ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვა, თუმცა ქართველმა სუმოისტმა იაპონიას საქართველო ყველა ელჩზე კარგად გააცნო.

აქამდე იაპონელები საქართველოს "ჯოოჯიად" მოიხსენიებდნენ, დღეს კი უკვე იციან, რომ ეს ტოჩინოშინისა და ღვინის სამშობლოა.

ჩემი მეგობარი სოფო გოგოლაძე, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს, ამ ფაქტის შესახებ მიყვება.

სოფოს თქმით, ლევანის გამოსვლას ბოლო ბრძოლის შემდეგ უამრავი ადამიანი ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინის გამოსვლა ერთ-ერთი ბოლო იყო, უმრავლესობა დარჩა, რათა ქართველთან ერთად სურათი გადაეღოთ და მისი ავტოგრაფები მიეღოთ.

გოგოლაძე ასევე გვეუბნება, რომ იაპონელებს ლევანი ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ. მის მიმართ უზომოდ დიდი სითბო, სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა.

"მუზეუმში ვიყავი და დედა-შვილი შემხვდა. რომ გაიგეს, "ჯოოჯიადან" ვიყავი, "აა, ტოჩინოშინ" წამოიძახა ორივემ. ეს არის საოცრება! როცა რამდენიმე თვის წინ უმრავლესობას ამერიკელი ვეგონე, დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯოოჯიადან" ვარ!", - გვიყვება სოფო გოგოლაძე.

ფაქტი ერთია, ლევან გორგაძემ მოახერხა და მისი პატარა სამშობლო იაპონიას გააცნო. ეს ყველაფერი კი ჩემპიონობაც არის და უფრო მეტიც, რისთვისაც მას მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ.

გთავაზობთ კადრებს, რომელიც გოგოლაძემ ექსკლუზიურად Sportall.ge-სთვის ტოჩინოშინის ნაცუ ბაშოზე ჩატარებული ბოლო ბრძოლის შემდეგ გადაიღო.

ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორი სიყვარული და სითბო იგრძნობა იაპონელი გულშემატკივრის მხრიდან ლევან გორგაძისადმი.

Video

როგორ დახვდნენ იაპონელები ტოჩინოშინს ბოლო ბრძოლის შემდეგ

▶ რა თანხა გამოიმუშავა, რა პრიზები მიიღო და როდის გახდება ტოჩინოშინი ოძეკი?

▶ ნაცუ ბაშო. ფინალი: ტოჩინოშინმა მოტეხილი ხელით იკიოი დაამარცხა, მაგრამ კაკურიუ ჩემპიონი გახდა [VIDEO]

▶ ვარცხნილობა, ბალიშების გადაყრა, მარილი, ცოლის მოყვანა - სუმოს წესები და ტრადიციები

▶ ტოჩინოშინი იაპონურ კულტურაში: სელფები, კარიკატურები, პრესა, ტელევიზია და ა.შ. [PHOTO]

ფსიქიატრი
საინტერესო ეგზემპლიარი ჩანს, სიამოვნებით გამოვიკვლევდი
merabi
გიორგი არავინ არ გაგინებთ, ან რა უფლება აქვთ, უბრალოდ აქ რომ კომენტარს აკეთებ, კაცს ან რამე უნდა გიხაროდეს ან რამე უნდა გწყინდეს, და თქვენ რა გინდათ აქ სპორტის განყოფილებაში, კომენტარს რომ აკეთებთ? რისი თქმა გინდათ ამით? ბოლო 30 წელიწადში ორი ომი წავაგეთ ქართველებმა, და რა არის აქ გასაკვირი რომ ოღონდ ქართველი იყოს ადამიანი და მისი ანუ ჩვენი ჯიშის, გენის, სისხლის გამარჯვება გვიხარია, სუმოში იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერ სფეროში, ეს არაფრის მთქმელი, აქ არ მოსატანი, არაფერ შუაში "ბრძნული" აზრები გაუგებარია.
ტოჩი მაგარია
ალბათ შენ იგივეს იტყვი ჭიდაობაზეც :) :)
vai ckuatxelt
შენ რას აკეთებ გიოგი? ან ქვეყანას რითი რგებ ან შენს ოჯახს? რაში ხარ ჩემპიონი? ნობელის პრემია, ან ასტრონავტობა სუმოში სიძლიერესთან რატომაა შესადარი? ყველამ თავისი მიმართულებით გააკეთოს საქვეყნო საქმე! შენ არც ტალახაძის შტანგა არ მოგეწონება და ალბათ ჭადრაკი ან დომინო გირჩევნია! უფრო შურიანის მსჯელობას ჰგავს შენი პოსტი
გიორგი
უკაცრავად ვიცი მაგინებთ, სასიხარულოა რომ ქართველმა გაიმარჯვა მაგრამ, მე რაც ვნახე უბრალოდ კაცი აწია წამის მეათასედ მონაკვეთში... არც შთამბეჭდავი იყო ორთაბრძოლა და, ფაქტიურად, არაფერი მომხდარა... ძიუდო, ბოქსი უფრო შთამბეჭდავია... და უფრო გამიხარდებოდა ქართველს ნობელის პრემია აეღო ფიზიკაში თორე 21 საუკუნეში მარტო კუნთების იმედძე ვერ იქნები
გ55
ყველა ელჩზე კარგად თუ გააცნო, მაშინ ეს კაცი დავტოვოთ მანდ ელჩად და უსაქმური ელჩი თავისი ამალით გამოვიძახოთ აქეთ, სახლშიიიი!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
"ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ..." - ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
"ოქროს ბურთს" დემბელე კი არა, მისი თანაგუნდელი იმსახურებს" - ცნობილი ფრანგი მწვრთნელი
"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
ნაცუ ბაშო. X დღე: [LIVE]
ნაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუს დადებით ბალანსამდე ერთი მოგებაღა აშორებს [VIDEO]
რა თანხა გამოიმუშავა, რა პრიზები მიიღო და როდის გახდება ტოჩინოშინი ოძეკი?
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ნაცუ ბაშოს შეჯამება: ქართველების შესრულებული ამოცანები, სამომავლო მიზნები და ტრამპი
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ნაცუ ბაშო. VIII დღე [LIVE]
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
ნაცუ ბაშო. ფინალი: ტოჩინოშინმა მოტეხილი ხელით იკიოი დაამარცხა, მაგრამ კაკურიუ ჩემპიონი გახდა [VIDEO]
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]