათის გრან პრის ფინალში გავიდა
გიორგი ჯაბნიაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება
იპონი 43-ე წამზე - სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]
ჯონდო მუზაშვილი: დანაკლისის მიუხედავად, მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა
ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი - ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო დღე
სკანდალური ფინალი. თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ქართული ფინალი ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა და ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
ღვინიაშვილის ოქრო და სულამანიძის ვერცხლი ზაგრების გრან-პრიზე [VIDEO]
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემზე მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლენ
ოდიველასი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძის ვერცხლი, ნოდარ ბერიანის ბრინჯაო
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
თბილისის გრანდ სლემზე სულამანიძე და ზაალიშვილი ოქროს მედლებს დაეუფლენ
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
3 მედალი ბაქოს გრანდ-სლემზე
ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ალმათის გრან პრი: რა გაირკვევა ყაზახეთში?
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]