"ვაიდანასთან" "ბათუმი" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს
‘ბათუმის’ მორაგბეებმა ტრავმებს სძლიეს და ევროპული რაგბის ‘კონტინენტის ფარის’ მესამე ტურში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს. ზღვისპირელები იტალიაში გუშინ ჩავიდნენ და ‘ვიადანას’ ხვალ, 9 დეკემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე „ლუიჯი ძაფანელაზე“ ერკინებიან. მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს 23-კაციანი განაცხადი და ‘კონტინენტის ფარის’ წინა ორ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილებაა.

მნიშვნელოვანია, რომ უელსთან ტესტ-მატჩისას მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება ბორჯღალოსანთა მგეზავი ლაშა ხმალაძე. ასევე სასტარტო შემადგენლობაში არიან ბახვა კობახიძე, ბექა ურჯუკაშვილი და დავით ტრაპაიძე. ტრაპაიძემ ‘როვიგოსთან’ და ‘ჰაიდელბერგთან’ შეცვლებზე ითამაშა, ამჟამად კი შუამარბად ურჯუკაშვილს შეუწყვილდება. გარემარბად სასტარტოში დაწინაურდა ნიკა ნინიძე, რომელიც წინა შეხვედრებში ასევე მარქაფიდან ჩაერთო.

სამი ცვლილებაა შერკინებაში. შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ზურაბ ერისთავი და ტარიელ დონაძე იწყებენ. დონაძეს ‘როვიგოსთან’ არ უთამაშია, ხოლო ‘ჰაიდელბერგთან’ მარქაფაში იყო. უცვლელი დარჩა მეორე ხაზი, მესამე ხაზში კი არჩილ ალიქაძის ნაცვლად სასტარტოში ვანო ფუტკარაძე დაწინაურდა. მარქაფაში ერთი ისეთი მორაგბეა, რომელსაც ‘კონტინენტის ფარზე’ ჯერ არ უთამაშია - ნუკრი ფერსელიძე.

‘ვიადანას’ დამარცხების შემთხვევაში ‘ბათუმი’ ჯგუფში პირველ ადგილს და ბოლო ტურის წინ ფლეი ოფში გასვლის კარგ შანსს შეინარჩუნებს. შეგახსენებთ მომდევნო ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან ორი უკეთესი გადის.

ამაშუკელი ცენტრალურ მატჩში

‘კონტინენტის ფარის’ მესამე ტურის ცენტრალური მატჩი რუმინეთში გაიმართება, სადაც ‘ბათუმის’ მომავალი მეტოქე, რუმინეთის ჩემპიონი ‘ტიმიშოარა-სარასენსი’ ქართული კლუბის უახლოეს მდევარს, იტალიის ჩემპიონ ‘კალვიზანოს’ დაუხვდება.

ამ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. რეფერი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ნიკა ამაშუკელია, რომელსაც კიდეებიდან თორნიკე გვირჯიშვილი და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

კონტინენტის ფარი | III ტური

9 დეკემბერი. „ლუიჯი ძაფანელა“. 18 საათი (საქართველოს დრო)

ხაზი (ბექები): 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. დავით ტრაპაიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. ნიკა ნინიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე (კაპ.);

შერკინება (ფორვარდები): 1. ზურაბ ერისთავი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი;

მარქაფა: 16. გიორგი თედორაძე, 17. ირაკლი კვანტიძე, 18. შოთა გოგისვანიძე, 19. არჩილ ალიქაძე, 20. ნუკრი ფერსელიძე, 21. ჯონდი კორტავა, 22. გიორგი გოგიტიძე, 23. დურმიშხან ჯაბნიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
ნიკ,მსაჯობის ამბავი იქნებოდა ალბათ?
რეზო
12? იჩხუბეს?
mamuka
9 საათია. ერთ საათზე მეტია რაც მორჩა ანგარიშს არც არავინ აქვეყნებს და ვერც ვპოულობ ვერცერთ საიტზე
nik
წავაგეთ 29:27, ბოლოს ჩვენები 12 ნი დარჩნენ მოედანზე,არადა ვიგებდით 27:5
სოსო
სად შეიძლება ვუყუროთ?თუ არ არის სტრიმი,ეგ მაინც გვითხარით.
მიშა63
სტრიმი არ იქნება ???
zas.
წარმატება ბათუმს.
"შავი ლომი" | ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან
"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
კვარაცხელიას თანაგუნდელი სავარაუდოდ, კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ოსიმენისთვის "იუვენტუსი" გამოირიცხა - დარჩა ორი ვარიანტი
წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "გრანადა" პლეი-ოფის მიღმა დარჩა
[VIDEO] პარიზში საჩემპიონო ზეიმი დაიწყო
დონარუმამ შეიძლება პსჟ დატოვოს - მიზეზი ცნობილია
ახალგაზრდულმა ავსტრიული შეკრება დაიწყო - საზონოვმა ივარჯიშა
"ჩემი ბიჭებით ვამაყობ" - "ინტერის" მთავარი მწვრთნელი
"ენრიკემ თავისუფლება და სიმშვიდე მოგვცა" - დონარუმამ ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
"პსჟ-ს ფინალში მან ულიდერა და "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - ლუის ენრიკემ შეგირდი გამოარჩია
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"იმედი მაქვს, მესი გვიყურებს" - ვიტინია
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] მესის დუბლი და 2 საგოლე პასი "კოლუმბუსთან"
შენგელიას გამარჯვების ბურთი, MVP-ის ტიტული და ნახევარფინალურ სერიაში "ვირტუსი" დაწინაურდა
"მარად ჩემთანაა" - ლუის ენრიკემ გამარჯვება გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა
[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერთან" მატჩში?
რა თანხა გამოიმუშავა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით?
[VIDEO] "კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დამარცხების მიუხედავად "ბათუმი" ჯგუფში პირველ ადგილზე დარჩა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
კონტინენტის ფარი: "ვიადანა" "ბათუმი" 31-27
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში