ამ სეზონში "ნანტი" ძალიან კარგად თამაშობს და ახლა კლაუდიო რანიერის გუნდი მე-5 ადგილზეა
ამ სეზონში "ნანტი" ძალიან კარგად თამაშობს და ახლა კლაუდიო რანიერის გუნდი მე-5 ადგილზეა, მაგრამ ახლა ბრეტონულ გუნდს სეზონის უდიდესი გამოცდა ელის.

იტალიელმა სპეციალისტმა გუნდის დაცვა გააძლიერა და ამ სეზონში "ნანტს" მხოლოდ 9 გოლი აქვს გაშვებული 12 მატჩში, მხოლოდ ერთით მეტი, ვიდრე პსჟ-სა და "მონპელიეს".

ყველაფრის მიუხედავად, პარიზული გრანდი უდავო ფავორიტია. რატომ? უნაი ემერის გუნდმა ლიგა 1-ში ამ სეზონში ყველა (6) საშინაო მატჩი მოიგო, მისმა უმთავრესმა გოლეადორმა ედინსონ კავანიმ ორით მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მთელმა "ნანტმა" და ბოლოს, პსჟ-მა "ნანტს" ჩემპიონატში ბოლო 11 დაპირისპირება მოუგო. გასულ სეზონში პსჟ-მა "ნანტს" ასევე მე-13 ტურში უმასპინძლა და ანხელ დი მარიასა და ხესეს გოლების წყალობით აჯობა.

აი, რას ამბობს რანიერის ასისტენტი ანდრეა აზალინი: "უმთავრესი ამ მატჩის წინ არის იმის დაჯერება, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. არ ვამბობ მოგებას, ვგულისხმობ, სულ მცირე, კარგ თამაშს. არაფერია შეუძლებელი. ფეხბურთი ყოველთვის იძლევა შანსს ყველანაირი პროგნოზის გაბათილების".

სხვათა შორის, ფრანგულმა მედიამ გაიხსენა, რომ პსჟ-ის თინეიჯერის, კილიან მბაპეს ხელში ჩაგდება დიდი ხნით ადრე სურდა "ნანტს", მაგრამ კლუბმა ეს ვერ მოახერხა.

სტუმრებს მალელი კალიფა კულიბალი დააკლდებათ, მასპინძლებს - ჰატემ ბენ არფა და მარკინიოსი. საეჭვოა ტიაგო მოტასა და ნეიმარის თამაში.

ფაქტები

* ამ სეზონში პსჟ-მა შინ 6-დან 6 მატჩი მოიგო, ხოლო "ნანტმა" 6-დან - 0.

* პსჟ-მა "ნანტი" ბოლო 13 ურთიერთშეხვედრაში (ყველა შეჯიბრებაში) დაამარცხა.

* ბოლო 9-დან 8 ურთიერთდაპირისპირებაში (პარიზში) პსჟ-მა კარის მშრალად შენახვაც შეძლო.

* პსჟ-მა ლიგა 1-ში ბოლო 24 მატჩიდან 20 მოიგო.

* "მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 12 დაპირისპირებიდან 10 მოიგო.

* ბოლო 7 მატჩიდან 5-ში "მონაკოს" გოლი არ გაუშვია.

* ზედიზედ სამი ტურია, "ბორდოს" გოლი ვერ გააქვს.

* "ლიონმა" ბოლო 4 ტურში იმარჯვა.

ლიგა 1. XIII ტური

პარასკევი, 17 ნოემბერი

ლილი-სენტ ეტიენი 22:00

ამიენი-მონაკო 23:45

შაბათი, 18 ნოემბერი

პსჟ-ნანტი 20:00

დიჟონი-ტრუა 23:00

გენგამი-ანჟერი 23:00

სტრასბური-რენი 23:00

ტულუზი-მეცი 23:00

კვირა, 19 ნოემბერი

კაენი-ნიცა 18:00

ლიონი-მონპელიე 20:00

ბორდო-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), 9- მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნეიმარი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
"როგორც იდიოტები?" - L'Équipe ვადამდე დასრულებულ საფრანგეთის ჩემპიონატზე
რონალდო: საუდის არაბეთის ჩემპიონატი უკეთესია, ვიდრე ლიგა 1
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
U20. მ/ჩ: საფრანგეთმა არგენტინას სძლია, შოტლანდიამ ირლანდიას მოუგო
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
თუ ეჭვი გეპარებათ რონალდოს სიდიადეში, იხილეთ ფოტო [PHOTO]
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
აღფრთოვანება "კვარას" ფიზიკური მონაცემებით და ქართული დუელი გერმანიაში
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ში ბრუნდება - პირობები ცნობილია
[VIDEO] "არ მჯერა, ხვიჩა სასწაული ხარ..." - კვარაცხელიამ მონაკოში ქართველები გააბედნიერა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
რომელია ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები?
საოცარი მატჩი დრამატული დასასრულით - სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის მასპინძელი დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
საფრანგეთში ალჟირის ნაკრების 198 ფანი დააკავეს
"გოლების გატანა ლა ლიგაში უფრო მარტივია, ვიდრე საუდის არაბეთში" - რონალდო
ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ ავტოგოლთან ახლოს! საფრანგეთის ჩემპიონატში უცნაური მომენტი დაფიქსირდა [VIDEO]
მუნდიალი 2018: ანტიფეხბურთი - საფრანგეთი და დანია ფრეზე შეთანხმდნენ, პერუმ კი ავსტრალიას სძლია [VIDEO]
"პარი სენ ჟერმენის" სავარჯიშო ბაზა დახურეს
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება