ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"საკალათბურთო ოჯახის" არასაკალათბურთო თამაშები

"საკალათბურთო ოჯახის" არასაკალათბურთო თამაშები

11 დეკემბერს ჩატარებული საკალათბურთო არჩევნები უკვე რამდენიმე თვით ადრე იყო აქტუალური თემა
11 დეკემბერს ჩატარებული საკალათბურთო არჩევნები უკვე რამდენიმე თვით ადრე იყო აქტუალური თემა და მასში მთელი საკალათბურთო სამყარო იყო ჩართული.

მე, როგორც ჟურნალისტი, ვესწრებოდი კანდიდატების შეხვედრებს და მინდა შემოგთავაზოთ ჩემი თვალით დანახული ეს გარემო.

თავიდანვე გამოიკვეთა სამი სუბიექტი, რომლებიც არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას: შიო ხეცურიანი, პაატა გურასპაული და კახა შენგელია. თუმცა ბოლოს ამ უკანასკნელმა შიო ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ შენგელია ორივე კანდიდატურას თავიდანვე საკმაოდ სკანდალურად დაუპირისპირდა.

შიო ხეცურიანი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმაურით ჩაერთო და დიდი დაპირებებით. ის ქართულ კალათბურთში რევოლუციას გვპირდებოდა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში განახორციელებდა და ალბათ, ეს იყო მისი დაპირების მთავარი შეცდომა, რადგან მას რომ ეს ყველაფერი აესრულებინა, მინიმუმ სამჯერ უნდა მოხვედრილიყო მთავარ პოსტზე. თუმცა მისი დაპირებები დამაიმედებელი იყო და სრულიად სხვა ხედვას გვთავაზობდა, რაც ერთგვარი ინოვაცია იყო.

შიო ხეცურიანის გვერდით თავიდანვე გამოჩნდა ნაკრების მწვრთნელი კოტე ტუღუში, ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, მოქმედი მოთამაშე გიორგი ცინცაძე. მას მხარდაჭერა გამოუცხადეს საკალათბურთო სამყაროს ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა, მოქმედი ფედერაციის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა პოპულარულმა სახემ.

Sportall.ge-სთან ინტერვიუში მანუჩარ მარკოიშვილმა აღნიშნა, რომ მას შიო ხეცურიანის პროგრამა მოსწონდა. შიდა ქართლის მოვლენების შემდეგ კი ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს შიოს თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა.

უფლებამოსილება და ბრალდებები საპრეზიდენტო არჩევნების წინ

რაც შეეხება პაატა გურასპაულს, თავიდანვე წავიდა იმაზე საუბარი, რომ ის ფედერაციის კანდიდატურა იყო, თუმცა გურასპაული კატეგორიულად უარყოფდა ამ ფაქტს. ამჟამინდელი პრეზიდენტის აზრით, წინა ფედერაცია გამართულად მუშაობდა, თუმცა ჰქონდათ მათაც რაღაცა სახის შეცდომები.

პაატას პროგრამა, განსხვავებით მოწინააღმდეგისგან, 4 წლის ვადაზე იყო გათვლილი, თუმცა მას არ ჰქონდა სრულყოფილი სახე და კანდიდატის თქმით, ეს პერიოდულად, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩამოყალიბდებოდა.

გურასპაული არ უპირისპირდებოდა მოწინააღმდეგეებს და მისი მეტოქეობა უფრო მშვიდი იყო. ის კანდიდატობის პერიოდში აცხადებდა, რომ ის ითანამშრომლებდა ყველასთან, თუ მათ ამისი სურვილი ექნებოდათ, მაგრამ ნამდვილად არ არის მოსაწონი ფაქტი, რომ გეგმა ბოლომდე სრულყოფილი არ იყო და ზოგად დაპირებებს ეფუძნებოდა.

არჩევნების დღეს ერთი საათით ადრე შიო ხეცურიანმა დააანონსა პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო ბოლომდე უსამართლობასთან ბრძოლა და ის ხსნიდა თავის კანდიდატურას არჩევნებიდან. არადა, თვითონ შიო ამბობდა სხვადასხვა ინტერვიუში, რომ ის არჩევნებში არასასურველ შედეგს ბოიკოტით არ დაუპირისპირდებოდა და სამართლებრივად მოახდენდა ამაზე რეაგირებას.

საკალათბურთო სამყარო არც ისე დიდია და ფაქტია, რომ შიო ხეცურიანმა იცოდა, თუ დელეგატების ნაწილს ვერ გადაიბირებდა, ის არჩევნებს ვერ მოიგებდა, რადგან გადაწყვეტილებას არა კალათბურთელები, არამედ დელეგატები იღებენ. ალბათ, ამისი დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ მან არჩევნებიდან ერთი საათით ადრე მოხსნა კანდიდატურა და გაწბილებული დატოვა მისი მხარდამჭერები.

რატომ დავწერე გადაბირება? ჩემი შეხედულებით, ამ არჩევნების დაკვირვების პერიოდში გამოჩნდა, რომ დელეგატების ნაწილი პროგრამას არ აქცევდა ყურადღებას, არამედ გაცემულ ავანსებსა და მათ საკალათბურთო მომავალს, თუ რა შეიძლება მოსვლოდა ამა თუ იმ პრეზიდენტის შემთხვევაში.

არჩევნებამდე ყველამ იცოდა შედეგი და 11 დეკემბერი, ზოგადად, ფორმალობა იყო და ფურცელზე დაწერილი სახელ-გვარების შემოხაზვა.

არჩევნებზე 7 დელეგატი არ მოვიდა, ხოლო იმათმაც, ვინც ადრე შეიძლება შიოს უჭერდნენ მხარს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პაატა გურასპაულს და მხოლოდ ერთი ადამიანი წავიდა მათ წინააღმდეგ. არჩევნები რეკორდულად მცირე დროში და წყნარ ვითარებაში ჩატარდა.

ხოლო არჩევნების შემდეგ იმ ადამიანებს დასცინოდნენ ზურგს უკან, რომლებმაც პოზიცია არჩევნებზე შეიცვალეს.

არჩევნების დასრულების შემდეგ და პაატა გურასპაულის გაპრეზიდენტებიდან მალევე, გურასპაულის მტკიცებას, რომ ფედერაციის კანდიდატი არ იყო, ხაზი გადაუსვა იმ ფაქტმა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მომავალ ყრილობამდე, მის გვერდით წინა ფედერაციიდან 7 აქტიური წევრი იქნება, მათ შორის, მიხეილ გაბრიჩიძეც.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ჰყავს ახალი პრეზიდენტი და ვიმედოვნებთ, რომ ის სასიკეთო ნაბიჯებს გადადგამს ქართული კალათბურთის განვითარებისთვის.

დაბოლოს, ორივე კანდიდატის შეხვედრებზე ხშირად მესმოდა ტერმინი "საკალათბურთო ოჯახი". დიახ, ეს დიდი ოჯახია, რომლის წევრებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ: საკალათბურთო წარსული, ნათელმირონობა, მეჯვარეობა, ოჯახებს შორის ქორწინებით დანათესავება და სისხლით ნათესაობა. მაგრამ მათ ერთმანეთთან არ აკავშირებთ ეს ტერმინი სრული გაგებით, ეს არ არის ოჯახი, ეს არასაკალათბურთო ტახტის თამაშებია, რომელიც ქართულ კალათბურთს ვნებს.

P.S. ვიმედოვნებ, რომ ეს დაძაბულობა საქართველოს ნაკრებზე არ აისახება და ორად გახლეჩილი ნაკრები ისევ ერთად და ერთხმად შეძლებს გულშემატკივრების გაბედნიერებას.

• 777

არაფერი სასწაული არ მომხდარა კალათბურთის არჩევნებზე. ხეცურიანმა იცოდა რომ არჩევნებს ვერ მოიგებდა და ამიტომაც მოხსნა კანდიდატურა. საერთოდაც: სიტუაცია კალათბურთში სხვა სპორტისაგან განსხვავებით სრულიად ნორმალურია, ნაკრებში თაობათა ცვლაა და ამ პროცესს ვერავინ გადაურჩება. თუ საუბარია იმაზე,რომ ამას საკალათბურთო სამყარო მეტად მომზადებული უნდა შეხვედროდა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვები ასფალტზე ვერ გაიზრდებიან, ნორმალური მწვრთნელებიც ციდან არ ცვივა და ქვეყნის ჩემპიონატი კინაღამ ჩაიშალა უსახსრობის გამო. ფედერაციის და მენეჯერების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად რაღაც გამოგვდის. სამუშაო პროცესია, ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს ეშველება ფაჩულიას მოუთოკავი და უზომო ამბიციის გარდა. ნუ სარგებლობს იმით, რომ საკალათბურთო სამყარო,დიახაც ოჯახია და ბევრ რამეზე,ნაკრების წევრებთან დაკავშირებით, არ საუბრობს.

• 888

პაატა წესიერი და კალათბურთის მცოდნე კაცია,აი რამდენად დააღწევს თავს გამგეობის ჩამყაყებული წევრების გავლენას ეგ საკითხავია.ისე ქართული კალათბურთის რეგრესი გარდუვალია და წარუმატებლობა შეიძლება პაატას აკიდონ.

• ლევანი-ს

ლგბტ დამცველია :)))

• ებიჯო

არ ვეთანხმები სტატიის ავტორს ბოლო სურვილებში. მე მგონია რომ ბოლო უნდა მოეღოს სანამ დროა ამ ჩაწყობებს მაშინ ვთქვათ რომ დებილები ვართ და ბაბანინს რესპუბლიკაში ვართ, პირიქით უნდა დაიძაბოს და გაირკვას ამ დელეგატების უნამუსობამ რა სიტუაციაში მიიყვანა კალადბურთი.

• ლევანი

პრეზენტაციაზე ხეცურიანმა კობიაშვილი ისე გამოჭიმა პირველ რიგში თითქოს დიდი სასახელო ვინმე ყოფილიყოს. მაგის მხარდაჭერილის როგორ უნდა ირწმუნო,საერთოდ დაასამარა ფეხბურთი, პარლამენტარია თუ ფეხბურთის თავკაცი თვითონაც ვერ გარკვეულა ეს უვარგისი.

• bajo

მისჰაას დროს რაც ნემსაზეს გააკეტებიეს ეგ განმეორდა,რა ოჯახი რისი ოჯახი ბებია და ბაბუებიც დაასაქმეტ,სპორტის მინისტრია ამის ტავი ატყავებენ ბავსჰვებს,სავარჯისჰოდ რო მიიყვანო ბურტი უნდა უყიდოს მსჰობელმა გაგიგიატ ხალხო ესეტი რამ.ცურბელა დელეგატები უნდა მოასჰოროტ ამ საქმეს

• tngh

საბედნიეროდ, საქართველოში ყველა სფეროში სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება დილეტანტ-პოპულიზმი. საზოგადოების უდიდესი ნაწილი რეალობას აცნობიერებს და ისე აკეთებს არჩევანს. უმეტეს შემთხვევაში ზომიერების და პროფესიონალიზმის სასარგებლოდ. თუმცა დედაქალაქში ელისაშვილის მიერ მიღებული 17% პოპულიზმის კიდევ ერთი დადასტურებაა...

• ქუთაისელი

კაი ბიჭებს პროგრამა არ სჭირდებათ, სიმონ, თუ რაშია საქმე? :)

• ლევანი

ჟურნალისტებსაც მეტი აქტიურობა გმათებდათ როცა ასეთი ამბები ხდება ზედაპირული დამკვირვებელი არ უბდა იყოთ, და არჩევნების მერე არ უბდა იგებდრთ თურმე მართლა მოქმედი პრეზიდენტის კადრი ყოფილაო. უპროგრამო კაცი ერთხმად აირჩიეს პრეზიდენტად და ბოლოს მაინც ვინედოვნებთ წარმატებული იქნებაო, როგორ უნდა იყოს?

• გიორგი

იქნება აიღოთ იმ ხალხისგან იონტერვიუ, ვინც გურასპაული აირჩიეს, გვითხრან რას მისცენ ხმა, რატო ამჯობინეს არსებული ფედერაცია შიო ხეცურიანს. ისე მადლობა კრიტიკული სტატიისთვი, მეტიც შეიძლებოდა, მარა დასაწყისისთვის ამასაც არა უშავს.

• Lsd

Hm.

• zaza

ვიმედოვნებთ რო ახალი პრეზიდენტი და მერე დანარჩენი ყველაფერი ძველებურად ანუ გაბრიჩიძე ნომერი ორი ასე იმედოვნებდით მისი არჩევის დროსაც ხო ესა და რა შეგჩათ ხელში ერთი ხელშესახები თემა დაასახელეთ ნაკრების გარდა რომლის წარმატებაც სრულად კალათბურთელების ამ თაობის დამსახურებაა ეხლა რა შვებით ან რას იზამთ ეგარი საკითხავი დიდი ალბათობით შერმანდინი მსოფლიოს მერე წავა ნაკრებიდან რადგან ოთხი წლის მერე რაიქნება არავინ იცის შენგელიას ერთი ორი თამაში თუ მოუწევს ნაკრებში და ვინ გრჩებათ რამდენი ბიჭი გყავთ ისეთი რომელიც ამ ხალხს შეცვლის ეგარი საკითხავი.ფუჭი იმედების მიცემას არ ჯობია რეალისტები იყოთ.

• Irakli Apkhaidze

იმედია რაც გვაქვს (თუმცა ნაკრების გარდა რა გვაქვს რო?..) იმასაც არ მოსპობთ... პასუხისმგებლობის ნაკლებობა, ნეპოტიზმი და უსამართლობა ღუპავს ყველაფერს

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო

გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია

პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის

რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან

შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა

იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი

"სამტრედიასთვის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა - კლუბის დირექტორი

გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი

პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში

მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)

საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს