"სამეფო კლუბი" კრიზისშია - ჩემპიონობა კი არა, გუნდს შესაძლოა, ლიგის საგზურიც საბრძოლველი გაუხდეს
"სამეფო კლუბი" კრიზისშია - ჩემპიონობა კი არა, გუნდს შესაძლოა, ლიგის საგზურიც საბრძოლველი გაუხდეს.

დიახ, დღეს "ვილიარეალი" მისი უშუალო კონკურენტია და ამ კონკურენტთან "სამეფო კლუბმა" შინ წააგო... ისტორიაში პირველად. "ბარსელონამ" კი "ანოეტაზე" საოცარი თამაში შემოატრიალა და დიდი საჩემპიონო განაცხადიც გააკეთა.

რეალი-ვილიარეალი

ხავიერ კალიეხას ლამის ნახევარი გუნდი აკლდა, მაგრამ კრიზისში მყოფ "რეალს" მაინც მოუგო მისსავე მოედანზე - 1:0. ახლა "სამეფო კლუბი" აღარაფრით ჰგავს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ გუნდს, ზინედინ ზიდანი კი დაბნეული და გაღიზიანებული ჩანს, ფრანგი მატჩის განმავლობაში საკამათო გადაწყვეტილებებს იღებს (როგორიც იყო შაბათის შეცვლები). მოკლედ, ჩემპიონობას ხომ უკვე დაემშვიდობა მოქმედი ჩემპიონი, თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც საბრძოლველი ექნება.

"რეალმა" უპრეცედენტოდ ბევრი დაარტყა სერხიო ასენხოს კარში, თუმცა ვალენსიელთა გოლკიპერში, თითქოს, იკერ კასილიასი ჩასახლდა... მან საოცარი დარტყმები აუღო კრიშტიანო რონალდოსა და მარსელოს.

ყველაფრის პიკი კი 87-ე წუთზე სტუმართა კართან დანიშნული კუთხური იყო, რომელიც "რეალმა" ისე უშნოდ გაითამაშა, რომ კონტრშეტევა და პაბლო ფორნალსის გოლი მიიღო. აი, ასე იწერება ისტორია ერთი გუნდის კრიზისით მეორისთვის - "ვილიარეალმა" ხომ ისტორიაში პირველად მოიგო "სანტიაგო ბერნაბეუზე" და "სამეფო კლუბს" ქულამდე მიუახლოვდა.

Video

13.01.18 რეალი - ვილიარეალი 0:1

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ასეთი მასირებული დაცვის წინააღმდეგ თამაში მუდამ პრობლემატურია. ჩვენ წაგება არ დაგვიმსახურებია. ბოლო წუთებზე კონტრშეტევაზე ნამდვილად არ გვიფიქრია, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით. ასე გაგვეპარა "ვილიარეალის" შეტევა.

ბურთს, თითქოს, არ სურდა "ვილიარეალის" კარში გასვლა. როცა მომენტებს ვერ იყენებ, ისჯები. ახლა ყველაფერი ნეგატიური უნდა დავივიწყოთ და პოზიტიურზე გადავერთოთ. ეს ყველაფერი - ცუდი სერია - აუცილებლად შეიცვლება კარგით.

ფსიქოლოგიურად მოქმედებს, როცა ფეხბურთელები ბევრს იბრძვიან, დარბიან, მომენტებს ქმნიან, მაგრამ ვერ იმარჯვებენ. ფეხბურთში ხანდახან არის ცუდი დროება. ახლა სწორედ ასეთია კლუბისთვის.

ჩვენ კარგად ვაანალიზებთ სიტუაციას და ვიცით, რა მიზნები უნდა დავისახოთ - ეს ჩემპიონთა ლიგისა და კოპას მოგებაა. როცა ყველაფერი ცუდადაა, შენ შეგიძლია სიტუაციის შეცვლა. ეს არის ფეხბურთში კარგი".

ხავიერ კალიეხა (ვილიარეალი): "არ ვფიქრობ, რომ "ვილიარეალისთვის" მიუღწეველია ჩემპიონთა ლიგის საგზური. თუ ყველაფერს ყოველდღიური სიდინჯით მივუდგებით და მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მე-4 ადგილზე გასვლა. თუმცა ჩვენ წინ ოთხი კლუბი მართლაც ძალიან ძლიერია და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. რაც უნდა იყოს, ძლიერ მეტოქესთან მისსავე მოედანზე მოპოვებული სამი ქულა ყოველთვის საამაყოა".

ფაქტები

"ვილიარეალმა" მხოლოდ მე-19 ცდაზე შეძლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვება. ახლა გუნდს ამ სტადიონზე 1 მოგება და 5 ფრე აქვს (13 მარცხი).

მარსელომ საკუთარი ანტირეკორდი დაამყარა, 16-დან 13 ჩაწოდება გააცუდა.

პაბლო ფორნალსის ორმა გოლმა "ვილიარეალს" პირადად მოუტანა ამ სეზონში 4 ქულა.

"რეალმა" ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ - 28-ჯერ.

ეიბარი-ატლეტიკო

"ატლეტიკომ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ეიბარი". ბასკების კარში გამარჯვების გოლი 27-ე წუთზე კევინ გამეირომ გაიტანა. გოლი "სუფთა ფრანგული" გამოვიდა - გამეიროს საგოლე პასი თანამემამულე ანტუან გრიზმანმა გაუკეთა. "ატლეტიკოში" დაბრუნებული დიეგო კოშტა მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ არა იან ობლაკის ბრწყინვალე "სეივები", "ატლეტიკოს" სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან გაუჭირდებოდა.

Video

13.01.18 ეიბარი - ატლეტიკო 0:1

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "არასოდეს ვლაპარაკობ სამართლიანობაზე, ვიგებ თუ ვაგებ. შედეგს ეს ვერ შეცვლის. ჩვენთვის დაცვის კარგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. იან ობლაკმა ისე ითამაშა, როგორც უნდა ითამაშოს. ის ისეთივე კარგი იყო, როგორიც დანარჩენი ფეხბურთელები. კოშტასა და ვიტოლოს დამატებამ გუნდს ახალი ენერგია მისცა".

ფაქტები

ბოლო 18 ტურში "ატლეტიკომ" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა პირველ ტაიმებში.

"ატლეტიკომ" პირველ წრეში მხოლოდ 8 გოლი გაუშვა. ეს კლუბის რეკორდის გამეორებაა (1995/96 და 2015/16).

"ატლეტიკომ" 1-ბურთიანი უპირატესობით ლა ლიგაში ყველაზე მეტი თამაში მოიგო - 8.

სოსიედადი-ბარსელონა

"ბარსელონას" 21-ე საუკუნეში "ანოეტაზე" 7 მატჩი არ მოუგია, რაც კატალონიელებისთვის ამ საუკუნეში უარესი მაჩვენებელია. ამიტომაც ვერ ვიტყოდით, რომ სან-სებასტიანში ლიდერი აშკარა ფავორიტი იყო. დაიწყო თამაში და ცხადი გახდა, რატომაც - მე-11 წუთზე ვილიან ჟოზემ გახსნა ანგარიში. შემდეგ იყო ერთი არჩათვლილი გოლი "ბარსას" კარში და ხუანმის გოლი რიკოშეტის დახმარებით.

პაულინიომ ტაიმის ბოლოსკენ ერთი გაქვითა. მეორე ტაიმში "ბარსამ" ლუის სუარესისა (დუბლი) და ლეო მესის (საჯარიმო) წყალობით 4:2 მოიგო და "ატლეტიკოსთან" 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

Video

14.01.18 სოსიედადი - ბარსელონა 2:4

ფაქტები

ანდრე გომეშმა მეტოქის მოედანზე ყველა პასი (13) ზუსტი გააკეთა.

ლუის სუარესმა ამ სეზონში პირველად შეძლო ერთ მატჩში გატანაც და ასისტენტობაც.

პაულინიომ გოლი თამაშში "ბარსელონას" პირველი დარტყმით გაიტანა.

ვილიან ჟოზემ "ბარსას" 408-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა ბასკთა ქვეყანაში.

ლეო მესიმ პრიმერაში 366-ე გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი დაამხო.

"სიტის" დამარცხების მერე "ბარსელონა" ტოპ-5 ლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია.

სხვა თამაშები

"ვალენსიამ" დიდი უპირატესობა კინაღამ გაუშვა ხელიდან, როცა მატჩის ბოლო წამებზე გადაურჩა აშკარა გოლს ლა კორუნიაში. "ღამურებმა" გალისიაში 2:1 იმარჯვეს.

გონსალო გედეში დაუბრუნდა საუკეთესო ფორმას, პორტუგალიელმა "დეპორტივოს" ფეხბურთელებს ფეხბურთის მცირე გაკვეთილი მოუწყო. სწორედ მან გახსნა ანგარიში როდრიგოს პასით. მეორე ტაიმში კი მან ფორვარდს "ვალი დაუბრუნა" და გოლი გაატანინა. 88-ე წუთზე ანდონემ ერთი გაქვითა და "რიასორზე" სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ადრიანმა ძალიან ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გადააცილა და "ვალენსია" ქულების დაკარგვას გადაურჩა.

Video

13.01.18 დეპორტივო - ვალენსია 1:2

"ჟირონამ" განკითხვის დღე მოუწყო აუტსაიდერ "ლას პალმასს", რომელიც ძალიან უმწეოდ გამოიყურება. გაიბრწყინა კენიელმა მაიკლ ოლუნგამ, რომელმაც შესვენებაზე კრისტიან სტუანი შეცვალა. აფრიკელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"ხეტაფესთან" 0:1 მარცხს შეეწირა მიჩელი - "რეალის" ლეგენდას "მალაგას" ხელმძღვანელობამ კარისკენ მიუთითა.

აბელარდომ ესპანეთში გამოუცდელ ვინჩენცო მონტელას დუელი მოუგო - 1:0. "ალავესი" ბოლოს 10 კაცის ამარა დარჩა, მაგრამ ამან "სევილიას" ვერ უშველა. მონტელამ კი 84-ე წუთზე (როცა მეტოქეს კაცი დააკლდა) მარჯვენა მცველი გამოცვალა და... მინდორზე მეორე მარჯვენა მცველი შეუშვა.

Video

14.01.18 ალავესი - სევილია 1:0

ფაქტები

"ხეტაფემ" 2007 წლის მერე პირველად შეძლო შინ ზედიზედ 4 მატჩში კარის მშრალად შენახვა. მაშინ გუნდს ბერნდ შუსტერი წვრთნიდა.

"ვალენსიამ" I წრეში 40 ქულა მოაგროვა. ეს კლუბის მეორე საუკეთესო შედეგია 2003/04 წლების სეზონის (43 ქულა) შემდეგ. მაშინ "ვალენსია" ჩემპიონი გახდა.

"ლას პალმასმა" პირველ წრეში ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა - 46.

"ჟირონამ" საკუთარი რეკორდი გაიმეორა - ბოლოს 6:0 1958 წელს მოიგო ("ავილესთან").

საბორიტი (ბილბაო) პირველად მონაწილეობდა ლა ლიგის გოლში კარიერაში.

"ალავესის" ბოლო 5 გოლიდან 4-ში მუნირ ელ ჰადადიმ უშუალო მონაწილეობა მიიღო (2 გოლი, 2 საგოლე პასი).

"სევილიას" 4 ტურია, არ მოუგია. ამ 4 შეხვედრიდან 3-ში ანდალუსიური კლუბი სულ მცირე, სამ გოლს უშვებდა.

პიონე სისტომ (სელტა) ბოლო 8 მატჩში 9 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (2 გოლი, 7 საგოლე პასი).

"ლევანტე" ბოლო 6 დაპირისპირებაა, ვალენსიაში ვერ უგებს "სელტას" (1 ფრე, 5 წაგება).

"ესპანიოლი" "ბილბაოსთან" შინ ბოლო 20 მატჩია ლა ლიგაში, რაც არ მარცხდება - 1998 წლის მერე.

ლა ლიგა. XIX ტური

ხეტაფე-მალაგა 1:0

გოლი: კალა (73)

ჟირონა-ლას პალმასი 6:0

გოლები: 1:0 სტუანი (25-პენ), 2:0 ოლუნგა (57), 3:0 ბ. გარსია (64), 4:0 ოლუნგა (70), 5:0 პორტუ (74), 6:0 ოლუნგა (79)

რეალი-ვილიარეალი 0:1

გოლი: 0:1 ფორნალსი (87)

რეალი (4-3-1-2): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ისკო (70. ლ. ვასკესი) - რონალდო, ბეილი (70. ასენსიო)

ეიბარი-ატლეტიკო 0:1

გოლი: 0:1 გამეირო (27)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხ. ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა (54. ფერეირა-კარასკო), თომასი, საულ ნიგესი, კოკე - გამეირო (69. ა. ფერნანდესი), გრიზმანი (76. ფ. ტორესი)

დეპორტივო-ვალენსია 1:2

გოლები: 0:1 გედეში (37), 0:2 როდრიგო (64), 1:2 ანდონე (88)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გაბრიელი, გარაი, გაია - მაკსიმოვიჩი, კოკლენი (83. მონტოია), პარეხო, გედეში - როდრიგო (81. ძაძა), ს. მინა (74. ვიეტო)

ლევანტე-სელტა 0:1

გოლი: 0:1 სისტო (37)

ალავესი-სევილია 1:0

გოლი: 1:0 მ. გარსია (52)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მერკადო (84. კორშია), კიაერი, ლონგლე, კაროლე - გაისი (62. სარაბია), პისარო - ხესუს ნავასი (73. მურიელი), ბანეგა, ნოლიტო - ბენ იედერი

გაძევება: რ. დუარტე (83. ალავესი)

ესპანიოლი-ბილბაო 1:1

გოლები: 1:0 ჟ. მორენო (29), 1:1 ვილიამსი (35)

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, საბორიტი - მ. რიკო, იტურასპე - ვილიამსი, რაულ გარსია (89. ბენიატი), სუსაეტა (83. კორდობა) - ადურისი (73. საბინი)

სოსიედადი-ბარსელონა 2:4

გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (11), 2:0 ხუანმი (34), 2:1 პაულინიო (39), 2:2 ლ. სუარესი (50), 2:3 ლ. სუარესი (71), 2:4 მესი (85)

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, რ. ნავასი, როდრიგეში - ჩაბი პრიეტო (79. იანუზაი), ილიარამენდი, ზურუტუზა (56. ზუბელდია) - კანალესი, ვილიან ჟოზე, ხუანმი (60. ოიარზაბალი)

ბარსელონა (4-1-2-1-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა - ბუსკეტსი - რაკიტიჩი, ანდრე გომეში (80. დინი) - პაულინიო (65. დემბელე) - მესი, ლ. სუარესი (90. დ. სუარესი)

ორშაბათი, 15 იანვარი

ბეტისი-ლეგანესი 23:59

ბომბარდირები: 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), სიმონე ძაძა (ვალენსია).

მომდევნო ტური

19 იანვარი: ხეტაფე-ბილბაო;

20 იანვარი: ესპანიოლი-სევილია, ატლეტიკო-ჟირონა, ვილიარეალი-ლევანტე; ლას პალმასი-ვალენსია;

21 იანვარი: ალავესი-ლეგანესი, რეალი-დეპორტივო, რეალ სოსიედადი-სელტა, ბეტისი-ბარსელონა;

22 იანვარი: ეიბარი-მალაგა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად - ფლორენტინო პერესის გეგმა
ოფიციალურად - რეშფორდი "ბარსელონას" ფეხბურთელია
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
ისევ ოდიშარიას გარეშე - რფს "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა
ძაღლმა "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს სასქესო ორგანოზე უკბინა - შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
[VIDEO] მცველი ასე გააბითურა - მიქაუტაძემ "მალიორკას" ბრწყინვალე გოლი გაუტანა
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
"არსენალი" ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს
დუემ კითხვაზე უპასუხა - ისაა უკეთესი თუ იამალი
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
"ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია" - ლივერპულის ქომაგების ორაზროვანი კომენტარები მამარდაშვილის თამაშზე
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
სიმეონე: იცით, ენრიკემ პსჟ-ში რა შეცვალა?
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ვილიარეალის" პრეზიდენტი "რეალს" მსაჯების მოსყიდვაში ადანაშაულებს
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
პსჟ "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"ატლეტიკო" ნუნიესის გადაბირებას შეეცდება
ედინსონ კავანიმ "ვილიარეალთან" კონტრაქტი შეათანხმა
[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს "ლევანტეს" ლა ლიგაში დაბრუნება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
სედრიკ ბაკამბუც ჩინეთის გზას დაადგა
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
ძაღლმა "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს სასქესო ორგანოზე უკბინა - შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
ოფიციალურად - რეშფორდი "ბარსელონას" ფეხბურთელია
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
"ბარსელონას" საჩემპიონო დერეფანს მაინც გაუკეთებენ
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
ოფიციალურად: მამარდაშვილს "ლივერპულის" მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "არსენალი" პირველმა ფეხბურთელმა დატოვა
"ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს" - ზინედინ ზიდანი
"ვილიარეალმა" ზაფხულში მეოთხე ტრანსფერი განახორციელა
პსჟ თუ ინტერი? - ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
იამალის შემთხვევა რომ აღარ განმეორდეს - ცნობილია, რისი გაკეთება აუკრძალა ფლიკმა ფეხბურთელებს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად - ფლორენტინო პერესის გეგმა
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია