გორის "დილას" ფორვარდის მიკოლა კოვტალიუკის განცხადებით, "დინამო თბილისთან" თამაშის შემდეგ, მასთან დემეტრე ბულისკერია მივიდა და უყვიროდა.

უკრაინელი ფორვარდი მომხდარ ინციდენტს მხოლოდ ერთი რამის გამო ნანობს, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ.

Sportall.ge კოვტალიუკს დაუკავშირდა და ინციდენტზე ესაუბრა.

- რას იტყოდით თქვენს უხეშობაზე დემეტრე ბულისკერიას წინააღმდეგ?

- რა შემიძლია ვთქვა... უკვე 5-ჯერ მაინც ვუყურე ამ ინციდენტის ვიდეოგამეორებას, ფიზიკური ბრძოლა სპორტის ნაწილია და ამაში თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ.

თუ ბულისკერიას ტრავმას მივაყენებდი, შეიძლება მართალი არ ვყოფილიყავი, თუმცა ვეცადე მას უხეშად არ დავჯახებოდი. ამბობენ, რომ მართალი არ ვიყავი, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ამ მომენტში ვტყუოდი.

- ლაშა თოთაძემ მოგთხოვათ ბულისკერიასთვის ბოდიში მოგეხადათ...

- მე ამ მომენტში უხეში დარღვევა ვერ დავინახე და მსაჯსაც ჯარიმა არ დაუფიქსირებია. ასე, რომ საბოდიშო არაფერი იყო.

- ხომ არ ნანობთ თქვენს საქციელს?

- ამას მხოლოდ იმიტომ ვნანობ, რომ გულშემატკივრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ეს ნამდვილად არასასიამოვნო და სამწუხაროა.

ფეხბურთი კაცების სპორტია, სადაც გამუდმებული ბრძოლა მიდის და ეს ბალეტი არაა.

ბულისკერიასთვის ტრავმა არ მიმიყენებია, რაიმე არ დამიშავებია, შესაბამისად ამას სათამაშო მომენტად ვთვლი. კონფლიქტი მე არ დამიწყია.

ჩემთან თოთაძემ მოირბინა და ბოდიშის მოხდა მომთოხვა. მე ვუთხარი, რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში? ეს ბრძოლაა და ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს დავეჯახეთ, აქეთ მომიხადოს ბოდიში-მეთქი!

მატჩის შემდეგ ჩემთან ბულისკერია მოვიდა და ქართულად მიყვიროდა, მე კი ქართული არ ვიცი, მარტო რუსული და უკრაინული მესმის.

შესაბამისად, არ ვიცოდი როგორ ამეხსნა მისთვის სიტუაცია. მინდოდა, მასთან მივსულიყავი, ხელი გამეწოდებინა და მეთქვა - დემეტრე, რატომ ბრაზობ? - ყველაფერი კარგადაა.

მაგრამ მან ყვირილი დამიწყო... რატომ, მე მინდოდა ამ კონფლიქტის დაწყება?

- თქვენ წინა სეზონში "დინამოში" თამაშობდით, რაიმეზე ნაწყენი ხომ არ წამოხვედით...

- არა, არანაირი კონფლიქტი არ მქონია... უბრალოდ მინდოდა დამემტკიცებინა მათთვის, რომ მეც შემიძლია თამაში და ბრძოლა.

ასეთ სტილში ვთამაშობ, ბრძოლაში შევდივარ ხშირად, ინგლისშიც ასე თამაშობენ და მე მიყვარს ასე ასპარეზობა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ფეხბურთია და არა ბალეტი!

▶ გორის "დილა": მატჩის კომენტატორმა მიკოლა კოვტალიუკს იმიჯი შეულახა [VIDEO]

▶ ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]

▶ "დინამო თბილისი": რა საჭირო იყო გამოძიების დაწყება?

gela gloveli 568825305
ადმინისტერაციას მივმართავ! წითელი ასოებით, რომ გაქვთ აღნიშნული, დისკრედიტაცია, უხამსობა,შეურაცხყოფა და მრავალი კიდევ, რის გამოც არ დაიბეჭდებითონი რომ გამეპაროს არაფრის დიდებით არ მიბეჭდავთ, შეგიძლიათ აღნიშნული ნომრის საშუალებით მიპასუხოთ?
gela gloveli 568825305
გაგიჟდაა? დეედაა
ლეტანა
არის მსაჯი მოედანზე და ის წყვეტს რაა დარღვევა და რაარა. ბოდიშები და თაყვანისცემები თამაშის მერე და ეს ძველბიჭური საქმის გარჩევები რომ აღარ გამოადით ევროტურნირზე ამიტომ გვივლის ყველა ზედ. კოვტალიუკი ასი პროცენტით მართალია, აი ბულესკირიას და თოთაძეს კი დისკვალიფიკაციები ეკუთვნით და თავად კლუბი უნდა სჯიდეთ არაპროფესიონალიზმის გამო
ჭეშმარიტებაა
ასიანი ხარ, ძმაო! კაი ბიჭობა და "ოე, ვის ეხები" თუ უნდათ, ფეხბურთში რა ესაქმებათ? ფეხბურთს მიხედონ და საქმის გარჩევებს თავი დაანებონ. იქით მოუხადონ ბოდიში კოვტალიუკს, ქაჯები რო არიან იმისთვის
giorgi 777
ბულისკერია რა უნდა რომ საერთოდ არ შეხონ? რა მოხდა ისეთი? დაამტვრიეს დალეწეს? მაგრამ ხომ იცი ვითომ მაგრები ვართ... როგორ დაეჯახა კოვტალიუკი? ბოდიში რა წამალია? მაგას არ ჯობია რომ ითამაშონ ბოლომდე?დაანებონ თავი ამ მასხარაობას... გაგიჟდა კოვტალიუკი.... სად მოვხვდიო ფოქრობს....
ლადოს
ეგ ბრძოლა ჩვენ რო არ ვიცით მიტო ვართ ჩაჯ....ბი...
liverpuli barselonas supermarketi.
კოვტალუკი მარტალია, ტოტაზემ იკაცა ვიტომ
lado
კოვტალუკი არის ძალიან ბინძური სტილის მოთამაშე. დააკვირდით მის თამაშს და ნახავთ რომ ის, რასაც თვითონ საფეხბურთო "ბრძოლას" ეძახის, საერთოდ არაა კავშირში ფეხბურთთან
haha
ეხლა კოვტალიუკის გამო ბულისკირია რუსულად ვერ და არ აჭიკჭიკდება. ფაქტია ბოლოში წამოცდა, მინდოდა დამემტკიცებია, რომ მეც ვიცი ფეხბურთიო. გამოდის წინასწარ განზრახვით უნდოდა მეკარეზე უხეშობა.
გურამი
თქვენ რეებს წერთ აქ. ფეხბურთს უყურებთ საერთოდ?? მეკარეს ბურთი აქვს და მეტოქე ასკდება. ზღაპრებს რო ყვება მერე ესა და ისაო, მისულიყო ერთი იზვინი ეთქვა და გაეგრძელებინა, ფეხბურთს უყურებთ ეგრე რომ ეჯახებიან მეკარეს რამდენი ფეხბურთელი მიცვივდბა ხოლმე? რა თოთა, თოთამ თავის მეკარის და გუნდის ღირსება დაიცვა
სპორტი
თოთაძე იმსახურებს მინიმუმ 3 თამაშიან დისკვალიპიკაციას.
პაატა
მე ვუყურებდი თამაშს და თოთაძეს არ ეპატიება მეტი მოეთხოვება ასაკის გამო.კოვტალიუკმა ითამაშა ხისტად მაგრამ ფეხბურთია ხდება ასეც.
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
ექსკლუზივი - დემეტრე ბულისკერიათი სერია A-ს კლუბი დაინტერესდა? ფეხბურთელის კომენტარი
ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]
"უოტფორდში" ჩისკოს ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი პორნოვარსკვლავი მია ხალიფა იქნება
გორის "დილაში" უკრაინელი ფორვარდი დაბრუნდა
მიკოლა კოვტალიუკი ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებულ გუნდში გადავიდა
მიკოლა კოვტალიუკს "ზორია" იწვევს
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"დინამო" (თბ) - "სოჭი" [LIVE)
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დინამო თბილისი": რა საჭირო იყო გამოძიების დაწყება?
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
დემეტრე ბულისკერია "დინამოდან" "ლოკომოტივში" გადავიდა
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
უკრაინელი ლეგიონერი "დილასგან" 2,5 თვის ხელფასის გადახდასა და გათავისუფლების ფურცელს ითხოვს
"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა
ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება