ზურაბ გიგაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობს.

გიგაშვილი, 9 წლის იყო როდესაც თურქეთში წავიდა და იგი ამჟამად "ანკარგიუჯიუს" ასაკობრივ გუნდში ასპარეზობს.

როგორც თავად გვითხრა, მას გიორგი ნემსაძე დაუკავშირდა და მისი სურვილი საქართველოს ნაკრების სახელით თამაშია. დანარჩენს კი ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოგვიყევით, როგორ მოხვდი "ანკარგიუჯიუში" და რამდენი ხანია რაც მაგ გუნდში იმყოფებით?

- 9 წლის ვიყავი თურქეთში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად რომ გადავედი. თამაში ანკარის ერთ-ერთ გუნდში დავიწყე, რის შემდეგაც, წარმატებული სეზონების მერე, "ანკარაგიუჯიუს" მწვრთნელის ყურადღება მივიქციე და ამ გუნდში გადავედი.

- რას გპირდებიან ანკარაში. გაქვს თუ არა შანსი ძირითად გუნდში გადასვლის?

- მქონდა სხვა შემოთავაზებები, მაგრამ გუნდის შტაბმმა დამარწმუნა, რომ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ და "ანკარაგიუჯიუს" ძირითად გუნდში მხედავენ.

- საიდან შეგამჩნიეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში... როგორ მოხდა თქვენთან დაკავშირება?

-დამიკავშირდა გიორგი ნემსაძე და შანსი მომცა გამომეჩინა თავი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შანსი მეძლევა. ძალიან ბევრს ვსწავლობ გიორგი ნემსაძისგან და ვამაყობ ამით, იგი დიდებული ფეხბურთელი იყო.

- რა განსხვავებაა ქართველ და თურქ ფეხბურთელების მომზადებას შორის?

-საქართველოში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და ისინი ბურთთან ერთად ძალიან სახიფათონი არიან. თურქეთში კი ძალიან სწრაფი და ხისტი თამაშია.

- "ანკარას" ძირითადი გუნდის მწვრთნელი საკმაოდ ცნობილი თურქი სპეციალისტი ისმაილ კარტალია, რამდენად გაძლევთ ის რჩევებს?

-იგი მართლაც ძალიან გამოცდილი და კარგი მწვრთნელია. მასთან საუბრის შანსი მქონდა და მან ინიციატივა გამოიჩინა, რომ ძირითად გუნდში რამდენიმე ვარჯიში ჩამეტარებინა. მან წარმატებები მისურვა ნაკრებში და მითხრა, რომ განვითარება ასეთ ტემპში გამეგრძელებინა.

- საქართველოდან ხშირად მიდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და უცხოურ გუნდებში ვერ ახერხებენ თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას. თქვენ როგორ ფიქრობ, რა არის ამისი მიზეზი?

- ამის ყველაზე დიდი მიზეზი დისციპლინაა. ყველაფერი აქვს ქართველ ფეხბურთელს უცხოურ გუნდში, რომ თავი გამოიჩინოს, მაგრამ დისციპლინას ვერ იცავენ.

- რა არის თქვენი მიზანი სამომავლოდ? რას აპირებ კარიერაში?

- ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ თურქეთში ყოფნით და წინ დიდი მიზნები მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ამ მიზნების მისაღწევად დიდი შრომა არის საჭირო. იმედი მაქვს, საქართველოს ვასახელებ.

- რომელია თქვენი ოცნების კლუბი??

- ჩემი ოცნების კლუბი ბავშვობიდან ლონდონის "ჩელსია" და ჩემი ოცნება "სტემფროდ ბრიჯზე" თამაშია.

- რა შრომა სჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელს თურქეთში რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს და თუ აქვს თურქეთში ყველა კლუბს თავისი სკოლა?

- ყველა კლუბს თურქეთში თავისი საფეხბურთო სკოლა აქვს და ალბათ ამიტომაც აღწევენ ბოლო პერიოდში წარმატებას. ისინი აკადემიას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.

- თუ გქონიათ შემოთავაზება რომ თურქეთის მოქალაქეობა მიგეღო და მათი ნაკრების სახელით გეთამაშათ?

- რა თქმა უნდა, ნაკრების წარმომადგენლები ადევნებენ თვალს ჩვენ თამაშს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო.

Georgian
ყოჩაღ, კარგი ბიჭია და წარმატებები!
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
ლობჟანიძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ანკარაგიუჯიუმ" შენგელიას "ქონიასპორს" დრამატულ მატჩში სძლია [VIDEO]
ლობჟანიძე: საქართველოს ნაკრებში კლოპი მინდა, ამ ჯგუფიდან გასვლა კი შეგვიძლია
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
გაიცანით ზურა გიგაშვილი - პრემიერლიგაში მოთამაშე 19 წლის მცველი, რომელმაც კვარაცხელიას წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა
შოთას გუნდი დამარცხდა და გასავარდნ ზონაში იმყოფება
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ეჭვობენ, რომ "ტამბოვი"-"როტორი" ჩაწყობილი იყო - ტამბოველთა მცველი გიგაშვილი ამას ბოდვას უწოდებს
ყიფიანი შევიდა და გოლითა და საგოლე გადაცემით "როტორს" გამარჯვებაში დაეხმარა [VIDEO]
ლობჟანიძის თანაგუნდელს კაპიტნისთვის შემოლაწუნება ძვირად დაუჯდა
ლობჟანიძის გოლი-შედევრი - "ანკარაგიუჯიუმ" ლიდერი "გალათასარაი" დაამარცხა [VIDEO]
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა