
საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში, დღეს ვლადიმერ ბოისამ და ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში, დღეს ვლადიმერ ბოისამ და ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოს ნაკრების დანაკლისზე ისაუბრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის
ვიცე პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ.
- პირველ რიგში თქვენ იცით რა სიტუაციაა, მოგვიწევს ევროლიგის მოთამაშეების გარეშე თამაში. პირველად ხდება რომ ჩარტერით მივდივართ ავსტრიაში და ეგრევე ვბრუნდებით უკან, რომ დავისვენოთ და მოვემზადოთ გერმანიის წინააღმდეგ.
"ბასკონია" არის გუნდი რომელმაც ევროლიგის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა და თორნიკე შენგელიას პრინციპულად არ გამოუშვებდა , რაც შეეხება "უნიკახას" მალაგას მერი იყო ჩართული რომ შერმადინი გამოეშვათ. ჩასულიც ვიყავით, საქართელოს ელჩიც იყო ჩართული ამ საქმეში, მაგრამ ვერ მოხერხდა შენგელიასა და შერმადინის გამოშვება.
გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს და წინასწარ იყიდონ ბილეთები. რადგან თუ ავსტრიაში გავიმარჯვებთ, შემდეგ ძალიან რთული იქნება ბილეთების მოძიება. ახლა ნაკრებს ყველაზე მეტად ქომაგის
მხარდაჭერა ჭირდება. იმედი მაქვს ორივე მატჩს გამარჯვებით დავასრულებთ.
- საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 13 თებერვალს დაიწყება
- ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
- ილიას ზუროსი: საქართველოა, ჩვენი ნაკრებია და მე როგორც ბერძენი გპირდებით ბოლომდე ბრძოლას!