U19. ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 5 წელიწადში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ უთამაშია: ლიტვაში 2013 წელს ჯგუფში მე-4 ადგილზე გავედით და ამ ზაფხულს საქართველოში გამართულ ტურნირზე მე-3 ადგილზე. შვედეთში 1999 წელსაც გვითამაშია, ოღონდ მაშინ 18-წლამდელთა ნაკრები იყო და მე-4 პოზიციაზე დავიკავეთ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 8 ნოემბრიდან ბოსნიაში ელიტრაუნდის საგზურისთვის იბრძოდა, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის წესების თანახმად. ბოსნია-საქართველო 1:0 დასრულდა, საქართველო-ანდორა 1:1 და საქართველო-საფრანგეთი 1:1. საბოლოოდ ორ ქულას მოვუყარეთ თავი და ჯგუფში ჩავრჩით.

ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ელიტრაუნდში ვერ გავედით. 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ამ ასაკში პრობლემა არ ჰქონია და ტურნირზე ყოველთვის გამოსარჩევად ასპარეზობდა.

მოდი ვნახოთ რა გახდა მიზეზი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საკვალიფიკაციოში წარუმატებელი გამოსვლის.

ბოსნია - საქართველო 1:0: დავიწყოთ იმით, რომ მატჩში მსაჯობა არასათანადო იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მხარეს ემხრობოდნენ. ჩვენი მეტოქე მე-16 წუთზე კაცნაკლული დარჩა მოედანზე და 57-ე წუთზე მინდორზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა. რატომ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას? საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ზუსტად 51 წუთი ჰქონდათ, რომ ეს სათამაშო უპირატესობა გამოეყენებინათ.

საქართველოს ნაკრები არ ჰგავდა გუნდს, რომელსაც შეეძლო მოედანზე პირველ ნომრად ეთამაშა. არამედ ძირითადად გაუაზრებელი კომბინაციებით ცდილობდნენ ფონს გასვლას და შეგექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდმა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა რიგ შემთხვევებში.

ორივე გუნდმა კარებისკენ რვაჯერ მოახერხა დარტყმა, სიზუსტე უკეთესი ბოსნიელებს აღმოაჩნდა 5-4-ზე. ხოლო ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე მცველმა იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გაგვიტანა.

საქართველო - ანდორა 1:1: საქართველოს 21-წლამდელთა მარცხი ფარერებთან 3:1, ჩვენთვის სენსაცია იყო. მაგრამ ფრე ანდორასთან, რომელიც ფრანგ თანატოლებთან 7:0 განადგურდა, სრული მოულოდნელობა.

ვინ თამაშობს ანდორაში, რომელშიც მხოლოდ 70000 ადამიანი ცხოვრობს? რამდენიმე ფეხბურთელი, სკოლიდან არის მოყვანილი, რადგან არცერთ გუნდში არ ირიცხებიან. ხოლო ძირითადი ნაწილი ადგილობრივი კლუბის "ანდორის" 19-წლამდელებში თამაშობს, რომლის მთავარი გუნდი ესპანეთის მე-5 ლიგაში პრიმერა კატალანაში მე-13 ადგილზეა.

მოკლედ ქვეყანა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტზე პატარაა მოსახლეობით და საფეხბურთო ტრადიცია სამოყვარულო დონეზე აქვს, ფრეს საქართველოს ნაკრები არ უნდა ეთამაშებოდეს.

რატომღაც ბოლო პერიოდში ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალური შესაძლებლობით გააკეთებენ ყველაფერს, ხოლო რაღაც გარკვეული ტაქტიკური მონახაზები და კომბინაციები არ მუშავდება.

27-ჯერ მოგვეცა საშუალება, რომ კარებში დაგვერტყა და ამათგან 13 ზუსტი იყო, ხოლო გოლი პენალტის გარეშე ვერ გავიტანეთ. როდესაც მეტოქემ ორჯერ დაარტყა ზუსტად და ერთი გოლად აქცია.

ზედიზედ მეორე მატჩში 45-ე წუთზე მივიღეთ წითელი ბარათი, რაც აგრეთვე ძალიან ცუდი ტენდენციაა და 8-ჯერ დავჯარიმდით.

საქართველო - საფრანგეთი 1:1: ამ ტურნირზე ერთადერთი გამონათება ფრანგ თანატოლებთან თამაში იყო. იმის მიუხედავად, რომ პირველ ტაიმში ვაგებდით, მეორე ტაიმში შეხვედრა შემოვატრიალეთ და ნინუას, რომ ზუსტად დაერტყა პენალტი 2:1-ს მოვიგებდით.

საქართველოს ფეხბურთის ისტორიიდან ცნობილი ფაქტია, რომ "ბობოლა" სახელების მქონე გუნდებთან ჩვენი ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და ისე თამაშობენ, როგორც ფინალს. მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთს განაღდებული ჰქონდა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა და მოედანზე ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც წინა თამაშებში სათადარიგო შემადგენლობაში ჰყავდა. მეტოქეს არ ჰყავდა გუნდის ლიდერი დან აქსელ ზაგადუ.

კარებში საქართველომ 14-ჯერ დაარტყა 5-ჯერ ზუსტად, მეტოქემ 15-ჯერ და 4-ჯერ ზუსტად. კარგი იყო საქართველოს მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და დაცვის ხაზიც ურიგოდ არ ირჯებოდა.

საბოლოოდ გიორგი ყიფიანის მუშაობა სტატისტიკიდან გამომდინარე და თამაშიდანაც, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აჩვენა, უარყოფითად უნდა შეფასდეს. ნათელია, რომ ნაკრებს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა. ყიფიანის თანამდებობაზე დატოვებას საფუძველი არ გააჩნია.

ფედერაციამ ამაზე უნდა იფიქროს, განავითარა გიორგი ყიფიანმა ნაკრები, თუ ჩვენ თამაშში დეგრადაცია შეინიშნება.

ბურთი
19 წლამდე ნაკრები თბილისში გამართულ ჩემპიონტზე მესამე ადგილზე არ გასულა, მეხუთეზე იყო, ასეთი სტატისტიკის სისწორე მნიშვნელოვანია
იკა
მოგენატრებათ ყიფიანი:)
ირაკლი ჩიქოვანი
ჩემო გალაქტიონ , ყიფიანმა თავის პრინციპულობით მართლა ბევრი მოიმდურა.ბევრ ,,ნაცნობ-ახლობელს" უთხრა შვილის ნაკრებში აყვანაზე უარი, ბევრ თავდაჯერებულ მშობელს აუხსნა რატომ არ იყო მათი შვილის ადგილი ნაკრებში(ტაქტი ნამდვილად არ ეშლება მაგ კაცს..) ხოდა ვკითხულობ ამ კომენტარებს და მგონია რომ ყველა ეს განაწყენებული აქ შეიკრიბა და უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ მწვთნელს. მას აბრალებენ ყველა არსებულ პრობლემას არადა საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან რეალურად სადაა ამ პრომლებების სათავე და ამ შედეგების მთავარი მიზეზები. რაც შეეხება ყიფიანს, მგონია რომ მისნაირი ერსპექტიული მწვრთნელი და წესიერი კაცი ბევრი არ გვყავს ფეხბურთში.
სოსო
ბაჩო მაშინ ეს სამივე გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მონაწილე იყო,ისევე როგორც გურია ქუთაისი ტორპედო ,თბილისის დინამო.განა რამდენი წლისა ხარ,საბჭოთა კავშირი რომ არ იცი?
grisha
აი ყოჩაღ ჯიგარო!ცოტა მეტი კრიტიკა უნდა და გაბედულად გენაცვალე!
Georgian
გალაკტიონ გეთანხმები 100%. ყოჩაღ ასეთი გაბედული და ობიექტური შეფასებისთვის.
გიორგი
ქართველი ჟურნალისტის მორიგი შედევრი. ანდორა ლანჩხუთის ხელა გონია...თუ არ იცი, ინტერნეტში მაინც მოიძიე..ანდორა ლანჩხუთზე დაახლოებით 10ჯერ დიდია მოსახლეობით და ეკონომიკური განვითარებით ალბათ ერთი საუკუნით უსწრებს.
ako
chempionta ligaze xom tamashoben eg gundebi, mzodne hkofilxar)))
ბაჩო გ
ეხ შოვა შოვა.დონეცკის შახტარი,კიევის დინამო და მოსკოვის სპარტაკი რო სხვადა სხვა ქვეყნებია და ერთ ლიგაში არ თამაშობენ?შენ ყოფილხარ მცოდნეე
dato
რატომ ვითხოვთ მოგებას ქვეყნებთან რომლის ქალაქები საქართთველოზე დიდია? რა უაზრო სათაურია???
შოდა
ეჰ გალაქტიონ, გალაქტიონ ლანჩხუთს რა იოლად წამოკარი ხელი. შენ შეიძლება არ იცი და ჩვდნ კი ბრწყინვალედ გვახსოვს, რომ ლანჩხუთის გურია უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. იმ ლიგაში სადაც ახლა კიევის დინამო, დონეცკის შახტიორი, მოსკოვის სპარტაკი და ა.შ. თამაშობენ. და ლანჩხუთელები მაშინ არავის უდებდნენ ტოლს! ჩვენი ჩავარდნებების მიზეზები სხვაგაანა და ახალგაზრდები ფიქრს თუ ისწავლით, იქნება მიხვდეთ კიდდეც!
Zorbegi
მოსახლეობა 10 ჯერ მეტია ვიდრე დაწერე 80000 მდეა
grisha
სფფ! თუ აქ უკეთესი მწვრთნელები ვერ იპოვეთ, რაც აბსურდია ჩამოვიყვანოთ უცხოელი. მე მგონი ასაკობრივ ნაკრებებშიც გვჭირდება ობიექტური და მცოდნე მწვრთნელი.
რაორაო?
როცა ბრძანებაა ფეხბურთის "ჩაგდებაზე",ის სრულდება!ამ ბრძანებას შორიდან მომავალი გზა აქვს გავლილი,ის ჩვენში არ დაიგეგმა!
გულშემატკივარი
ყიფიანმა აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა. მაგის ხელში ნაკრებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. სანამ არ მორჩება ნაკრებში მარტო საბურთალო-დინამოს ბავშვების თაამაში და 19 წლამდეეელების ნაცვლად 16 წლის ბიჭების დაყეენება ძირითად შემადგენლობაში,მანამდე არაფერი ეშველება ამ ნაკრებს.კარგად დაინახა საზოგადოებამ ,რომ მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობოდათ.დააბრუნეთ ვასილ მაისურაძე,რომელიც ნიჭს აფასებს და არა სანაცნობოს შვილებს. იგი გამოცდილი და ძალიან მცოდნეა.ყიფიანის დარჩენით დაიღუპება მომდევნო წელსაც 19 წლამდელთა ნაკრები.მიეცით ნიჭიერ ფეხბურთელებს შესაძლებლობების გამოჩენის შანსი და ნუ ტენით გამოუცდელ ფეხბურთელებს,რომლებსაც არასოდეს არ იძახებდნენ ნაკრებში.
ჯუბა
რა შუაშია : " რა ფეხბურთელიც იყო,ის მწვრთნელია",მარადონა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ წვრთნელად არ გამოდგა.ეს არის ფედერაციის ბრალი,რა სამწვრთნელო სპეციალორი განათლება აქვთ ასაკოვანი ნაკრებების მწვრთნელებს?არ ვგულისხმობ დარსაძის კურსებს.ჩვენი ნაკრებებიც ფეხბურთს კი არ თამაშობენ, არამედ უკან ბურთს.
ზაზა
ეს ჩვენ კი არ უნდა გვითხრათ,სფფ-ს უნდა შეეკითხოთ,თუ რა კრიტერიუმებით ნიშნავენ მწვრთნელებს? პასუხი მხოლოდ ერთია,ალბად იმიტომ,რომ ყიფიანია.
შოთა
რატომ და მაფიოზები მართავენ ქართულ ფეხბურთზე წლების განმავლობაში, სადაც მხოლოდ ფულის კეთება და ნეპოტიზმი მეფობს! ცოტა ხანში ყველა მოგვიგებს, ეგრე გააგრძელე კობიაშვილი!
Janikeda
ეს ყიფიანი რა ფეხბურთელიც იყო ისეთივე ტრენერია.
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
U19. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს მოუგო
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო