ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ნებისმიერი ქართველი გულშემატკივრის ოცნებაა. უამრავი ითქვა და დაიწერა ერთა ლიგაზე, რისი სახითაც "ჯვაროსნებს" ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლიათ.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია. სლოვაკ სპეციალისტს კი გამოცდილება მაღალი დონის ტურნირებზეც აქვს მიღებული, რაზეც Sportal.ge სწორედ ამ სტატიაში ისაუბრებს.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაისის სლოვაკეთის ნაკრები F ჯგუფში იტალიასთან, ახალ ზელანდიასა და პარაგვაისთან ერთად მოხვდა.

ჯგუფიდან გასვლის ფავორიტებად, რა თქმა უნდა, იტალია და პარაგვაი მიიჩნეოდნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.

"სკუადრა აძურამ" პირველ ორ მატჩში ფრე ითამაშა. პარაგვაისთან დაკარგული 2 ქულა განსაკუთრებულ სენსაციად არ მიიჩნეოდა, აი, ახალ ზელანდიასთან ნათამაშები ფრე კი ერთ-ერთი დიდი სენსაცია იყო.

საინტერესოა, რომ მარჩელო ლიპის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 1 ქულის მოპოვებაც ჰყოფნიდა.

სლოვაკები 25-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც საკუთარ საჯარიმოსთან დანიელე დე როსი შეცდა და რობერტ ვიტეკმაც ფედერიკო მარკეტის კარი აიღო.

მაშინ "ლილში" მოთამაშე ფორვარდი, რომელიც ამჟამად ბრატისლავის "სლოვანში" ირიცხება, მეორე გოლის გატანას 73-ე წუთზე ზეიმობდა.

"სკუადრა აძურა" შეხვედრაში "უდინეზეს" ლეგენდა ტოტო დი ნატალემ დააბრუნა, რომელმაც მეორე ბურთიც გაიტანა, თუმცა თამაშგარეს გამო გაუუქმეს.

მატჩს ინტრიგა კამილ კოპუნეკმა მოუკლა, რომელმაც 89-ე წუთზე იტალიელთა კარი აიღო.

ერთადერთი, რაც "სკუადრა აძურამ" მოახერხა, ეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფაბიო კვალიარელას ზღაპრული სილამაზის გოლი იყო.

საბოლოოდ, 3:2 და 1/8-ფინალში სლოვაკები გავიდნენ, სადაც ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდნენ.

შეხვედრის შემდეგ იტალიელები საშინელ დღეში იმყოფებოდნენ და ბევრი მათგანი მოედანზე ტიროდა კიდეც. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩნენ.

სლოვაკები კი უზომოდ ბედნიერნი იყვნენ. მათ არა მარტო სლოვაკეთის, არამედ სამხრეთ აფრიკის ქუჩებშიც უდიდესი ზეიმი მოაწყვეს.

"მინდა, მთელი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღო. ვიტყოდი, რომ ამ გუნდს შეეძლო უფრო დიდი შედეგისთვის მიეღწია.

შესაძლოა, გუნდი მენტალურად და ფსიქოლოგიურად კარგად ვერ მოვამზადე. მინდა პატიება ვთხოვო იტალიური სპორტის სამყაროს, ფეხბურთელებსა და სრულიად ყველას.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი იტალიური თავგადასავალი ასე მთავრდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში მედგა და ჩემს შემცვლელს წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარჩელო ლიპიმ.

რაც შეეხება ჩვენი ნაკრების დღევანდელ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, მან შემდეგი თქვა:

"ეს სლოვაკეთისთვის ფანტასტიკური, ხოლო ჩემს ცხოვრებაში მეორე საუკეთესო დღეა. პირველი დღე კი ჩემთვის, რა თქმა უნდა, ჩემი შვილის დაბადებაა.

ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ არაჩვეულებრივი თამაში აჩვენეს და დიდებული ფეხბურთი ითამაშეს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სლოვაკ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში გვერდში გვედგა", - განაცხადა ვაისმა.

ეს სლოვაკური ფეხბურთის წარსულია, რომელიც სწორედ ჩვენმა დღევანდელმა მწვრთნელმა შექმნა.

იმედი გვაქვს, ვლადიმირ ვაისი მინიმუმ ერთ ასეთ ბედნიერ დღეს ქართველ გულშემატკივარსაც აჩუქებს.

გიზოგ
დიდი საქმის გაკეთებისას მწვრთნელიც და გუნდიც უნდა გრძნობდეს საზოგადოებისგან დიდ თანადგომას. უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი გავერთიანებულიყავით ერთი საერთო მიზნის მისაღწევად და მართლაც განგვეცადოს ევრო არენაზე მიღწეული გამარჯვებებით გამოწვეული უსაზღვროდ დიდი სიხარული. ვისაც 13 მაისი ახსოვს იცის, როგორი ამაღლებული, არამქვეყნიური განცდაა. ვფიქრობ საამისოდ ფეხბურთელთა კონტინგენტი უკვე გვყავს. მთავარია ფსიქოლოგიურად მომზადება.
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
Transfermarkt-ის რეიტინგი: პირველი დონარუმაა, მეთერთმეტე მამარდაშვილი, ოცდამეცამეტე ალისონი
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
კალცონა ნეაპოლიდან ბრატისლავაში გაემგზავრა
"ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი..."
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
უკრაინამ სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა
მარჩელო ლიპი: კრიშტიანო რონალდო ჰალუცინაციების მსხვერპლი გახდა
მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრებში დაბრუნდა
ტრავმა ბაქოში - "ნაპოლი" სასტარტოს ფეხბურთელის გარეშე დარჩა
სენსაცია - კალცონას გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ბელგიას სძლია [VIDEO]
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრები წელს მეორედ დატოვა
ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
მარჩელო ლიპი: რატომ არ განახლდა იტალიის ჩემპიონატი? ეს გულისამრევია, მაცოფებს
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]