მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე წასვლის წინ "რეალმა" "სევილიას" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე წასვლის წინ "რეალმა" "სევილიას" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. იმავე დღეს კრიშტიანო რონალდომ "ბერნაბეუს" ხუთი "ოქროს ბურთი" წარუდგინა...
რეალი-სევილია
კრიშტიანო რონალდომ "ბერნაბეუზე" თავისი ხუთი "ოქროს ბურთი" გამოფინა და "რეალმა" "სევილიას" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. აქედან წლის საუკეთესო ფეხბურთელისა ორია. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ეს რონალდოს პირველი დუბლია ჩემპიონატში. ახლა პორტუგალიელს 4 გოლი აქვს გატანილი, აქედან ორი პენალტით.
რაც შეეხება თამაშს, ბევრს ეგონა, რომ ეს იქნებოდა რეალური ტესტი "რეალისთვის", მაგრამ 42 წუთში მასპინძლები 5:0-ს იგებდნენ და მერე უბრალოდ გაჩერდნენ. "სამეფო კლუბს" სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა დისკვალიფიკაციის გამო: გარეთ ბეილი ტრავმის გამო, ხოლო ისკო უბრალოდ ზიდანმა სასტარტოში არ დააყენა. ყველაზე მეტად დაცვის ეშინოდათ, არადა, ორი გოლი სწორედ მცველებმა გაიტანეს - აშრაფ ჰაკიმიმ და ნაჩომ.
ზინედინ ზიდანი (რეალი): "ბედნიერები ვართ, რადგან 'სევილიას" ხუთ გოლს იოლად ვერ გაუტან. მიხარია, რომ კრიშტიანომ ისევ დაიწყო გოლების გატანა; მიხარია, რომ თავი გამოიჩინეს ისეთმა ფეხბურთელებმა, რომელთაც იშვიათად უწევთ თამაში. ხუთი გოლი ამ სეზონში პირველად გავიტანეთ, თუმცა არ მიმაჩნია, რომ პირველი ტაიმი საუკეთესო იყო ჩვენთვის ამ სეზონში. გვქონდა ძალიან კარგი თამაშები, თუნდაც, "დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგაზე".
ერნესტო მარკუჩი (სევილია): "ბერიცოს ყოველდღიურად ველაპარაკები. მისი რეაბილიტაციის პერიოდი ისე კარგად მიმდინარეობს, არ გამიკვირდება, რომ წლის ბოლომდე დაგვიბრუნდეს. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ თავაწეულებს ეთამაშათ, რადგან მათ ყველა შეცდომა, რაც კი შეიძლებოდა, უკვე დაშვებული ჰქონდათ".
09.12.17. რეალი - სევილია 5:0
ფაქტები
კრიშტიანო რონალდომ (რეალი) 2017 წელს 50 გოლი გაიტანა. ამავდროულად, იგივე შეძლო ჰარი კეინმა (ტოტენჰემი).
რონალდო პირველი ფეხბურთელია ტოპ-5 ლიგაში, ვინც ზედიზედ 7 წლის განმავლობაში შეძლო წელიწადში 50 და მეტი გოლის გატანა. საუკეთესო იყო 2013 წელი, როცა მან 69 გოლი გაიტანა.
კრიშტიანო რონალდომ საკლუბო კარიერაში მე-500 მოგება მიითვალა: 301 "რეალის" მაისურით, 186 - "მანჩესტერ იუნაიტედისა" და 13 - ლისაბონის "სპორტინგის".
კეილორ ნავასმა 113-ედ ითამაშა "რეალში" და კლუბის ისტორიაში მე-10 ადგილზე გადავიდა. პირველი იკერ კასილიასია - 725 მატჩი.
"სევილიას" ერთი მოგება აშორებს ლა ლიგაში მეათასე გამარჯვებას.
ხესუს ნავასი "სევილიას" მაისურით 415-ედ გამოვიდა და კლუბის ლეგენდა პაბლო ბლანკოს გაუთანაბრდა.
როცა "რეალმა" ბოლოს მოუგო "სევილიას" 5:0 (1993 წ.), მის რიგებში დიეგო სიმეონე და დიეგო მარადონა თამაშობდნენ.
ამ სეზონში რონალდომ და ბენზემამ ძელს უფრო მეტჯერ გაარტყეს ბურთი, ვიდრე გოლი გაიტანეს: რონალდო - 4 გოლი და 5 ძელი, ბენზემა - 2 გოლი და 3 ძელი.
ერთ ტაიმში 5 გოლი "სევილიამ" ბოლოს 1987 წელს "სარაგოსასთან" მატჩში გაუშვა.
რონალდომ "სევილიას" 15 თამაშში 24 გოლი გაუტანა. ამაზე მეტი გოლი მას სხვა არც ერთი კლუბისთვის არ გაუტანია.
ვალენსია ისევ იგებს
"ვალენსიამ" ბოლოსკენ გატეხა "სელტა", რომლის რიგებშიც კვლავ ძალზე სახიფათოა იაგო ასპასი. "ღამურებმა" ქულების დაკარგვა დანი პარეხოს პენალტის წყალობით აიცილეს - 2:1. ამასობაში გუნდს მალე დაუბრუნდება გონსალო გედეში, სეზონის მთავარი აღმოჩენა უკვე სრულფასოვნად ვარჯიშობს. "ვალენსიამ" ამ მოგებით "რეალს" მიახლოების საშუალება არ მისცა.
09.12.17. ვალენსია - სელტა 2:1
"ატლეტიკომ" სტუმრად 1:0 მოუგო "ბეტისს", სევილიაში გამარჯვების გოლი საულ ნიგესმა გაიტანა. სიმეონეს გუნდს აკლდა ტრავმირებული ანტუან გრიზმანი. მადრიდელები კვლავ დაუმარცხებლები არიან.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "დღეს ცოტა შანსი გვქონდა, მაგრამ უფრო მეტად ვიყავით კონცენტრირებულნი. ჩემთვის ეს იყო კარგი თამაში და კიდევ უფრო კარგი შედეგი".
10.12.17. ბეტისი – მადრიდის ატლეტიკო 0:1
"ბარსელონამ" მეორე ტაიმში გატეხა ათი კაცით მოთამაშე "ვილიარეალი" და "კერამიკაზე" 2:0 იმარჯვა. გოლები ლუის სუარესმა და ლეო მესიმ გაიტანეს.
10.12.17. ვილიარელი – ბარსელონა 0:2
სხვა ფაქტები
იბაი გომესმა (ალავესი) ბოლო 4 მატჩში იმდენივე გოლი გაიტანა (4), რამდენიც წინა 32-ში.
"ალავესმა" აბელარდოს ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ მოიგო. ბასკურმა კლუბმა წინა 13 ტურშიც ორი მატჩი მოიგო.
დანი პარეხოს (ვალენსია) ყველაზე მეტი გოლი "სელტას" კარში აქვს გატანილი.
სიმონე ძაძამ (ვალენსია) ლა ლიგაში 10 გოლი 13 ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიტანა.
არიც ადურისი გახდა "ბილბაოს" ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვინც ლა ლიგაში გოლი გაიტანა - ის 36 წლისა და 302 დღისაა.
"ატლეტიკოს" ამ სეზონში ყველაზე დაბალი ბურთის ფლობის პროცენტი ჰქონდა - 26,1%.
"ატლეტიკოს" ისტორიაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია აქვს ლა ლიგაში - 19 მატჩი (12 მოგება, 7 ფრე).
რაიან ბუდებუზი (ბეტისი) 55-ე წამზე გააფრთხილეს. ეს ამ სეზონში მეორე ყველაზე სწრაფი გაფრთხილებაა.
ბორხა ბასტონმა პირველად გაიტანა "მალაგას" მაისურით საგარეო მატჩში.
ლა ლიგა. XVI ტური
ალავესი-ლას პალმასი 2:0
გოლები: 1:0 იბაი გომესი (23), 2:0 ელ ჰადადი (55)
ხეტაფე-ეიბარი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ხორდანი (54. ეიბარი)
რეალი-სევილია 5:0
გოლები: 1:0 ნაჩო (3), 2:0 რონალდო (23), 3:0 რონალდო (31-პენ), 4:0 კროოსი (38), 5:0 ჰაკიმი (42)
რეალი (4-4-2): კ. ნავასი - ჰაკიმი, ვალიეხო, ნაჩო, მარსელო - ლ. ვასკესი, მოდრიჩი (71. სებალიოსი), კროოსი (63. მ. ლორენტე), ასენსიო - ბენზემა, რონალდო (76. ისკო)
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო, კიაერი, ლონგლე, კაროლე - ბანეგა (81. კრონ-დელი), პისარო, ფ. ვასკესი (71. გაისი) - ხესუს ნავასი, მურიელი, ნოლიტო (57. სარაბია)
დეპორტივო-ლეგანესი 1:0
გოლი: 1:0 ადრიანი (24)
ვალენსია-სელტა 2:1
გოლები: 1:0 ძაძა (28), 1:1 ასპასი (46), 2:1 პარეხო (81-პენ)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, ვეზუ, გაბრიელი, გაია - სოლერი (61. ნაჩო), კონდოგბია, პარეხო, ა. პერეირა (89. მაქსიმოვიჩი) - როდრიგო (66. მინა), ძაძა
სოსიედადი-მალაგა 0:2
გოლები: 0:1 ბასტონი (23-პენ), 0:2 გ. კასტრო (58)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა (46. ზუბელდია) - იანუზაი (65. ხუანმი), ვილიან ჟოზე (73. იონ ბაუტისტა), ოიარზაბალი
გამოუყენებელი პენალტი: ბასტონი (58. მალაგა)
ბეტისი-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 სუალ ნიგესი (29)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, თომასი (93. ლ. ერნანდესი), გაბი, კოკე - გამეირო (76. ფ. ტორესი), ა. კორეა (61. ხ. ხიმენესი)
ლევანტე-ბილბაო 1:2
გოლები: 0:1 ადურისი (5-პენ), 1:1 ლაპორტი (73 ს.კ.), 1:2 პოსტიგო (79 ს.კ.)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - მ. რიკო, ვესგა - დე მარკოსი (89. საბინი), რაულ გარსია, სუსაეტა (82. საბორიტი - ადურისი (71. ვილიამსი)
ვილიარეალი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (72), 0:2 მესი (83)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (86. ანდრე გომეში), პაულინიო (68. ა. ვიდალი) - მესი, ლ. სუარესი, დ. სუარესი (58. პ. ალკასერი)
გაძევება: რაბა (60. ვილიარეალი)
ორშაბათი, 11 დეკემბერი
ესპანიოლი-ჟირონა 23:59
ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 9 - იაგო ასპასი (სელტა), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 8 - როდრიგო (ვალენსია), კრისტიან სტუანი (ჟირონა).
მომდევნო ტური
15 დეკემბერი: სევილია-ლევანტე;
16 დეკემბერი: ბილბაო-რეალ სოსიედადი, ეიბარი-ვალენსია, ატლეტიკო-ალავესი;
17 დეკემბერი: ჟირონა-ხეტაფე, სელტა-ვილიარეალი, ლას პალმასი-ესპანიოლი, ბარსელონა-დეპორტივო; ლეგანესი-რეალი (გადაიდო);
18 დეკემბერი: მალაგა-ბეტისი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
ᓓᓘᓔᓒᓝ ᓡᓘᓛᓔᓝᓜᓔ: 80-ᓛᓘᓚᓘᓝᓜᓘᓐᓜᓘ ᓛᓝᓗᓐᓛᓐᓨᓔᓔᓑᓘ ᓐᓠ ᓒᓕᓧᓐᓕᓡ, ᓛᓐᓒᓠᓐᓛ ᓒᓕᓧᓐᓕᓡ ᓒᓣᓜᓓᓘ
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია