ბექა ღვინიაშვილი ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი ფავორიტი სპორტსმენია
ბექა ღვინიაშვილი ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი ფავორიტი სპორტსმენია.

22 წლის ძიუდოისტმა სანქტ პეტერბურგის მასტერსზე ოქროს მედალი აიღო და დარბაზში საქართველოს ჰიმნი გააჟღერა.

ამჟამად, ღვინიაშვილი, მომავალი სეზონისთვის მზადებას ბაკურიანში გადის და როგორც გვითხრა, პირველ ტურნირზე პარიზში იჭიდავებს.

Sportall.ge ღვინიაშვილს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- სად ემზადებით მომავალი სეზონისთვის და რომელ ტურნირში მიიღებთ 2018 წელს პირველად მონაწილეობას?

- ახლა გავდივართ ფიზიკურ მომზადებას ბაკურიანში. შემდეგ მომზადება გაგრძელდება თბილისში.

ზუსტად 26 დღეში იწყება პარიზის გრანდ-სლემი, რომლისთვისაც პირადად მე ვემზადები.

- 2017 წლის ბოლო პერიოდი, სანქტ პეტერბურგის მასტერზე მიღწეული წარმატების გამო, ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად აღსანიშნავი იყო. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?

- მასტერსისთვის მართლა მაგრად ვემზადებოდი და მაგის გამო ფალავნობაც არ მიჭიდავია, ყველაფერი ამ ტურნირისთვის მქონდა გადადებული.

მართლა კარგად გამოვიდა ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვარ.

- რას ნიშნავდა თქვენთვის რუსეთში გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი და იყო თუ არა რუსეთის ფაქტორი დამატებითი მოტივაცია თქვენთვის?

- კი, მართლა დიდი მოტივაცია იყო. იმდენი ქართველი გულშემატკივარი იყო მოსული დარბაზში, უბრალოდ, ჩემ თავთთან არ ვიქნებოდი მართალი ქართული ჰიმნი რომ არ აჟღერებულიყო.

- გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციის გამო მოგხსნეს. როგორ შეაფასებდით მსაჯების გადაწყვეტილებას, რამდენად იყო მართებული ეს გადაწყვეტილება?

- მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ვემზადებოდი თითქმის 24 საათი, ყველაფერი გადადებული მქონდა, რომ ტურნირზე წარმატებისთვის მიმეღწია.

ვშრომობდი, როგორც ნამდვილი სპორტსმენი და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი.

რატომ მოხსნეს ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან [VIDEO]

რაც შეეხება მოხსნას, ისე მომხსნეს, როგორც არასდროს არავინ მოუხსნიათ... ეგეთი ფაქტი არსად არ ყოფილა.

მე, რომ მომხსნეს, შემდეგ ეგ ფაქტი ბევრჯერ განმეორდა, თუმცა ყველა მსაჯმა თვალები დახუჭა.

იგე გამოუვიდათ, რომ მე მომიშორეს...

- რა იქნება ბექა ღვინიაშვილის მთავარი მიზანი 2018 წლის სეზონში?

- ახლა პირველ რიგში პარიზის გრანდ-სლემისთვის ვემზადები, მერე ერთ შეჯიბრს კიდევ ვიჭიდავებ, რის შემდეგაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები მოდის.

90 კილოში ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავს... ვნახოთ, რა იქნება.

- თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ იწყებოდა თქვენი კარიერა... როგორ მიაღწიეთ იმას, რომ ქართველის გულშემატკივრეისთვის ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენი ხართ?

- მართლა ძალიან ძნელია... 24 საათი ამ საქმეში ხარ ჩართული. ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობლების სანახავადაც კი არ გრჩება დრო.

ძალიან ბევრი რამის მოკლება გიწევს სპორტსმენს, როდესაც დიდ სპორტში ხარ ჩართული.

აქედან გამომდინარე უნდა მოიგო უკვე რამე... როგორია? სახლიდან ხარ წამოსული, ვარჯიშობ 24 საათი და სახლში წაგებული მიხვიდე?! აქედან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებ, რომ წაგებული არასდროს ვიყო.

რაც შეეხება ქართველ გულშემატკივარს... პირველ რიგში ქართველ გულშემატკივარს უყვარს სანახაობრივი ჭიდაობა. ალბათ, სანახაობრივ ჭიდაობას, რომ ვაჩვენებ, მაგის გამო შევუყვარდი გულშემატკივარს.

- ბევრი ქართველი მოჭიდავე სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს... თქვენ თუ გქონიათ როდისმე მსგავსი წინადადება?

- უნდოდათ, მაგრამ შემოთავაზება არ მქონია. იმიტომ, რომ არ დავთანხმდებოდი... შანსი არ იყო, ვერ წარმომიდგენია მე სხვა ქვეყნის სახელით ვიჭიდავო.

- შეხვედრის დაწყებამდე რაიმე ცრურწმენა თუ გაქვთ, საერთოდ რა გაძლევთ მოტივაციას?

- ჩემთვის ლეგენდა და პირველი სპორტსმენი არის მაიკლ ტაისონი. მართლა მაგრად მიყვარს ეგ სპორტსმენი, აი, რასაც ჰქვია ნამდვილი სპორტსმენია... როდესაც საჩხუბრად გადის, ყველაფერს აკეთებს, რომ რეკორდი მოხსნას.

ტატამზე გამოსვლამდე ტაისონის გამოსვლები მახსენდება, ეს მაძლევს მოტივაციას...

კიდევ მუსიკა მიყვარს და ჩემს თავს საბრძოლველად ძალიან მაგრად განვაწყობ ხოლმე, განსაკუთრებით ფინალზე.

- თქვენგან გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ელის, უნდა ველოდოთ თუ არა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბექა ღვინიაშვილისგან ოლიმპიურ ოქროს...

- პირველ რიგში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე მოვხვდე.

თუ მოვხვდი ოლიმპიადაზე ოქროს მედალიც აუცილებლად იქნება.

არჩილ
ბექას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ჩემპიონი გახდეს და მალე გახდება კიდეც!
სოსო
ღმერთმა გაგაძლიეროს და უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი შვილები.....
სოსო
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე,ცოტა უკანაც მოიხედე,დაცვაზეც იფიქრეო,მაგრამ მეორეს მხრივ ეს უკვე სხვანაირი ბექა იქნება. ერთ ორ წელში უფრო სწრაფად ფიქრს დაიწყებს ბექა და მისი გამჩერებელი ალბათ აღარავინ იქნება,მთავარია ჯანმრთლად იყოს.
emigranti

Fani
ჯიგარი ხარ ბექა საქრთველოს სული და გული ხარ შენს გამოსვლებს ყოველთვის ფეხზე ამდგარი ვუყურებ იმ მომენტში დაჯდომა არ შემიძლია რადგან ვიცი გამოვა ძიუდოისტი რომელიც მანამდე შეჭამს მეტოქეს სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს. მოუთმენლად ველი შენს პირველ გამოსვლას პარიზის გრანდ სლემზე წლევანდელ წელს წარმატებები.....
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]
სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს!
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
დონ კინგი: მოჰამედ ალი რომ არა, არარაობა ვიქნებოდი
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა!