43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ 11-12 მაისს ორგანიზებული მედიატურნირი "ბათუმი 2018" "კომედი არხის" წარმომადგენლის, გოჩა თანდარაშვილის გამარჯვებით დასრულდა
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ 11-12 მაისს ორგანიზებული მედიატურნირი "ბათუმი 2018" "კომედი არხის" წარმომადგენლის, გოჩა თანდარაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა და დაუმარცხებლად მოიპოვა პირველი ადგილი.

"მადლობას ვუხდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, ბათუმის ოლიმპიადის და ამ მედიატურნირის საორგანიზაციო კომიტეტს ძალიან ლამაზი და საინტერესო შეჯიბრების ჩატარებისთვის. გულახდილად ვიტყვი: ჩემპიონობაზე არ მიფიქრია, თუმცა იმედი მქონდა, რომ სამეულში მოვხვდებოდი. მაგრამ ისე წარიმართა ყველაფერი, პირველი ადგილი დავიკავე და ეს ძალიან მახარებს! მადლობა ყველა მონაწილეს, მეტოქეებს... ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს კი ამ მართლა საპასუხისმგებლო და უმაღლესი დონის შეჯიბრების საუკეთესოდ მიღებას ვუსურვებ", - განაცხადა გოჩა თანდარაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ვიცე-ჩემპიონის წოდება ზაქრო ინწკირველმა ("რუსთავი 2") მოიპოვა, მესამე ადგილზე კი კიდევ ერთი ტელეკომპანიის, "იმედის" წარმომადგენელი ნიკა ახალაია გავიდა. ინწკირველმა, ახალაიამ და მეოთხე ადგილზე გასულმა თენგიზ ჩობანიძემ (გაზეთი "მსოფლიო სპორტი") 5,5 ქულა დააგროვეს, მათ შორის ადგილები კი ბუჰჰოლცით განაწილდა.

"ვულოცავ გამარჯვებულებს, მათთვის კი, ვინც ამჯერად ვერ ითამაშა, ვიტყვი, რომ ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად კიდევ გვექნება რამდენიმე აქტივობა, სადაც თავის გამოჩენის საშუალება გექნებათ. ჟურნალისტების თამაშების შემხედვარე, უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ შორის რამდენიმე საინტერესო მოჭადრაკეა", - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

"ჩვენთვის, ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტებთან მჭიდრო ურთიერთობა და ეს მედიატურნირი, ვფიქრობ, ამ მიზნისკენ გადადგმული კარგი ნაბიჯია. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც ბათუმი 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უმასპინძლებს, მხოლოდ სპორტული შეჯიბრება არაა, ის ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის და დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში მყოფი თითოეული ჩვენგანი საპასუხისმგებლო გამოცდას საუკეთესოდ ჩავაბარებთ", - განაცხადა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

გიორგი გიორგაძემ და ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ასევე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა ტურნირის ყველა მონაწილეს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული საჩუქრები გადასცეს, გამარჯვებულები და პრიზიორები კი სპეციალური პრიზებით დააჯილდოეს.

ჩემპიონ გოჩა თანდარაშვილს ნონა გაფრინდაშვილის ავტოგრაფით დამშვენებული საჭადრაკო დაფა, ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევი (2-2 დღე სასტუმროში ცხოვრება+კვებით), "სოკარის" სპა-ცენტრის ვაუჩერი და "გუდვილის" 500-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცა.

მეორე ადგილზე გასული ზაქრო ინწკირველი საჭადრაკო დაფით, ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევით (გზის დაფინანსების უზრუნველყოფით), "სოკარის" სპა-ცენტრის ვაუჩერით და "გუდვილის" სასაჩუქრე ბარათით (300 ლ) დაჯილდოვდა.

მესამეადგილოსანმა ნიკა ახალაიამ ჭადრაკის დაფა, ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევი (გზის დაფინანსების უზრუნველყოფით), "სოკარის" სპა-ცენტრის ვაუჩერი და "გუდვილის" სასაჩუქრე ბარათი (200 ლ) მიიღო.

მედიატურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტულ ჟურნალისტთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე თენგიზ ჩობანიძე განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვა: მას 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სრული აკრედიტაცია გადაეცა (ტურნირის დღეებში სასტუმროში ცხოვრება-კვების უზრუნველყოფა)! მასვე ერგო "სოკარის" სპა-ცენტრის ვაუჩერი და "გუდვილის" 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

ასევე სპეციალური პრიზი გადაეცა გოგონათა შორის საუკეთესო შედეგის მქონე ნინო ფაშალიშვილს (ტელეკომპანია "მაესტრო") - ნონა გაფრინდაშვილის ალბომი მისივე ავტოგრაფით, "სოკარის" სპა-ცენტრის ვაუჩერი და ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მოსაწვევი.

მედიატურნირში ტელეკომპანიების ("საზოგადოებრივი მაუწყებელი", "რუსთავი 2", "იმედი", "იბერია", "აჭარა", "მაესტრო", "კომედი არხი", "სილქ TV", "პალიტრა ნიუსი", "მიუზიკ ბოქსი", "TV პირველი"), ჟურნალ-გაზეთების ("მსოფლიო სპორტი", OK, "ახალი თაობა", "კვირის პალიტრა"), რადიოების ("იმედი", "ფორტუნა", "თავისუფლება"), ონლაინ-გამოცემების (worldsport.ge; sarbieli.com) და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 28 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

ტურნირს, ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ქობულეთის სასტუმრო "ჯორჯია პალასმა" უმასპინძლა, შეჯიბრების ოფიციალური გადამყვანი კი საქართველოს რკინიგზა იყო.

"ბათუმი 2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტი

ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება
ნინო ხურციძემ ქალთა ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა
ბიუჯეტი საზოგადოების მღელვარებისა - რატომ ჭადრაკი?
ნინო ხურციძემ საქართველოს ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა
დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს
"ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა" - ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით გია გიორგაძე აირჩიეს
ნინო ხურციძე მოჭადრაკეთა ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს
მოჭადრაკეთა ჩემპიონს ქალებში ბოლო ტური დაასახელებს
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
"მადლობა საჩუქრისთვის" - რა კადრებს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია? [PHOTO]