2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გაიმართა.

როგორც ლაშა ტალახაძემ "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას განაცხადა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დააფასა ის შრომა, რომელსაც ფედერაცია და თავად ეწეოდა. მისი თქმით, ეს არის სასიხარული მომენტი, რომელიც მას, როგორც სპორტსმენს დამატებით სტიმულს აძლევს მომავალი წარმატებებისთვის.

"ფედერაციისთვის და ჩემთვისაც საკმაოდ კარგი წელი იყო. ფედერაციაში წელს უამრავი მოგება დაფიქსირდა და უამრავი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ. დღეს ეს შრომა დაგვიფასა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც არის სასიხარულო მომენტი და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მომავალი წარმატებებისთვის", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გარდა წლის საუკეთესო სპორტმენის დაჯილდოებისა, სესიის დელეგატებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ.

კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსმა, უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სერგეი ბუბკამ ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს ოლიმპიური ორდენი გადასცა.

2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ატაცში მან 220 კგ წონის შტანგა ასწია, აკვრაში კი 257 კილოგრამი დასძლია და საერთო ჯამში, 477 კგ დააგროვა, რითაც საკუთარი მსოფლიო რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა.

ქართლოსი
ვულოცავ ლაშას ღირსეულ აღიარებას! თუ ასე გააგრძელა იმედი მაქვს ის იქნება ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორცმენი ლევან თედიაშვილთან ერთად.
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ოლიმპიურ კომიტეტში
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
პარიზში სპორტის ევროპულ მოდელზე იმსჯელეს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
საქართველოს დელეგაცია ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
EOC რუსეთთან და ბელორუსთან მიმართებით შეზღუდვებს ამკაცრებს
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
შეხვედრა ზამთრის სპორტის სახეობების ფედერაციებთან
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..