საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდო მის ქალიშვილს, მედეა ახალკაცს გადასცა.

ნოდარ ახალკაცი ღირსების ორდენით ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცს ქართული ფეხბურთის გამარჯვებების შემოქმედი უწოდა და სიტყვით გამოსვლისას იმ ღვაწლს გაუსვა ხაზი, რომლისთვისაც ნოდარ ახალკაცი ქართველმა ხალხმა შეიყვარა.

"გვინდოდა გამოგვეყო და ხაზი გაგვესვა ბატონი ნოდარის ღვაწლისთვის - იმ სიხარულისთვის, იმ გამარჯვებისთვის, იმ აღტაცებისთვის, რომლითაც წლების განმავლობაში ხარობდა ქართული საზოგადოება.

გამოგვეყენებინა ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა მადლობა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ქართულ დროშას ძალიან მაღლა სწევდნენ, სწევენ და ასწევენ მომავალში.

ეს იყო საბჭოთა პერიოდი და მე მახსოვს ის ემოცია, რომელიც არა მხოლოდ სპორტულ აღტაცებაში ითარგმნებოდა, არამედ ითარგმნებოდა პატრიოტიზმის განცდაში, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ამ მაღალ წარმატებას აღწევდნენ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ახალკაცის, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც თავის საქმიანობას წინამორბედთა მაგალითსა და მათ აღიარებაზე აფუძნებს.

"ეს მეხსიერება და პატივისცემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის აღსაზრდელად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბატონი ნოდარის ღვაწლის აღსანიშნავად, გარდაცვალების შემდეგ დავაჯილდოოთ სახელმწიფოსა და ხალხისაგან მადლიერებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს და ცერემონიაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მედეა ახალკაცმა მამამისის წვლილის და საქმიანობის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯილდო დიდი პატივია მისი ოჯახისათვის.

ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა გიორგი მარგველაშვილს ვაჟიშვილის შეძენა მიულოცეს, პატარა თომას ნაკრების მაისური, პრეზიდენტს კი, ვეტერანი ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი უსახსოვრეს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

gio
რა ეჩქარებოდათ
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
გიორგი მარგველაშვილი: მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ტოჩინოშინის წარმატებას გამოეხმაურნენ
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ზაზა ფაჩულია: ვეცდები, ღირსების ორდენი ღირსეულად ვატარო
პრეზიდენტმა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტი 23 ოლიმპიურ ჩემპიონს ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოებს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ტოჩინოშინს უმასპინძლა [VIDEO]
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა