იცით რაიმე "სპაერის" შესახებ? - კლუბი სულ ერთი წელია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე შეიქმნა
''სპაერი'' სულ ერთი წელია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე შეიქმნა.

კლუბს ხუთი დამფუძნებელი ჰყავს, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა მაისურაძეა, ხოლო თანაშემწე - ლევან ჩხაიძე.

Sportall.ge სწორედ ჩხაიძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- საიდან გაჩნდა გუნდის შექმნის იდეა და როგორ შეიქმნა კლუბი?..

- გუნდი ერთი წელია შეიქმნა და ამდენივე ხანია, რაც პროფესიონალურ დონეზე გამოდის.

"სპაერი" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდია. მე-5 ლიგაში გამოსვლამდე, გუნდი სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა. ახლა კი მე-4 ლიგის საგზური მოვიპოვეთ და მომავალ წელს ამ დივიზიონში გავატარებთ.

- გუნდის ფეხბურთელებზე რომ გვითხრათ... ვინ შეადგენს კლუბის ბირთვს?

- კლუბში თამაშობს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც თამაშს თავი დანებებული ჰქონდათ და ახლიდან დავაწყებინეთ კარიერა. წელს კიდევ 4-5 ფეხბურთელი დავიმატეთ.

ჩვენი მიზანი მე-3 ლიგაში გადასვლა იქნება. ჩვენთან ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ყველანაირი პირობაა და ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ.

- ვინ ასპონსორებს გუნდს, საიდან მოდის ფინანსები?

- კლუბს რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს, ერთ-ერთი მეც ვარ. ანზორ ძუბინიძე მთავარი დამფუძნებელია, კახა მაისურაძე და კიდევ 2 პიროვნება ჩემთან ერთად, რომლებმაც კლუბი დავაფუძნეთ.

ხუთი დამფუძნებელი ვართ და ჩავდეთ ჩვენი სახსრები, რომ გაგვეკეთებინა გუნდი. ახლა პლუს, გვეხმარება სახელმწიფო და ვიმედოვნებთ, რომ უფრო წინ წავალთ და უფრო მეტ დახმარებას მივიღებთ.

- როგორც ვიცით, ახალი სტადიონი გააკეთეთ...

- კი, ახალი სტადიონი გვაქვს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახლოს მდებარეობს.

მოედანზე ხელოვნური საფარი არის დაგებული. ახლა იწყება ტრიბუნის გაკეთება და ის იქნება უმაღლესი დონის სტადიონი, თავისი გასახდელებით და ყველაფრით.

სტადიონი განთავსებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე. იქ არის ტრენაჟორები, სასტუმრო, სასადილო... ახლა გაკეთდა სტადიონი და ასევე არის მინი-მოედანიც. მოკლედ, იდეალური პირობებია შექმნილი.

- მე-5 ლიგაში ასპარეზობდით გასულ სეზონში და რომ მოგვიყვეთ, რა ხდება ლიგაში...

- მე-5 ლიგა საკმაოდ დაბალი დონისაა და ძირითადად, დამწყები ფეხბურთელები თამაშობენ. წელს ვფიქრობ, რომ მე-5 ლიგა ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე შარშან იყო.

მინდა გამოვყო ერთი გუნდი "თბილისი", რომელსაც საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავდა და მე-4 ლიგაში ჩვენთან ერთად გადმოვიდა.

- "სპაერის" მიზანი რა იქნება მომავალში... არის თუ არა თქვენი პროექტი გრძელვადიანი?

- ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა. ჩვენ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. მომავალი წლიდან გაკეთდება მე-2 გუნდი და ბავშვთა ფეხბურთსაც მივაქცევთ ყურადღებას.

წელს ჯერ მაგის სახსრები არ გვქონდა. ახლა უფრო ძლიერი ფეხბურთელების დამატებას ვაპირებთ, თუმცა, როგორც გითხარით, ბავშვთა ფეხბურთსაც დიდი ადგილი დაეთმობა.

AH
სახელმწიფოს დახმარების იმედი გვაქვსო, კიდე ერთი კლუბი გვეყოლება სარჩენი ქართველ ხალხს, თუ ბიზნესი მიხედავს ამ კლუბს წარმატებები თუ არადა თავი დაგვანებონ ხალხს
თენგიზი
ფული არ ააქვთ , დიდხანს გაძლებენ? ღმერთმა ხელი მოუმართოთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პროექტი დასრულდა - გაგრძელდება "კომენტატორი"?
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...