საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა "ჯვაროსნების" ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე კომენტარი Metaratings-თან გააკეთა:

"რა თქმა უნდა, მატჩს ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შესანიშნავი შედეგია! კარგმა მწვრთნელმა ჩემ შემდეგ მაღალი დონის სამუშაო ჩაატარა. ბოლო 10 წელიწადში წარმოუდგენელ გულშემატკივრებთან ერთად საქართველოში ფეხბურთი განვითარდა. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, შესანიშნავი მეკარე და კარგი გუნდი.

როგორ შეიცვალა ნაკრები ჩემი წასვლის შემდეგ? ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც შანსი მივეცი, უკვე გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და ხარისხი აქვს. შეიცვალა სტილი, ადრე დაცვიდან ვთამაშობდით, სწრაფ კონტრშეტევებზე, ჭკვიანურ ფეხბურთს.

სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ შევძელით და მიხარია, რომ ისტორია არ განმეორდა. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული მატჩი იყო. მე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად გახარებული ვარ".

gio9
ამ კაცის დამსახურებაც არის ეურო 2024 ზე გასვლა მადლობა მას და ვულოცავ სლოვაკეთის ჩემპიონობას .
semis-ს
მხოლოდ ერთი არგუმენტი (სხვებს აღარ დავწერ) - შეცვლების დაწყება 80-ე წუთიდან ან შემდეგ
გიორგი
დიდი მადლობა ბატონ ვაისს გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნებისათვის !!!
შოთა
ძალიან კარგი კაცი!!!
ვაჟა მასწავლებელი
ბატონო ვლადიმერ თქვენი წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ის შეიცვალა, რომ თქვენი დათესილი მარცვალი ჯეჯილად ამოვიდა და აწი ვნახოთ!
555
დიდი მადლობა თქვენ ბატონო ვაისს!
ელ დარი
მადლობა ვაისს!
alexandre
დიდი მადლობა, ვლადიმერ! შენი წვლილი არა მარტო იმაშია, რომ მაშინ ეს ახალგაზრდები პირველმა შეაჩვიე ნაკრებს! ჩემთვის მუდამ იქნები ჩაკვეტაძის გადამრჩენელი - როგორც ფეხბურთელის! დიდხანს და ჯანმრთელად, წარმატებულად იყავი, ბატონო ვლადიმერ ვაისო! ძალიან დიდი მადლობა! ďakujem veľmi pekne
თავადი
გეთანხმები სრული 100%. და როგორც ადამიანი,ვაისი არაჩვეულებრივი პიროვნებაა.
მეზღვაური
უმაგრესი ადამიანია ვაისი.დინამო თბილისში ან დინამო ბათუმში მწვრთნელად მშვენიერი იქნებოდა ისე
q
გვიყვარხართ ვაის!
გოჩა
ვაისი ძალიან მაგარი კაცია..ჩაკვეტაძის დღევანდელი კარგი ფორმაში ყოფნა..მისი დიდი წვლილიც აის მაგაში
სიმართლე
ვაისი არის უუუუუუუუუდიდესი ადამიანი, მაგარი გულით და საქართველოს კარგი მეგობარი. მადლობა მას ყველაფრისთვის............

ამ გუნდის კაშიასთან და მითუმეტეს კანკავასთან ასოცირება უკვე ძალიან დაგვიანებულია, ეს მამარდას, ჩაკვეს,კიტეს, კვარას, მიქას და სხვა ახალგაზრდების გუნდია და რაც მალე ჩაანაცვლებს უკანა ხაზსაც უკეთესი იქნება.
ზე მე
შესანიშნავი ადამიანია.
სიმართლე
თუ ვინმეს 0.000001% მიუძღვის ნაკრების წარმატებაში და გულით უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი უფალმა ყველაფერი საუკეთესო მიცეს!!! მიყვარხარ საქართველო ესეთი ერთიანი გვენახოს ყოველ დღე ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა!!!
გ.შ.
ნამდვილად
მე
91-ე წუთზე რო გააკეთა ფინალში 0:1ზე პირველი ცვლილება ეგეც კორონას ბრალია? მაგის დიდი დამსახურებაა წინა ევროპაზე რო ვერ მოვხვდით
მამუკა
ვაისსაც ეკუთვნის მადლობა, სწორედ მან დაგვიბრუნა ჩაკვეტაძე, სწორედ მისი დამსახურებით აქვთ განუსაზღვრელი სათამაშო დრო კაშიასა და კანკავას და როცა საჭირო გახდა, სწორედ მან მისცა ბიჭებს დასვენების საშუალება.აი ეს არის ჩვენი გაგებით გვერდში დგომა და ადამიანური პატივისცემა.ვაისს უყვარს საქართველო და საქართველოსაც უყვარს ვაისი.
დრანდელი
მუდამ გახარებული ყოფილიყავი,კარგო ადამიანო!
semi
მშიშარა რაში გამოდგა? სანიოლის მსგავსად 5 მცველით თამაშობდა თვითონაც, ფინალში ხვიჩა არ ყავდა და სულელური კოვიდ აკრძალვების გამო გამო უმაყურებლო სტადიონზე ითამაშა, იგივე პირობებში სანიოლი დაამარცხებდა ბერძნებს?
მოქალაქე
ვაისს იმაში არ გაუმართლა რომ იმ მატჩში ჯერ ერთი მაყურებელი არ შეუშვეს სტდიონზე, მეორე ის რომ სამი მთავარი ფეხბუღთელი : კვარა, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი აკლდა გუნდს, და მესამე - გაიხსენეთ მაშინ ჩვენი ფეხბურთელები როგორი დაბალი კლასის კლუბებში გამოდიოდნენ, ახლა კი სულ სხვა სურათია ამ მხრივ, გაიზარდენ
გიორგი
ამ ადამიანს უდიდესი მადლობა იმის გამო რომ საქართველო და ქართველები უყვარს. ამ ადამიანის დამსახურებაა ჩანკვეტაძემ კარიერა რომ არ დაასრულა. წაიყვანა თავისთან და ბოლომდე ნედო.
სოსო
ვაისს მოვიყვანდი მწვრთნელად ქართულ გუნდში.
რერო
რომ არა კოვიდი მაშინ გავიდოდით. კვარა,კიტე,შენგელია დაგვაკლდა . ასევე უმაყურებლოდ ვითამაშეთ!
სოსო
მადლობა ვაისს.ამ ნაკრების ბირთვი,მის ხელში გამოიკვეთა და მისი გუნდის დამარცხება იყო სწორედ ის გამოცდილება,რომლის გარეშეც,გუშინდელი გამარჯვება არ იქნებოდა
fani
კაი კაცია ვაისი და ქართველები ძალიან უყვარს. ნამდვილად იმსახურებს დაფასებას იმის მიუხედავად რომ ევროზე ვერ გაგვიყვანა (ცოტა მშიშარა მწვრთნელი გამოდგა)
ქართველი
გულით მიყვარს ეს კაცი მიუხედავად იმისა,რომ ვერ გაგვიყვანა ევროპაზე, იგივე შემიძლია ვთქვა ვილიზე ქუჩაში რო შემხვდეს გულში ჩავიხუტებდიბსიდი სიამოვნებით.
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"საქართველოში ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება... ვაისმა იქ ფეხბურთელებს თვალები აუხილა და მედიის მიღმა ეს ხდებოდა!" - ინტერვიუ ვაისის ერთ-ერთ ასისტენტთან