ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!

ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისისთვის დააანონსა, თუმცა სპორტის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ამბობს, რომ ყრილობა არ გაიმართება.

ლიპარტელიანს ბოლოდროინდელ მოვლენებზე ველაპარაკეთ, მათ შორის - ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის იაპონურ შეკრებაზე გამგზავრებაზე და ირაკლი უზნაძის თბილისში ჩამოსვლაზეც:

- მადლობა სპორტის მინისტრს გამოჩენილი ყურადღებისთვის. ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ და აღშფოთებული იყო იმით, რაც მოისმინა და რაც ძიუდოს ფედერაციაში ხდება. მოუსმინა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს, მწვრთნელებს და თავადაც თქვა, რომ საქმე რთულად არის.

მიხეილ გიორგაძე ორი დღის განმავლობაში არ იქნება საქართველოში. ამიტომ საქმის მოკვლევა მოადგილეს დაავალა. რაც შეეხება ყრილობას, ამ ეტაპზე ის არ გაიმართება! ყრილობაზე ჯერ ლაპარაკიც არ არისო - თქვა მიხეილ გიორგაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

- თქვენთან შეხვედრისას ამაზე არ ულაპარაკია?

უნდა გადაიდოსო - ერთხმად აღნიშნა ყველამ შეხვედრაზე, სადაც სპორტის მინისტრის გარდა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეც იყვნენ.

- რატომ უნდა გადაიდოს ყრილობა?

- იმიტომ, რომ ახლა არ არის სიტუაცია ყრილობისთვის: ახალგაზრდული ნაკრები გადაუდგა, ქალთა ნაკრებმა სრული თანადგომა გამოაცხადა, ეროვნული ნაკრების უმეტესი ნაწილი პროტესტს აცხადებს და ყრილობა რისთვის და ვისთვის უნდა ჩატარდეს?! როგორც ვიცი, ჯერჯერობით, ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში.

და თუ დავით ქევხიშვილი მაინც გადაწყვეტს ყრილობის გამართვას, ისევ ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას და არავის შეეკითხება, მაშინ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან ყრილობა ვერ ჩაატაროს. რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ცივილური მეთოდებით.

- ძიუდოს ფედერაციაში რამდენიმე დღით ადრე დაანონსებულმა თქვენმა ვიზიტმა ამჯერადაც უშედეგოდ ჩაიარა...

- რამდენიმე დღის წინ მთელი გუნდი ვიყავით მისული. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, უბრალოდ, გვინდოდა მოგვესმინა პასუხები ჩვენს კითხვებზე, მათ შორის, იმაზეც - რატომ გაათავისუფლა მწვრთნელები. რადგან წინა დღეს ამ თემაზე სულ სხვა რაღაც გვითხრა, მერე კი საწინააღმდეგოდ მოიქცა და მწვრთნელებმა ინტერნეტის საშუალებით შეიტყვეს, რომ გათავისუფლებულნი იყვნენ.

გვინდოდა გველაპარაკა იმ პრობლემებზეც, რასაც ახლა ვაპროტესტებთ. დანამდვილებით ვიცოდით, რომ დავით ქევხიშვილი ფედერაციაში იყო, მაგრამ ადგილზე არ დაგვხვდა. მალე დაბრუნდებაო, თავადაც დარეკა და თქვა, რომ ჟურნალისტებთან იყო, აგვიანდებოდა...

დაახლოებით სამი საათი ველოდეთ, ბოლოს კი დარეკა - ვეღარ მოვდივარო... მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ქევხიშვილისგან არანაირი ყურადღება არ ყოფილა. როგორც გავიგეთ, რამდენიმე სპორტსმენს შეეხმიანა - რამე თუ გინდა, ყველაფერს გაგიკეთებთო, როგორც ხდება ხოლმე...

- როგორ ფიქრობ, რატომ არიდებს თავს თქვენთან შეხვედრას?

- დავით ქევხიშვილი ამბობს - ყველაფერში მართალი ვარო. არადა, როცა ამდენ სპორტსმენს აქვს პრობლემა და გეუბნებიან - ვერ მართავ, არ არის ჯანსაღი ვითარებაო, ყველაფერში მართალი როგორ ხარ?! ხომ შეიძლება აღიარო - რაღაცაში დამნაშავე ვარ, იყო შეცდომები და გამოვასწორებო?! არა - ქევხიშვილი ყველაფერში მართალია! თუ ყველაფერში მართალი ხარ, სპორტსმენები და მწვრთნელები ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან ერთად მოვდივართ, დაგვხვდი და ვილაპარაკოთ მშვიდად. გაიგოს ქომაგმა, ვინ არის მტყუან-მართალი...

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ აარიდა თავი ჩვენთან შეხვედრას და დევნას ხომ არ დავუწყებთ?! ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის გარდა, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეც არის, პარალიმპიელი ძიუდოისტების თავკაციც და რომელ სამსახურში ვეძებოთ?!

- დავით ქევხიშვილის თქმით, იმიტომ არ გხვდებათ, სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ დაიძაბოს...

- რა დაძაბულობაზეა ლაპარაკი - მეუღლეებთან, შვილებთან, მშობლებთან ერთად მივედით! მშვიდად დავსხდებოდით და ღიად ვილაპარაკებდით იმაზე, რაზეც ამტკიცებს - არანაირი პრობლემა არ არისო. ალბათ, ყრილობის იმედი აქვს...

- მას შემდეგ, რაც ამბობდით - პროტესტს ძიუდოს მთელი ნაკრები უერთდებაო, ბევრს გაუკვირდა 7 მაისს ლაშა შავდათუაშვილის და ვაჟა მარგველაშვილის იაპონურ შეკრებაზე გამგზავრება... დავაკონკრეტოთ: ეს წინასწარ დაგეგმილი შეკრება იყო ორი ძიუდოისტისთვის?

- ლაშას და ვაჟას ნაცვლად ვერ გიპასუხებთ... რაც შეეხება კითხვას, დიახ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი შეკრება ორი სპორტსმენისთვის, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, როგორ ყოფდა ფედერაციის პრეზიდენტი გუნდს. თუ შავდათუაშვილი და მარგველაშვილი გადაწყვეტენ ამ თემაზე ლაპარაკს, იმასაც გეტყვიან, თუ როგორ მოხდა შეკრებაზე მათი გამგზავრება.

რაც შეეხება "განხეთქილებას", გუნდში არანაირი განხეთქილება არ არის, ბიჭებთანაც ჩვეულებრივი ურთიერთობაა. უბრალოდ, ზოგიერთი ძიუდოისტი, გარკვეულწილად, არიდებს თავს და სხვებზე ნაკლებად არის ჩართული, თორემ, ერთს სპორტსმენსაც კი ვერ დაასახელებთ, რომელმაც თქვა, რომ ქევხიშვილი მართალია და ჩვენ ვტყუივართ!

▶ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ

- არც მხარდასაჭერი განცხადება მოგვისმენია და არც - საწინაღმდეგო!

- გეთანხმებით, მაგრამ პირად საუბრებში ყველა ვთანხმდებოდით, რომ ქევხიშვილი ვერ მართავს ფედერაციას და უნდა შეცვლილიყო. თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!

- ცნობილი უცხოელი ძიუდოისტების ვიდეომიმართვებზე რას იტყვი - საიდან შეიტყვეს თქვენი პროტესტის შესახებ?

- ვიღაცებმა ისიც დაგვაბრალეს, თითქოს, ჩვენ ვთხოვეთ მხარდამჭერი ვიდეოს ჩაწერა... ძიუდოს ერთ-ერთ ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა სტატია ჩემი განცხადების შესახებ. ითარგმნა თავად განცხადებაც და როცა ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა წაიკითხეს, რომ პროტესტის ნიშნად ვარჯიშს ვწყვეტდით, ამ გზით გამოხატეს თანადგომა და გვთხოვენ, სპორტში დავრჩეთ და ვარჯიში გავაგრძელოთ. ასე რომ, არასწორია ბრალდება, თითქოს "ქართული ძიუდოს შიდა სამზარეულოს პრობლემები საზღვარგარეთ გავიტანეთ".

- გავრცელდა "ტოჩინოშინის" (ლევან გორგაძე) ვიდეომიმართვაც. ლევანი ყოფილი ძიუდოისტია და ძიუდოს სამყაროს მოუწოდებს - მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, მტრის გასაცინებლად და გასახარად ქართულ ძიუდოს ნუ დავასუსტებთო...

- არავის დასაცინი არაფერი გვჭირს... ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვასახელოთ ჩვენი სამშობლო - ქვეყანაშიც და საზღვარგარეთაც. ესეც ჯანსაღი ვითარებაა, არავინ ცდილობს, სხვას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს, კვერცხი ესროლოს ან კარი აუჭედოს...

უბრალოდ, ეს ისეთი პროცესია, რომელიც უკვე გარდაუვალი იყო ძიუდოს ფედერაციის თავკაცის ქმედებებიდან გამომდინარე. მათთვის, ვინც "შიდა სამზარეულო" არ იცის, შესაძლოა, შორიდან სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ ვითარება უკვე ჩიხში იყო შესული, უფსკრულისკენ მიდიოდა საქმე და იძულებულნი გავხდით, რადიკალური ნაბიჯები გადაგვედგა.

დავით ქევხიშვილმა სხვა გზა აღარ დაგვიტოვა, თორემ ნამდვილად არ გვსიამოვნებს ასეთ ვითარებაში ყოფნა.

▶ "ნუ გავხდებით მტრების დასაცინი..." - ლევან გორგაძე ქართველ ძიუდოისტებს მიმართავს [VIDEO]

- გასაგებია, რომ ამ გზით პროტესტს გამოხატავთ, მაგრამ ამავე დროს, პასუხისმგებლობასაც ხომ უნდა გრძნობდეთ იმის გამო, რომ არ ვარჯიშობთ ნაკრების პირველი ნომრები - ვისგანაც გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას ელის?!

- ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ იმის გამო, რომ მეათე დღეა, არ ვვარჯიშობთ... ძიუდოისტების მიმართ ფედერაციის პრეზიდენტის დამოკიდებულება კი აქედანაც კარგად ჩანს - როცა ამდენი სპორტსმენია უკმაყოფილო შენი მუშაობით და შენ გადადგომას ითხოვს, მით უმეტეს, ის ბიჭები, რომლებმაც კიდევ ბევრჯერ უნდა ასახელონ საქართველო, რისთვის უნდა მოეჭიდო სკამს?! როდესაც არავის უნდიხარ, უნდა გეყოს ვაჟკაცობა და ადამიანობა, კეთილი ინებო და წახვიდე!

- ძიუდოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი - ირაკლი უზნაძე ამ ამბებთან დაკავშირებით ჩამოვიდა თბილისში?

- დიახ, რადგან გული შესტკივა საქართველოს ნაკრებზე. ირაკლი ძალიან აღშფოთებულია იმის გამო, რომ არ ვვარჯიშობთ და დააფიქსირა კიდეც თავისი პოზიცია. ის იმაზეც ილაპარაკებს, როგორი წნეხის ქვეშ უწევდა მუშაობა საქართველოს ნაკრებში.

- ძიუდოს ეროვნული ნაკრები ამჟამად უმწვრთნელოდ არის... იმის გათვალისწინებით, ცირეკიძის დანიშვნამდე, ძიუდოისტთა უმრავლესობას მწვრთნელად უზნაძის დარჩენა სურდა, შესაძლოა, ის ისევ ვნახოთ ნაკრების სათავეში?

- გამორიცხულია... გულითაც რომ გვინდოდეს და ვეხვეწოთ თურქებს, ირაკლის კონტრაქტი აკავშირებს ამ ქვეყნის ნაკრებთან და არავინ გამოუშვებს. ირაკლი უზნაძე თბილისში ჩამოვიდა, რადგან უზომოდ უყვარს ჩვენი ნაკრები და როცა საქართველოდან მიდიოდა, ძალიან სწყდებოდა გული ასეთი ბიჭების დატოვებაზე...

რატი შელეგია სპეციალურად საიტისთვის

• smon

სადაა ლიპო და მისი ამალა? რატომ მიყუჩდით ბიჭებო? ხომ არ გაიხლართეთ საკუთარ ბადეში? ბარო თქვენ, მაგრები ყოფილხართ ჩემა მზემ, მაგრები... იმდენი......

• ვასო

ლიპო მართალი კაცი ხარ

• ანი

ჰე,აბა გელოდებით ტატამზე ისეთი რიხით აანონსებ ''სხვა ვარლამის მოსვლას''!

• ნინი

ეტყობა თქვენ ემზადებით ტატამზე გამოსასვლელად!

• eldari

ფსიუუ შე უტვინო, მარგველა და შავი საქართველოში პირველები არ არიან თავიანთ წონებში?

• kashialegend

არ ვიცი,რა ხდება შიდა სამზარეულოში და არ ვიცი დეტალები,მაგრამ მე ვიცნობ ვარლამს და ავთოს,არ არიან ისეთი ბიჭები,რომ პირადი ინტერესის გამო რაიმე გაკეთონ. უზნაძის მოხსნა რომ შეცდომა იყო ამას ყველა აღიარებს და მიუხედავად იმისა,რომ ცირეკიძეს დიდ პატივს ვცემ,მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება მწვრთნელობისთვის. მოვისმინე მიშა ყაველაშვილის განცხადება და მან ქევხიშვილს არ გადადგომა მოუწოდა. ფეხურთელს კაცს,რომელსაც უმაღლესი განათლებაც არ აქვს რა უდა პარლამენტში და უფრო უარესი ძიუდოისტების საქმეში რატომ ერევა. ყაველაშვილი ისე არის ძიუდოსთან,როგორც გოჭი ტურნიკზე. არ გამოვიდეს ეხლა და არ მითხრას სამშობლო ვასახელეო და შეშვას ამ საქმეს. იმედი მაქვს,იქნება სწორი გადწყვეტილება მიღებული და ქევხიშვილი წავა,რადგან არავის სკამი არ ღირს ჩვენი ბიჭების მოსაცდენად. ეს მალე უნდა მოხდეს და გაგრძელონ ბიჭებმა ნორმალურ პირობებში ვარჯიში და მოემზადონ ტურნირებისთვის,რადგან იმ ტურნირებზე ქართულმა დროშამ უნდა იფრიალოს და ჩვენმა ჰიმნმა უნდა გაიჟღეროს.

• fsiuuu

ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი ყოველთვის პირველები იყვნენ თავის წონაში და აბა მერვე ნომერი წასულიყო და პირველი დარჩენილიყო?

• ძიუდო

ვუერთები ჩვენს ბიჭებს და ქევხიშვილი უნდა გადადგეს.

• status quo

უნამუსო ქევხიშვილი.

• ყველას გასაგონად!

თბილისის ტურნირი უნდა ჩაგეგდოთ და არა ევროპის ჩემპიონატი (ვარლამი არ მყავს მხედველობაში)!! ზუსტად ქევხიშვილმა არ არიგა 5 ოქროს მედალი თბილისში!? ხმა არავის გაუღია! არც ბექას, არც გურამს,არც ვაჟას და არც ლაშას! იაპონელები რომ არ ჩამოვიდნენ (მეორე გუნდიც არ გამოგზავნეს) თბილისში აი მაგაზეა მოსათხოვარი ქევხიშვილისგან! კირაკოზაშვილმა და ტატალაშვილმაც იჭიდავეს თბილისში, მაგრამ ევროპაზე ქევხიშვილმა (ცირეკიძე აუტშია ამ დროს) ტატალაშვილი წაიყვანა და კირაკოზაშვილი დატოვა! რით ჩამოუვარდება კირაკოზაშვილი ტატალაშვილს? ქევხიშვილის პროტეჟე რომ არა არის იმიტომ არა!?

• JUDO

ლიპარტელიანი და ჭრიკიშვილი რო დადიოდნენ კორეა/იაპონიაში შეკრებაზე და სხვები აქ იყვნენ ხოლმე მაშინ თუ უჩნდებოდა კითხვები? შემდეგი ინტერვიუსას ესეც კითხოთ იქნება.

• buje

უნდა დამთავრდეს ეს პოლიტიკური დანიშვნები სპორტული ფედერაციების სათავეებსში.ყველაფრის კონტროლი როგირ უნდა გინდოდეს,ჩვეულებრივი საბჭოთა მიდგომა საქმისადმი.

• sandro

საერთოდ ვინ კითხავს ძიუდოისტს ფედერაციის პრეზიდენტის გაადგომას? ყველამ თავის საქმე აკეთოს ჯობია. ვენაცვალე ლაშას, მარგვლას, ბექას და თუშის რო არ აყვნენ ამათ და ვარჯიშობენ. წინა წლებში ვინც შედეგებს დებდა იმათ რა უნდა ექნათ მართლა ნახერხზე რო ვარჯიშობდნენ? დამდგარიყვნენ და ეპროტესტებინათ და ეწუწუნათ? თქვენ საქმეს მიხედეთ თქვენსას

• lelo

ვოვა შენ თუ შეცვლი ლიპოს თორემ მე სხვას ვერავის ვხედავ მის შემცვლელს))

• vova-s

შენ არც ლიპოს მიმართ გაქვს სიმპატია!!! და არცძიუდოს მიმართ!!! და არც საქართველოს!!!

• Gio

Mე არ ვქმნი კერპებს Mაგრამ ტქვენ სწორედ მაშIნ გამოჩNდით როცა საშVელი არსაიდან იყო

• vova

ვარლამისადმი, როგორც სპორცმენისადმი სიმპათიის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ბევს ლაპარაკობს. თითქოს ქვეყანა ინგრევა და საშველი არ ჩანს. შეუცვლელი არასდროს არავინაა. თქვენ წახვალთ და წდით. სხვა მოვა და ის გააკეთებს საქმეს. ჩემის აზრით გასაგდებია როგორც პრეზიდებტი, ისე ყველა პროტესტანტი ძიუდოისტი.

• lazo

ვარლამ ლიპარტელიანი - "ვითარება უკვე ჩიხში იყო შესული, უფსკრულისკენ მიდიოდა საქმე და იძულებული გავხდით, რადიკალური ნაბიჯები გადაგვედგა". ოო, ესეც სიახლეა. საინტერესოა, როდის, რა მომენტიდან შევიდა სიტუაცია ჩიხში, ისრაელის ჩაგდებული ჩემპიონატის შემდეგ თუ მანამდე? ეს ერთი. მეორე. ჩიხში იყო შესული და თქვენი საოროტესტო ტალღის აგორების შემდეგ ჩიხიდან გამოვიდა? ჩიხში ახლა უფროა. საიდანაც გამოსვლა არც ისე იოლია. პროტესტის საწყის ეტაპზე ამ სახელოვანი სპორცმენების მართლაც გულწრფელად მჯეროდა, ახლა კი არა. რაღაც სხვა შემთხვევასთან უფრო უნდა გვქონდეს საქმე, რაც აუცილებლად გამჟღავნდება მომავალში. ან რა საჭირო იყო ოჯახის წევრების წაყვანა პრეზიდენტთან შეხვედრაზე? ნუ მოკლედ.....

• დათო

ამდენი სპოცმენთან რომ ვერ დაალაგებ სიტუაციას ესეიგი ცუდი მენეჯერი ხარ, ესაა მარტივი ჭეშმარიტება..

• gurami

ბიჭებო მთრლი გულშემატკივრები და ნაღდი ქართველები თქვენს გვერდით ვდგავართ! ისე ლევანი მართალია თქვენი დასუსტება ყველა მოწინააღმდეგე გუნდს გაუხარდება, სამწუხაროთ იმათაც ვინც თანადგომა გამოგიცხადათ!!! გისურვებთ ბევრ გამარჯვებებს ჩვენი და თქვენი გულის გასახარებლათ,

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება

საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"

სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

შეგირდებთან ერთად ატირებული მწვრთნელი - ინტერვიუ გურამ მოდებაძესთან

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა

ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?