კარგა ხანია, ელენე გედევანიშვილზე აღარაფერი გვსმენია. ქართველი მოციგურავე არც პიონგჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩენილა.

არადა, ბოლო წლებში ის ლამის ერთადერთი ქართველია, ვინც დიდ ტურნირებზე სამეულში შესასვლელად იბრძოდა...

ელენე ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და პლიმუთის უნივერსიტეტში სწავლობს სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე. დაასრულა თუ არა კარიერა და რატომ ვერ ვნახეთ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ელენე გედევანიშვილთან kviripalitra.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ:

- ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტში (Plymouth State University) ფიზიკური დატვირთვისა და

სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ციგურაობასაც ვაგრძელებ, ფორმას ვინარჩუნებ, მაგრამ ტურნირებში არ ვმონაწილეობ, ამას სხვა დონის მომზადება და დაფინანსება სჭირდება.

- ტურნირებში არ მონაწილეობთ, მაგრამ... არც ოფიციალურად დაფიქსირებულა სადმე, რომ ელენე გედევანიშვილმა კარიერა დაასრულა!

- მართალია, არსად დაფიქსირებულა. ეს არც იყო ჩემი გეგმა. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაც მინდოდა, მაგრამ... ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

- ბოლო წლებში აღარ ჩანდით და, შესაძლოა, გულშემატკივარს სალიცენზიო ტურნირებისას არ მოუსაკლისებიხართ, მაგრამ ოლიმპიადაზე არყოფნა სპორტსმენისა, რომელიც სამეულში თუ არა, ფინალში მაინც ყოველთვის გადიოდა, აშკარად თვალში საცემი გახლდათ... რატომ არ იყო ელენე პიონგჩანგში?

- 15 წლის განმავლობაში არ დამისვენია, ძალიან გადავიღალე... 2014 წლის ოლიმპიადის შემდეგ ფიგურული ციგურაობის ფედერაციისგან ვითხოვე ერთი წელი დასვენება და მინიმალური ხელფასი, ზედმეტი დატვირთვისა და შეჯიბრებების გარეშე რომ გამეგრძელებინა ვარჯიში.

სამწუხაროდ, დასვენების ნაცვლად მივიღე ზეწოლა და შევიწროება. ეს ამბავი ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტკომიტეტსაც შევატყობინე, თუმცა პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს, მარტო კი ვერაფერს გავხდი. ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი, რაზეც ვუპასუხე და ამით დამთავრდა ყველაფერი.

მე კარიერა არ დამისრულებია, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტკომიტეტისგან კი დღემდე ველი პასუხს.

- როგორც ვიცი, 28 წელი არ არის "საპენსიო" ასაკი ფიგურული ციგურაობისთვის. რა ასაკამდე გრძელდება მოციგურავის აქტიური კარიერა?

- ბოლო ათწლეულს თუ გადავავლებთ თვალს, ქალთა ციგურაობაში 28 წელი კარგი ასაკია. მაგალითად, მარია ბუტირსკაია 30 წლისა გახდა ევროპის ჩემპიონი; ოთხი ოლიმპიადის მონაწილე ჯულია სებესტიენმა, რომელიც ყოველთვის ხვდებოდა საუკეთესო ოცეულში, 30 წლისამ დაასრულა კარიერა, იაპონელმა ჰუმი სუგურიმ - 31 წლისამ. 31-ის არის კაროლინა კოსტნერიც. იტალიელმა მოციგურავემ წლევანდელ ოლიმპიადაზეც ისრიალა და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობასაც გეგმავს. ასე რომ, 28 წელი ნამდვილად არ არის "საპენსიო" ასაკი. შორს რომ არ წავიდეთ, წყვილებში წლევანდელი ოლიმპიური ჩემპიონების დასახელებაც კმარა: ალიონა სავჩენკო 34 წლის არის, ბრუნო მასოტი - 29-ის.

ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ kvirispalitra.ge-ზე

gios da elenes fans
რა საჭიროა აქ ასეთი კომენტები, პორნო საიტი კი არ არის, ან თემა იყო ასეთი? მაგარი ბანძები ხართ!
gio
მშვენიერი გემრიელი ქალია
ტროლის
შენი კანფეტკები კაცები არიან, რაცხა შეგეშალა ქსნის ზონელო კამფეტკავ აი?
Elenes Fani
სურათის მიხედვით ასე ვიტყოდი: "თვალს უხარია ასეთი გოგოს დანახვა. მოკლედ, "კანფეტკა"
ანდრი
არ ვიცით ერთმანეთის გაფრთხილება. პროფესიონალზმიც უფრო გამონაკლისი ჩვენში.
საქართველო პირველად უმასპინძლებს ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს
ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
საქართველოს ნაკრების წევრთა ოლიმპიური ლიცენზიები ფიგურულ ციგურაობაში
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში შემდეგ ეტაპზე გადავიდა
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22-ე ადგილს დასჯერდა
ელენე გედევანიშვილმა, დაცემის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ისრიალა [VIDEO]
ელენე გედევანიშვილის ამერიკული ცხოვრება [VIDEO]