ყოფილმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა Club#4-ის პოდკასტში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ძიუდოს კარიერის დასრულება მოუწია.

ღვინიაშვილის თქმით, მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება "ოსტარინი" აღმოაჩინეს, რასაც კატეგორიულად უარყოფს.

"ვემზადებოდი მასტერსისთვის. მაშინ "ადამსის პროგრამაზე" ვიყავი. მარტივად რომ ვთქვა, იარაღი როგორც გადაადგილდება, ეგრე გადავადგილდებოდით სპორტსმენებიც, ყოველდღე უნდა შეავსო სად იმყოფები და სად იქნები, რადგან წინასწარ არ გირეკავენ, მაშინვე მოდიან და ზუსტად 1 საათს გაძლევენ დროს, თუ არ გამოცხადდები, პირველად და მეორედ არიდებას გიწერენ, მესამედ კი დისკვალიფიკაციას გაძლევენ.

ყველაზე გასაკვირი რა იყო იცით? წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო. ასეთი შემთხვევა ადრე არასდროს ყოფილა და ზუსტად ეგ დოპინგის ჩაბარება იყო, რომ, მითხრეს "ოსტარინი" ამოგივარდაო. მანამდე ზედიზედ 5 გრანდ-სლემი მქონდა მოგებული და ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი. 27 წლის ასაკში ვიყავი და ფორმის პიკში გახლდით. მერე ექიმებმა მითხრეს, ისეთი დოზა ამოგივარდაო, შენ რომ ნამდვილად ყოფილიყავი ამის მიმღები, ხუთივე შეჯიბრებაზე ამოგივარდებოდაო. თავისთავად ხუთივე შეჯიბრებაზე წინასწარ შემამოწმეს. ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე, შეჯიბრებაზე წამიგია და მაინც მამოწმებდნენ ხოლმე.

შემიძლია დავიფიცო, რომ პროტეინსაც კი არ ვსვამდი, "ოსტარინი" საერთოდ არ ვიცი რა არის. ყველაზე მეტად რაზეც გული დამწყდა, არის ის, რომ დახმარების სურვილი არავინ გამოხატა. ერთადერთი კაცი, რომელიც გამოჩნდა და შემომთავაზა თანხით გვერდზე დგომა, ადვოკატები და მსგავსი დახმარება, ეს იყო ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი. რაც შეეხება დანარჩენ ადამიანებს, ვისაც ამ საქმის სააშკარაოზე გამოტანა შეეძლოთ, თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ. ვიომეთ, ვიწვალეთ მე და ჩემმა ადვოკატმა, მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

Porto
ერთი დათუნაშვილია მოჭიდავე და მეორე ტაისონას გაუჩალიჩეს!! კაი რა რეებს იგონებთ რას ჭრით და კერავთ?!!
rembo
vin mtrobs Bekaurs , azrovneba giwirs ? wasulio olimpiadaze beqauri , magram zog mastersze Gviniashvili wasuliko ( Lasha mainc ishviatad widaobs ). 100 kg-shi rom awies dagvianebi t Brka , olimpiadis licenzias rom miakles mastersebze da gamofites , mashin sad iko saertod Bekauri?xdeba ragacebi iq da magas amboben , torem Beqauri oqro biwia da vin normaluri Qartveli umrobs ? cirekidzes ra uqnes isic gaixsene da azri daatane natqvams .
gel-100
მაგრათ გამკვირვებია აქ ვიღაც ვიღაცეების აზროვნების რო ვითომ არიქა ბექაურს ჩამოაშორეს კონკურენტი და ასე შემდეგ, კარგით რაა ხალხო ბექაური არის გოუთი არამარტო თავის წონის არამედ მთლიანად ძიუდოს სამყაროსი რაც თავისი მედლებით და ჭიდაობის სტილით აქვს დამტკიცებული და ეგრეც რო იყოს რატოა გასაკვირი რო საქართველოში ბექაურს თუნდაც ხელი შეუწყონ იმაში რო მართლა გახდეს 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი?? თან კიდე ბიჭი პირველი ნომერია თავისი წონის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მეორე მესამე ნომრებს ბეჭებზე დებს როცა საჭიროა თითქმის სუულ..გაუმარჯოს თავის გზაზე ღვინიაშვილსაც მაისურაძესაც და სხვებსაც მარა ბექაური გყავდეს და ხელი არ შეუწყო გაუგებარია,იგივე იყო შავის შემთხვევაშიც რამდენი ოლიმპიადა აჭიდავეს ყველა სინჯის მედალი მოიგო და რავიცი ლაშაზე არავის არაფერი უთქვია ბექაურს რატო მტრობთ??
l
როგორც ჩანს შენ დათუნაშვილის დოპინგის ამბები არ იცი. ხუთ წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ყველა მედალი ჩამოართვეს რაც სერბეთის სახელით მოუგია. ამ საიტზეც იყო სტატია მის შესახებ. ნაადრევად დაასრულებინეს რას ნიშნავს? ისე ამ ქვეყანაში შეთქმულებების თეორიებს რა ადვილად იჯერებენ. კომენტარები ვნახე ვითომ ბექაურის გამო მოიშორესო :) კაცი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და თურმე ღვინიაშვილთან კონკურენციის შეშინებია :)
კახელი
ეგ შენი დათუნაშვილი მოჭიდავე კი არა ჭორიკანა არაკაცია და ამიტომაც ააცმევინეს ნაკრებიდან და ეხლა სერბეთშიც დაამტკიცა რა "მოჭიდავეცაა" @@
ჯონი
დათუნაშვილი სერბებს გადავაბარეთ, ღვინიაშვილს ძიუდოისტის კარიერა ნაადრევად დავასრულებინეთ, კიდევ რას მოვიმოქმედებთ? ბედნიერი ერი ვართ, ყოჩაღ ჩვენ!
rigiti
მგონი ვიცი ვის კარიერას შეეწირა ბექა! გვარს არ დავასახელებ, კოლმეურნეობის თავჯდომარის მოადგილე რო გახდა სულ ახლახანს
ME
ვიღაცებივით არ აქიცინა კუდი ალბათ და არც არავინ შეიწუხა თავი მის დასახმარებლად. ძალიან დასანანია, ამ დონის ძიუდოისტი როგორ დავკარგეთ
tedo
თუ ვინმეს ვგულშევმატკივრობდი , ბექა იყო( თუმცა ყველა ქართველ ძიუდოისტს ვენაცვალე ! |) . გული მწყდება , რომ მსოფლიო და ოლიმპიადა აკლია მის ტიტულებს . არადა , არავისზე ნაკლები არ იყო თუ პირიქით არა . წარმატებები ყველგან და ყველაფერში ბექას !
rembo))
ტაისონას ღმერთმა გაუმარჯოს , მაგრამ რუსეთი რა შუაშია ამ შემთხვევაში , ხომ ვერ გაგვანათლებდი ? ( სულ მახატია რუსეთი , მაგრამ აფსურდში რომ გადადიხართ ვერ ხვდებით ? )
ჟორა
საუბედუროდ ასეა სპორტში, ყავდათ შენ წონაში ორი მგელი და მესამე თუ არ იქნებოდა არ ედარდებოდათ, რომ არ ყოლოდათ ხელს არ გაგანძრევინებდენ, ყველაფერს თვითონ მოაგვარებდენ.
სოლიდარობა ტაისონას
გამოდის რომ ვიღაცამ კონკურენტი მოიცილა. ან რუსეთიდან იყო, ან საქართველოდან. თუმცა ერთნი არ არიან?
ბექას
გამოდის რომ "უპატრონო" ყოფილხარ. შეხედე ვარლამა და გენოი სად არიან.:)
aburjga
მჯერა ბექა ღვინიაშვილის! 100% დარწმუნებული ვარ რომ მართალია! ასეთი გაუგონარი დაჩაგვრა და კაცის გაფუჭება ძალიან გავს შეკვეთილს!
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში