azerisport.com: ქართული მაგალითი. როგორ აკეთებენ მეზობლები იმას, რაც ჩვენ არ შეგვიძლია
azerisport.com - ზე დაიბეჭდა წერილი ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე, რომელიც ვფიქრობთ, უინტერესო არ უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის. გთავაზობთ მის მცირედით შემოკლებულ ვარიანტს:

"ცოტა ხნის წინ ჩვენს საიტზე გავიდა მასალა, რომელშიც ავტორები ცნობილი აზერბაიჯანელი ფეხბურთელის ალეკპერ მამედოვის ტურნირის ჩატარების იდეით გამოდიოდნენ. რეაქცია სხვადასხვაგვარი იყო.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით დავინტერესდით და შორს წასვლა არ დაგვჭირდა. რამოდენიმე საათის სავალზე, ჩვენთვის ასე ახლობელ საქართველოში გავემგზავრეთ. უკვე რამოდენიმე წელია იქ გასული საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას ტურნირი ტარდება. ამჯერად ტურნირზე თბილისის "დინამო", მინსკის "დინამო", კიევის "დინამო", მოსკოვის "სპარტაკი", "ესპანიოლი", "ვიტესი" და "ჯენოა" მიიღებენ მონაწილეობას. მატჩები 24-29 აპრილს გაიმართება.

შარშან ამ ტურნირზე "გაბალას" 16-წლამდელთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, წელს კი ჩვენი წარმომადგენელი გუნდი თბილისში არ იასპარეზებს. არა აქვს მნიშვნელობა არ მიგვიწვიეს, თუ მიგვიწვიეს და უარი ვუთხარით. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანა, რომლის ჩვენთან საფეხბურთო თვალსაზრისით ჩამორჩენა ყოვლად უსაფუძვლო მითია და მეტი არაფერი, შეუძლია მიიწვიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდები. დარასელია უამრავი შესანიშნავი ქართველი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთია და მიუხედავად ამისა, ფული და სპონსორები მოიძიეს.

ჩვენთან კი უარის თქმის ტრადიციული მიზეზი ერთია - ფული არა გვაქვს. ეს როგორც სსრკ-ში იყო: სექსი არ იყო და ბავშვები იბადებოდნენ. აი, საქართველოში კი ამ ფულს შოულობენ და ტურნირზე 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ტურნირი ტრადიციულია.

თავისი მაგალითით საქართველო გვაჩვენებს, როგორ უნდა ჩატარდეს სახელგანთქმული ფეხბურთელის ტურნირი. საქმე ალბათ, იმაში გახლავთ, რომ იქაურ მეცენატებს უყვართ და აფასებენ თავიანთ ფეხბურთს, ცდილობენ უკეთესი გახადონ და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები და კლუბები საუკეთესო შედეგებს ვერ აღწევენ, არ ნებდებიან. შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, რომ აზერბაიჯანი ერთადერთი კავკასიური სახელმწიფოა, რომლის კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, მაგრამ მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ფეხბურთის საძირკველი ბავშვთა ფეხბურთში იყრება და ასეთი ტურნირები აუცილებელია".

giorgi
მართალი ხარ და ძნელია ადამიანი არ დაგეთანხმოს!
მსქროლავი ტროლი
ჟურნალისტის ვინაობა არ წერია, თუმცა, შეგვიძლია, თამამად ვივარაუდოთ, რომ ბატონ ლევან კობიაშვილს აზერსპორტის ჟურნალისტობაც შეუთავსებია...
ქომაგი
მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ჩვენი და აზერების საქმე ასეა.
gaga
ეგენი შურით კვდებიან, იცოდეთ ქართველები არც აზერებს, არც თურქებს, ტავისთავად რუსებსა და სომხებსაც არ ვუყვარვართ და მხოლოდ ჩვენს განადგურება უნნდათ არ მივცეთ ამის საშვალება. მე მათი ენა ვიცი და ყოველდგიურად ვკითხულობ მათ გაზეთებსა და მათ ტელევიზიას ვუყურებ ისინი ჩვენს ტეწრიტორიების დაკავება უნდათ, ჩვენი განადგურება. ტყუილია ზმობაზედა კეთილ მეგობრობაზე ლაპარაკი მათი მხრიდა ტყუილი მათ ცევენი ქვეყანის დაკავება და გამუსურმნება უნდათ იცოდეთ მუ ხართ ბრმები და მიამიტები ცუდად შემოგვიბრუნდება ბოლოს. და მეორეც აზერებს სად ყავთ ფეხბურთელები? და საერთოდ სპორცმენები ფულით ნაყიდია 60% ი სპორცმენების ფულს აზლევენ ბევრს და ნაკრებსჰი გამოყავტ ეგ კი დასაფასებელნი არიან საკუთარი ქვეყნის 100% იანი პატრიოტები არიან აზერები ქართველებივით 15 ლარისთვის კიარა 15000 მანათისთვისაც უცხო რჯულს არასოდეს მიჰყიდიან ქვეყანას განსხვავებით ქარტველებისაგან რომლების 90% გამყიდველია და ქვეყანა ფეხზედაც ჰკიდიათ
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე მომავალ წელს "რეალი" და "იუვენტუსი" იქნებიან
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი შეიცვალა
დარასელიას თასი: "ჯენოამ" "ვიტესს" 3:1 მოუგო [VIDEO]
დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ჯენოასაც" მოუგო
დარასელიას თასი: მინსკის "დინამომ" "ვიტესთან" იმარჯვა
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი "ესპანიოლის" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]