7-კაცა: ორი მოგება დუბაიში
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ხუთიდან ორი თამაში მოიგო.

ჩვენმა გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა. დუბაის საერთაშორისო ტურნირი ევროპის გრან პრის სერიებისთვის (რომლის პირველი ეტაპი მაისის ბოლოს მოსკოვში გაიმართება) მოსამზადებელი ტურნირია და ზაზა ლეჟავამ დუბაიში თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდა დებიუტანტებს მისცა.

პირველ დღეს საკვალიფიკაციო თამაშები გაიმართა. ქართველების პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრების სარეზერვო გუნდი ‘ფროგისი’ იყო და მეტოქემ 24:0 იმარჯვა, მეორე მატჩში წვეულ გუნდ ‘კუკრი კობრას’ ორი ლელო გავუტანეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 12:26, ხოლო დღის ბოლოს გერმანიის ნაკრებს ოთხი ლელოთი 24:5 ვაჯობეთ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს 7-კაცამ მეორე დღეს ჩელენჯ ტროფიზე გადაინაცვლა და მეოთხედფინალში ზამბიას 24:21 მოუგო (ლელოებით 4:3), ნახევარფინალში ზიმბაბვეს ჩემპიონს (15 და 7-კაცა რაგბში), ‘წმინდა გიორგის კოლეჯის’ გუნდს შეხვდა და გათამაშებას გამოეთიშა - 5:19.

ჩვენი 7-კაცა 2018 წლის თებერვალში 10-12-დღიანი შეკრებით სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და 3-4 მარტს იქვე ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 7-კაცამ დუბაიში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნიკო აფციაური (არმია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), გიორგი აბრამიძე (აია), ნიკა ბიწაძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენსი), საბა შუბითიძე (აკადემია).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

ექიმი: ვახტანგ წიკლაური

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

rugby.ge

გუჯა კახაძე
ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, სადაც ერთმანეთის წარმატებისთვის კომპლექსური და დაუღალავი შრომა მიმდინარეობს, რასაც საბოლოო დიდ წარმატებამდე მივყავართ!
dato
მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ ოლიმპიადის საგზური მოიპოვონ.
"პსჟ თავისივე იარაღით დავამარცხეთ" - "ბოტაფოგოს" მწვრთნელმა კვარაცხელიას გუნდთან გამარჯვება შეაფასა
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
[VIDEO] გადაწერილი საფეხბურთო ისტორია - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მსაჯმა ახალი წესი გამოიყენა
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
მუდრიკი მძიმე დღეშია - უკრაინელს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალონ
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში - "ლეიკერსი" 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
ორი ცვლილებით "ბოტაფოგოსთან" - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა - ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს
კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული