ფრენკ ანრი რიბერი 1983 წლის 7 აპრილს საფრანგეთის ქალაქ ბულონში დაიბადა. მამამისი კონსტრუქტორი იყო და ოჯახსაც ამით არჩენდა. დედამისი კი დიასახლისი.

რიბერის ბავშობა შეიძლება მხოლოდ ერთი სიტყვით დახასიათდეს - "ტკივილი". რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთის მოყვარულს აწუხებს კითხვა, რატომ აქვს რიბერის სახეზე ნაიარევი?

ისტორია კი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც რიბერი 2 წლის იყო, თავის ოჯახთან ერთად მანქანით მგზავრობდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა.

ფრენკი და მისი ოჯახის წევრები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა "ბაიერნის" ვარსკვლავს სახეზე ნაიარევები მაინც დარჩა.

აი, რას ამბობს ის ამის შესახებ:

"ეს ინციდენტი მე ცხოვრებაში დამეხმარა და მან უფრო ძლიერი გამხადა. ღმერთმა განსხვავებულად მაქცია. შრამი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წამომიდგენია".

რიბერის ყოფილი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ფრანგის შესახებ იხსენებს:

"მისი მსგავსი და ასეთი პროფესიონალი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. ის ყოველთვის იბრძვის და ეს მაოცებს. ძალიან დიდი პატივია, რომ მისი გაწვრთნა მომიწია".

როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საფეხბურთო ვარსკვლავები ლამაზმანებს დასდევენ და არაერთ ქალს იცვლიან, თუმცა რიბერი ამითაც გამორჩეულია.

ის წარმოშობით ალჟირელ ვაჰიბაზეა დაქორწინებული, რომელთანაც ორი გოგონა - ჰიზია და შაჰინეზი, ასევე ორი ვაჟი - სეიფ ელ ისლამი და მუჰამედი აკავშირებს.

რიბერის ორი ძმა - ფრანცისი და სტივენი ჰყავს, ორივე ფეხბურთელია, თუმცა დიდი წარმატებისთვის არცერთს არ მიუღწევია.

ფრენკს კბილებზე პრობლემები აქვს და მას სტომატოლოგთან მისვლა ესაჭიროება, თუმცა ამბობს, რომ ის ასეთია, ღმერთს ასე უნდოდა და არანაირ ჩარევას არ აპირებს.

მას შემდეგ რაც დაქორწინდა, რიბერი ისლამის მიმდევარი გახდა. მისი მუსულმანური სახლი ბილალ იუსუფ მუჰამედია.

2010 წელს რიბერი სკანდალშიც გაეხვია. 16 წლის ზაჰია დეჰარმა განაცხადა, რომ ფრენკ რიბერიმ და კარიმ ბენზემამ სექსის სანაცვლოდ მას ფული გადაუხადეს.

ადამიანისთვის, რომლისთვისაც ოჯახი ყველაფერზე წინ იდგა, ეს ყველაზე გასაოცარი იყო.

რიბერი ამჟამად 36 წლისაა და უკვე "ფიორენტინას" ღირსებას იცავს.

giorgis
ხმარობდნენ არა, იყენებდნენ
status quo
რიბერიმ თავის ერს და რწმენას უღალატა და არ არის ქების ღირსი.
ოკრიბელი
რუსული არა კვახი. გერმანულია - schramme
გიორგიპირველი
ოჯახთან - არა, მამასთან ერთად იყო.
roma
ჩვენი ვითომ ჟურნალისტები ქართული არ იციან და როგორ დაწერონ, "ნაიარევი" სიტყვა ამათ სოფლური გონიათ და არ დაგვცინონო "შრამი" დაწერეს. თფუი......
გიორგი
შრამი რუსული სიტყვაა და ჩვენი ჟურნალისტები არ უნდა ხმარობდნენ
b-52
შრამი არა, ნაიარევი
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რიბერი შესაძლოა, "ბაიერნში" დაბრუნდეს
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
რიბერი კარიერას ასრულებს - ვეტერანი ფეხბურთელი ტრავმებმა დაღალა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
რიბერიმ კარიერის დასრულება გვაუწყა, მაგრამ ფეხბურთში რჩება
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
რიბერი "ბაიერნში" დაბრუნებასთან ახლოსაა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ვასილ კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე: ჩემი პრეტენზია აგენტისადმი იმაში მდგომარეობს
შენ მათ 3-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგით უპასუხე - რიბერიმ ბენზემას მხარდაჭერა გამოუცხადა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია