ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, - ამის შესახებ ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზვიადაურის თქმით, დავით ქევხიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგზე და მხოლოდ მის მიერ მიყვანილი მწვრთნელთა გუნდის გადაყენება საკმარისი არ არის. ზურაბ ზვიადაურის თქმით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი მოქმედებს ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით და აზრს არ ეკითხება მის გვერდით მყოფ ხალხს.

"როდესაც დავით ქევხიშვილი მოვიდა ფედერაციის სათავეში, მან თავისი გუნდი მოიყვანა. რამდენჯერმე გვქონდა მწვავე საუბარი. ის მოქმედებდა ერთპიროვნულად. მას სურდა მწვრთნელ უზნაძის გადაყენება, რომელმაც საუკეთესო შედეგი დადო იმ წელს. ჩვენ ყველანი უზნაძის გვერდით დავდექით და მან ვერ გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით უზნაძის გუნდი მაინც გაათავისუფლა და მოიყვანა საკუთარი მეგობრები, მათ შორის, ირაკლი ცირეკიძე", - განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.

მისივე თქმით, დავით ქევხიშვილი არ არის კარგი მენეჯერი და ვერ ახერხებს თანხების სწორად განაწილებას. ზურაბ ზვიადაურმა ახალგაზრდა თაობის მაგალითი მოიყვანა.

"ახალგაზრდებს ავარჯიშებს საკუთარ დარბაზში. ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კაცი 80-90 ლარი ჯდება. ეს დაუშვებელია. როგორ გაიზრდებიან ახალგაზრდები, თუ უფროს თაობასთან არ აქვთ ურთიერთობა? ეს არის არასწორი მიდგომა და თანხების არასწორი ფლანგვა", - განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.

გუშინ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.

▶ ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის

▶ ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!

წყარო: ipn.ge

გიორგი
ზვიადაური საეჭვოდ აქტიურობს.თან ისეთი ანგაჟირებულია ძიუდოს ოჯახში რომ განხეთქილება შეაქვს ყურადღებასაც არ აქცევს.მაგარი უარყოფითი პერსონაჟია ამ სპექტაკლში.
გიორგი
"ახალგაზრდებს ავარჯიშებს საკუთარ დარბაზში. ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კაცი 80-90 ლარი ჯდება. ' თუ ეს სიმართლეს შეესაბამება რაზეა საერთოდ ლაპარაკი.
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ზურაბ ზვიადაურს ოპერაცია ესაჭიროება
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
ირაკლი ცირეკიძე: თბილისის გრან პრი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია