ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ სტუმრად Palitra News-ში იმყოფებოდა, სადაც მან სპორტსმენთა პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჭრიკიშვილის სურვილია, პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ ძიუდოისტს მაინც შეხვდეს და მათი პრობლემები მოისმინოს.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ მოგვისმენს. მე დარწმუნებული ვარ, მან 10%-იც არ იცის არსებული პრობლემების და მხოლოდ ერთი მხარისგან აქვს ინფორმაცია.

ჩემი თხოვა იქნება, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც შეხვდეს და ჩვენი აზრი მოისმინოს, რადგან ჩვენ მართლები ვართ და დღეს ჩვენ ვიჩაგრებით", - განაცხადა ჭრიკიშვილმა.

▶ დავით ქევხიშვილი: ჰოლანდიელმა მწვრთნელმა აღმასკომის წევრების დადებითი განწყობა დაიმსახურა

▶ ვისთვის ინიშნება ახალი მთავარი მწვრთნელი? - დავით ქევხიშვილის პასუხი

Jotia
qomagi-ო. სრულიად ჭეშმარიტებას ბრძანებთ. რა ბიძინა, რის ბიძინა!! ბიძინასთან მისვლას ჯობია, მეამბოხე "სპორცმენები"დიმიტრი ყიფიანთან მივიდნენ და ის უზრუნველყოფს მათ ბიძინასთან შეხვედრას. კარგით რა!! უკვე ზედმეტებში გადადიხართ ყველა ერთად. თქვენი საქმე ისე გაიწელა, მალე აღარავის დააინტერესებს. ცუდი ისაა რომ ძიუდო დამარხეთ სანახევროდ და ამაში ყველა ერთად იქნებით დამნაშავე.
tngh
გამოძებნეთ ურთიერთ მისაღები კომპრომისი და განაგრძეთ ვარჯიში. ვინც თქვენ გაქეზებთ, საქართველოს მტერია!!!
tngh
ბარემ პირდაპირ თქვან, ბიძინამ ფული მოგვცესო!!! რას მიედ-მოედებიან... ან რატომ უნდა ჩაერიოს ბიძინა ამათ არეულ საქმეში??? ძიუდოსთან რა კავშირი აქვს...
გიორგი
იქნებ იმ ადამიანებმა ვინც უარყოფითად შეაფასეთ ჩემი მოსაზრება დამისახელეთ ეგეთი ქვეყანა და ნაკრები სადაც წონის ლიდერი და ნაკრების კაპიტანი არ არის იმ ქვეყნის ჩემპიონი. უბრალოდ მაგალითს ვითხოვ რომ დაასახელოთ
patrioti
100%
liverpuli barselonas supermarketi.
ესენი მგონი პოლიტიკური პარტიის გაკრტებას აპირებე, პატივი გვეციტ ქომაგებს ორივე მხარემ და მალე მოაგვარეტ ეგ მოსაგვარებელი
ნუგზარი
სირცხვილია ამ "მეამბოხე" ძიუდოისტების ყველა ქმედება და განცხადება. რას აკეთებთ, ერთი გრამი სამშობლოს პატივისცემა როგორ არ შემოგრჩათ. ხომ არ შეიძლება ყველაფერი კუჭზე დაიყვანოთ!თუ მართლა რაიმე ძლიერი არგუმენტი გაქვთ და რეალურ დანაშაულს აქვს ადგილი, თქვით, თუ არა, წადით სახლებში და ტელევიზორში უყურეთ თქვენს შემცვლელებს. რას ქვია, ივანიშვილმა პრობლემების 10% იცის თუ 99%. ან საერთოდ, რატომ უნდა იცოდეს თუნდაც 1%. მას მისი საქმე აქვს. თქვენ თქვენსას მიხედეთ. რამდენი ვინმეს პრობლემა შეექმნება, ივანიშვილმა მიხედოს?! თქვენ ვინ ყოფილხართ. რა გინდათ, ვის დაკარგვიხართ. თავიდან მართლა დამნაშავე მეგონა ის ქევხიშვილი. ახლა ვრწმუნდები, რომ თქვენნაირებთან 100%-იანია. მე პირადად სურვილი მაქვს, ახალი სახეები ვიხილო ნაკრებში, რადგან თვენ წინ წაწევის შანსი აღარ გაქვთ და თანდათან უფრო გააუარესებთ შედეგებს. მოკლედ, ჩაიჩოჩეთ და გზა სხვებს დაუთმეთ, ვისაც მეტი ჟინი და სურვილი აქვს. თქვენ იმდენი გაქვთ ნაშოვნი, კარგა ხანს გეყოფათ. საერთოდ არ ვიცი ვინ არის ქევხიშვილი, მაგრამ თქვენზე უარესი რაღა უნდა იყოს!
qomagi
ავთო, იცით რას გეტყვით შენ და ლიპოს?! ჩვენ, უბრალო ქომაგებს, რაც ადრე თქვენი სიყვარული გვქონდა, ახლა საერთოდ გაგვიქრეთ მაგ თქვენი უთავბოლო ამბოხით! ნუთუ არ შეგეძლოთ, ჩვენი და ქვეყნის სიყვარულით დროებით გეთქვათ უარი საკუთარ სიჯიუტეზე, ჯერ გეჭიდავათ მსოფლიო, დაგემტკიცებინათ თქვენი ძალა და მერე შეგეტიათ ისევ ქევხიშვილისთვის! ანდაც ბიძინას რომ უხმობთ, ყველაფერი ბიძინას მოსაგვარებელია? მასე მეც მჩაგრავენ ჩემს სამსახურში, მაგრამ ვცდილობ რომ საქმით დავუმტკიცო საპირისპირო. ამის ნაცვლად წავიდე და ბიძინას მივადგე?! ეს რა ლოგიკაა? თუ პრინციპია ასეთი - "უზენაესთან" წავიდეთ, რადგან მისი სიტყვა კანონია?!

ეხლა უკვე გასაგებია რატომაც არავინ არის ფედერაციაში როცა სპორტსმენები მიდიან იქ. ყველას ამ საიტზე მოუყრია თავი და კომენტარების წერით ცდილობენ ქევხიშვილის გაპრავებას ეს მუქთახორები
fuu
აი ბატონი ბიძინებით თუ დაიწყეს ლაპარაკი და დამკარგვია ამათზე წარმოდგენა რაა((( რა ბატონი ბიძინი თუ გიშველით გურანდა გაბუნიები ხართ მოტრიალდა ღმერთი და გადმოაგდო ბიძინა იბაზრეთ ბარემ რო მოხსნით იმას((((
fsafsdfffsf
მოკლედ უნდა გადადგენ და აახვიონ თავისი მწვრთნელებიანად.სამი კაცი დზლივს დარცჰა ვინც ჭიდაობს და იმათაც იშორებენ.ქევხიშვილი კიდევ რაცმახსოვს 30-ე ადგილს ვერ აცდა რეიტინგში.თვითონ უნდა გამოეტანა მაქედან დასკვნა და იქნებ მწვრთნელად ევარგა.რა ჯანდაბობებს აკეთებენ.იყნოსეს პატარა პროგრესი და ძიუდოც უნდათ ეხლა დამარხონ.
გიორგი
მეეჭვება რომელიმე ქვეყანაში წონის ლიდერი და მით უმეტეს ნაკრების კაპიტანი ყოფილიყო სპორტსმენი, რომელსაც საკუთარ წონაში საქართველოს ჩემპიონობა არ აქვს მოგებული. მას შანსი ჰქონდა გასული წლის დეკემბერში საქართველო და შემდეგ თბილისის გრანპრი მაინც ეჭიდავა. ის ინფორმაცია, რომ ტრამვაა და ასე შემდეგ უკვე აღარი იყო დამაჯერებელი. მითუმეტეს მიურებელია არგუმენტი- ევროპირთვის ემზადებოდა და ასე შემდეგ. ლიპოს საქციელში სამწუხაროდ ისიც შეიძლება დაინახოს ზოგმა, რომ თავს ვერ ართმევს 100 კილოგრამში ჭიდაობას, ან თუნდაც გარკვეული პრივილეგიები შემოაკლდა და ახლა გადაწყვიდტა გააპროტესტოს ის რაც ბოლო 5 წელია ხდება. აქამდე უნდა ამოგეღო ხმა კაპიტანო. როგორც სპორტსმენს წარმატება მინდა ლიპოს ვუსურვო და იმედია კიდევ გაგვახარებს. აი როგორც აქციების ორგანიზატორს კი, აჯობებდა ტატამს დაბრუნებოდა. მარტო ქევხიშვილის პოლიტიკა კი არააა დამღუპველი, არამედ ის უსამართლობებიც რაც ზოგადად ნაკრებში და ფედერაციაში ხდება. აქვე ვწერ რომ არ ვარ ქევხიშვილის მხარდამჭერი. ვთვლი რომ მან უნდა გაასაჯაროოს მისი ძიუდოს პრეზიდენტობის პერიოდის სრული ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც ისედაც არ არის საიდუმლო.
გიორგი
თუ საუბრობენ სამართლიანობაზე სრული სიმართლე უნდა ითქვას. ლიპო იმას ითხოვდა რომელიღაც დარბაზში მე და ავთოს საშვი აღარ დაგვიფინანსა ძიუდოს ფედერაციამო. ანუ პის პრივილეგიები შეილახა? რატომ არ გააპროტესტა ლიპომ, ნაკრების კაპიტანმა, როცა ტატალაშვილი წაიყვანეს ევროპაზე და კირაკოზაშვილი დატოვეს. დიდი ნაწილი ხომ თანხმდება იმაზე რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო და კირაკოზაშვილი ამით დაიჩაგრა. მე ამ გადაწყვეტილებაში ნეპოტიზმსა და კორუფციას ვხედავ. არ ვარ არც ერთის ახლობელი. და ტატალაშვილის ჭიდაობის მანერა ძალიან მომწონს.
გიორგი
თავიდანვე ვწერ რომ არ ვარ ქევხიშვილის მხარდამჭერი. ვთვლი რომ მან უნდა გაასაჯაროოს მისი ძიუდოს პრეზიდენტობის პერიოდის სრული ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც ისედაც არ არის საიდუმლო. რაც შეეხება სპორტსმენებს, მათი პრეტენზიები დიდ წილად გაუგებარი რჩება. უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. სად დაირღვა სპორტსმენების უფლებები და როგორ. თხოვნაა იქნებ იმაზეც ისაუბრონ თუ როგორ ხდება სპორტსმენის ნაკრებში დაძახება. რატომ იმას არ აპროტესტებენ ჩვენი ძიუდოისტები რომ საქართველოს ჩემპიონატს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ჩვენი ძიუდოს ფედერაცია და თვითონაც თავს არიდებდნენ საქართველოს ჩემპიონატის თუ თბილისის გრანპრის ჭიდაობას.
გიორგი
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ავთანდილ ჭრიკიშვილს იმისთვის რომ თავისი ჭიდაობით ასახელა საქართველო და იმ შესანიშნავი წუთებისთვის რაც მან ძიუდოს გულშემატკივარს აჩუქა. ბევრად უფრო სასიხარულო იქნება თუ კვლავ დაუბრუნდება ტატამს და კვლავ გაგვახარებს. არ არის მისი საქმე ივანიშვილთან შეხვედრა
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
"ამის გაგონებაზე არასდროს დამავიწყდება ის რეაქცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა" - ლაშა გუჯეჯიანი
უძლიერესი შემადგენლობით - ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ჩვენ ვითხოვთ ერთით მეტ სკამს მაგიდასთან! - BBC-ის ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა