"სადღეისოდ ბევრი ნიუანსია, რაც ჩვენ წინააღმდეგაა", - ითქვა კახეთის საკალათბურთო წარმომადგენლებთან შეხვედრისას...
"სადღეისოდ ბევრი ნიუანსია, რაც ჩვენ წინააღმდეგაა", - ითქვა კახეთის საკალათბურთო წარმომადგენლებთან შეხვედრისას...

"მე აქ იმიტომ ვარ, რომ ეს ნიუანსები თქვენ სასარგებლოდ იყოს", - ასეთი იყო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, პაატა გურასპაულის პასუხი.

როგორც მიხვდით, საარჩევნო პროგრამით პრეზიდენტობის კანდიდატი კახეთს სტუმრობდა.

თელავში მას მწვრთნელები და რეგიონული ფედერაციის წარმომადგენლები შეხვდნენ, კარგად მოისმინეს პაატა გურასპაულის პროგრამა, რის შემდეგაც არაერთი შეკითხვა დაისვა და ბევრმა რჩევა-რეკომენდაციამაც გაიჟღერა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რეგიონში კალათბურთის პოპულარიზაციაა. ითქვა, რომ უშუალოდ თელავში კალათბურთით დაინტერესებული მოზარდების რაოდენობა ფეხბურთით დაინტერესებულებს დიდად არ ჩამოუვარდება, თუმცა სხვა რაიონებში სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ არის. ითქვა, რომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი სემინარის, კემპის, შეჯიბრების გამართვა ბავშვთა ასაკში, რომელშიც კახეთის გუნდებთან ერთად თბილისურებიც უნდა მონაწილეობდნენ. ამ საქმეში კალათბურთის ფედერაციის ჩართულობა გადამწყვეტია.

"როდესაც დედაქალაქურ გუნდებს რეგიონში ვიწვევთ, ბევრი თავს იკავებს, შემდეგ კითხულობენ - კალათბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება თუ არა. თუ უარყოფით პასუხს ვაძლევთ, ზრდილობიან უარს გვეუბნებიან", - უბრალო მაგალითი მოიყვანა კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო იაგორაშვილმა.

პაატა გურასპაული დაჰპირდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეგიონებში ხშირად ჩავა და იქაურ წარმომადგენლებთან ერთად გაწერს ყველა იმ ნაბიჯს, რაც აუცილებელია რეგიონებში კალათბურთის განვითარებისა. იგი კახელებს დაჰპირდა, რომ თელავის დარბაზის გარემონტების შემდეგ პირველივე "ოლ სტარი" სწორედ თელავში გაიმართება.

გამოცდილმა მწვრთნელმა ნოდარ იანქოშვილმა ისაუბრა ქალთა კალათბურთსა და მწვრთნელების დაუფასებლობის თემაზე - გამორჩეულ მოთამაშეებს თბილისური გუნდები თავისთან ეპატიჟებიან, ისე, რომ მათ აღმზრდელ სპეციალისტებს არ ეკითხებიან და რეგიონის გუნდებს ამით საგრძნობლად ასუსტებენო.

ასევე ილაპარაკეს განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ასაკობრივი ჩემპიონატის სხვაგვარად დაგეგმვის აუცილებლობაზე, რადგან საკალათბურთო მატჩების გამო მოთამაშეებს სკოლის გაცდენა უწევთ. სეზონის ბოლოს თბილისში 5-6 კაცითღა ჩავდივართ, რადგან მშობლები შვილებს სკოლებს აღარ აცდენინებენო.

პაატა გურასპაულის თქმით, მისი მიზანია, რომ რეგიონები თავს მიტოვებულად არ გრძნობდნენ, კალათბურთის ფედერაციას ყოველ რეგიონზე და იქ კალათბურთის განვითარების პულსზე ხელი მუდმივად უნდა ედოს.

თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ისტორიული ღამე "მეტროპოლიტანოზე" - "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" განადგურდა
Le Parisien: ბარკოლამ კვარაცხელიასთვის სასტარტოში ადგილი უნდა გაათავისუფლოს
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ღვთისავარ ანთაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "ხვიჩა კვარაცხელია - მენტალური მონსტრი"
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო
"ამ ვარჯიშს ყოველდღიურად 1 საათი მაინც უნდა დავუთმოთ" - მესის მეუღლის შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა
"არსენალით" იყო შეპყრობილი და ამიტომ გაათავისუფლეს" - ცნობილი ბრიტანული გამოცემა ტომას ფრანკზე წერს
დაიჩმაც ვერაფერი შეცვალა - "ნოტინგემ ფორესტმა" მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი დაითხოვა
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს