ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიასთან 54:3 მოგებული მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებები მრავლად განხორციელდა.

15 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდების წინააღმდეგ ბორჯღალოსნების კვართით პირველ თამაშს ჩაატარებს ‘აჟენის’ ბურჯი მამუკა მსტოიანი. ის მოედანზე მარქაფიდან შევა.

სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ცვლილებაა. 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, რომელიც ერთი კვირის წინ მარქაფაში იყო. ცენტრში გიორგი კვესელაძეს ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება, რომელსაც შევეიცარიასთან არ უთამაშია. განაცხადში გამოჩნდა და ფულბეკად თამაშს იწყებს დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო ოთარ მეტრეველმა ფრთაზე გადაინაცვლა. კვლავ დამწყებთა შორის არიან მგეზავი ლუკა მატკავა და ფრთა აკაკი ტაბუცაძე.

შეიცვალა ორივე ბურჯი და სასტარტო შემადგენლობაში ლუკა გოგინავას და ირაკლი აფციაურს ვიხილავთ. შვეიცარიასთან არ უთამაშია და ახლა თამაშს იწყებს მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი, ხოლო მეორე ხაზში მარქაფიდან დავით ლაგვილავა დაწინაურდა, რომელსაც ივერდონში სანაკრებო დებიუტი ჰქონდა.

მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ვანო კარკაძემ, მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა და მესამეხაზელებმა - ბექა საღინაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ.

დებიუტანტ მსტოიანის გარდა, მარქაფაში გამოჩნდნენ კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე. ჭუმბაძე და ჩაჩანიძე გუნდს ამ კვირის დასაწყისში შეუერთდნენ. მარქაფაში გადაინაცვლეს მესამეხაზელმა იოანე იაშაღაშვილმა და 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. კვლავ შეცვლაზე არიან მესამეხაზელი ანდრო დვალი და მგეზავი თედო აბჟანდაძე.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ნიდერლანდებს ესპანეთმა 51:33 აჯობა. მომავალი შეხვედრა საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ა ჯგუფი. II რაუნდი. 15 თებერვალი (კვირა)

ნიდერლანდები. ამსტერდამი. „რაგბის ნაციონალური ცენტრი“. 16:00 (საქ. დრო)

საქართველო - ნიდერლანდები

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 20. ანდრო დვალი (პერპინიანი), 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

Rugby.ge

ახალი მწვრთნელი მოვიდა,მისთვის ყველა ახალია და ყველას ნახვა უნდა.რაღაცა წარმოდგენა უქვე შეიქმნა,ვარჯიშებზეც ხომ შეხედა და ეტყობა ჯერ ჯერობით ისევ სხვების ნახვა არჩია.ფლანგელისთვის მთავარი ბურთიანად გაქცევა და შეტევის დამთავრებაა,მას კი სისწრაფის აკრეფის მცდელობაც არ ჰქონია.კლუბში მისი თამაში არ მინახია და ვერაფერს ვიტყვი,ეტყობა არც ფორმაშია და ამიტომ თამაშს საკუთარ თავზე ვერ იღებდა.27 წლისა ყოფილა და ახალგაზრდობით მოკრძალებაც აღარ შეეფერება.მწვრთნელმა უკვე უჩვენა,რომ მას აკვირდებიან და ახლა მასზეა,როგორი გულმოდგინებით იმუშავებს,განვითარებისათვის.ამ კომენტარს უკვე ჰოლანდიელებთან თამაშის შემდეგ ვწერ და უნდა ითქვას,რომ ახალწვეულებმა საკმაოდ აქტიურად ითამაშეს,გუნდიც გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა,თუმცა შეცდომებიც და უდისციპლინობაც საკმაოზე ბევრი იყო.რაც სასიამოვნო იყო,ეს აუტებში და შერკინებაში დამაჯერებელი უპირატსეობაა და კიდევ,მატკავა ქარიანი ამინდის მიუხედავად,საკმაოდ დამაჯერებელი იყო,ფეხით თამაშში,უკანახაზელებმა კი,ბევრი ლელო დადეს.ტაბუცაძეს აშკარად აწუხებს მარჯვენა ფეხი.რამდენიც გაიქცა,აშკარა იყო,რომ ფეხს ბოლომდე ვერ ატანდა ძალას,ბურთს ფეხით გზავნიდა წინ და იქ ცდილობდა დაუფლებას,რათა კონტაქტებში ძლიერი დატვირთვა თავიდან აერიდებინა.არა უშავს,მოირჩინოს და კიდევ დადებს ლელოებს.დღეს დანარჩენმა უკანახაზელებმა,წარმატებით ჩაანაცვლეს.
რეზო
თუ ესპანეთთანაც არ ათამაშა, მაშინ საერთოდ აზრი არ ქონია მის გამოძახებას. ერთ თამაშში ვერავის ვერ გამოცდი, მითუმეტეს პირველ თამაშში და მითუმეტეს ჩვენ პირველ თამაშში. ანუ მაიმუნობა იყო მისი გამოძახება მაშინ.
თოკო
შავ ლომში მაინც უნდა იყოს რეხვიაშვილი. მისი გაბარიტებით და სათამაშო სტილით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს თუ გაიხსნა და მსოფლიოსთვის ოპტიმალურ ფიზიკურ და სათამაშო ფორმაში ჩაჯდა ძალიან კარგი იქნება. ახლა მართლა 7-კაცას გამოცდილებაც არ იკითხებოდა მის თამაშში და ფორმაშიც შესასვლელი რომ არის ეგაც ჩანდა. აი ბარბაქაძეს რატომ არ მიეცა შანსი ჯერ ვერ ვხვდები. აქ არ არის. ესპანეთთან სარისკოა მისი დაყენება, თუ უთამაშებლად ჩაამთავრებინებენ ამ ტურნირს უკამყოფილო ვიქნები.

რეხვიაშვილი ამოაგდეს განაცხადიდან?მეგონა მეორე თამაშში კიდევ შეამოწმებდნენ,თუმცა არ მიკვირს,რომ ახლა სხვას სცდიან.შანსი მისცეს და ვერ გამოიყენა.
თოკო
რადგან წინასწარი შეთანხმების მიხედვით ქუნთელია სუთიძე ჯავახია ახალაძე და მელიქიძე თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ.
ამბაკო
ცვლილებები რატომ იყო მოსალოდნელი?
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება
The Telegraph: "ტოტენჰემი" 14 თებერვალს დანიშნული იგორ ტუდორის მოხსნას განიხილავს
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი ფეხბურთელს დაუბრუნდა და ბრაზილიურ გუნდში ჩაირიცხა
"ენფილდზე" ფანების გარეშე - UEFA-მ "გალათასარაი" დააჯარიმა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
[VIDEO] სლოტი მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს - "ლივერპულმა" "ვულვერჰემპტონი" მარტივად დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"