საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი სეოკ-ში შეხვდა ზამთრის სპორტის სახეობების - სათხილამურო, ყინულის ჰოკეის და ბიატლონის ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის მზადების საკითხები. ეს მულტისპორტული შეჯიბრება 2025 წელს ბაკურიანში უნდა გაიმართოს.

მამუკა ხაბარელმა ფედერაციების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია ფესტივალისთვის მზადების თაობაზე, გაეცნო არსებულ მდგომარეობას, ისაუბრა ფესტივალის საორგანიზაციო საკითხების შესახებ. სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, როგორც 2023 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კომისიის წევრი, უახლოეს დღეებში მიემგზავრება იტალიაში საკოორდინაციო კომისიის მორიგ შეხვედრაზე. იქ მიღებული გამოცდილება და ცოდნის გაზიარება მეტად მნიშვნელოვანი იქნება 2025 წელს ბაკურიანში დაგეგმილ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის სპორტული დირექტორები - ივანე მეკრავიშვილი და გიორგი ესაკია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ოლიმპიურ კომიტეტში
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
პარიზში სპორტის ევროპულ მოდელზე იმსჯელეს
საქართველოს დელეგაცია ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
EOC რუსეთთან და ბელორუსთან მიმართებით შეზღუდვებს ამკაცრებს
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა