დღეს, სპორტისა და კულტურის სამინისტროში 3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართა. სპორტის ეს სახეობა გასულ წელს ოლიმპიურ ოჯახში მიიღეს და 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის თამაშების პროგრამაშიც ცალკე დისციპლინად შეიყვანეს. საქართველოში 3×3 კალათბურთს დიდი ტრადიციები გააჩნია. 2006 წელს დაარსდა ქუჩის კალათბურთის ასოციაცია, რომლის სამართალმემკვიდრეც ახლად შექმნილი 3×3 კალათბურთის ფედერაცია გახლავთ.

სწორედ 2006 წელს შექმნილი ასოციაციის დამფუძნებლებმა დააარსეს 3×3 კალათბურთის ფედერაცია, რომლებიც დღეს სპორტისა და კულტურის სამინისტროში იყვნენ წარმოდგენილნი. ესენი არიან - გიგა გურგენიძე, მიხეილ ამაშუკელი, ნიკოლოზ გოგოლაშვილი და ალექსანდრე ჟღენტი. კიდევ ერთი დამფუძნებელი, ბექა გოლეთიანი საქართველოში არ გახლავთ და პრეზენტაციაზე მისი ძმა - შოთა გოლეთიანი იმყოფებოდა.

3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაციას დაესწრნენ სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - პაატა გურასპაული და ფიბა ევროპის ეროვნული ფედერაციების და სპორტის განვითარების მენეჯერი - წლების მანძილზე ფიბაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი - ბულგარელი კოსტა ილიევი. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, “დინამო თბილისის” პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილი, რომელსაც ახლად შექმნილი 3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - გიგა გურგენიძემ საქართველოში 3×3 კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელი გადასცა.

საპატიო სიგელით დაჯილდოვდა 12 წლის წინ ქუჩის კალათბურთის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ამჟამად სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ზაბახიძეც, რომლის ორგანიზებითაც 3×3 კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატები და მრავალი ტურნირები ჩატარებულა მთელი საქართველოს მასშტაბით. გიორგი ზაბახიძე 3×3 კალათბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი იქნება.

3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - გიგა გურგენიძე დამსწრეებს მიესალმა და საქართველოში სპორტის ამ სახეობის ისტორიაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდნენ და 3×3 კალათბურთის მნიშვნელობაზე, მის განვითარებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრეს სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, “დინამო თბილისის” პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა, სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ და კლუბ “მაკაბის” პრეზიდენტმა, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

კოსტა ილიევმა განაცხადა, რომ საქართველოში 3×3 კალათბურთს დიდი პერსპექტივა აქვს და ახალშექმნილ ფედერაციას, სამინისტროს და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მომავალში ამ განხრით ნაყოფიერი მუშაობა, საერთაშორისო ასპარეზზე კი წარმატებები უსურვა.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
პერდი თბილისში ვერ ჩამოვა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
გორის "დილას" საჩემპიონო ზეიმი თბილისში გრძელდება [PHOTO]
ძიუდოს აკადემიამ სკოლის მოსწავლეთა შორის კარატეში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა [PHOTO]
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ჯამლეტ ხუხაშვილი: შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე ვერ მოვხვდეთ, მაგრამ...
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)