დარასელიას თასი: მინსკის "დინამომ" "ვიტესთან" იმარჯვა
საკმაოდ საინტერესო და თვალსასეირო მატჩი გაიმართა მინსკის დინამოსა და არნემის ვიტესს შორის. ორივე გუნდი მთელი მატჩის მანძილზე შეტევაზე იყო ორიენტირებული და სანახაობაც გამოვიდა. ანგარიში მატჩის 25- ე წუთზე ანტონ საკოვსკიმ გახსნა, თუმცა მანამდე აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ალექსეი ფირსოვი გააძევა, ჰოლანდიელებმა კი პენალტის შედეგიანად გამოყენება ვერ შეძლეს, ბურთი ტიმოფეი იურასოვმა მოიგერია.

მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩენილმა მინსკელებმა კიდევ ერთი გოლი გაუტანეს ვიტესს, თავი დმიტრი ლატიხოვმა გამოიჩინა. ამის შემდეგ ჰოლანდიელებს ლაურენტიუს სვინკელსი გაუძევეს, რამაც მათ მოტივაცია გაუორმაგა და ბელარუსებს ორი გოლი გაუტანეს. მესამოცე წუთზე გოლი კლაუდიუს შტეფენმა გაიტანა, ხუთიოდე წუთში კი ერაი სიურულმა იყოჩაღა. შეხვედრის ბოლო წუთზე მინსკელებმა იძალეს და ვლადისლავ ლოჟკინის გოლით 3:2 იმარჯვეს.

დინამო მინსკი 3:2 ვიტესი

გოლი: საკოვსკი, ლატიხოვი, შტეფენი, სიურული, ლოჟკინი

გაფრთხილება: კოჟუხარენკო, იურასოვი, ავტუშკო, სიურული

გაძევება: ფირსოვი, სიურული

დინამო მინსკი: იურასოვი, ფირსოვი, კოჟუხარენკო, ციგანკოვი, ავტუშკო, გრიცკევიჩი, ზაბარსკი (ბარანოვსკი 57), საკოვსკი, ჟევნერენკო (სადოვსკი 36), ლატიხოვი (ლოჟკინი 53), კიემიდინოვი (სოკოლი 70)

ვიტესი: დანქუა (გადელა 57), ესაიასი (ვან რიინი 50), ვან სტრენი, დავიდსი (ეუსტატია 36), სიურული, ვან ბეემი, დერკსენი (სესაი 36), სმიტსი, შტეფენი, სანდერსი, სვინკელსი

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე მომავალ წელს "რეალი" და "იუვენტუსი" იქნებიან
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი შეიცვალა
დარასელიას თასი: "ჯენოამ" "ვიტესს" 3:1 მოუგო [VIDEO]
დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ჯენოასაც" მოუგო
azerisport.com: ქართული მაგალითი. როგორ აკეთებენ მეზობლები იმას, რაც ჩვენ არ შეგვიძლია
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი "ესპანიოლის" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]